გოგი წულაიას მხარდასაჭერად მსვლელობა იმართება

ოპოზიციონერ გოგი წულაიას მხარდასაჭერად, დღეს ავტო მსვლელობა იმართება. მსვლელობას ქუთაისიდან დაძრული ავტოკოლონებიც შეუერთდებიან.

პატიმრობაში მყოფ გოგი წულაიას ახლობლები, მეგობრები და ნათესავები ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით უკვე დაიძრნენ. ავტო მსვლელობა თბილისში 14:30 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ წულაია უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს. ის საკვებთან ერთად, მედიკამენტების მიღებაზეც უარს აცხადებს. მას სს კოდექსის 138-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.

მსგავსი თემები