ლურჯი “მარშრუტკებით” მოსწავლეები უფასოდ იმგზავრებენ

პირველი აპრილიდან მოსწავლეების ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობისას თანხას არ გადაიხდიან. მოსწავლეების გარდა, შეშავათებით ისარგებლებენ სტუდენტები და მასწავლებლები.  ასევე,  პირველი აპრილიდან, ლურჯ მიკროავტობუსებში, მგზავრობა 0.80 ლარის ნაცვლად 0.50 ლარი ეღირება. კიდევ ერთი სიახლე ისა არის, რომ ნებისმიერ მგზავრს შეეძლება, თანხის ერთჯერ გადახდის შემთხვევაში, 1:30 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავროს. 

მეტი...

ერთი ადამიანი გაიყინა, სამი კი ხევიდან ამოჰყავთ

გომის მთაზე 10 საათიანი სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. სამაშველო ჯგუფებმა ხევში ჩავარდნილი ახალგაზრდები იპოვეს, თუმცა, ერთი მათგანი გარდაიცვალა. ახალგაზრდები გომის მთაზე სანადიროდ იყვნენ წასულები. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ისინი ხევში ჩავარდნენ და სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს. 10 საათიანი სამაშველო ღონისძიებების შემდეგ, მათი პოვნა მოხერხდა. ამ წუთებში, სამივე დაშავებული მაშველებს ამოჰყავთ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები.    შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, გომის მთაზე ჩარჩენილი ადამიანების  დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა ვერ ხერხდებოდა. ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაში არაერთი სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა.

მეტი...

„ოპოზიცია ვერ ასცდება ჩაერთოს საპარლამენტო პროცესში“ – არჩილ თალაკვაძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვას ვერ ასცდება. „თავად ოპოზიციის მიერ წამოყენებული საკითხები და ამ საკითხების ნაწილი თავისთავად მოითხოვს და გულისხმობს ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო პროცესში.  თუ შეთანხმება მოხდება და დიდი იმედი მაქვს, რომ შედგება შეთანხმება, ამ შემთხვევაში  ოპოზიცია, ჩემის აზრით, ვერ ასცდება იმას, რომ ჩაერთოს საპარლამენტო პროცესში. რეალურად, შეთანხმებაც ხომ იმისთვის ხდება, რომ ოპოზიცია არა ქუჩაში, არამედ პარლამენტში იყოს“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. . როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, მეტ დეტალებზე დღეს ვერ ისაუბრებს, რადგან…

მეტი...

„იყო საუბარი „წითელ ხაზებზე“, „ყვითელ ხაზებზე“ თუ „ლურჯ ხაზებზე“, ვერ ვისაუბრებ“ – ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან დასრულებულია. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიმდინარე დიალოგის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, სანამ მოლაპარაკების პროცესი არ დასრულდება. „ჩვენ შეთანხმებაც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, დეტალებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება. გაგრძელდება დიალოგი მომდევნო დღეების განმავლობაში და მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროცესი, შეგვეძლება გავაკეთოთ უკვე კომენტარები, მანამდე არც ერთ დეტალთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთდება. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით,  შეხვედრაზე ყველა არსებული წინადადება განიხილება. „განიხილება ყველა…

მეტი...

გომის მთაზე ჩარჩენილების დასახმარებლად ვერტმფრენები ადგილს ვერ უახლოვდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, გომის მთაზე ჩარჩენილი ადამიანების  დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა ვერ ხერხდება. „მეხანძრე-მაშველთა ათკაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული. ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ…

მეტი...

ვითარების განსამუხტად არასამთავრობოები რურუასა და მელიას გათავისუფლებას ითხოვენ   

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრა დასრულდა.როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვითარების განსამუხტად გიორგი რურუა და ნიკანორ მელია პატიმრობიდან უნდა გათავსიფლდნენ. „იმისთვის, რომ დღეს, ამ სიტუაციაში განიმუხტოს დაპირისპირება, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ“ – განაცხადა ეკა გიგაურმა მედიასთან. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანის დემოკრატიული რეფორმების ჩატარება, მათ შორის სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში. „ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს კორუფციის გაზრდილი რაოდენობის გამო, რაც ქვეყანაში გვაქვს, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და დაიზღვეს ჩვენი სისტემა.…

მეტი...

„არავინ არსად შევარდნას არ აპირებს“ – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი,  კონკრეტულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სწრაფად და დროულად დასრულდეს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს “ტვ პირველთან” დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. “პირველი, რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორუფლებიანი. რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებულნი, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად დასრულდეს კონკრეტულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. ამ თემაზე ბევრი განცხადება იყო გაკეთებული. ბევრი კონკრეტული საკითხი იყო გაზვიადებული. ასე რომ, არავინ არსად შევარდნას არ აპირებს, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

„ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, რომ პროცესი წინ წავიდეს“, – კრისტიან დანიელსონი

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე შვედმა დიპლომატმა განაცხადა, ის ყველას უსმენს. შემდეგ კი მოლაპარაკების პროცესი დაიწყება. „ჩვენ ძალიან ნაყოფიერად, სრული ჩართულობით უნდა ვიმუშავოთ ამ დღეების განმავლობაში,  რომ მედიაციამ შედეგი გამოიღოს. ჩემი მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ვხვდები სამოქალაქო საზოგადოებისა და ასევე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, რომ პროცესი წინ წავიდეს“,-განაცხადა მედიატორმა.

მეტი...

ოპოზიციასთან დიალოგის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჩაერთვებიან. თავად ირაკლი ღარიბაშვილი პროცესში ჩართული არ იქნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა. მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ ხელისუფლების მხრიდან ვინ იქნება ჩართული ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში.  „ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, ვიცე-სპიკერი ბატონო კახა კუჭავა, ბატონი კობახიძე და ბატონი თალაკვაძე, ეს რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას,“ – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

„ჩვენი მხრიდან შეშფოთებაა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული“ – კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მედიას შეხვდა და მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც შვედი დიპლომატი აღნიშნავს, შემაშფოთებელია, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. „საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. აქ ვარ როგორც პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, მისი ძალიან ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოში 10 დღის წინ წარიმართა. ჩემი, როგორც პირადი წარმომადგენლის როლი არის, რომ დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, რომ დიალოგის მონაწილე ყველა მხარეს შეეძლოს წინ წაწევა, პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში“ – განაცხადა…

მეტი...

„გადაიხადოს გირაო და ციხიდან გამოვიდეს ნებისმიერ დროს“ – ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერ-მინისტრმა „ნაცონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას მაშინვე შეუძლია ციხის დატოვება, როგორც კი გირაოს გადაიხდის. „რაც შეეხება ბატონი მელიას პატიმრობას, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ პროკურატურამ გააკეთა ამის თაობაზე ძალიან ნათელი, მკაფიო განმარტება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ბატონ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო ნებისმიერ დროს, ან მის ოჯახის წევრს, მის ოჯახს, ან მის თანაპარტიელებს, თანაგუნდელებს და გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მეტი...

„რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, რატომ უსმენდნენ არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ძალიან მარტივი გასაგებია ყველასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, მაშინ, როდესაც არ არსებობს დაზარალებული, დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველთან“ დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას აქვს კითხვა, რატომ უსმენდნენ მას, როგორც კერძო პირს და რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს. „ძალიან მარტივი გასაგებია ყველასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლებაიყოს საუბარი, როცა დაზარალებული არ არსებობს. დაზარალებულები ვართ ჩვენ, მე პირადად. პირველი კითხვა რაც მაქვს, რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს, არც…

მეტი...

“მთავრობის მხრიდან არავითარი შეჭრა არ იგეგმება” – ირაკლი ღარიბაშვილი

“მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა „იმედში“ შეჭრა და დარბევა; ეს ყველაფერი 2012 წელს დავასრულეთ“ – ასე ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილი ტვ „პირველთან“ დაკავშირებულ პროცესებს. „რაც შეეხება „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას, ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მხრიდან არავითარი შეჭრა არ იგეგმება. „მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს,…

მეტი...

ბრიუსელში უნდა ჩავიტანოთ ის რეფორმები და პროგრესი, რომელსაც ამ მოკლე დროში მივაღწიეთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ, ორშაბათს მივემგზავრებით ბრიუსელში, სადაც ასოცირების საბჭო გაიმართება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა, რომ 2024 წელს, ოფიციალურად შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. „ჩვენ ბრიუსელში უნდა ჩავიტანოთ ის რეფორმები და პროგრესი, რომელსაც ამ მოკლე დროში მივაღწიეთ. მოგეხსენებათ, ჩვენი გეგმა არის ამბიციური, რომ ქვეყანამ, 2024 წელს, ოფიციალურად შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მანამდე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვმართებს ძალიან მობილიზებული მუშაობა, ერთიანი ძალისხმევით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს პროცესი უნდა…

მეტი...

რატომ ურეკავდნენ ღარიბაშვილს მინისტრები და რა კავშირი ჰქონდა სანდრა რულოვსთან და გიული ალასანიასთან?!

პრემიერ მინისტრმა ფარულ სატელეფონი ჩანაწერებზე განმარტებები გააკეთა და ახსნა, რატომ ურეკავდნენ და რა ურთიერთობა ჰქონდა მას ყოფილი მთავრობის მინისტრებთან.    პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე მინისტრი დაასახელა, ვისთანაც ის თანამშრომლობდა. ასევე, აღნიშნა, რომ მას კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილის მეუღლესთან, სანდრა რულოვსთანაც ჰქონდა. „საუბარი იყო, რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მინდა განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის. მოგეხსენებათ, მე რვა წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს, ჩვენ ვმართავდით არაერთ საქველმოქმედო პროექტს საქართველოში. ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში. სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ბატონ ბიძინას ამ ფონდის მეშვეობით, ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ მე…

მეტი...

„ჩანაწერები ფაბრიკაციაა“ – ირაკლი ღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერზე, სადაც თავად, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, პირველი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩანაწერი ფაბრიკაციაა.    „კარგად გვესმის, რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია, ვისგან მომდინარეობდა ეს პროვოკაცია. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა პოლიტიკური შეთანხმების რეალური კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სწორედ მაშინ იყო გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. დასაგმობია ეს ჩვენი მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან“ – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა. მისივე განცხადებით, ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი  აღნიშნულ პროვოკაციას უნდა გაემიჯნოს. „იმედი მაქვს,…

მეტი...

„ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე“ – ირაკლი ღარიბაშვილი დანიელსონთან შეხვედრაზე   

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუნდი მზაობას აცხადებს იყოს შედეგზე ორიენტირებული მხარე მოლაპარაკების პროცესში. აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „გულწრფელი მადლიერებით მინდა აღვნიშნო პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა ამ პროცესში. მოგეხსენებათ კარგად, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა არ არის სისტემატური და ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და ჩვენს მიმართ მისი და ევროკავშირის ინტერესი ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა, არის გამოხატულება ნდობისა ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს მიმართ. ეს ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას – ყველა აქტორს: ხელისუფლებას და ოპოზიციას. ასეთივე…

მეტი...

პრეზიდენტს სჯერა, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შედეგიანი იქნება

საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შეხვედრა დასრულებულია. პრეზიდენტიც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სჯერა, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შედეგიანი იქნება „პრეზიდენტი მიესალმა კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლას და ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებებისა და დიალოგის ხელშეწყობას. საქართველოს პრეზიდენტმა კრისტიან დანიელსონს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების, პარლამენტში მოხვედრილი პარტიების უფლებებისა და მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესახებ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შედეგიანი იქნება და მისი გამოცდილება დაეხმარება მხარეებს არსებული სიტუაციის დაძლევაში. კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა…

მეტი...

„კოვიდ 19“-ით 12 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 634 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 51, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 14, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 953, საიდანაც: 1 310 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  656, აჭარაში – 134, იმერეთში – 258. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 275 პირი, მათ შორის, თბილისში – 118, აჭარაში – 20, იმერეთში –…

მეტი...

კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 393  PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 332 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  274 377-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.24 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.72%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 343 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  267…

მეტი...

შვედი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. ​დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და მისი ვიზიტის მიზანია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორობა დაძაბული პოლიტიკური პროცესების განსამუხტად. კრისტიან დანიელსონი მედიას 13.00 საათზე შეხვდება და პრესკონფერენციას გამართავს.

მეტი...

„აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ“ – მეთიუ ბრაიზა

„ეუთო-მ, აშშ-მა და ევროკავშირმა თქვეს, რომ არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა, თუმცა, იყო კონკურენტული და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგები გამოხატავდა ქართველი ამომრჩევლის ნებას. ცუდია თუ კარგი,  ეს უკვე მომხდარი ფაქტია“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა. მისი თქმით,  ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აკეთებენ ყველაფერს შეთანხმებას მიაღწიონ, მათ შორის საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ექვსპუნქტიანი გეგმა ფარავს. „მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, თქვენ უნდა მოძებნოთ გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა  მუშაობა გაგრძელდეს. აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ. გააკეთეთ ეს მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ,…

მეტი...

„გააკეთეთ ეს, მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა“ – მეთიუ ბრაიზა პოზიცია-ოპოზიციას მიმართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ  ევროკავშირის მიერ კრისტიან დანიელსონის დანიშვნა საქართველოში მედიატორად ფანტასტიურია. „ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევასა და არსებული კრიზისის დეესკალაციაში. ევროკავშირის მიერ კრისტიან დანიელსონის დანიშვნა საქართველოში მედიატორად ფანტასტიურია. პრეზიდენტ მიშელი ვიზიტიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის 6-პუნქტის შემუშავება, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი ძალა მოილაპარაკებენ. კრისტიან დანიელსონი არის ხისტი, სამართლიანი და ინტერესიანი დიპლომატი. მას ნამდვილად აღელვებს ის საკითხები, რაზეც მუშაობს. ჩემი აზრით, ეს თვისებები მნიშვნელოვანია, რომ უფსკრულის პირზე მყოფი ორივე მხარე მოლაპარაკებები მაგიდასთან დააბრუნო“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ. როგორც ბრაიზა ფიქრობს, ქართველებს აქვთ მიდრეკილება, რომ უფსკრულს მიუახლოვდნენ, მაგრამ როგორც წესი,…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები მზარდია

ამერიკა, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი დ ბრიტანეთი – ეს იმ ქვეყნების ხუთეულია, სადაც კორონავირუსის შემთხვევები ყველაზე მაღალია. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 119 მილიონს აღწევს. მთლიანობაში კი, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 2.6 მილიონი ინფიცირებული გარდაიცვალა.

მეტი...

“ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გამოსვლა” – ევროკავშირის ელჩი  

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტითა და სამდღიანი ინტენსიური შეხვედრებით გამოჩნდება, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი არსებობს თუ არა.   “გვექნება სამი ინტენსიური დღე და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გასვლა” – განაცხადა კარლ ჰარცელმა მედიასთან. შეგახსენებთ, რომ შვედი დიპლომატი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკვე საქართველოშია. კრისტიან დანიელსონი პირველ შეხვედრას სალომე ზურაბიშვილთან გამართავს. შემდეგ კი პოზიცია-ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესში ჩაერთვება.   

მეტი...

პოზიცია-ოპოზიციის შესარიგებლად შარლ მიშელის წარმომადგენელი თბილისში ჩამოვიდა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოშია. შარლ მიშელის შერჩეულმა და ნდობით აღჭურვილმა მედიატორმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული დიალოგის პროცესი უნდა დაძრას და კონკრეტულ შედეგამდე მიიყვანოს.     როგორც დანიელსონმა აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა,  ელოდება პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას. „მიხარია, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. მოუთმენლად ველოდები აქ, ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას. ახლა მეტს ვერფერს გეტყვით, თუმცა ველოდები დღეს, მოგვიანებით თქვენთან საუბარს“,- განაცხადა დანიელსონმა. დანიელსონი საქართველოში შემდეგი მისიით ჩამოვიდა –  ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ ინიცირებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. ვიზიტის ფარგლებში ასევ დაგეგმილია შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და არასამთავრობო…

მეტი...