„ვინმე ბოგველი მზადაა, მელიას გირაო გადაიხადოს“ – ადვოკატის საგანგებო განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას ადვოკატის განცხადებით, პროკურატურაში შესულია ვინმე ბესიკ ბოგველის განცხადება, რომელიც მზადაა, ნიკანორ მელიას გირაო გადაიხადოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. „დღეს, 29 მარტს, პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში” მიღებულ იქნა ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ვინმე ბესიკ ბოგველის მიერ გადმოგზავნილი წერილი. აღნიშნული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ ბესიკ ბოგველმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს პროკურატურას და გამოთქვეს მზადყოფნა, გადაიხადონ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობთ. მინდა დავაფიქსირო ნიკა მელიას პოზიცია, რომ აღნიშნული არის აბსოლუტურად მიუღებელი და მეტიც, დიდი ალბათობით,…

მეტი...

დედა სოსანა წინამძრღვრობიდან გადააყენეს

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე სტეფანემ, მის დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირებისთვის მიცემული გაფრთხილების სისრულეში მოყვანა უკვე დაიწყო. მეუფემ,  დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გადააყენა. შეგახსნებთ, რომ მეუფემ სასულიერო პირებს სინანულისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უფრო მკაცრი ზომებით დაემუქრა.    „სასულიერო პირებს, ყველას ვაძლევ ერთკვირიან ვადას, ვინც არის ჩემს იურისდიქციაში, რომ მოინანიონ ღიად და საქვეყნოდ მათი საქციელი. ერთ კვირაში ვინც ამას არ გააკეთებს, ის რაც ჩემზეა დამოკიდებული, მე იმას გავაკეთებ. „ცრუ პეტრეს“ და მის ამფსონებს მე მათ სასულიერო პირებად ვერ ვხედავ. თუ არ მოინანიებენ, ყველაფერი შესაძლოა სხვანაირად მოხდეს. მაგრამ,…

მეტი...

„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო“ – ლევან რატიანი გარდაცვილ ექთანზე

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილ ექთანთან დაკავშირებით, ლევან რატიანმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძეს ანემია არ ჰქონდა და მისი  PCR ტესტის პასუხიც უარყოფითი იყო. ეს განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ექთანი თბილისში გადაყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. „ეს თემა არის ძალიან მტკივნეული, რადგან პანდემიის პირობებში დაიღუპა. ახალგაზრდა მედპერსონალი ვაქცინაციის შედეგად სავარაუდოდ გამოწვეულმა სხვადასხვა პრობლემებმა მიიყვანა სიკვდილამდე. ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც.  ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო. დაფიქსირდა სამწუხაროდ, ბიოლოგიური…

მეტი...

ლევან რატიანის მტკიცებით, მეგი ბაქრაძეს კლინიკაში შეყვანისას გულისცემა ჰქონდა

ლევან რატიანი მზადაა, გარდაცვლილი ექიმის, მეგი ბაქრაძის გამოძიების საქმეში მოწმის სახით ჩაერთოს და გამოძიებას ჩვენებაც მისცეს. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აცხადებს, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მეგი ბაქრაძე კლინიკაში შეყვანისას გარდაცვლილი იყო. „ქალბატონი მეგი გადმოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ. ის შემოიყვანეს 19:45 წუთზე ჩვენს კლინიკაში. შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჰერმოდინამიკა იყო მკვეთრად არასტატიკური. ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰერმოდინამიკას. დაფიქსირდა, რომ პაციენტთან იყო ჰერმოდინამიკის მკვეთრი მოშლა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის იყო გარდაცვლილი. სიკვდილი დგება როდესაც გული ჩერდება. ჩვენს კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან…

მეტი...

“გადაიხადოს ბატონმა მელიამ 11 ათასი ევრო და დღესვე გამოვაცილებ, თუ გასასვლელს ვერ აგნებს” – ირაკლი ზარქუა

მოვუწოდებ ბატონ კუბიულიუსს, კიდევ ერთხელ გაეცნოს, რა დაკვეთა აქვს ქართულ საზოგადოებას, რა მოთხოვნა აქვს ევროპარლამენტს და სენატს და მიხვდება, რომ სააკაშვილი არის ზარალი და მუხრუჭი ამ ქვეყნისთვის. რაც უფრო მალე ჩამოიშორებენ ამ ადამიანს მისი პარტია და კუბილიუსები, მათთვის უკეთესი იქნება,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის იმ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ის მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ჩართულობაზე საუბრობს. მისი თქმით, დიალოგში სააკაშვილის ჩართვა არაგონივრული იქნება. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპონენტების შეფასებით მმართველი გუნდი ამას პატარა პარტიების პარლამენტში შესატყუებლად იყენებს, ზარქუა ამბობს, რომ ამ თემას „სააკაშვილი და მისი…

მეტი...

“ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება და ჩვენს ვალდებულებას ვასრულებთ დემოკრატიის გაძლიერების მიმართ”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ცვლილებების ინიცირებით მმართველი პარტია ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების გზას აგრძელებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, მსგავსი ფუნდამენტური ცვლილებები მრავალპარტიული ჩართულობით უნდა განხორციელდეს და მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს ამ პროცესში ჩართვისკენ. “გარდამავალ დებულებებში ცვლილების შეტანის საკითხი, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის დაწევას 3%-მდე, ეს ინიციატივაც უკვე ინიცირებულია პარლამენტში. პარლამენტს და ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება და ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ვასრულებთ დემოკრატიის გაძლიერების და იმ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების მიმართ, რომელზეც გვქონდა საჯაროდ პირობა დადებული. მე იმედი…

მეტი...

გარდაცვლილი ექთნის ადვოკატებმა სამართალდამცავ უწყებას ბაქრაძის პირადი ტელეფონი გადასცეს

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა სამართალდამცავ უწყებას ბაქრაძის პირადი ტელეფონი გადასცეს. ადვოკატების თქმით, მობილური ტელეფონი მნიშვნელოვან მტკიცებულებას შეიცავს. “ნივთმტკიცება – მობილური ტელეფონი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს ძალიან სერიოზულ მტკიცებულებას აღნიშნული სისხლის სამართლის ფარგლებში, ჭეშმარიტების დადგენის მიზნებისათვის. ჩვენ მივმართეთ საგამოძიებო უწყებას და საგამოძიებო უწყება დაინტერესდა აღნიშნული მობილური ტელეფონით და ამოიღო ადვოკატებისგან წარმოდგენილი მტკიცებულება,” – განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

მეტი...

“მზად ვარ შევხვდე მხარეებს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს” – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი მოლაპარაკებებში ჩართვაზე საუბრობს – ნინო ლომჯარია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს მხარეებს, როგორც პარტიებს, ასევე მედიატორებს. ომბუდსმენი თვლის, რომ უკეთესი იქნება თუ გარკვეული საკითხები გასაჯაროვდება, რადგან დიალოგის პროცესის გარშემო ბევრი სპეკულაცია ისმის. “მზად ვარ შევხვდე მხარეებს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს. მქონდა მათთან ცალკეული შეხვედრები და კომუნიკაცია. ველოდები, რომ უნდა იქნეს მიღწეული შეთანხმება იმიტომ, რომ თუ რომელიმე მხარე ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით არ განაცხადებს მზაობას გადადგას ნაბიჯები, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია. პირველ რიგში, ხელისუფლება, იმიტომ, რომ ამ საკითხების რეალიზება და განხორციელება ხელისუფლების ვალდებულებას ისედაც წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ამ…

მეტი...

“არ მგონია ვინმეს ეგონოს, რომ ბიძინას და მიშას ისეთი კარგი ურთიერთობები აქვთ, დასხდებიან და კრიზისს განმუხტავენ” – სერგი კაპანაძე კუბილიუსის განცხადებაზე

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ოპოზიციის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ჩართვა მოლაპარაკების პროცესში სიტუაციას ვერ განმუხტავს და ვერ იქნება მომგებიანი. “არ მიმაჩნია, რომ ახლა რაიმე ფორმატის გამოგონება, ივანიშვილისა და სააკაშვილის შეხვედრა შეიძლება იყოს უფრო მეტად მომგებიანი და განმმუხტველი სიტუაციის, ვიდრე დღეს არის. არ მგონია, არსებობდეს ადამიანი ამქვეყნად, ვისაც ჰგონია, რომ ბიძინას და მიშას ისეთი კარგი ურთიერთობები აქვთ ერთმანეთში, რომ დასხდებიან ერთ მაგიდასთან და ამ კრიზისზე და მის განმუხტვის გზებზე შეთანხმდებიან. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი სერიოზული იყოს,” – აღნიშნა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ.

მეტი...

“ივანიშვილისა და სააკაშვილის ერთ ტონალობაში ხსენება შეურაცხყოფაა” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით,  ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ერთსა და იმაზე ტონალობაში ხსენება შეურაცხყოფაა. მისივე განცხადებით, სააკაშვილმა საქართველოში დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, ივანიშვილმა კი, ეს ქმედებები აღკვეთა.  ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა ფორმალურმა, არამედ რეალურმა ლიდერებმა – მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა. ​”როდესაც საუბარია იმაზე, რომ თურმე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ეს სინამდვილის გამრუდებაა. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან და ეს სპეკულაციური განცხადებაა, პირდაპირ ასე ვიტყოდი. ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება…

მეტი...

“განვიხილეთ სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან მეორე შეხვედრას დღეს მმართველი გუნდი 6 საათზე გამართავს.  “ჩვენ მადლობა გადავუხადეთ დანიელსონს საქართველოში მეორედ ჩამოსვლისა და ძალისხმევისთვის. ჩვენ გვქონდა დღეს კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი. დღეს 6 საათზე კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება დანიელსონთან. ხვალ კი, სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მეტი...

“უნდა ვიცოდეთ რა მოხდა, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს რეალობა” – ომბუდსმენი გარდაცვლილ ექთანზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით ობიექტურ ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. ომბუდსმენის თქმით, აუცილებელია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და თუ ხარვეზი გამოიკვეთა, შემდგომში მსგავსი რისკები დაზღვეული იქნეს.  “ძალიან მნიშვნელოვანია იყოს დროული, უტყუარი და ობიექტური დასკვნები წარმოდგენილი. ეს გადაარჩენს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად. თუ ხარვეზები იყო პირველადი დახმარების გაწევის პროცესში, ესეც უნდა უნდა ვიცოდეთ, რათა შემდგომში მსგავსი რისკები დავაზღვიოთ. ამიტომ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ დასკვნა ობიქტური იქნება, რაც არ უნდა მწარე იყოს ის რეალობა, რაც შეიძლება ამ დასკვნამ დაგვანახოს,” – განაცხადა…

მეტი...

“ივანიშვილი აღარ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, სააკაშვილის შესაძლო ჩართულობა კი შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის” – ირაკლი ღარიბაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი აღარ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ქვეყნისთვის. “ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება, მე ასე ვიტყოდი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან დატოვა პოლიტიკური თანამდებობაც, შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის პოსტი და ღიად განაცხადა, რომ იგი აღარ მონაწილეობს, აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, ეს ერთი. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. მეორე, რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს აბსოლუტურად, მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არა ერთ მძიმე დანაშაულში…

მეტი...

„ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი” – ნათია თურნავა

„ნამახვანი ჰესი“ არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსხვილ ჰიდროსადგურთაგანი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისივე განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ პროტესტი და ძირითადი კითხვები მოხსნილიყო. „იცით, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება სანდო ექსპერტების მიერ ყველა ძირითადი კვლევის გადამოწმება. ეს პასუხობს იმ წუხილს, რაც უსაფრთოებას და ეკოლოგიას შეეხებოდა. იქმნება ხეობის განვითარების ხუთმილიონიანი ფონდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭიროებას დააფინანსებს და საჭიროების…

მეტი...

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციას და ამ სექტორში კიდევ უფრო მეტი პლანტაციის გაშენებას. პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში  მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, სიღნაღის რაიონში გაშენებული ზეთისხილის პლანტაცია და ზეითუნის ზეთის თანამედროვე საწარმო დაათვალიერა.  “მიუხედავად იმისა, რომ კახეთისთვის ტრადიციული სექტორი არის მევენახეობა და ღვინის წარმოება, ეს პროექტი – ზეთისხილის პლანტაციები გახლავთ პირველი პროექტი საქართველოში, რომლითაც ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის წარმოების სექტორი ვითარდება, ორიენტირებულია ექსპორტზე, მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება,” – განაცხადა არჩილ…

მეტი...

„კლინიკიდან მეგი გარდაცვლილი გადაიყვანეს“ – ექთნის ოჯახი ითხოვს, გამოძიება სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბებაზეც დაიწყოს (ვიდეო)

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახის მოთხოვნაა, გამოძიება სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტზეც დაიწყოს. საუბარია ექთნის ვაქცინაციის დროზე, რომელიც სამედიცინო დოკუმენტაციაში არასწორადაა დაფიქსირებული. აღნიშნულ თემაზე, ოჯახის ადვოკატებმა  – ვახტანგ ბარამაშვილმა და ნინო ამაღლობელმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ როცა მეგი ახალციხის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.   „მინდა გავაჟღერო ახალი მტკიცებულებების არსებობის შესახებ. ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც გამოძიებას დღემდე არ ამოუღია. ამ ტელეფონში არსებობს კომუნიკაცია, რომლის ფარგლებში გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ზუსტ ინფორმაციას ფლობენ, თუ რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად. კომუნიკაცია არის…

მეტი...

“არ მაქვს ინფორმაცია რას აპირებს გახარია, მოუსმინეთ რას იტყვის” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას სამომავლო პოლიტიკური გეგმების შეფასებას ჯერჯერობით არ აპირებს. “გახარიასთან დაკავშირებით რა კომენტარი შემიძლია გავაკეთო. გიორგი იყო ჩვენი მთავრობის დროს, 8 წლის განმავლობაში, ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერმინისტრი. 8 წელი იყო მთავრობის წევრი. მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს… ჯერ დაელოდეთ, მოუსმინეთ რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას,” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მეტი...

“ვადამდელი არჩევნების საკითხი დახურულია” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება. “ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ, ამაზე ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები. ეუთო/ოდირის დასკვნებიც ვნახეთ. ჩვენი დიალოგი გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება.  ჩვენგან რაიმე სახის დესტრუქციას ადგილი არც ჰქონია. ჩვენ ამის მომსწრე ოპოზიციის მხრიდან გავხდით. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ. ეს არსებობდა თქვენი ბელადი სააკაშვილის დროს,”-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მეტი...

თუ ვინმეს წუხილი აქვს ჰესების მიმართ, მინდა შევახსენო, რომ მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის – ირაკლი ღარიბაშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერის განცხადებით, საქართველოში ჰესების მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის.  “დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43 მილიონ ევროს. სამუშაოები იანვარში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება. ენგურჰესს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ჰესი დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა და რეალურად ყველამ კარგად იცის, რომ ამ ჰესის მშენებლობით აშენდა მთელი ეს მხარე, ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი გამომუშავდება ენგურჰესის მიერ. ვინმემ, უბრალოდ რომ წარმოიდგინოს, რომ არ არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში ენგურჰესი და თუ ვინმეს დღეს წუხილი აქვს ჰესების მიმართ, მინდა…

მეტი...

კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს 14:00 საათზე შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. დანიელსონმა გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთან, კრისტიან დანიელსონი დღეს დილით შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

მეტი...

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ექთნის გარდაცვალების საქმეზე კვლევები ჯერ არ დასრულებულა

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა სახის კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები. „ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები“, – აღნიშნულია განცხადებაში. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას მეგი…

მეტი...

„მოლოდინი გვაქვს, რომ დღეს გავეცნობით სააგენტოსა და სამხარაულის ბიუროს დასკვნებს“ – მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„მეგიზე და მის ოჯახზე გადაიარა საქართველოს თითოეული მოქალაქის შიშმა, ეს უნდა იყოს უკანასკნელი შემთხვევა, სიმართლის დადგენის პროცესში ჩვენ ვატარებთ გამოძიებას და მივმართავთ სრულ საჯაროობას, იგივეს უნდა აკეთებდეს პროკურატურა,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში” გარდაცვლილი ექთნის, მეგო ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა განაცხადეს. ადვოკატების ინფორმაციით პროკურატურას მათთან კომუნიკაცია არ აქვთ, მათივე განმარტებით დღეს გახდება ცნობილი „სამხარაულის“ ექსპერტიზის დასკვნა: „მეგის გარდაცვალებაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ოჯახზე გადაიარა მოქალაქეების შიშმა, რა შეიძლება, მოხდეს ვაქცინაციის შემდეგ. ყველაზე ცუდი მოხდა, ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ დაგვიტოვა შესაძლებლობა, მოხდეს ხარვეზებისა და პრობლემების იდენტიფიცირება. მასობრივი ვაქცინაციის ფონზე ადამიანის გარდაცვალება უნდა იყოს უკანასკნელი პრობლემა.…

მეტი...

„ჩვენ, ხომ ვიცით რა მოხდა რეალურად და რამ გამოიწვია გარდაცვალება“ – რა ინფორმაციას ინახავს გარდაცვლილი მედიკოსის ტელეფონი – ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„არსებობს კომუნიკაცია, სადაც გარკვეული პირები საუბრობენ რატომ გარდაიცვალა მეგი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა. ადვოკატი სისტემურ ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი ექთნის ტელეფონი გარკვეულ ინფორმაციას ინახავს, ბარამაშვილის თქმით საერთო ჩათიდან ბევრი სმს გამქრალია: „ვაწყდებით არსებით სისტემურ ხარვეზებს, თავად ვაქცინაციის პროტოკოლში, რადგან ფატალური შედეგი ვერ ავიცილეთ, თითოეული ხარვეზი და შეცდომა უნდა გავიგოთ, რათა ეს შემთხვევა იყოს ბოლო. ახალი მტკიცებულება ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც გამოძიებას დღემდე არ ამოუღია, აქ არსებობს კომუნიკაცია, სადაც გარკვეული პირები საუბრობენ თუ, რატომ გარდაიცვალა მეგი და…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,6 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,6 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,2 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,66 პროცენტი. საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი, 14 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 382 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 298 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 547, პისიარტესტით – 5 751. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,2%, ბოლო 14 დღის – 1,66%, ბოლო 7 დღის – 1,6%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 601 გამოჯანმრთელდა, 3 765 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 276, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 653 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 200 პირი. ამასთან, 28 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 765-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი.

მეტი...

საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დაჭრა საგარეჯოში – დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი.  შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.  ინციდენტის ერთ მონაწილეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ქვედა კიდურების არეში აქვს მიყენებული. ის თავდაპირველად,  ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.  რაა გახდა სისხლიანი გარჩევის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

“ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება; ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აფასებს ევროკავშირის მედიაციას, რომელიც ორიენტირებულია ვითარების დეესკალაციასა და პოლიტიკური პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვაზე. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კრისტიან დანიელსონმა განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ხაზი გაესვა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების,…

მეტი...

კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა

კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი, ლანჩხუთელი ნანა ცინცაძე ემსხვერპლა. ამის შესახებ ლადო აფხაზავა წერს. „ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ექიმი, ნანა ცინცაძე გარდაიცვალა. მადლობა, საოცარო ქალბატონო. რამდენი ექიმი შეიწირა კოვიდმა“, – წერს მასწავლებელი სოცქსელში.

მეტი...

ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგები დღეს უნდა გახდეს ცნობილი – რა გახდა ექთნის გარდაცვალების მიზეზი

რა გახდა ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგები დღეს უნდა გახდეს ცნობილი. მეგი ბაქრაძის სამედიცინო ისტორიით მტკიცდება, რომ რეანიმატოლოგი ადგილზე 13:00 საათსა და 10 წუთზე მივიდა, თუმცა ამავე დოკუმენტით, ვაქცინაციის დრო განსხვავებულია და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების პერიოდი 20-25 წუთის შემდეგ არის მითითებული. ოჯახის ადვოკატის მტკიცებით, უნდა შეფასდეს რამდენად დროული იყო ექიმების რეაგირება. “ამ დასკვნებმა უნდა მოგვცეს გარკვეული ინფორმაცია მეგის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით. რეალურად აღმოჩნდა, რომ მეგის ვაქცინა გაუკეთდა არა 12:00 საათსა და 30 წუთზე, როგორც ფორმა-100-ში არის დაწერილი, არამედ, დაახლოებით, 12:00 საათსა და 13 წუთზე. ამ…

მეტი...

კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები დღეს განახლდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები 29 მარტს განახლდება. კრისტიან დანიელსონი კვირას, 28 მარტს უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მათგან კრიზისის დაძლევის გზებზე პოზიცია მოისმინა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დგენანი ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

მეტი...

პარლამენტი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტში სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა იწყება. ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. რეფორმის მიხედვით, გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები ​ღია იქნება. საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევასა და პარლამენტისთვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები. ასევე, გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს. წარმოდგენილი ცვლილებით, გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, აღნიშნულ ცვლილებებს…

მეტი...

კრისტიან დანიელსონი შეხვედრებს პრემიერითა და პრეზიდენტით იწყებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელის საქართველოში იმყოფება, დღევანდელ შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილითა და პრეზიდენტით – სალომე ზურაბიშვილით დაიწყებს. შეხვედრები სულ რამდენიმე წუთში შედგება. კერძოდ, 09.00 საათიდან. ევროპელი მედიატორს, პრემიერ-მინისტრის აპარატში უკვე ელოდებიან. შემდეგ კი, ის პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაინაცვლებს. დღესვე, დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და მმართველ გუნდთან. ევროპელი მედიატორი, ამჯერად, საქართველოში 3 დღით ჩამოვიდა, თუმცა, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, მან, პროტოკოლით გათვალისწინებული გეგმა შეცვალოს.

მეტი...

დღეს სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება

დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესზე შესავალი სიტყვით წარდგება ერთ-ერთი ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველი. ადვოკატების ინფორმაციით, ისინი რაიმე შუამდგომლობის წარდგენას არ აპირებენ და კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რომ საქმე პოლიტიკურია და მას რეალურ ბრალდებასთან კავშირი არ აქვს. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, რომლებიც გირაოთი არიან გათავისუფლებული, საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში ადანაშაულებენ.

მეტი...