„ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს“ – ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე პირბადის ტარების შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყანაში საკმაოდ საშიში ტენდენციაა. მთავარი ინფექციონისტის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 70-დან 43%-მდე დაეცა. „შეზღუდვების შემსუბუქება რისკია.  ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ დავიწყეთ ვაქცინაცია. იმუნიზაცია, ყველა ქვეყანაში, შედეგს იღებს სულ ცოტა 2-3 თვის შემდეგ. აშშ-მა, ინგლისმა, გერმანიამ, ისრაელმა ვაქცინაცია დაიწყო  დეკემბერში და დღეს მათ გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვთ, ვიდრე საქართველოს, სადაც ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. ნუ გვექნება ასე მალე მოლოდინი.  იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს. იქამდე, ვიდრე ეს იქნება, პირბადეები უნდა გამოვიყენოთ. ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70%-დან 43%-მდე შემცირდა პირბადეების ტარება, ნუ ვიზამთ ამას,…

მეტი...

„ზღვარს გადასული ქმედება, ეს არის შეჭრა რელიგიური შინაარსის ღონისძიებაში, მისი ჩაშლის მცდელობით“ – დეკანოზი

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კომენტარი გააკეთა და მომხდარს საშიში, ზღვარს გადასული ქმედება და ეკლესიაზე შეტევა უწოდა. „მსგავსი რამ, ნებისმიერი სხვა კონფენსიის შემთხვევაში რომ მომხდარიყო,  ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა ორგანიზაცია თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ამაზე ძალიან მძაფრ განცხადებებს გააკეთებდნენ. აი, ჩვენთან კი მოხდა ასეთი რამე… იყო მობილიზებული სპეციალურად ხალხი, აშკარად აქ იყო სხვა განზრახვა და ეს იყო შეჭრა და ეს კადრებშიც ჩანს. პირველი იქ შეიჭრა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დაუპატიჟებლად. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ჩვენ გვახსენდება, რომ სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ ჟურნალისტმა ფაქტობრივად ჩაშალა წირვის…

მეტი...

„ვაქცინაცია მოხდება ქვეყნის 89 რაიონში, პრაქტიკულად ყველა რაიონში“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო გეგმა დიდი ხანია მომზადებული და გაწერილია დეტალურად ყველაფერი. ყველა სცენარი არსებობს, რომელი ვაქცინა შემოვა და როდის და როგორ უნდა მოვიქცეთ. მისივე თქმით, „ასტრაზენეკა“ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა. „ჯერჯერობით ამ „პარტიაზე“ შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში გამოყოფილია 10-ზე მეტი პუნქტი. ეს არის ძირითადად კლინიკები და ზოგიერთი მსხვილი პოლიკლინიკაც. ასევე, უკვე მიტანილია 29 რეგიონალურ ცენტრსა და შედარებით დიდ ქალაქებში და ხვალიდან აცრა დაიწყება არამარტო თბილისში, არამედ ქვეყნის კიდევ 19 რეგიონულ ცენტრში. ამის შემდეგ კი კიდევ მოხდება გადანაწილება ვაქცინის დოზების და  ორი დღის შემდეგ ვაქცინაცია…

მეტი...

„ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს და ის ვერ იქნეს ათვისებული“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში უკვე გამოჩდნენ უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ასტრაზენეკა“ დაბალხარისხიანი ვაქცინაა. ის მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს ვაქცინაციისთვის, რომ ვაქცინა გამოუყენებელი არ დარჩეს. „ხვალ იწყება ვაქცინაციის ნანატრი პროცესი. ყველამ იცით, რომ უკვე შემოსულია და განაწილებულია ვაქცინის პირველი პარტია. ადგილი ჰქონდა დაგვიანებას სულ 2 კვირით, სამაგიეროდ შემდეგ პირიქით დაჩქარდა. „კოვაქსმა“ აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპაში მეოთხე ქვეყანა რიგით, ვინც „კოვაქსის“ პლატფორმით მიიღო ვაქცინა. ვინაიდან ვაქცინის პირველი „პარტია“ შემოვიდა, პრაქტიკულად არის იმის გარანტია, რომ შემდეგი შემოსვლები განხორციელდება უწყვეტად და წლის ბოლომდე გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აცრის…

მეტი...

კასპის ერთ-ერთ სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კასპის ერთ-ერთ სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული, რაც სავარაუდოდ გარდაცვალების მიზეზი გახდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, გარდაცვლილი ოჯახური ძალადობის მუხლით იხდიდა სასჯელს და ის ციხიდან თვენახევრის წინ გამოვიდა.  შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

„აფხაზებს განსაცდელის ჟამი უდგათ, ეს არანაკლებ მძიმე პერიოდია, ვიდრე  მუჰაჯირობის პერიოდი“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია  ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს  დე ფაქტო მოწყვეტილი აფხაზეთი დე იურედაც ჩამოაშოროს საქართველოს. „დღეს  აფხაზეთი მოწყვეტილია საქართველოს. რუსეთმა ის დაიმარტოვა. ახლა დადგა ჟამი იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორია რუსეთის მიერ ანექსირებული იქნას.  ადრე ის საქართველოს მეშვეობით ურთიერთობდა რუსეთთან და ამან გადაარჩინა. დღეს კი უშუალოდ, პირისპირ დარჩა რუსეთთან. აფხაზების ერთი ნაწილი ცდილობს, რუსის გული მოიგოს, მეორე ნაწილი ცდილობს – საქართველოსთან რაღაც ურთიერთობა დაამყაროს!“, – აღნიშნულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებაში, რომელსაც უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების…

მეტი...

“მნიშვნელოვანია, რომ პირბადე და სოციალური დისტანცირების წესები ზედმიწევნით დავიცვათ” – თამარ გაბუნია

შემთხვევების რაოდენობა დღეს იყო 238, მაღალი იყო ძალიან ტესტირების მაჩვენებელი. თუმცა, მაინც ჩვენ ვინარჩუნებთ სიფრთხილეს და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ტენდენციას, დადებითობის მაჩვენებელს. მოსალოდნელი გახსნები გარკვეულწილად არის რისკის მატარებელი ნებისმიერ შემთხვევაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე კვირა იქნება ასევე ინტენსიური დაკვირვების პერიოდი. „ხვალ კიდევ ერთი ეტაპი იწყება შეზღუდვების შემსუბუქების. რა თქმა უნდა, აქაც მთავარი მოლოდინი და მოთხოვნა არის, რომ ბიზნესგარემო და ის მარეგულირებელი წესები, რომელიც კონკრეტული წესებისთვის იყო შემუშავებული იგივე სპორტდარბაზებთან დაკავშირებით, იყოს ზედმიწევნით დაცული. ეს არის პირველი გარანტია, რომ რისკები შემცირდეს და ასევე რაც მთავარია, პირბადის გამოყენება არ უნდა…

მეტი...

შსს „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, “ნამახვან ჰესის” მშენებლობის შესახებ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. “მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

“ჩვენი ამოცანაა, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება” – დავით ბაქრაძე

დღეს, მოლაპარაკებებში გვქონდა პოზიტიური დინამიკა, მაგრამ ასევე მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის. შეხვედრები გაგრძელდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბაქრაძის იმედოვნებს, რომ შეთანხმება დღის ბოლომდე შედგება. „ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრა და იმედია, ყველა ერთად მოვახერხებთ, რომ პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და გამოსავალი მოვძებნოთ. პროგრესი იყო დღევანდელ შეხვედრაზე. გრძელდება მსვლელობა შეთანხმებისკენ. იმედია, მოვახერხებთ, რომ შეთანხმება შედგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. ჩვენი ამოცანაა, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება. შემიძლია ლოგიკურად ვივარაუდო, რომ ხელისუფლებასთან ერთადაც გაიმართება შეხვედრა, თუმცა…

მეტი...

“არ ვიცით “ოცნება” რაზე არის თანახმა, ჩვენ განვიხილავთ წინადადებებს, რომელიც მოდის მედიატორისგან” – ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, სასტუმრო “ჰილტონში” ოპოზიციის ნაწილისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო. მისივე თქმით, კონკრეტული წინადადებები მოდიოდა უშუალოდ მედიატორებისგან, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.  “ყველას აქვს გაცნობიერებული, ყოველ შემთხვევაში, აქ, ოპოზიციის ამ ჯგუფში, რომ კომპრომისები მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან. და, ასევე, ის, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც განმუხტავს ღრმა კრიზისს, რომელიც ახლა არის ქვეყანაში. სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ, შეხვედრები კიდევ გაგრძელდება დღეს და იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოოდ შევძლებთ შეთანხმებით დავასრულოთ ეს მოლაპარაკება. ამ წუთში, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნება” რაზე არის და რაზე…

მეტი...

კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან ერთად ბლოკში მყოფი პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან ერთად ბლოკში მყოფი პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას სალომე სამადაშვილსა და აკაკი მინაშვილ ესწრებიან. შეხვედრაზე იმყოფება “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება კომპრომისის მისაღწევად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და მხარეებს შორის შეთანხმება შედგება. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს დილიდან შეხვედრა გაიმართა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებთან. დღის განმავლობაში შეხვედრები დაგეგმილია ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​ შარლ…

მეტი...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადანაწილება შიდა ქართლში დაიწყო

კოვიდ ვაქცინის გადანაწილება შიდა ქართლშიც დაიწყო. ვაქცინის 2 600 დოზა კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში უკვე რიგდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი უკვე ორშაბათიდან გორის ჰოსპიტლისა და და “გორმედის” ბაზაზე დაიწყება და ამ ეტაპზე მხოლოდ მედპერსონალი აიცრება.

მეტი...

“დღეს საღამომდე ვერც ერთ დეტალზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე არ დასრულდება პროცესი” – ირაკლი კობახიძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დენიელსონთან უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღეს საღამომდე პროცესთან დაკავშირებით ვერც ერთ დეტალზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც მისივე თქმით, ორივე მხარეზე არის დამოკიდებული. “ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს და ვიდრე არ დასრულდება პროცესი, მანამდე ჩვენ რაიმე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი ფორმით. არჩევნების შეფასება და დიალოგის შინაარსი არის პირდაპირ ერთმანეთთან დაკავშირებული. დღეს საღამომდე ვერც ერთ დეტალზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე არ დასრულდება პროცესი. გვაქვს იმედი, რომ…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,02 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,02 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,46 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,51 პროცენტი. დღეს კორონავირუსი 268 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხუთი კი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 141, იმერეთში – 46, შიდა ქართლში – 16

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 268 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 141 შემთხვევა, აჭარა – 12, იმერეთი – 46, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 16, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – შვიდი, კახეთი – 15, მცხეთა-მთიანეთი – ოთხი, სამცხე-ჯავახეთი -ერთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ორი. ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 078, საიდანაც 1 338 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 682, აჭარაში – 140, იმერეთში – 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 272 პირი, მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 23, იმერეთში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3648-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსი 268 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 13 მარტს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 399 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 012, ხოლო პისიარტესტით – 9 387. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,02%, ბოლო 14 დღის – 1,51%, ბოლო 7 დღის – 1,46%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 989 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 237 გამოჯანმრთელდა, 3 648 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 251, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 338 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 136 პირი. ამასთან, 13 მარტის მდგომარეობით,…

მეტი...

ევროპელი მედიატორი შეხვედრებს მმართველი გუნდიდან იწყებს

ევროპის საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის – კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტი დღეს სრულდება. შვედი დიპლომატი დღევანდელ მოლაპარაკებებს მმართველი გუნდიდან იწყებს.   „ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. ვგრძნობ, რომ  ყველა პარტიის მხრიდან არის სათანადო მზადყოფნა, გამოსავლის მოძებნა სცადონ“ აცხადებს  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი. რაც შეეხება დღევანდელი სამუშაო დღის წესრიგს, დაგეგმილია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების შეხვედრა, შემდეგ გი შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან გაგრძელდება.

მეტი...

„წარმოდგენილი მაქვს, რა გლოვა აქვთ ახლა ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ მათ „ორი გვამი“ – თენგიზ ცერცვაძე

„ასეთი რამ არ უკადრებია მსოფლიოს არცერთ ტელევიზიას. ყველასთვის გასაგებია, თუ რა კატეგორიის ადამიანებთან და ტელევიზიებთან გვაქვს საქმე. წარმოდგენილი მაქვს რა გლოვა აქვთ ახლა ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ მათ „ორი გვამი“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს. ცერცვაძის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ: „ა.წ. 10 მარტს ჩვენ გამოვაქვეყნეთ პოსტი, სადაც არგუმენტირებულად დავგმეთ „მთავარი არხის“ და „TV პირველის“ უპრეცედენტოდ დემაგოგიური და უზნეო განცხადება, რომლითაც ისინი შეეცადნენ დაერწმუნებინათ ტელემაყურებლები, რომ „დღეის შემდეგ მათთვის ახლობელი თითოეული ადამიანის COVID-19-ით გარდაცვალება ხელისუფლების ბრალია და არა კორონავირუსის და ბოლო 24 საათში 10 გარდაცვლილი არის…

მეტი...