„სასულიერო პირების მიერ წაქეზებული ადამიანები და ჟურნალისტები ძალმომრეობით შეიჭრნენ საეპისკოპოსო რეზიდენციაში“ – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო ჭყონდისის ეპარქიაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასა და შემდგომ პროცესებს განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრარქოში აცხადებენ, სასულიერო პირების მიერ წაქეზებული ადამიანები და ასევე ჟურნალისტები, გაფრთხილების მიუხედავად, ძალმომრეობით შეიჭრნენ საეპისკოპოსო რეზიდენციაში და ეს ყველაფერი იყო პროვოკაცია. განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ:   “გუშინ მარტვილში (ჭყონდიდის ეპარქია) განვითარებული მოვლენები მასმედიით ნაწილობრივ გაშუქდა და მოსახლეობას გარკვეული წარმოდგენა შეექმნა. მათთვის კი, ვისაც არ უნახავს კადრები ან მხოლოდ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვს, განვმარტავთ: 1.ა.წ. 11 თებერვალს საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, წმინდა სინოდმა, ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელად განაწესა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი). 2.საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობის…

მეტი...

„სამართალი კი არ აღსრულდა, სამართალი დასრულდა“ – ადვოკატი ვასილ მამულაშვილი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი მოსამართლეს გვამს უწოდებს და დავას სტრასბურგში აგრძელებს. „სამართალი კი არ აღსრულდა, სამართალი დღეს დასრულდა,  სამართლიანობა დასრულდა, თუმცა, აუცილებლად აღდგება სამართლიანობა,თუ არა საქართველოში, აუცილებლად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმედი გვაქვს. აპელაცია და კასაცია ისეთივე გვამებია, როგორც მოსამართლე სტურუა“ – განაცხა მამულაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ მცხეთის სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა და სამივე სრულწლოვანს 16 წლიანი სასჯელი მიუსაჯა. არასრულწლოვნების სასჯელის ზომა კი 16 მარტს გამოცხადდება.     

მეტი...

მცხეთის საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირებაა

ამ წუთებში, მცხეთის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ დაპირისპირებაა. სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. ადგილზე სამართალდამცველების მაქსიმალური მობილიზება იყო, რადგანაც მოსამართლემ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ხუთივე ბრალდებულის განაჩენი გამოაცხადა. ხუთიდან 3 ბრალდებულის – არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება, თუმცა, სასამართლო ისინიც ბრალდებულებად სცნო. განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა, რომელის სასამართლოს ეზოში გაგრძელდა.

მეტი...

16 წლით თავისუფლების აღკვეთა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის

მოსამართლემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულთა გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ სამ სრულწლოვანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, არასრულწლოვანთა სასჯელის ზომა კი მოსამართლეს დღეს არ გამოუცხადებია, თუმცა, ისინიც განძრახ მკვლელობაში მსჯავრდებულებად სცნო. მსჯავრდებულები თავს უდანაშაულოდ აცხადებენ და მოსამართლის განაჩენს ხმაურით შეხვდნენ.

მეტი...

ცოლ-ქმრის ფიზიკური დაპირისპირებისას 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

გურჯაანში, მეუღლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას, ჩვილი, რომელიც დედას ხელში ეკავა, გარდაიცვალა. მოძალადე ბავშვის მამა დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტი ცოლ-ქმარს ხშირად ჰქონდა.  ეს მათი მეორე ქორწინებაა. მათი თქმით, მამაკაცი ხშირად სვამდა და მეუღლეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მათივე თქმით, მამა შვილებზეც ხშირად ძალადობდა და ბავშვები ნაცემები, დალურჯებულები არაერთხელ უნახავთ. მოძალადე მამაკაცი დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კონფლიქტის დროს, ბავშვი დედას ხელში ჰყავდა აყვანილი.  „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია

ბრალდების მხარე და ოჯახი უმკაცრეს სასჯელს ითხოვს, დაცვის მხარე კი გამამართლებელ განაჩენს ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებით იმუქრებიან. გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი დღეს უნდა გამოაცხადოს. როგორც ბრალდების მხარემ მედიას განუცხადა, მათი ბრალდება საბოლოოდ დადასტურდება.          “ბრალდების მხარე თავის მტკიცებულებებში დარწმუნებულია. დარწმუნებულია იმაში, რომ ყველა ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა. ერთადერთი მოლოდინი,რაც დღეს არსებობს, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი“ – განუცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა  ჟურნალისტებს. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 ბრალდებული საბოლოო განაჩენის მოლოდინშია.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის დედა ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

სასამართლო პროცესზე, სადაც მოსამართლემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებს განაჩენი უნდა გამოუტანოს, გარდაცვლილის დედა თამუნა შალვაშვილიც მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხუთივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.     „ვითხოვ სამართლიან განაჩენს, ხუთივეს უმკაცრესად დასჯას“, – განუცხადა მედიას მოკლული ფეხბურთელის – გიორგი შაქარაშვილის დედამ. მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე განაჩენი მოსამართლემ დღესვე უნდა გამოაცხადოს.

მეტი...

შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი პროკურატურაში დაიბარონ

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი…

მეტი...

„მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავის გავლენას არ მოახდენს“ – ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანის“ წყალსაცავი მყინვარის დნობაზე გავლენას ვერ იქონიებს. ეს განცხადება მინისტრმა პარლამენტში გააკეთა.     „უწყობს თუ არა ეს წყალსაცავი მყინვარის დნობას ხელს? არსებობს ბევრი სამეცნიერო მასალა, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერის და კლიმატის ცვლილების მოდელირება არის გაკეთებული ძალიან დეტალურად, დაფუძნებული ასევე იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ენგურჰესიდან. მდ. ენგურზე,  ჯვრის წყალსაცავის, რომლის სარკის ზედაპირის ფართობი  დაახლოებით 2.5 – ჯერ აღემატება ნამახვანის საპროექტო წყალსაცავის ზედაპირის ფართობს,  ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურაზე და სინოტივეზე წყალსაცავის არსებითი გავლენა წყალსაცავის კიდიდან მხოლოდ 500 მ – ით, ხოლო მცირე გავლენა 5…

მეტი...

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების ახალი პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის საკითხების შესახებ საერთაშორისო შეხვედრა გახსნა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გიორგი ფანგანმა ისაუბრა ბაზრის მონიტორინგის საკითხების მნიშვნელობაზე, მის სპეციფიკასა და ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე, რომელიც 2021 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.  სემეკის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა ექსპერტებმა და სხვადასხვა მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლებმა. ავსტრიის მარეგულირებელი ორგანოს (E-control) ექსპერტმა, იოჰანეს მაიერმა ისაუბრა ავსტრიის გამოცდილებაზე ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის, მისი მიზნებისა და განხორციელების შესახებ როგორც საბითუმო, ისე საცალო ენერგეტიკულ ბაზრებზე,  ასევე კონკურენციის სამართლებრივ ასპექტებზე. ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში…

მეტი...

“გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს“ – ამერიკის ელჩი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ხელისუფლება აფასებს ოფიციალური ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას არაერთ მიმართულებით, მათ შორის როგორც ქვეყანაში რეფორმების განხორციელების, ასევე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის, როგორც ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, რათა ქვეყანამ უახლოეს პერიოდში მიიღოს ვაქცინის საჭირო რაოდენობა და დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია. პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს…

მეტი...

„პირბადის ტარების მაჩვენებელი 43-%-ია, რაც საგანგაშოა“ – ამირან გამყრელიძე

„პირბადის ტარების მაჩვენებელზე  – 43 %-ზე ჩამოსვლა საგანგაშოა, განსაკუთრებით,  შემსუბუქებების ფონზე, რომელმაც შეიძლება  ეპიდსიტუაციის სერიოზულ გაუარესებამდე მიგვიყვანოს“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე. მისი თქმით,  „ჰელსმეტრიკის“ ინსტიტუტთან ერთად  ჩვენ ვაკვირდებით პირბადის ტარების მაჩვენებელს ქვეყანაში. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვიყავით თითქმის 75-ზე  ასული და შემდეგ 66-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით, ეს არის 43 %, რაც ძალიან ცუდია. ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოა, და შეიძლება  ეპიდსიტუაციის სერიოზულ გაუარესება გამოიწვიოს, განსაკუთრებით,  შემსუბუქებების ფონზე. „უმორჩილესად გთხოვთ ყველა ტელევიზიას, ყველა საინფორმაციო საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაუთმეთ დრო და ადამიანებს მიაწოდეთ ინფორმაცია, იყოს მორბენალი სტრიქონი, გადაცემები, შესაბამისი გზავნილები…

მეტი...

“ინფორმაცია, თითქოს ვტოვებ მერის თანამდებობას და პარტიას, სიცრუეა” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და მას ტყუილი უწოდა. მისი თქმით, ის არჩეული მერია და არსად წასვლას არ აპირებს. „ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია. მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. ახლო მომავალში, როდესაც მოვა ამის დრო, ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არა. მე არასდროს არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯები, რაც მალულად ან ჩუმად მოხდებოდა. ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო მოვა. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მე დიდი პასუხიმგებლობა მაქვს აღებული…

მეტი...

„დიალოგს, საუბარს და კომპრომისს ალტერნატივა არ აქვს“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და საჭიროა მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. მედიასთან საუბრისას კახა კალაძემ დიალოგის პროცესში კომპრომისების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, მომავალზე, იმაზე, რომ შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, არსებული პანდემიის ძალიან სწრაფად დაძლევა, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ დიალოგს და საუბარს, ასევე, კომპრომისებს  ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...