“რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოს, უზნეობაა, საზოგადოებისა და ოპონენტების დაკვეთა იყო ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესმა იმიტომ დააგვიანა, რომ საზოგადოებისა და ოპონენტების კატეგორიული მოთხოვნა იყო, ქვეყანაში ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო.  მისივე თქმით, საქართველო მაღალი სტანდარტული გზით წავიდა, რომ ევროპულ და ამერიკულ ვაქცინაზე გააკეთა აქცენტი და ამით, ოპონენტები უკმაყოფილებას არ უნდა გამოხატავდნენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად ოპონენტებს ჰქონდათ პროტესტი ჩინურ და რუსულ ვაქცინაზე.  “ჩვენმა მეზობლებმა ჩინური ან რუსული ვაქცინით დაიწყეს ვაქცინაცია. საქართველომ კი არა. და ელოდება ამერიკულს, ევროპულს. ამიტომ დაგვიანდა 2-3 კვირით. ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს. თავის დროზე, სხვებთან ერთად ის…

მეტი...

“რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და ძნელად წარმოსადგენია რაიმე ფორმატში ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება” – დავით ზალკალიანი

ჩვენთვის ფორმატებში გაერთიანება გულისხმობს, რომ მასში გაერთიანებული ქვეყნები პატივს უნდა სცემდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზალკალიანის თქმით, ძნელად წარმოსადგენია რაიმე სახის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, ვიდრე რუსეთის მხრიდან არ გადაიდგმება ნაბიჯები დეოკუპაციისკენ. „რა თქმა უნდა, თურქეთი როგორც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც დიდ როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობაში, მოწადინებულია, რომ შეიქმნას ფორმატები, რომელიც უზრუნველჰყოფს ამ გრძელვადიან მშვიდობას. ჩვენ გვესმის მათი პოზიცია, მაგრამ მე ამავე დროს მკაფიოდ აღვნიშნე, რომ ჩვენთვის ფორმატებში გაერთიანება, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ ამ…

მეტი...

“თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას” – მევლუთ ჩავუშოღლუ

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან ფუათ ოქთაისთან. “ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ საქართველოს შესახებ ჩვენს მოსაზრებას, ყველაზე ღიად ვაცხადებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, რომელიც ამ თემაზე საკმაოდ…

მეტი...

“ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა შედეგი იყოს კონკრეტული” – გიგი უგულავა

„ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან იმისთვის, რომ შედეგი იყოს ძალიან კონკრეტული“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც უგულავამ განმარტა, კონკრეტულ შედეგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები ან არჩევნებთან მისასვლელი გზა იგულისხმება. „მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი მანამ, ვიდრე მასში არ მონაწილეობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. ეს უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება და ბუნებრივია, პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. შემხვედრი ნაბიჯი, ჩემი აზრით, დაგვიანებულიც არის, იმიტომ, რომ 16 მარტს, როცა ბრიუსელში საქართველოს ასოცირების საბჭოს…

მეტი...

საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 400 კილომეტრის დაშორებით ელასონასთან დაფიქსირდა. მიწისძვრას რამდენიმე შედარებით მსუბუქი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიას, კოსოვოსა და მონტენეგროში.

მეტი...

აქციები 2 კვირის შემდეგ განახლდება – ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიცია აქციებს არ წყვეტს, თუმცა ერთმა აქციამ, რომელიც 13 რიცხვში იყო 20-მდე გადაიწია.  ამის მიზეზად ხატია დეკანოიძე ბრიუსელის შეხვედრას ასახელებს, სადაც საქართველოს ხელისუფლება კონკრეტული ფორმულით უნდა ჩავიდეს, რომელიც მხარეების შეთანხმებას ეხება.  “აქციები რჩება, უბრალოდ მოვახდინეთ მოდიფიკაცია იმისათვის, რომ რაიმე სახით მოლაპარაკების ჩაშლის რიტორიკაში ხელი არ შევუშალოთ. ხვალინდელი აქციის მთავარი თემა იქნება მანქანების კოლონა და მსვლელობა ვარდების მოედნიდან, რუსთაველზე, კანცელარიასთან და შემდეგ უკვე რუსთავის საპყრობილესთან, სადაც ნიკა იხდის სასჯელს სრულიად უკანონოდ. შემდეგ აქციებზე საუბარს საკოორდინაციო ჯგუფში გავაგრძელებთ. გაიმართება მრავალი საინფორმაციო შეხვედრა, ასევე დასახლებულ პუნქტებში. …

მეტი...

ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო

ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო, ხოლო დანარჩენი აქციები მოდიფიცირდება. მისი თქმით, ხვალ, 13:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს, მათ შორის, საპროტესტო აქციების ორგანიზებისას. ჩვენ, გუშინდელ შეხვედრაზე, ისევე როგორც დღევანდელ შეხვედრაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად, რომლის ინიცირებაც მოახდინა პირადი მედიატორობით პრეზიდენტ მიშელმა. ხვალინდელი აქცია,…

მეტი...

გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ. გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის. შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ, ასაკი 18-დან 60 წლამდე; სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, პირი არ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე…

მეტი...

“საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება” – freedom house – ის ანგარიში

“თავისუფლება მსოფლიოში 2021“ – freedom house ანგარიშს აქვეყნებს. ის ასახავს მსოფლიოს 195 ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას. ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება და 100 საუკეთესოდან 60 ქულა აქვს. 2017 და 2018 წლებში საქართველოს 64 ქულა ჰქონდა, 2019-ში 63 და 2020 წელს 61. 2021 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური უფლებები 40-დან 23 ქულით არის შეფასებული, ხოლო, სამოქალაქო თავისუფლებები – 60-დან 37-ით. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს და მისი დემოკრატიის ტრაექტორიას გაუმჯობესების ნიშნები ჰქონდა 2012-2013 წლებში, რაც მთავრობის შეცვლას უკავშირდებოდა, თუმცა, ბოლო წლებია უკუსვლას განიცდის.…

მეტი...

„მელია უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“ – ოპოზიციის ულტიმატუმი

ოპოზიცია დღის წესრიგს არ ცვლის და ხვალ დაგეგმილი აქცია გაიმართება. ცვლილება კი ის არის, რომ არ იქნება პიკეტირება და სამართალდამცველებთან კონტაქტი. არ გამოირიცხება ე.წ. მანქანების აქცია. „პრემიერ-მინისტრი ერთ დღეს არის მკაცრი, მეორე დღეს – რბილი. ეს არ ვიცი, რაზეა დამოკიდებული. მინდა შევახსენო ყველას, რომ ახლა არ არის არც წითელი ხაზების დრო და არც წერტილის დასმის დრო. ახლა არის დრო დიალოგის და შეთანხმების იმიტომ, რომ ორ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი უწევს საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელში, რომელზეც საუბარი იქნება არამხოლოდ ამ კონკრეტულ შედეგებზე, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს მომავალ პერსპექტივაზე და ევროკავშირთან თანამშრომლობასთან…

მეტი...

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას საქართველო მაისის ბოლომდე მიიღებს

„კორონავირუსის“ საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა-არშემოტანის საკითხი ისევ პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა. ოპონენტები ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ, სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ქვეყანა „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზას მიიღებს. „საწყის კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენთვის თებერვალში გახდა ცნობილი, მითითებული იყო 144 000 დოზაზე მეტი რაოდენობა – 314 000 დოზამდე.  თუმცა ეს რაოდენობა იყო განსაზღვრული ივნისის ბოლომდე. „კოვაქსი“ აზუსტებს, რომ, რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს საქართველოსთვის გამოყოფილი ვაქცინის დოზების შემცირებას. ივნისში მისაღები რაოდენობა დამატებით დაზუსტდება. ამდენად, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მაისის ჩათვლით მისაღებ რაოდენობებზე, რომლის მოწოდებაც უკვე მალე უნდა დაიწყოს. ჩვენ  თანხა სრულად გვაქვს…

მეტი...

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო ვაქცინას გამონაკლისის წესით მიიღებს

„კოვაქსის“ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ალოკაციის სქემაში, სადა  140 ქვეყანაა ჩამოთვლილი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს პირველ ეტაპზე მიიღებს, საქართველო ისევ არ არის.  როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, ჩვენ ვაქცინას გამონაკლისის წესით მივიღებთ. „გუშინ „კოვაქსის“ პლატფორმაზე გამოქვეყნდა დაზუსტებული ალოკაციის სქემა „ასტრაზენეკასთვის“ და „ფაიზერისთვის“. 140 ქვეყანაა ალოკაციის სქემაში მოქცეული პირველ ეტაპზე ვაქცინების განაწილებისთვის.  აქედან 18 ქვეყანა არის იდენტიფიცირებული, მათ შორის საქართველო, რომელიც გამონაკლისის წესით მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას. „ფაიზერის“ ვაქცინასთან დამატებითი პირობის დასაზუსტებელი კონსულტაცია კვირის ბოლომდე გაიმართება და შემდეგ გვექნება საშუალება, კონკრეტულად ვისაუბროთ მოწოდების ვადებზე“ –  განაცხადა გაბუნიამ.

მეტი...

ოპოზიცია „ნაციონალების“ ოფისში შეიკრიბა და შემდგომ გეგმებს ათანხმებს  

ოპოზიცია შემდეგი სამოქმედო გეგმის შესაჯერებლად შეიკრიბა. ერთი ნაწილი რადიკალიზმის მომხრეა და აქციებსა და ბლოკირებას უჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი პროტესტს ემხრობა, თუმცა, ბლოკირებისა და დისკომფორტს შექმნის გარეშე. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, დღეს სწორედ იმისთვის შეიკრიბნენ, რომ ჩამოყალიბდნენ როგორ იმოქმედებენ. „აქციები და პროტესტი გაგრძელდება. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა გამოვხატოთ პროტესტი, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ პერსპექტივა არ ჩანს იმის თაობაზე, რომ ეს შეთანხმება შედგება, გამომდინარე იმ რიტორიკიდან, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა. აქციები გაგრძელდება, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ და დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება ეს აქციები, რომ კიდევ დამატებითი საბაბი არ…

მეტი...

„გირაოს გამო პოლიტიკოსებს ციხეში არ უშვებენ, პროცესი პარლამენტში უნდა დასრულებულიყო“ – ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ლევან იოსელიანის განცხადებით, გირაოს გამო პოლიტიკოსებს ციხეში არ უშვებენ და მელიასთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტში უნდა შეჩერებულიყო. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მელიას ციხეში ჩაჯდომა არა ერთი კონკრეტული პარტიის, არამედ, ქვეყნის პრობლემაა. „შეგვეძლო, ეს პროცესი პარლამენტში შეგვეჩერებინა. გირაოს გამო პოლიტიკოსებს ციხეში არ უშვებენ და ხომ ვიცოდით, ამას რა შედეგი მოჰყვებოდა? ქვეყანა ამ შედეგისგან უნდა დაგვეზღვია. დღეს კიდევ უფრო რთულია მოლაპარაკება, ვიდრე ორი კვირის წინ იყო. ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ, სადაც ქვეყნის ინტერესები…

მეტი...

“ნაცმოძრაობის” ოფისის დარბევას მმართველ პარტიასა და პრემიერთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს” – ირაკლი ქადაგიშვილი

ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევას მმართველ პარტიასთან, პრემიერ-მინისტრთან და ა.შ. არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს უპასუხა. მისი თქმით, მსგავსი რამ არ შეიძლება მმართველი გუნდის ინტერესებში იყოს, რადგან ოპოზიციის სპეკულაციის საგანი ხდება. „ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ოფისზე რაიმე სახის თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია და იმავე საღამოს, როცა ეს ფაქტი მოხდა, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. თავდამსხმელები დაკავებულნი არიან, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან. „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის…

მეტი...

“სად არის ვაქცინა” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოში ვაქცინა იგვიანებს. ისევ არავინ იცის კონკრეტული თარიღი, როდის გამოიყენებენ ქვეყანაში COVID -19-ის საწინააღმდეგო პრეპარატს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ჯანდაცვის ექსპერტები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავენ.  აქციის მონაწილეები, მოითხოვენ პასუხი გაეცეს კითხვას – სად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და რატომ იგვიანებს მისი შემოტანის პროცესი. “დღევანდელი აქცია-პერფორმანსი არის მდუმარე აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს პროტესტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, იმ უმოქმედობასთან დაკავშირებით, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით გამოიჩინა ჩვენმა მთავრობამ. ეს არის უნიათობა, ეს არ არის არაპროფესიონალიზმი, ეს არის სურვილის არ ქონა,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი…

მეტი...

სამართალდამცავებმა გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე მე-4 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი დააკავეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაკავებულს ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება და დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“…

მეტი...

“საქართველოში ნარკოდანაშაულის რაოდენობა 2020 წელს 32%-ით შემცირდა” – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს. 200 გვერდიან დოკუმენტში 79 ქვეყანაში არსებული ნარკოტრეფიკის შესახებ არსებული ვითარებაა განხილული, საუბარია საქართველოზეც. ანგარიშში წერია, რომ 2020 წელს, პანდემიის პირობებში, საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 32%-ით შემცირდა. თუმცა გაზრდილია ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი, კერძოდ, საუბარია ნივთიერებებზე, რომლებიც ინტერნეტით იყიდება.

მეტი...

“ანტითურქული, ქსენოფობიური ამბავი იყო” – ზურა ჯაფარიძე ნამახვანის აქციაზე

28 თებერვალს, ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ აქციას “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ეხმიანება. ჯაფარიძის თქმით, ჰესის მშენებლობას ეთნიკური ნიშნით ეწინააღმდეგებიან და ქსენოფობიას აქვს ადგილი. “სოციალური და ეკონომიკური საკითხების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზი არსებობს ამ ქვეყანაში, ამის გამო ბევრი ხალხი ქუჩაში არ გამოდის. სხვა საკითხების გამო გამოდიან. ნამახვანზე მოვუსმინე კომენტარებს, მართლა ეკოლოგიური პრობლემის გამო კი არ იყო, კონკრეტული ანტითურქული, ქსენოფობიური ამბავი იყო, უმეტესობა, სამწუხაროდ, იმის გამო იყო მისული – როგორ შეიძლება თურქებს ამდენი ხნით მისცეთ ქართული მიწაო”, – ამბობს ჯაფარიძე. ცნობისთვის, უკვე 100 დღეზე მეტია ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის…

მეტი...

“ქვეყანას უნდა დარჩეს შანსი, რომ უზენაეს სასამართლოში შევიდნენ ღირსეული და გამოცდილი კადრები” – ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს. განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრმა დღეს გააკეთა. მისი თქმით, არის დარღვევები და ამ გზით მოსამართლეებს არ უნდა ნიშნავდნენ. ნაზი ჯანეზაშვილი ყურადღებას გასაუბრების ორ მნიშვნელოვან ხარვეზზე ამახვილებს. “კანონით არის დადგენილი ვადები, როდესაც უნდა დაიწყოს კანდიდატების მოსმენა. მეორე და მესამე კონკურსის დროს ეს ვადები არ ყოფილა დაცული და გასაუბრება დღემდე არ დაწყებულა მიუხედავად იმისა, რომ ის იანვარში და თებერვალში უნდა დაწყებულიყო. პლუს ამას მნიშვნელოვანია ის, რომ კითხვებს აჩენს უშუალოდ გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი პირველ კონკურსთან მიმართებაში, რომელმაც მიიღო არასტაბილური ხასიათი და ამ საკითხზე დამაჯერებელი პასუხი…

მეტი...

„ერთ – ერთი დაკავებული გორის მერიის მაღალჩინოსანის დისშვილია“ – ბადრი ბასიშვილი „მედიაცენტრ მთავრთან“ ოფისის დარბევის დეტალებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის რეგიონალური ხელმძღვანელი, ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ ოფისის დარბევაში ხოჯევანიშვილების დაჯგუფება მონაწილეობა, ის კონკრეტული მაღალჩინოსნების ნათესავებს ასახელებს და ამბობს, რომ 6 თავდამსხმელიდან მხოლოდ სამია დაკავებული. ბასიშვილის მიაჩნია, რომ მომხდარი პოლიტიკური ანგარიშწორებაა: „6 თავდამსხმელიდან მხოლოდ 3 დააკავეს, დანარჩენს მალავენ, ხმების ქურდი ხოჯევანიშვილების დაჯგუფებებია. ერთ – ერთი დაკავებული გორის მერიის მაღალჩინოსანის დისშვილია,“ – ამბობს „მედიაცენტრ მთავრთან“ ბადრი ბასიშვილი. შეგახსნებთ, რომ დღეს სამართალდამცავებმა „ენმ“ – გორის ოფისი დარბევის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

მეტი...

“ინფიცირების შემთხვევები 7%-ით გაიზარდა” – ჯანმო

ევროპაში ეპიდვითარება გაუარესდა და შესაძლოა თვალს ვადევნებდეთ, ახალი ტალღის გავრცელების ნიშნებს-ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა გააკეთა. ჰანს კლუგეს თქმით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში ახალი ინფიცირებულების ყველაზე დიდი რაოდენობა 10 ქვეყანაშია აღრიცხული და მათგან ოთხი ევროპაში მდებარეობს. ახალი შემთხვევების რიცხვმა კი წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მოიმატა. ჯონს პოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე Covid-19-ით მსოფლიოში დაინფიცირდა 115 მილიონზე მეტი ადამიანი, ორ მილიონ ნახევარზე მეტი კი გარდაიცვალა. მსოფლიოში პირველ ადგილზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით კვლავ აშშ-შია, მეორე ადგილზე არის ინდოეთი, ხოლო მესამე ბრაზილიაა.

მეტი...

ნიკოლა სარკოზი მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს პატიმრობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ნიკოლა სარკოზიმ გამოცემა “ლე ფიგაროსთან” ინტერვიუში განაცხადა. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებებია საჭირო, ხოლო მის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. პირველ მარტს, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და “გავლენით ვაჭრობაში”. სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით სასჯელს გულისხმობს.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.3 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.3 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1.42 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1.7. საქართველოში დღეს კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი, გარდაიცვალა ცხრა ადამიანი.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 50 იმერეთში, 35 კი შიდა ქართლში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 50 იმერეთში, 35 კი შიდა ქართლში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 349 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 119 პირი. „დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.42 % Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 742 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 607 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 541-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 349 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 742, პისიარტესტით – 10 607. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,7 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,3 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 739 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 265 805 გამოჯანმრთელდა, 3 541 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 258, სტაციონარში მეთვალყურეობას…

მეტი...

“ყველა მკვლელის დედამ ჩახედეთ დედაჩემს თვალებში… მკვლელ შვილს რომ ვერ იმეტებთ ციხისთვის…” – ანა შაქარაშვილი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამო, დავას როგორც სამართლებრივად, ასევე პროტესტის გზით განაგრძობენ. გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი დამ, რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელით ბრალდებულების ოჯახებს მიმართა. „ყველა მკვლელის დედამ ჩახედეთ დედაჩემს თვალებში და ჰკითხეთ რას ნიშნავს შვილის მონატრება! საკუთარ მკვლელ შვილს რომ ვერ იმეტებთ ციხისთვის ჩვენ სამუდამოდ ჩავდეთ 19 წლის ანგელოზი მიწაში !!! და ამას ვინმე გაპატიებთ? არასოდეს“, – წერს ანნა შაქარაშვილი.

მეტი...

ხანძარი გორში – ცეცხლი ხის საამქროში გაჩნდა

ხანძარი გორში – ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე, ერთსართულიანი კაპიტალური ხის გადამამუშავებელი საამქროს შენობის სასხვენო გადახურვას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დაახლოებით 30 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

„თქვენ არ ხართ მარტო, ევროკავშირი თქვენს გვერდით არის“ – რა გზავნილი დატოვა შარლ მიშელმა საოკუპაციო ზოლთან

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სტუმრობდა, ერთ – ერთი მთავარი გზავნილი, რაც შარლ მიშელმა დატოვა საოკუპაციო ხაზიდან მსოფლიოს და რუსეთის გასაგონად გაისმა. სოფელ ხურვალეთში მიშელი ადგილობრივებს შეხვდა. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თვალით მენახა ადგილზე სიტუაცია, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვუთხრა ადგილობრივებს, რომ თქვენ მარტო არ ხართ, საჭიროა მოხდეს იმ რეფორმების გატარება, რაც სასიცოცხლოდ საჭირო იქნება მოსახლეობისთვის. ჩემი აქ ყოფნა არის შესაძლებლობა გამოვხატო თანადგომა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.“ – აღნიშნა მიშელმა სოფელ ხურვალეთში. შეგახსნებთ, რომ შარლ მიშელმა ქვეყანა 2 მარტს დატოვა.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი შესაძლოა ნებისმიერ წუთს გამოცხადდეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი შესაძლოა ნებისმიერ წუთს გამოცხადდეს. ბოლო პროცესი, რომელიც 5 საათი მიმდინარეობდა მცხეთის სასამართლოში დღის ბოლოს დასრულდა. ბრალდებულებმა საკმაოდ ემოციური განცხადებები გააკეთეს, რაც პროკურატურამ სასამართლოსთვის თავის შეცოდების მცდელობად შეაფასა. განსხვავებული მოლოდინები აქვთ ბრალდებულების ადვოკატებს, ისინი  გამამართლებელ განაჩენს ელიან. მოკლული ფეხბურთელის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებები საკმარისზე მეტია და დამნაშავეები პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებენ. 

მეტი...

“რეგულაციების მოხსნამ შეიძლება ინფიცირების მატება გამოიწვიოს” – თენგიზ ცერცვაძე

სპეციალისტების თქმით, თუ საზოგადოება პირბადის ტარების მაჩვენებელს გაზრდის, ქვეყანა შემდგომი ეპიდაფეთქების თავიდან აცილებას შეძლებს. “შეიძლება რეგულაციების მოხსნამ გამოიწვიოს გარკვეული მატება. პირადად მე მუდმივად მხარს ვუჭერდი მხოლოდ ეტაპობრივ მოხსნას და თავის შეკავებაზე მოვუწოდებდი ერთბაშად მოხსნისგან, რამეთუ ამან შეიძლება გვაიძულოს უკან დავუბრუნდეთ შეზღუდვებს. თუ დავიცავთ მინიმალურ რეგულაციებს, პირბადეებს დახურულ და ღია სივრცეში, სოციალურ დისტანცირებას, მაშინ ჩვენ უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ შეზღუდვების მოხსნას და არ დაგვჭირდება დავუბრუნდეთ ისევ ლოკდაუნს,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

“ამერიკელ კოლეგებს მოვუწოდებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრულ ქმედებად აფასებს და ვაშინგტონს მოუწოდებს, ცეცხლს ნუ ეთამაშება. „აშშ-ის ადმინისტრაციამ მტრული, ანტირუსული თავდასხმა განახორციელა, როდესაც ევროკავშირთან ერთად,“მოსკოვის დასჯის“ მიზნით მორიგი სანქციები გამოაცხადა,”- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების მტკიცებით, სანქციები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის საბაბია. „ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციების დაწესება მხოლოდ საბაბია, რომლითაც აშშ რუსეთის შიდა საქმეებში ერევა“, – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის რეაქცია შესაბამისი იქნება. „ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ. რეაგირებას ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით მოვახდენთ. მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ნებისმიერ აგრესიას მოვიგერიებთ.…

მეტი...

პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე გორში ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გორში „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს. სამართალდამცველებმა გ.კ. და გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე…

მეტი...