საქართველოს საპატრიარქო “გირჩის” “ბიბლიური თავისუფლების” წევრებს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში დაბრუნებას სთავაზობს

საქართველოს საპატრიარქო ბიბლიური თავისუფლების წევრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში დაბრუნებას სთავაზობს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ამისთვის მათ სასულიერო პირს უნდა მიმართონ და გულწრფელ სინანულში დაარწმუნონ: “ორგანიზაცია “გირჩის” მიერ შექმნილი “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლების” ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, ჰმართებთ, მიმართონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერ  მღვდელმსახურს, რომელსაც განუცხადებენ თავიანთ სურვილს ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ. მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები. მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია  ეპისკოპოსთან წარსადგენად;  რომელმაც ე.წ. “სინანულის ფურცელზე” მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება,…

მეტი...

“გახარია არის რუსეთის საგარეო დაზვერვის წარმომადგენელი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილს რუსეთი გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს. „ივანიშვილი რომ დაეთანხმა მოლაპარაკებას ევროპასთან, პარალელურად ის აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, რუსეთის ინიციატივით. ივანიშვილმა იცის, რომ პრაქტიკულად, ეს ექვსპუნქტიანი გეგმა არის რიგგარეშე არჩევნებამდე მიმავალი გზა და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და მოვა მრავალპარტიული კოალიცია, რომელსაც ქართველი ხალხი აუცილებლად მისცემს მანდატს, რათა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. ამ სიტუაციაში ივანიშვილისთვის ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მისი აზრით, ჩანაწერებმა გამოჟონა მისი შიდა უშიშროების, ძალოვნების სტრუქტურებიდან და რუსები ახლა ეუბნებიან, რომ პირველი – დაულაგებენ მას ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე სამედიცინო კარავი გაშალეს

რუსთაველის გამზირზე ე.წ. “პროტესტი კარვებით” გრძელდება. დღეს მორიგი კარავი მედიკოსებმა გაშალეს, ის რიგით მეთვრამეტეა. როგორც სამედიცინო სფეროს წევრები ამბობენ, კარავში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა, სადაც ყოველ ღამეს თითო ექიმი იმორიგევებს და აქციის მონაწილეებს დახმარებას გაუწევს.

მეტი...

რეგიონებში AstraZeneca-ს ვაქცინის გადანაწილება დაიწყო

საქართველომ დღეს AstraZeneca-ს ვაქცინა მიიღო. პირველ მოქალაქეს ორშაბათს აცრიან. 43 200 დოზა, პირველ რიგში, მხოლოდ სამედიცინო პერსონალს მოხმარდება. ვაქცინაციის პროცესში 82 დაწესებულება ჩაერთვება, პრეპარატის გადანაწილება რეგიონებში დღესვე დაიწყო. ვაქცინა სპეციალური ავტომობილით დაავადებათა კონტროლის იმერეთის  სამმართველოში უკვე მიიტანეს. სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსთვის სულ განკუთვნილია  14080,  უშუალოდ იმერეთისთვის კი 5550 დოზა  ვაქცინა, რომლითაც სამედიცინო  სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან. “დასავლეთ საქართველოსთვის მოგვეწოდა 14 080 დოზა ვაქცინა. დღესვე დაიწყება მისი განაწილება, მობილიზებულია რეგიონალური სამსახურები, წავა სამეგრელოს და გურიის მიმართულებით. ხვალ მიეწოდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს და ხვალვე მიეწოდება იმერეთის ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვას.  იმერეთისთვის გვაქვს 5550 დოზა ვაქცინა, შესაბამისი ამცრელი კაბინეტებიც მზადა, გავლილი აქვთ…

მეტი...

“TV პირველი ნაცმოძრაობაა, რომლის სუბსიდირება ხდება მიხეილ სააკაშვილისგან” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობაიხძე აცხადებს, რომTV პირველი ნაცმოძრაობაა, რომლის სუბსიდირება ხდება მიხეილ სააკაშვილისგან: “TV პირველი არის ნაცმოძრაობა, ყველამ კარგად ვიცით, TV პირველი ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პარტიული ტელევიზია, ისევე როგორც მთავარი. ყველაფრით (შეგვიძლია დავადასტუროთ), მათ შორის, ნაციონალური მოძრაობა აფინანსებს, ახდენს ამ ტელევიზიის სუბსიდირებას. მოგებაზე ვერ მუშაობს ეს ტელევიზია, ხდება სუბსიდირება კიევიდან, მიხეილ სააკაშვილისგან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. როგორ გგონიათ, მიხეილ სააკაშვილი როგორ მართავს მთლიანად ვითარებას ოპოზიციაში? რატომ არის ის მთავარი, ყველაზე გავლენიანი პირი ოპოზიციაში? მას აქვს ორი რესურსი, ეს არის ფული, მილიონები, რომელიც ქართველ ხალხს მოპარა და…

მეტი...

“ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლო მოვლენებით და არჩევნებამდე შექმნილი სურათით, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა საქართველოში” – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი, რის საფუძველსაც „ბოლო პერიოდის მოვლენები და არჩევნებამდე არსებული სურათი აძლევს“. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნები არ არის გზა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია. „ჩემი იმედები დამყარებულია იმაზე, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, თუ ყველა არა, მოითხოვს პოლიტიკური პარტიებისგან იმას, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ და უზრუნველყონ ქვეყნის სტაბილურობა, რომ განვითარებას არ შეექმნას პრობლემები. ესაა რეალობა. რეალობიდან რომ გამოვიდეთ, მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ჩემს სკეპტიციზმს გუნდში ზოგი იზიარებს, ზოგი – არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლო მოვლენებით და საერთოდ, არჩევნებამდე შექმნილი სურათით,…

მეტი...

“მოვუწოდებთ ტელეკომპანიებს თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან” – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც პროკურორი თეა გიორგაძე ნახსენებია, როგორც ადვოკატი, რომელმაც თითქოსდა კონკრეტული პირის დაცვაზე უარი თქვა. ასევე, სიუჟეტში გამოყენებულია თეა გიორგაძის მცირეწლოვანი შვილების ფოტოები, რომლებსაც სახეები არ აქვთ დაფარული, რითაც შეილახა მათი უფლებები. აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში გასული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რადგან თეა გიორგაძე არასდროს ყოფილა ადვოკატი და იგი 2006 წლიდან  საქართველოს პროკურატურაში მუშაობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ტელეკომპანიებს თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ამასთან, მიგვაჩნია, რომ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს…

მეტი...

თამარაშვილის ქუჩაზე მე-16 სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

თამარაშვილის ქუჩაზე, მე-16 სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა. ის ადგილზე დაიღუპა.შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მეტი...

“მოვუწოდებ კოლეგებს, მისცენ ვაქცინაციის მაგალითი საზოგადოებას” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზები შემოვიდა.  ამირან გამყრელიძემ, კოლეგა ექიმებს მოუწოდა, მისცენ მაგალითი დანარჩენ საზოგადოებას, როდესაც ვაქცინაცია დაიწყება ქვეყანაში.  “დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ქვეყანაში. პანდემიასთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი იწყება.  პანდემიის დამარცხების გზა ვაქცინაციაზე გადის, ამიტომ ამ პროცესის სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ექიმებს გვედით, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი აიცრას. “ასტრაზენეკას” პირველი პარტია, რომელიც საქართველოში დღეს შემოვიდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული.  ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, რომ როდესაც ორშაბათიდან ვაქცინაცია დაიწყება მისცენ მაგალითი საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი…

მეტი...

“პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძის განცხადებით, მას კორონავირუსი საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ვაქცინაციის გეგმის შესაბამისად უწევს და ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებს. პაატა იმნაძე AstraZeneca-​თი იმუნიზაციის შესაძლო რისკებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა, სხვა დაავადებებისგან არ იცავს და ამ დაავადებების განვითარება არ შეიძლება კორონავირუსის ვაქცინას დაბრალდეს: “მე მიწევს აცრა და პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები. დღეს-ხვალ საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრში ვაქცინა ჩატანილი იქნება. უკვე გამოყენებულია ათეულ მილიონობით დოზა. ათეულ მილიონობით დოზაზე არ არის აღწერილი არაფერი ისეთი, რაც გამოარჩევდა ამის რისკებს. დავიმახსოვროთ ერთი რამ კარგად, ეს…

მეტი...

“ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის წინაააღმდეგ ბრძოლაში და იმედს გვისახავს” – კარლ ჰარცელი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში ჩამოტანას ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა. კარლ ჰარცელი საქართველოს ვაქცინის მიღებას ულოცავს და აცხადებს, რომ ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში: “მიუხედავად იმისა, რომ ვიმყოფები ძალზე ინტენსიური პოლიტიკური მედიაციის პროცესში კრისტიან დანიელსონთან ერთად, ვულოცავ საქართველოს, 43 000 ვაქცინის დოზის მიღებას კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ევროკავშირი და ევროპის გუნდში შემავალი პარტნიორები კოვაქსის ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერები არიან. მათ  2.2 მილიარდი ევრო გამოყვეს  ვაქცინების სამართლიანად გავრცელების მიზნით. ვამაყობ, რომ ისეთმა  მნიშვნელოვანმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა ამ პლატფორმის საშუალებით.  შემდეგი ნაბიჯი ვაქცინაციის დაწყებაა. ასევე ვამაყობ, რომ ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს მთავრობას ტრენინგის, რჩევების და ლოჯისტიკური მხარდაჭერით…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი Qatar Open​-ის ფინალშია – მისი მეტოქე დღეს ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება

დოჰაში მიმდინარე Qatar Open​-ის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე დღეს ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, რომელმაც მე-2 სენსაცია მოახდინა და ავსტრიელი დომინიკ ტიემის დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში გზიდან რუსი, ანდრეი რუბლიოვიც ჩამოიცილა. ურთიერთშეხვედრებში, ესპანელი ქართველ ჩოგბურთელს 3:1-ს უგებს. დოჰას ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულასა და 100 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს. გადამწყვეტი მატჩი დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

“სინათლე გვირაბის ბოლოს” – პრეზიდენტი ვაქცინის შემოტანაზე

საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის შემოსვლას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს  ვაქცინის მიღებაში დახმარებისთვის მადლობას უხდის და აცხადებს რომ სოლიდარობის გზით მსოფლიო ამ კრიზისს დაძლევს: “ეს არის როგორც “სინათლე გვირაბის ბოლოს”! მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს, მაგრამ მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და სოლიდარობის გზით გადალახავს ამ კრიზისს,” – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე

მეტი...

„3 წელია ყველა იმ ადამიანს იბარებენ სუსში, ვინც1 საათი მაინც, ჩემს გვერდითაც გაიარა“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„დღევანდელი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური (დებილთა ბრბო სუს), 3 წელია ყველა იმ ადამიანს იბარებს სუსში, ვინც1 საათითაც ჩემს გვერდითაც გაიარა ვინც მეტ დროს ატარებს ჩემს გვერდით, ყველას ტელეფონი მოსმენაზე დასვეს,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს. მისი თქმით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მის ახლობლებს ავიწროებს: „თითქმის ყოველი მეორე დღეს იბარებენ ოქმებზე ხელის მოსაწერად, ევროპიდან დაწყებული ადამიანებს აშინებენ ვინაც ჩემი პოსტი გააზიარა თუ მოიწონა. ახლა მე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან თქვე მართლა შტერებო და ამ ქვეყნის სამარცხვინოებო ქუჩიდან მოდელში შეყრილი ნაგავო არაპროფესიონალი კრიმინალთა ჯოგო, როგორ ფიქრობთ ტელეფონზე რისი გაგებაც თქვენ გინდათ, თქვენნაირი…

მეტი...

„მოლაპარაკებების წინაპირობა არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება“ – კახა ოქრიაშვილი

კახა ოქრიაშვილი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს „პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ სახელით, მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან. მოლაპარაკებების წინაპირობა, პირველი ეტაპი არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. დღეს ყველამ, მათ შორის მმართველმა ძალამ და მოლაპარაკებაში ჩართულმა მედიატორმა თუ ფასილიტატორმა მხარემ აღიარა, რომ საქართველოში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არ ეხება მხოლოდ ერთ ან რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს. შესაბამისად, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზას წარმოადგენს ახალი საპარლამენტო არჩევნები. მოვუწოდებ ყველას – შევთანხმდეთ ახალი არჩევნების თარიღზე!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 13:46 საათზე, ონთან მოხდა 4.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

მეტი...

“კრისტიან დანიელსონთან შესაძლოა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრა გაიმართოს” – დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, თუმცა დეტალებზე საუბრისას მან თავი შეიკავა. დავით ბაქრაძის ვარაუდით, კრისტიან დანიელსონთან პოლიტიკური მხარეების ცალ-ცალკე შეხვედრის გარდა სავარაუდოდ ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წევრებს შორის ერთობლივი შეხვედრაც შედგება. “ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. მათ შორის იმაზე, რომ დოკუმენტი მთლიანად მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიზისის განმუხტვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი საკითხი – რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. მოლაპარაკებები გაგრძელდება. მოლაპარაკებები დღესაც და ხვალაც გაგრძელდება, იქნება შეხვედრები, როგორც ცალკე ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან ერთად, თუმცა ასევე შესაძლებელია ერთობლივი…

მეტი...

“ეს ვაქცინები ყველა დაავადებას არ კურნავს, ეს კორონასგან იცავს” – პაატა იმნაძე

პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაზემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ჩამოსული ვაქცინები დღეს და ხვალ რეგიონებში გადანაწილდება. „იმედია, ჩემი კოლეგები კარგად ათვიცნობიერებენ, რა რისკი აქვთ. მე პირადად, რაც პანდემია დაიწყო, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და დღეში ალბათ, ორ პაციენტს ვნახულობ, დღემდე თავი ისე მოვიტანე, რომ ინფიცირებული არ ვარ, აქედან გამომდინარე, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, დავრეგისტრირდები და ავიცრები. ახლა მანქანები იტვირთება, რეგიონებში მიდის და დღეს, ხვალ, საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრში ვაქცინა ჩატანილი იქნება“, – განაცხადა იმნაძემ. მისივე თქმით, ერთადერთი გამონაკლისი არის დიდი ბრიტანეთი, საიდანაც ჩამოსული მგზავრები,…

მეტი...

“სამედიცინო პერსონალს ვაქცინაციის დროის და ადგილის დაჯავშნა სპეციალურ პორტალზე შეეძლება” – ეკატერინე ტიკარაძე

 დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ამ წუთებში, ვაქცინის პირველი პარტიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია იმართება, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში ვაქცინაციის დაწყების პროცესზე ისაუბრა.  საქართველომ “კოვაქს” პლატფორმის საშუალებით, კორეის რესპუბლიკაში დამზადებული “ასტრაზენეკა” მიიღო. ვაქცინა რეგიონებში გადანაწილდება. ვაქცინაციის დაწყება კი 15 მარტიდან არის დაგეგმილი. პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან. უახლოეს მომავალში საქართველო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 129 600 დოზას ელოდება. მომდევნო ეტაპზე, ხელისუფლება “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანასაც აპირებს. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. საქართველოში “კოვაქს” პლატფორმიდან შემოვიდა “ასტრაზენეკას “ვაქცინა, დღესდღეობით ხელმისაწვდომი გვაქვს 43 200 ვაქცინა, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის. დარეგისტრირებულია 64051 ადამიანი, გამომდინარე იქიდან რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი…

მეტი...

“საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, არ დატოვოს არავინ საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა” – ჰანს კლუგე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე საქართველოსთვის ვაქცინის პირველი პარტიის მიწოდების შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, არ დატოვოს არავინ საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა. „დღეს დილით კოვაქსის ფარგლებში თბილისში ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, არ დატოვოს არავინ საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა“, – წერს ჰანს კლუგე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ტვიტერში მადლობას უხდის ეკატერინე ტიკარაძეს, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, ევროკომისიის წარმომადგენლებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, „იუნისეფსა“ და ვაქცინების ალიანს „გავის“.

მეტი...

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა მივიღეთ, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა, უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია. ამის შესახებ ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში უკვე ჩამოვიდა. პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა, რითაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. გრძელდება მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და სხვადასხვა მწარმოებლებთან. უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

მეტი...

“პოზიციები არ შეიცვლება, თუნდაც მარაკანას სტადიონზე მომიწიოს გამოსვლა” – შალვა ნათელაშვილი

უაღრესად მწვავე და დაძაბული ქართული შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელიც ძალაუფლების უზურპაციითაა გამოწვეული, უკვე გადაიქცა საერთაშორისო პრობლემად, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანეილსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში ალბათ ორი-სამი ქვეყანაა, რომელთა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შუამავალი სჭირდებათ. „დღეს გრძელდება ევროპის კავშირის შუამავლობით დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სამწუხაროა ისიც, რომ ალბათ, ორ-სამ ქვეყანაში გავდივართ დედამიწის მასშტაბით, სადაც ოპოზიციას და ხელისუფლებას შუამავალი სჭირდება და ისე ვერ ელაპარაკებიან ერთმანეთს. ეს არის ალბათ, სირია, ერაყი, ავღანეთი და საქართველო. აი, სადამდე მიიყვანა სულის დიდვაჭარმა ჩვენი ლამაზი და აყვავებული სამშობლო. მოთხოვნები…

მეტი...

ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქეებს იმუნიზაციის დამადასტურებელი ორენოვანი ცნობა გადაეცემათ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინა დღეს და ხვალ ჩავა ყველა იმ ცენტრში სადაც ვაქცინაცია უნდა დაიწყოს. ამასთან ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის შესახებაც ისაუბრა. “ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით, ამა და ამ დღეს, არის ორენოვანი ცნობა , შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება დაარტყამს ბეჭედს და მოაწერს ხელს,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც “ასტრაზენეკას” ვაქცინის საქართველოში ჩამოტანას ეძღვნებოდა.

მეტი...

35 წლის გიორგი ცეცხლაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

35 წლის გიორგი ცეცხლაძეს, აქვს მესამე სტადიის კისრის არტერიის სიმსივნე, მას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. თურქეთის კლინიკაში მკურნალობა 32 000 $ – ს საჭიროებს. საქართველოს ბანკი #GE32BG0000000161769753 GE32BG0000000161769753 მიმღები – Giorgi Tsetskhladze . თი ბი სი ბანკი #GE79TB7581545064300001 GE79TB7581545064300001 მიმღები – Giorgi Tsetskhladze პირადი ნომერი 61004018298 საქველმოქმედო ზარი 0901701437

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,07 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,07 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,55 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,49 პროცენტი. დღეს კორონავირუსი 344 ადამიანს დაუდასტურდა, 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 643-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსი 344 ადამიანს დაუდასტურდა, 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 12 მარტს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 343 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 090 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 945, ხოლო პისიარტესტით – 10 145. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,07 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,49 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,55 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 721 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 004 გამოჯანმრთელდა, 3 643 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია…

მეტი...

გომის მთაზე სამაშველო ოპერაციის შედეგად გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დაასრულეს. თოვლიდან ამოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც. შსს-ს ინფორმაციით, ამოყვანის ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა. „გურიაში ჩავიდნენ განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები და კინოლოგი. ქუთაისიდან გომის მთის მიმართულებით გაფრინდა ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მოხდება მიცვალებულის გადმოსვენება. თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, როგორც გურიიდან, ასევე, თბილისიდან და ქუთაისიდან. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში გომის მთიდან გუშინ შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ერთი მოქალაქე გაყინული იყო, ხოლო მის თანმხლებ სამ პირს გადაადგილება აღარ შეეძლო. მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. სამაშველო-საძიებო ოპერაცია 10:00 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. სიტუაციას რთული რელიეფი, ქარბუქი და 3 მეტრის სიმაღლის თოვლი…

მეტი...

სავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს

სავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ -კვირის ჩათვლით მიიღებენ მომხმარებელს. აქამდე არასასურსათო საცალო ვაჭრობის სეგმენტი მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობდა. შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ასევე მთავრობის მიერ წინასწარ დაანონსებული ინფორმაციით, 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებს სპორტდარბაზებიც, რომლებსაც სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

მეტი...

გორში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ.ს. გორში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა. გ.ს.-მ დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 26 საბრძოლო ვაზნა. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ექვსი მასრა. პოლიციამ,…

მეტი...

დიმიტრი ხუნდაძე გენერალურ პროკურატურას მიმართავს

საქართველოს პარლამენტის წევრი, ისტორიული მცხეთისა და მცხეთელების ინტერესების დამცველი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის განვითარების გენ.გეგმის შესაძლო კარტერულ გარიგებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურას საგანგებო განცხადებით მიმართავს. დეპუტატი ითხოვს, დაიწყოს გამოძიება მცხეთის სივრცითი მოწყობის დოკუმენტის შემუშავების კანონიერებასთან დაკავშირებით და მოხდეს მისი თავიდან ბოლომდე, სრულად შესწავლა. „მოწოდებები მოსახლეობის ჩართვაზე გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში არის ფარსი, რათა მიენიჭოს დოკუმენტს ლეგიტიმაცია. ამიტომაც, მცხეთელების ნებსით თუ უნებლიედ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა რა თქმა უნდა არ არის გამართლებული ნაბიჯი. რაც შეეხება თვითონ დოკუმენტს, მე გავეცანი განხილვის ვიდეოჩანაწერს და ვიტყვი, რომ ის ბიზნეს-გეგმაა და წარმოადგენს 2017 წელს იუნესკოსა და საკრებულოს…

მეტი...

საქართველოში ვაქცინის ჩამოტანასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო პირველ განცხადებას ავრცელებს

„შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

მეტი...

ევროპელი მედიატორი დღევანდელ შეხვედრას ოპოზიციასთან იწყებს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი პირადი წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი დღევანდელ შეხვედრა ოპოზიციასთან დაიწყებს. დღის განმავლობაში კი მედიას შეხვდება და არსებულ კითხვებს უპასუხებს. შვედი დიპლომატი მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს უკვე შეხვდა. როგორც ოპოზიცია აცხადებს, ამჯერად, მმართველი გუნდის პოზიციები შედარებით ლმობიელია და ისინი ყველა საკითხზე მსჯელობენ. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მოლოდინი პოზიტიურია. „იყო პირველი შეხვედრა. განვიხილეთ ყველა ის საკითხი,  რაც შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტის ჩამონათვალშია. რა თქმა უნდა, ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან საინტერესო, სასარგებლო შეხვედრა იყო. ცოტა დრო არის დარჩენილი 16 მარტამდე, რომელიც დათქვა პრეზიდენტმა მიშელმა,…

მეტი...

ვაქცინა უკვე თბილისშია

საქართველოში კოვიდვაქცინის პირველი ნაკადი უკვე ჩამოვიდა. სპეციალური თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დღეს დილით დაეშვა. ამ წუთებში სპეციალური შეფუთვით გამოგზავნილი ვაქცინები სპეციალურ საწყობებში გადააქვთ. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სპეციალური პრესკონფერენციაც გაიმართება. ამჯერად, საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა  მიიღო.  

მეტი...