ველისციხეში 80 წლის ქალის ცხედარს გარდაცვლილის შვილი სახლში 2 თვე ინახავდა

ველისციხეში 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალის ცხედარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილის შვილი 2 თვის განმავლობაში ინახავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობლებმა უსიამოვნო სუნი იგრძნეს და პოლიციას შეატყობინეს. ხანდაზმული ქალი შვილთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფაქტზე დაწყებულა მოკვლევა, დანიშნულია ექსპერტიზები. 

მეტი...

საქართველო “ასტრაზენეკაზე” უარს არ იტყვის

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებისა და ექთნის კომაში ჩავარდნის მიუხედავად, საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე უარს არ ამბობს და ვაქცინაციის პროცესს შეუფერხებლად აგრძელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს. როგორც მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, პროცესი არც შეჩერდება და არც შეფერხდება. „საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის შემდეგ, 27 წლის ექთანი კომაში ჩავარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

27 წლის ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს

7 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხის კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, თბილისში გადმოიყვანეს. პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ კატასტროფის ბრიგადამ შეიყვანა. შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

“ანაფილაქსური შოკის განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას” – ზურაბ გურული

მი­სი­სი­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, აშშ-ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი სოციალურ ქსელში წერს, რომ ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას. 1. ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.2. ანაფილაქსური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი.3. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას. მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები.4. გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს…

მეტი...

TV პირველში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ, 2021 წლის 18 მარტის განჩინებით უცვლელი დატოვა შპს “ტელეკომპანია პირველთან” დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ჩატარებაზე ნებართვის გაცემის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება. “სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული კანონმდებლობა სრულყოფილად არეგულირებს და იცავს გამოხატვის თავისუფლებას. როდესაც საკითხი შეეხება ჟურნალისტის პროფესიული დაცვის სტანდარტს, დაცული უნდა იქნეს შესაბამისი ბალანსი. დანაშაულის პრევენციისა და გამოძიების პროცესში სახელმწიფოს ინტერესების განხორციელების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით,გამოხატვის თავისუფლების დაცვითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის…

მეტი...

„ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით“ – მინისტრის მოადგილე

მსოფლიოში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ათეულობით გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა. 5 მილიონი შემთხვევიდან ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია მხოლოდ 41- ვაქცინირებულს განუვითარდა. ახალციხეში მომხდარი შოკის გამო, შესაძლოა, „ასტრზენეკას“ ვაქცინა დროებით საქართველომაც შეაჩეროს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხდა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფი მიიღებს. „როდესაც დგება სავარაუდო გვერდითი რეაქცია, ექსპერტების შეფასების საფუძველზე, თუ ეს არის მძიმე გვერდითი რეაქცია და ამ შემთხვევაში, მძიმე გვერდით რეაქციასთან გვაქვს საქმე, რადგან მან გამოიწვია ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაციული მკურნალობის აუცილებლობა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს,  ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან. მისივე ინფორმაციით, ჯერ არ შეიძლება…

მეტი...

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა შესაძლოა, დროებით შეჩერდეს

ვაქცინაციის შემდეგ, ახალციხეში ექთნის კომაში ჩავარდნის გამო, შესაძლოა, დღის წესრიგში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეჩერების საკითხი დადგეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები რამდენიმე წუთში შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ.    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  გადაწყვეტილებას 19:00 საათზე მიიღებენ. „19:00 საათზე დაინიშნა გაერთიანებული სხდომა. არსებობს იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი, არსებობს იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი და ამ კომიტეტების სხდომა დაინიშნა სამინისტროში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიღებს მონაწილეობას, ისევე როგორც სამინისტროს ტოპმენეჯმენტი. განხილული იქნება რამდენიმე ძირითადი საკითხი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, ავადმყოფი ინტუბირებულია და როგორც გითხარით,…

მეტი...

ვაქცინირებული ექთნის მდგომარეობა მძიმეა, საქმეზე გამოძიება დაიწყო

ახალციხეში ვაქცინირებული 27 წლის სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კატასტროფის ბრიგადას პაციენტი თბილისში გადმოჰყავს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქმის გამოძიებაში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო ჩაერთო. “დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა.  იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის. ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. მას უტარდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურმა დაიწყო მისი თბილისში ტრანსპორტირების პროცესი. შემდეგომ მკურნალობა და მდგომარეობის მართვა პროცესი გაგრძელდება თბილისში“, – განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის…

მეტი...

მედპერსონალს, ვაქცინაციის შემდეგ, ანაფილაქციური რეაქცია განუვითარდა, კატასტროფის ბრიგადას ის თბილისში გადმოჰყავს  

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ, ახალციხეში, ახალგაზრდა ქალბატონი რეანიმაციაში მოხვდა, მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, ადგილზე კატასტროფის ბრიგადა ჩავიდა, რომელსაც პაციენტი თბილისში გადმოჰყავს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე საგანგებო ბრიფინგი გამართა და დეტალებზე ისაუბრა. „ანაფილაქციური რეაქცია შედარებით იშვიათია, თანაც შოკის სახით. დღეს, ახალციხეში, იმედის კლინიკაში, რომელიც აწარმოებს აცრებს, აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალბატონი, რომელიც სისტემატურად იტარებდა აცრებს და არ აღნიშნავდა ალერგიულ რეაქციებს. აცრის შემდეგ ამ ქალბატონმა  მოუწოდა სამედიცინო პერსონალს აცრების გააქტივებისკენ. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია.  ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია…

მეტი...

„ქვეყანაში ხორბლის უპრეცენდენტოდ მაღალი მარაგებია, დაახლოებით, 115 000 ტონა“ – ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნაში ხორბლის სამი თვის მარაგი არსებობს, რაც რყევებს გამორიცხავს.   „ჩვენი საშუალო მარაგი და FAO-ს რეკომენდაცია, 90 000 ტონამდე ხორბალს ითვალისწინებს, ეს არის 2 თვის მარაგი. ჩვენ, თითქმის, 3 თვის მარაგი გვაქვს, რაც გვაძლებს რყევების აცილების შესაძლებლობას. მაღალი მარაგების შენარჩუნებამ, ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, ზაფხული და შემოდგომა გაგვევლო ისე, რომ ყველა სხვა დამხმარე თუ ძირითადი ნედლეულის გაძვირების პირობებში, არ მოგვეხდინა ინტერვენცია და პურის ფასი შეგვენარჩუნებინა,  თუმცა, მოგვიწია სუბსიდირება, რაც, ვფიქრობ, ყველაზე ეკონომიური და ეფექტიანი იყო სოციალურად ნაკლებად დაცული ადამიანისთვის პურის ფასის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ლევან…

მეტი...

სემეკი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების საქმიანობის შემოწმებას იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ კომპანიებს შეამოწმებს. კერძოდ, სემეკის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან, თუ რამდენად შეესაბამება კომპანიის საქმიანობა სალიცენზიო პირობებს, დააკვირდებიან საცალო მომხმარებელზე გაწეული მომსახურებისა და  მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვის პროცესს. პირველ ეტაპზე შემოწმდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი 9 კომპანია. კერძოდ, მიმდინარე წლის 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით სემეკის მიერ შემოწმდება შპს „აკრიანი 2006“-ი, შპს „გაზტრანს სერვისი“, შპს „გაზმშენი, შპს „ჩირაღდანი“, შპს „მამედი“, შპს „გამა“, შპს „დი-ვი-ეს“-ი, შპს „გოგოჭური და კომპანია“ და შპს „ენერგია +“. სემეკის მიერ კომპანიების შემოწმების საფუძველს წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც კომისია…

მეტი...

ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით, არსებული შეზღუდვები არ მოიხსნება

მოსახლეობის იმ ნაწილის თხოვნა, რომელიც ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს, დაკმაყოფილებული არ არის. ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები არ იხსნება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა,არსებული რეგულაციის მოხსნა საფრთხის შემცველია.  „როგორც თქვენთვის ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღესასწაულ ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კულტურულ, რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე, არსებობს ვირუსის გავრცელების მომატებული რისკი. განსაკუთრებით იმ დროს, როცა შეზღუდვების უმეტესობა უკვე მოხსნილია. შესაბამისად, მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის. ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან…

მეტი...

რესტორნებში ცოცხალი მუსიკა დასაშვებია

საკოორდინაციო საბჭომ არსებული შეზღუდვების დამატებით შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ხვალიდან, რესტორნებში ცოცხალი მუსიკაც დასაშვებია. “გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებით შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატერებს. უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური…

მეტი...

„მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება“ – თბილისის მერიის განცხადება

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას“ – აცხადებს კახა კალაძე ლისის ფერდობზე გაჩენილ ნაპრალთან დაკავშირებით. მისი თქმით, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და პროცესში უცხოელი მკვლევარებიც ჩაერთვებიან. „შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია. უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის…

მეტი...

„თბილისს სერიოზული საფრთხე ემუქრება, მოწყვეტილია ნახევარი მილიონი კუბური მასა“ – ლისის ფერდობს სპეციალისტები იკვლევენ

ლისის ფერდობზე, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. კლდის მეწყრული ნაპრალები ასობით მეტრზე დაფიქსირდა, სიღრმე კი წინასწარი დაკვირვებით, ათობით მეტრია.  სპეციალისტები ადგილზე აქტიურად მუშაობენ და კლდის მასის დაძვრას ნებისმიერ დროს ვარაუდობენ. პირველადი შეფასებით, დაძრული ნახევარი მილიონი კუბური მეტი მიწის მასის შეკავება შეუძლებელია. საუბარია მაჭავარიანის ფერდობზე,ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც, ბოლო პერიოდში, აქტიური განაშენიანება მიმდინარეობს. „მასა დაძრულია და აუცილებლად ჩამოვა დაბლა. თუმცა, როდის მოხდება ეს, არავინ იცის. პროცესი დამოკიდებულია ნალექზე, დროსა და გრუნტის დატვირთვაზე“ – ასეთ შეფასებას აკეთებენ ადგილზე მომუშავე ექსპერტები, გეოლოგები და სეისმოლოგები. როგორც „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა და სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ…

მეტი...

“ჩვენ სამართლიანი, პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული გვაქვს, ველით ოპოზიციის მხრიდან კომპრომისს” – არჩილ თალაკვაძე

 მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ დღევანდელი შეხვედრა პოზიციების დაახლოებას უწყობს ხელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ ნაბიჯებს ელის. “ჩვენ სამართლიანი, პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული გვაქვს. ველით ოპოზიციის მხრიდან იმ კომპრომისს, რომელიც არის მთელი საზოგადოების ინტერესში და პირველ რიგში ოპოზიციის ინტერესშიც. ამიტომ ვნახოთ, დღევანდელი შეხვედრა ვფიქრობ დაგვეხმარება, რომ პოზიციები დავაახლოვოთ,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...

მეწყერი თბილისში – რა ვითარებაა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, “ვაშლიჯვრის ფერდზე” მეწყერი განვითარდა. ამ მიზეზით მესამე დღეა მაჭავარიანის ქუჩაზე, რომელიც ვაშლიჯვარსა და ნუცუბიძეს ერთმანეთთან აკავშირებს მოძრაობა შეიზღუდა. მოქალაქე ნიკა ვარძელაშვილის გავრცელებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ მეწყრული ზონა რამდენიმე ათეულ მეტრზეა გადაჭიმული. დღეს დილიდან ავრცელებს ვიდეომასალას ლაშა სუხიაშვილი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელია. მის გავრცელებულ ვიდეომასალაში მეწყრისგან გაჩენილი ნაპრალის სიგანისა და სიღრმეზე წარმოდგენის შექმნაა შესაძლებელი. იმ ადგილზე, სადაც ვიდეოა გადაღებული მიწის ორ ნაწილს შორის დაშორება 1 მეტრამდეა, სიღრმე კი მინიმუმ ორ მეტრამდე. თბილისში განვითარებულ მეწყერზე ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ,…

მეტი...

ხვალიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები ხდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 19 მარტიდან ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში დასაშვები იქნება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება.

მეტი...

“საპატრიარქო არ ჩაერევა აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა მხარს დაუჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოში იმყოფებოდა. ის ილია მეორეს შეხვდა. მინისტრმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მან პატრიარქს ქვეყანაში ეპიდვითარებისა და ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია გააცნო.  მისი თქმით, შეხვედრა ორმხრივი ინიციატივით შედგა.  “ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან. ამ შეხვედრის მიზანი იყო მისი ინფორმირება დეტალურად, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი. რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლებას მას ჰქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათი მხრიდან აღქმული არის ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია სამყაროს დღესდღეობით, პანდემიასთან მიმართებაში და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის…

მეტი...

“28 მარტს ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს დინამო არენაზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად დინამო არენაზე იწვევს: “28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!” – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში. ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, ესპანეთს კი, შინ, 28 მარტს უმასპინძლებენ.

მეტი...

ქალის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

ქალის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ  წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა. გოგი წულაიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მეტი...

“როგორც კი შემოვიტანეთ ვაქცინა, აქტიური ანტივაქსერული კამპანია გააჩაღეს, ეს იყო აღვირახსნილი, საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი უსაფუძვლო კამპანია” – თენგიზ ცერცვაძე

პარადოქსია! ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა და ამიტომ ვერ იხსნება ეკონომიკა, ახლა ვაქცინა გვაქვს და არ ჩქარობენ მის გაკეთებას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ვაქცინის ქვეყანაში შემოტანისთანავე, „აღვირახსნილი, საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ყოვლად უსაფუძვლო კამპანია“ მიმდინარეობს. „დაგვიანებით მოხდა ვაქცინის პირველი შემოტანა, რამდენიმე კვირით, მაგრამ წყვეტა არ იქნება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, ჯანდაცვის სისტემაზე, ქვეყნის ხელმძღვანელობაზე, რამდენად მოახერხებენ საზოგადოებრივი აზრის და ხალხის მობილიზებას ასაცრელად. რატომ არის ასეთი დაბალი აქტივობა – თავიდან საყვედურები იყო იმაზე, რატომ არ შემოგვაქვს ვაქცინა, როგორც კი…

მეტი...

“მეწყრული პროცესი გზის სამუშაოებთან კავშირში არ არის” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან და დაიწყება სამუშაოები, რათა გზა მალე გაიხსნას და მასზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. “გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები იქნა გატარებული, მაჭავარიანის ქუჩა გადაიკეტა ორმხრივად, მიმდინარეობს პროექტირება. ორშაბათს ველოდებით გერმანიიდან სპეციალისტებს და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები, იმისთვის, რომ გზა რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას და უსაფრთხო იყოს გადაადგილება,” – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.…

მეტი...

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩიეს

დეპუტატი ელისო ბოლქვაძე პარლამენტში ახალშექმნილი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ბოლქვაძე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა. კულტურის სფერო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში შედიოდა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ“ კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო. ამით პარლამენტში მე-16 კომიტეტი შეიქმნა.

მეტი...

“ნამახვანჰესზე“ – მიუღებელია რადიკალური მოწოდებები” – ნათია თურნავა

მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს – ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხპდ განაცხადა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თურნავამ აღნიშნა, აშკარაა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი საკმაოდ კომპლექსურია. „თითოეულ შემთხვევაში ჩვენ გვხვდება გარკვეული პრობლემები გარემოს დაცვითი კუთხით, მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით, რომელიც სისტემურად უნდა გადაიჭრას. მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ჩვენი ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარებას. ეს არის დიდი პრობლემა და მათ შორის, სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. ერთ-ერთი მიმართულება ამისთვის არის მსხვილი ჰესების…

მეტი...

“გვაქვს დიდი იმედი, რომ შევთანხმდებით” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რომ კონსულტაციები ისევ გაგრძელდება.  “ორმხრივი შეხვედრა დაინიშნა და გაიმართა ეს შეხვედრა. გაგრძელდება ალბათ კონსულტაციები. ალბათ ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც იქნება ასეთი კონსულტაციები და დღეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი საერთო შეხვედრა, ერთობლივი შეხვედრა შედგება, ვნახოთ. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით და შევთანხმდებით. თუ იქნება სათანადო მიდგომა ყველა მხრიდან, ამ შემთხვევაში, დიალოგი იქნება წარმატებული.  კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით იყო საუარი, რაც უკავშირდება სავარაუდო შეთანხმებას და კონკრეტული დეტალები განვიხილეთ,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

მეტი...

დღეს ჩემი დაბადების დღეა და შეიძლება დავლიო? – პრეზიდენტი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

პრეზიდენტი დღეს AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.  პრეზიდენტს ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. პრეზიდენტს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია დახვდნენ. პრეზიდენტმა ვაქცინის გაკეთებისაკენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს მოუწოდა. “ეს იყო და ეს… დღეს ჩემი დაბადების დღეა, რა ვქნა, შემიძლია დავლიო?… ჩამიშალეთ  დაბადების დღე… დღეს ჩავიტარე ურიგოდ ეს აცრა, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც ჯგუფში არ ვარ, რომელსაც ეკუთვნის. ჯერ რიგია მედპერსონალის და ნამდვილად საჭირო არის, რომ ისინი პირველად აიცრან. თუ გვინდა, რომ ის ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია, რომ ეს საშუალება გამოვიყენოთ, რამეთუ დავიცვათ…

მეტი...

“გოგი წულაია ითხოვს ექსპერტიზას, ამ უნარებს ის მოკლებულია” – ადვოკატი

ქალის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ გოგი წულაიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. პოლიტიკოსის ადვოკატის ინფორმაციით, მუხლი რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, საპატიმრო ღონისძიებას არ ითვალისწინებს. პოლიტიკოსი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. გოგი წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და  გოგი წულაია ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ ყოფილა.  “ძალადობა კატეგორიულად უარყო და აქვს კითხვები, ხომ არ არის პროვოცირებული ეს ყველაფერი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ითხოვს ექსპერტიზას, რომ დადგინდეს, ამ უნარებს ის მოკლებულია. გოგი თავს ვერ გრძნობს კარგად და ითხოვს წამლებს, დამირეკეს იზოლატორიდან,”-აღნიშნა გელბახიანმა. …

მეტი...

“ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში” – დავით ზალკალიანი

ჩვენს პარტნიორებს და ჩვენც ძალიან გვსურს, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს, ამიტომ ყველამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს. „თქვენ იხილეთ ის საჯარო განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ევროკავშირის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. არაფერი დამალული არ ყოფილა, შეხვედრები ინტენსიური იყო და ძალიან დატვირთული, შინაარსიანი და ჩვენს პარტნიორებს და ჩვენც გვსურს, რომ პროცესი რაც შეიძლება…

მეტი...

“ოპოზიცია თავადაც კარგად აცნობიერებს, რომ პარლამენტში უნდა შემოვიდეს” – დავით სერგეენკო

ოპოზიცია თავადაც კარგად აცნობიერებს, რომ პარლამენტში უნდა შემოვიდეს, უბრალოდ ამისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებები და შეფასებები ცალსახაა. „ძალიან ცალსახაა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. თავიდანვე ასეთი შეფასებები იყო, უბრალოდ ახლა ისინი კონცენტრირდა და ერთიანი გახდა, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში. ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ უკვე ჩვენი მხრიდან მოწოდებებსაც აზრი არ აქვს და მგონი ისინიც კარგად აცნობიერებენ. უბრალოდ ამისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან“, – განაცხადა სერგეენკომ.

მეტი...

„ჩვენ ვამზადებთ სამართლებრივ დოკუმენტს მსოფლიოს ფედერაციაში გასაგზავნად“ – ირაკლი აბუსერიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„გუშინ ვიხილეთ ხარვეზის დადგენა, რასაც საჯარო რეესტრი ვერ აუვლიდა გვერდს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა. ირაკლი აბუსერიძის თქმით იმ ხარვეზებს, რაც ტყემალაძის არჩევას მოჰყვა რეესტრი გვერდს ვერ აუვლიდა, როგორც ყოფილი კანდიდატი ამბობს მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულია მსოფლიო რაგბის ფედერაცია: „ხმების დათვლა ყოველთვის წესდებით არის განსაზღვრული, დღის წესრიგს დაემატა წესდების საკითხი,ასევე არის სიცრუე ადამიანი გამოდიოდა იძახდა ყველა ტელე ეთერში, რომ ორი თვე მაქვს ვადა წესდების შესამუშავებლად კლუბებთან ერთადო, ამ დროს არცერთი კლუბი არ არის ინფორმირებული, აქ უკვე იკვეთება ორმაგი სტანდარტი, რომ შევადაროთ აბუსერიძის აქტი…

მეტი...

„დღესვე ჩვენ შეგვაქვს წერილი საჯარო რეესტრში იმ დარღვევების შესახებ, რაც მათ ვერ შეამჩნიეს“ – ირაკლი აბუსერიძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის მონაწილე პირთა სია, შესაბამისად არის საუბარი იმაზე, რომ არავის აქვს საშუალება ნახოს ვინ მონაწილეობდა კენჭისყრაში,“ -ა მის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ირაკლი აბუსერიძის ადვოკატმა დავით კლდიაშვილმა განაცხადა. იურისტის თქმით დოკუმენტაციაში რომელიც არჩევნების დროს გაიმართა არის მთელი რიგი დარღვევები, მისივე განმარტებით რეესტრს დღესვე მიეწოდება რაგბისტებისგან მასალები არსებული ხარვეზების შესახებ: „ჩვენ გვაქვს რამდენიმე მინდობილობა, რომლითაც მიიღეს მონაწილეობა, მათი შინაარსი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ანუ საბოლოო ჯამში გვაქვს სიტუაცია, როდესაც დოკუმენტი გასაღებულია, როგორც საჯარო აქტი და სინამდვილეში მისი შინაარსი არ პასუხობს ამას. ჩვენ საბოლოო ჯამში უნდა დაველოდოთ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას, დღესვე ჩვენ…

მეტი...

„სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში კორონავირუსის მართვის მიმდინარეობასა და ვაქცინაციის პროცესზე.   „მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა ვაქცინის პირველი პარტია და ჩვენ, პირველ რიგში, დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის აცრა. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მეტი...

“არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა” – ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ  მაქსიმალურად მოკლე დროში, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში შევძლოთ გამოსავლის მოძებნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახლა მთავარია ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევებზე კონცენტრირება. ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტიც შეაჯამა და წარმატებული უწოდა. „ბრიუსელში ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა. გავმართეთ შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ კრიზისის, იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ერთად. უნდ აღინიშნოს, რომ ის რეფორმა, პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ არის ყველას მიერ…

მეტი...

უბედურ შემთხვევას ქობულეთში მამა-შვილი ემსხვერპლა

ქობულეთში ე.წ. მტს-ის დასახლებაში მამა-შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი მეზობელს სახლის სახურავის გადახურვაში ეხმარებოდა, რა დროსაც რამდენიმე მეტრიანი სიმაღლიდან გადმოვარდნენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ადგილზე ორივე  გარდაცვლილი დახვდა.

მეტი...