„პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ, პასუხისმგებლობა მათზეა და არა ევროკავშირზე“ – ევროპელი მედიატორი

ევროპელმა მედიატორმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა ჯერი პოლიტიკურ ლიდერებზეა. კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ყველა ლიდერმა იცის, მეორე მხარის პოზიცია და გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ და არა ევროკავშირმა. „შევხვდით საქართველოს სამოქალაქო საზოგადობის წარმომადგენლებს. მათი გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო და ეს დღესაც განვიხილეთ. საუბარია კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. ჩემი წინა მისიის შემდეგ, ყველა იმ მისიებთან მქონდა კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. ეს ინსტიტუციებია: როგორც პრეზიდენტ მიშელი, ისე ევროპარლამენტი, ევროკომისია. ევროკავშირი ძალიან აქტიურადაა ჩართული საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში. ამაზე პასუხისმგებლობა აქაურ პოლიტიკური…

მეტი...

ევროპელი მედიატორი არასამთავრობო სექტორს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვდრას მართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყო. არასამთავრობოები საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებიან. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მედიასთან განაცხადა, ევროპელ დიპლომატს არასამთავრობო სექტორის პოზიციები აინტერესებს.   „შეგვატყობინეს, რომ დანიესოლთანაა დღეს შეხვედრა, აინტერესებს ჩვენი მოსაზრება მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით.  მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა გავატაროთ ის სისტემური რეფორმები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ერთი პარტიის მმართველობას. რიგგარეშე არჩევნები არის პოლიტიკური თემა და პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ ევროპელი მომლაპარაკებელი საქართველოში 3…

მეტი...

ნინო ლომჯარია მზადაა, პოლიტიკურ სუბიექტებს შეხვდეს და მედიაციის პროცესში ჩაერთოს

საქართველოს საქართველოს სახალხო მზაობას აცხადებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს და ყველა პროცესში ჩაერთოს, რომელიც მედიაციისა და მხარეების დაახლოების პროცესს ხელს შეუწყობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს და მის, როგორც სახალხო დამცველის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე საუბრობს.     „საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გადაწყვეტილებას საქართველოში მისი ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის გაგრძელების თაობაზე, რომლის წარმატებით დასრულებაც ქვეყანას ზემოაღნიშნულ მიზანთან დააახლოებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოლაპარაკების პროცესში ევროპის საბჭოს…

მეტი...

„თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, ავიცრები“ – მეუფე ვაქცინაციაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზი ვაქცინაციასთან დაკავშირებით მედიასთან კიდევ ერთხელ საუბრობს და განმარტავს, რომ მას ვაქცინაცია არ სჭირდება და თუ ეს საჭიროა, ექიმებმა უნდა დაარწმუნონ. „თუ დამარწმუნებენ კამერების წინაშე, ამიხსნიან კარგად, რა ვაქცინაა და შემდეგ მოისმენენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ კამერების წინაშე ავიცრა“ – განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა მედიას. მეუფე ასევე დარწმუნებულია, რომ მას ეს ვაქცინა არ სჭირდება და არასდროს არანაირი ვაქცინაცია არ ჩაუტარებია.   „მინდა ყველას ვთხოვო, როგორც რიგითმა მოქალაქემ, თუ შეიძლება ყოველგვარი შელამაზების, გადასხვაფერების გარეშე, ზუსტად აგვიხსნათ რა ვაქცინებზეა საუბარი,…

მეტი...

„დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის“, – კათოლიკოს-პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ქადაგებთ,  დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისთვის. როგორც პატრიარქმა იქადაგა, ახალგაზრდებსა და მომავალ თაობაზე განსაკუთრებულად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ. „ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენი ცხოვრება ემსგავსება კიბეს; ერთი პირი მაღლა მიდის, მეორე – დაბლა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მაღლა მიდის. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ამ უკანასკნელ ჟამს ჩვენ ყველა მაღლა მიმავალ კიბეზე ვიყოთ. მაცხოვარი ამბობს – ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ.  უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ…

მეტი...

ევროპელი მედიატორი ევროკავშირის ოფისში შეხვედრას მართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი თბილისშია და ოფიციალური შეხვედრა უკვე დაიწყო. მედიატორი ამ წუთებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფება და ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდება. რაც შეეხება პოლიტიკური სუბიექტებთან შეხვედრას, გეგმის მიხედვით, მედიატორის მონაწილეობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან დიალოგი, ოფიციალურად, ხვალ განახლდება. ამჯერად, კრისტიან დანიელსონი ქვეყანაში 3 დღე დარჩება.

მეტი...

„ცრუ პეტრე“, განხეთქილებისა და ამბოხის შემომტანი“ – მეუფე „ურჩ“ სასულიერო პირებს ვადას აძლევს  

მეუფე სტეფანე, ჭყონდიდის ეპარქიაში მასთან დაპირისპირებაში მყოფ სასულიერო პირებს შენდობისთვის ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ზიარების უფლებას აუკრძალავს. „სასულიერო პირებს, ყველას ვაძლევ ერთკვირიან ვადას, ვინც არის ჩემს იურისდიქციაში, რომ მოინანიონ ღიად და საქვეყნოდ მათი საქციელი. ერთ კვირაში ვინც ამას არ გააკეთებს, ის რაც ჩემზეა დამოკიდებული, მე იმას გავაკეთებ. „ცრუ პეტრეს“ და მის ამფსონებს მე მათ სასულიერო პირებად ვერ ვხედავ. თუ არ მოინანიებენ, ყველაფერი შესაძლოა სხვანაირად მოხდეს. მაგრამ, უკვე ისეთში გადავიდნენ, ზღვარს გადააცილეს. მე ვაყენებ წმინდა სინოდის წინაშე მათ საკითხს“ – აცხადებს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი.    ის ეკლესიაში ამბოხის შეტანაში ყოფილ…

მეტი...

გოგი წულაიას მხარდასაჭერად მსვლელობა იმართება

ოპოზიციონერ გოგი წულაიას მხარდასაჭერად, დღეს ავტო მსვლელობა იმართება. მსვლელობას ქუთაისიდან დაძრული ავტოკოლონებიც შეუერთდებიან. პატიმრობაში მყოფ გოგი წულაიას ახლობლები, მეგობრები და ნათესავები ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით უკვე დაიძრნენ. ავტო მსვლელობა თბილისში 14:30 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ წულაია უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს. ის საკვებთან ერთად, მედიკამენტების მიღებაზეც უარს აცხადებს. მას სს კოდექსის 138-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.

მეტი...

„ახლა კომპრომისების დროა“ – ევროპელი მედიატორი დაბრუნდა

ევროპელი დიპლომატი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებულ დიალოგის პროცესში აქტიურად მონაწილეობს უკვე თბილისშია. როგორც კრისტიან დანიელსონი აცხადებს, კომპრომისი აუცილებელია და ეს მხარის სუსტ მხარეზე არ მიანიშნებს. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რომ დავეხმარო მათ, მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ახლა ნამდვილად კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი არის ძლიერების გამოვლინება, კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა“, – განაცხადა დანიელსონმა მედიასთან.

მეტი...

„კოვიდ 19“-ით 5 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 751 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა – 27, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 39, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

მეტი...

კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 934 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 926 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 008  PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  280 301-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.65 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.68 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 415 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 272 219-მდე.

მეტი...