ევროპელი მედიატორი არასამთავრობო სექტორს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვდრას მართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყო. არასამთავრობოები საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებიან.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მედიასთან განაცხადა, ევროპელ დიპლომატს არასამთავრობო სექტორის პოზიციები აინტერესებს.  

„შეგვატყობინეს, რომ დანიესოლთანაა დღეს შეხვედრა, აინტერესებს ჩვენი მოსაზრება მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით.  მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა გავატაროთ ის სისტემური რეფორმები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ერთი პარტიის მმართველობას. რიგგარეშე არჩევნები არის პოლიტიკური თემა და პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპელი მომლაპარაკებელი საქართველოში 3 დღის განმავლობაში დარჩება და შეეცდება, მმართველი გუნდსა და პოლიტიკური ოპოზიციის ხედვები დაახლოვოს და კონკრეტულ შედეგამდე მიიყვანოს.  

მსგავსი თემები