დედა, მამა და ბებია მოკლა და მიიმალა – შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში, მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში,…

მეტი...

„უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია“ – მმართველი გუნდი ფარულ ჩანაწერებზე

ერთ-ერთი ტელეკომპანიით გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ბერა ივანშვილი,ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიცენტრი მთვარი“ უცვლელად გთავაზთ.     „გუშინ, ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს…

მეტი...

ხვალ რესტორნები იხსნება ცოცხალი მუსიკის გარეშე  

ხვალიდან რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურული სივრცეების იხსნება. შეზღუდვა ცოცხალ მუსიკას ეხება, რომელიც აპრილამდე ისევ შეზღუდული იქნება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ცოცხალი შესრულება მეტი ხალხის მობილიზებას იწვევს, რაც ინფიცირების რისკს ზრდის. „მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან იხსნება შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი, კვების ობიექტები, პირველ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, ვინაიდან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბის ზრდას და ასევე, როდესაც ასეთი კულტურული ღონისძიება ტარდება, მასშტაბი გაცილებით დიდია და ამ პროცესში ხალხის მობილობის, ისევე როგორც რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია”, – აცხადებს ფერაძე. რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათს,…

მეტი...

„ჟიული შარტავას სამშვიდობო მცდელობას იარაღი დაუპირისპირეს“ – აფხაზეთის უმაღლესი საბჭო  

7 მარტი საქართველოს პირველი ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას დაბადების დღეა. დღეს მას 77  წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირის დაბადების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს. „ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ცალსახად და უყოყმანოდ აღიარებს, რომ ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, აღიარებული სახელმწიფო-პოლიტიკური მოღვაწე. აფხაზეთის ომის დროს მან, როგორც აფხაზეთის მთავრობისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, მშვიდობისათვის, აფხაზთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ძმობის, განუყოფლობის, ჩვენი სამშობლოს ერთიანობის დასაცავად ყველაფერი გააკეთა. სამწუხაროდ, ყველა მისი სამშვიდობო მცდელობა  უზარმაზარი მსხვერპლით დასრულდა, რადგან  სეპარატისტებმა რუსეთის გენერალური შტაბის მხარდაჭერით, მშვიდობას იარაღი დაუპირისპირეს. ჟიული შარტავამ, როგორც სამშობლოს უღალატო პატრიოტმა,…

მეტი...

„პროტესტანტებსა“ და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა  

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დაპირისპირებაა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. აქციის მონაწილეები ცდილობენ, რეზიდენციისკენ მიმავალ კედლებზე წარწერები დატოვონ, როს საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.     წარწერა “მკვლელებო”, რის დაწერასაც აქტივისტები ცდილობდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები „სკანდირებენ“:  “მონებო”… „ბერას მონებო“… „ბერა კრიმინალია“. შეგახსენებთ, რომ აქცია სპონტანურად მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ერთ-ერთი ტელევიზიით ფარული სატელეფონი ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებს და რომელიც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხება. აქციის მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ვადამდე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.   

მეტი...

„ვადამდელი არჩევნები დაიდოს“ – მსვლელობა დაიძრა

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ამ წუთებში, თბილისში მსვლელობა იმართება. ოპოზიციური პარტიის წარმომდგენლები და აქტივისტები რუსთაველის გამზირიდან დაიძრნენ და ფეხით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან. „ვადამდელი არჩევნები დაიდოს“ – ასეთია აქციის მონაწილეთა ლოზუნგი, რომლებსაც სხვადასხვა პლაკატითა და „ფიტულებით“ არიან აღჭურვილები. როგორც „მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელი აცხადებს, აქცია დაიგეგმა სპონტანურად და ის უკავშირდება იმ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა. შეგახსენებთ, რომ ფარულ ჩანაწერში ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებს და საუბარია რამდენიმე პირის მიმართ ანგარიშსწორებასა და დასჯაზე. მათ შორის, სკოლის მოსწავლეზე. აქციის მონაწილეებს თან მიჰყვება საპატრულო ეკიპაჟები.  

მეტი...

ჭყონდიდის ეპარქიაში დიაკვნებს მღვდელმსახურება შეუჩერეს

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილმა) დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. როგორც მიტროპოლიტმა განმარტა, ისინი მას არ ემორჩილებოდნენ. „დიაკვნებმა არ გაითვალისწინეს მისი გაფრთხილება, დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს. ბოლო პერიოდში, დიაკვნების  ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ეპარქიის წესებს, რადგან ისინი პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებენ. ასევე , მამა კონსტანტინე გაბისონიას კონფლიქტი აქვს ეპარქიის სხვა სასულიერო პირთან“ – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ. მან ასევე ბრძანება, სადაც ვკითხულობთ: „სამღვდელმთავრო მსახურების სათანადო აღსრულებისთვის, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული უძველესი წეს-განგების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის იურისდიქციაში მყოფ ყველა დიაკონს/იეროდიაკონს ეძლევა ლოცვა-კურთხევა აღასრულონ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ…

მეტი...

აშშ პანდემიით დაზარალებულებს 1 400 დოლარით დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა, რომლებიც „კოვიდპანდემიამ“ დააზარალა და შემოსავლის გარეშე დატოვა, სახელმწიფო დახმარების სახით 1400 დოლარს მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება სენატმა დაამტკიცა და მისი ბიუჯეტი ის 1.9 ტრილიონი დოლარია. ეს იქნება ერთჯერადი დახმარება, რომელსაც ამერიკელები მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი მსგავსი გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, რადგანაც ფიქრობდა, რომ ეს თანხა ბიუჯეტს დააზარალებდა და მოსახლეობასაც დიდ შვებას ვერ მისცემდა.  

მეტი...

“ვითხოვთ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს!“, – კახა ოქრიაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი, პარტია “პროგრესი და თავისუფლებას“ ხელმძღვანელი კახა ოქრიაშვილი დაუყოვნებლივ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს და აღნიშნულის მიზეზად “TV პირველის“ ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს ასახელებს, სადაც პრემიერ-მინისტრი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებს.   “სულ რომ არაფერი ვთქვათ კრიმინალის, სუს-ისა და პოლიციის ჩართულობით გაყალბებულ არჩევნებზე და წინა პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომაზე, რომელმაც სწორედ პოლიტიკური ნიშნით ძალადობა და უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმა გააპროტესტა, მხოლოდ ეს ჩანაწერები წარმოადგენს საფუძველს რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად. პლებისციტის დრო ქვეყანაში აღარ არის, ვითხოვთ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს!“ – ვკითხულობთ კახა ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

„ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ, სიცოცხლეზე იფიქრო“ – დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა

„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ, სიცოცხლეზე იფიქრო“ – ამას ამბობდა აფხაზეთში წასვლამდე ჟიული შარტავა. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 135, იმერეთში – 27, შიდა ქართლში – 23

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 135 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – ოთხი, შიდა ქართლი – 23, გურია – შვიდი, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – ორი, სამცხე-ჯავახეთი – ერთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 556, საიდანაც 1 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 698, აჭარაში – 163, იმერეთში – 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.56 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.56 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1.47 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1.55. საქართველოში დღეს კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი, გარდაიცვალა ცხრა ადამიანი.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3576-ს შეადგენს. ამასთან, დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ, 6 მარტს საქართველოში კორონავირუსი 355 ადამიანს დაუდასტურდა, 91 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 349 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 919 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 210, „პისიარ“ ტესტით – 9 709. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,47%, ბოლო 14 დღის – 1,55%, ბოლო შვიდი დღის – 1,56% საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 851 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 693 გამოჯანმრთელდა, 3576 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 307, სტაციონარში მეთვალყურეობას 1…

მეტი...

“ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება” – გიორგი ფხაკაძე ექიმებზე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს. გიორგი ფხაკაძის თქმით, ექიმები, რომლებიც კორონავირუსზე საუბრობენ კორუმპირებულ პროფესორებად და არაპროფესიონალ ახალგაზრდებად იყოფიან. “საქართველოში ყველა პროფესორობს, ყველა გამოდის და რაღაცას ბოდიალობს, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მოკლედ დავიღალე რა, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. აქეთ გვყავს კორუმპირებულები, ფულს აკეთებენ გასაგებია. აქეთ არიან არაპროფესიონალები, პატარა, ახალი გამოჩეკილი ბავშვები, რომელთაც ჯერ ცხოვრება არ უნახავთ და არ იციან რა ხდება. გამოდიან და იძახიან, ჩვენ ყველაფერი ვიცით, გუგლში ნახეს. ასეა ეს ქვეყანა”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.

მეტი...

ოპოზიცია ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. „6 მარტს „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომელშიც გავიდა ბერა ივანიშვილის საუბრები ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან, შეიცავს უმძიმესი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს. “ლელო” მოითხოვს: სიუჟეტში მოთხრობილ ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება; გამოძიებაში ჩართულ იქნენ საერთაშორისო ავტორიტეტული საგამოძიებო ინსტიტუტები; გამოძიებაზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ გადადგნენ თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა “ლელოსთვის” მიუღებელია“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. “სანამ რიგგარეშე არჩევნები იქნება…

მეტი...

„დედა ნახე, მამა ნახე, შვილიც ისე გამონახე-ო, მომინდომეთ სახელმწიფო“ – პოლიტიკოსები ფარულ ჩანაწერებზე

„ღარიბაშვილი რეკავს 112-ში, მე და ბერამ რაღაც დავლიეთ და დედა გვაქვს მ****ო“,- წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი. ოპოზიცია სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილს ფარულ ჩანაწერებს სარკაზმით პასუხობს. „დედა ნახე, მამა ნახე, შვილიც ისე გამონახე-ო, მომინდომეთ სახელმწიფო“ – ასე გამოიყურება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ერთ – ერთი სტატუსი.

მეტი...

“პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება” – მამუკა მდინარაძე

ოპოზიცია დღესაც ცდილობს, რომ კომპრომისულ ნაბიჯად გაყიდონ, ეს ვერ გაიყიდება და ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც გადმოდგმულ ნაბიჯად იქედან გამომდინარე, რომ პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება, – ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ აღნიშნა, რომ პლებისციტი არის „წითელი ხაზი“ და ამას „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება, რადგან ეს „არარაციონალური ნაბიჯია“ . „პლებისციტი არის საკითხი, რომელიც მათი მხრიდან მცდელობად არის წარმოდენილი როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, თითქოს ეს არის რაღაც ნაბიჯი. ერთადერთი თემა, ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ დააყენეს და დღესაც ცდილობენ,…

მეტი...