„პარლამენტის გვერდის ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი“ – ჟოზეფ ბორელი

„პარლამენტის გვერდის ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი და ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისაგან და კომპრომისები ვიპოვოთ“ – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა მოთამაშე საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს პირველ ადგილზე უნდა ყენებდეს. „ნათელია, რომ ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა უწყება, ყველა მოთამაშე უნდა ყენებდეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს პირველ ადგილზე. ყველა პოლიტიკური პარტია საერთო საფუძველზე უნდა…

მეტი...

ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში

„ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში, და ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში“, – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის კრიზისული მართვის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მიერ გაწეული წვლილისთვის. „ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში, და ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ასოცირების საბჭომ აღნიშნა 2019 წლის ოქტომბერში უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრის დროს განხილული საკითხები და ხაზი გაუსვა შემდეგი…

მეტი...

„ვიყავით და ვართ მზად, გავაგრძელოთ დიალოგი ოპოზიციასთან“ – პრემიერ-მინისტრი

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვით თავიდანვე, რომ ვიყავით და ვართ მზად, გავაგრძელოთ ეს დიალოგი ოპოზიციასთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ძირს გამოუთხრის სასამართლო სისტემას და სამართლის უზენაესობას, არ არის ქვეყნის ინტერესებში და სწორედ ეს იგულისხმა, როდესაც გააკეთა განაცხადი, რომ გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. „არ მინდა, დეტალებში შევიდე, ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და გრძელდება. ბატონი დანიელსონი საქართველოშია ამჟამად, ის შეხვედრებს ატარებს ოპოზიციასთანაც და “ქართულ ოცნებასთანაც” და…

მეტი...

„თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი“ – ღარიბაშვილი მელიაზე

„პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასამართლოს გადასაწყვეტია, გაათავისუფლებს თუ პატიმრობაში დატოვებს პირს.  „რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება, როგორც თქვენ ბრძანეთ, პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას – პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ეს…

მეტი...

„ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები“ – ჟოზეფ ბორელი

„ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი“ – ასე უპასუხა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტის კითხვას. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.

მეტი...

„ყველას ვთხოვთ, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ“ – ჟოზეფ ბორელი

„ჩვენ, პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ პლურალიზმის დამკვიდრებას ქვეყანაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება დადგეს. ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ“ – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი დიდი ხანია, რაც ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს პროცესი ფასილიტაციიდან გადავიდა დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას. „ჩვენ გვქონდა შეხვედრა ასოცირების საბჭოს ჩარჩოს ფარგლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია,…

მეტი...

საქართველოდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა

„საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა ჩვენთან ვიზიტით“, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ გამომგზავრებამდე მოხდეს მოქალაქეების შემოწმება, რათა ლეგიტიმური იყოს მათი მოგზაურობის მიზნები. „ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობაზე სხვადასხვა სფეროში. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა…

მეტი...

„კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია“ – ამირან გამყრელიძის მიმართვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოს მოსახლეობას მიმართავს სლოგანის – „ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“ ირგვლივ გაერთიანდნენ. როგორც გამყრელიძე განმარტავს, სწორედ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დამარცხების მთავარი გზა. „ვაქცინასთან ერთად ჩვენ დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა, სანიტარიზაცია და უარის თქმა დიდ შეკრებებზე,  იქნება ეს სასიხარულო თუ სამწუხარო. ქვეყანაში რომ კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, დაახლოებით უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%, რადგან არცერთი ვაქცინა არ გამოიყენება ჯერ ბავშვთა ასაკში, 18 წლამდე. ერთი გამონაკლისია, რომელიც გამოიყენება 16 წლიდან, დანარჩენი არის 18 წლის ზემოთ“ –  განაცხადა გამყრელიძემ. მისივე შეფასებით,…

მეტი...

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის 25 წლის და 24 წლის მამაკაცები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს. ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა.…

მეტი...

“განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა” – ევროკომისარი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. როგორც ევროკომისარი წერს, შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა, ასევე ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა. “ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე. განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა, ასევე ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა,” – წერს ოლივერ ვარჰეი.

მეტი...

პრეზიდენტი 18 მარტს AstraZeneca​-ს ვაქცინით აიცრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca​-ს ვაქცინით აიცრება. პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს.

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე 2 არასრულწლოვანს 10,5 წლით პატიმრობა შეეფარდათ

მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 20 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 2 არასრულწლოვანს, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ. თავდაპირველად მათი განაჩენი იყო 14-წლიანი პატიმრობა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით სასჯელი შემცირდა. განაჩენი მცხეთის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუამ გამოცხადდა. 9 მარტს ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო მოსამართლემ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში. მათგან სამ სრულწლოვანს ამავე დღეს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, არასრულწლოვნების სასჯელის გამოცხადების პროცესი კი გადაიდო. არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, აკაკი ქანაშვილი და ზ.ხ. მოსამართლემ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით,…

მეტი...

ნოდარ მელაძის გამოკითხვა ამ წუთებში იწყება

ამ წუთებში ტელეკომპანია “TV პირველის” მთავარი პროდიუსერისა და ერთ-ერთი ჟურნალისტის გამოკითხვა იწყება. გამომძიებლების შეკითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე უპასუხებენ. შეკითხვები გამომძიებლებს ჟურნალისტებთან ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე აქვთ. “TV პირველის” მთავარმა პროდიუსერმა წინასწარ განმარტა, რომ წყაროს შესახებ ინფორმაციის გაცემას არ აპირებს. “წარმოდგენაც კი არ მაქვს რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას, რადგან გუშინაც ვუთხარით, რომ საერთოდ არაფერი არ ვიცით, მხოლოდ ის ვიცით, რომ მოვისმინეთ რაღაც ინტერვიუ, სადაც იყო გარკვეულ ვარაუდებზე დაფუძნებული მოსაზრებები ლევან მამალაძის. შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ ამბობდა, რომ არაფერი ამ გამოძიებასთან დაკავშირებული მას მოძიებული არ აქვს და არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.…

მეტი...

„თუ სამედიცინო პერსონალი არ აიცრა, ვერ მივიღებთ პოპულაციურ იმუნიტეტს და პანდემიას ვერ დავამარცხებთ“ – ივანე ჩხაიძე

„ერთ დღეში აცრილი 668 სამედიცინო პერსონალი კატასტროფაა. ეს  არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, სამიზნე მაჩვენებელს ვერაფრით მივაღწევთ“ – ეს განცხადება იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მის თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა და თუ ამ კვირაში ტენდენცია არ შეიცვალა, პროცესს დასჭირდება გაცილებით მეტი ძალისხმევა. „ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ვაქცინამ გამოიწვიოს ის გართულებები, რაზეც იყო საუბარი იმიტომ, რომ არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს“ – განაცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას – ვაქცინაცია…

მეტი...

ვაქცინაციისთვის 4456-მა სამედიცინო პერსონალმა გაიარა რეგისტრაცია, აცრილია 1143 ადამიანი

საქართველოში ბოლო მონაცემებით, ​ვაქცინაციისთვის 4456-მა სამედიცინო პერსონალმა გაიარა რეგისტრაცია, აცრილია 1143 ადამიანი. დღეს იმუნიზაციის პროცესს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ელჩებთან ერთად დაესწრო. ეკატერინე ტიკარაძე კოლეგებს პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა. “ექიმები მოტივირებულები არიან ვაქცინაციის პროცესის მიმართ. ჩვენ ვართ მჭიდრო კონტაქტზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ევროპის მარეგულირებელთან, სადაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე თათბირი, თუ როგორ უნდა წარიმართოს შემდეგი ვაქცინაციის პროცესი და ასევე რა რეკომენდაციები იქნება გაცემული. რის თანახმადაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც შემდგომში იმოქმედებს. ასევე, მნიშვნელოვანი არის,…

მეტი...

“ვაქცინაციას განსაკუთრებული გართულებები არ მოჰყოლია” – თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა. თამარ გაბუნია განმარტავს, რომ საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ეყრდნობა, რომ ქვეყნებმა, არ უნდა შეაჩერონ AstraZeneca-ს გამოყენება. თამარ გაბუნიას გაცხადებით, საქართველოში ორი დღის განმავლობაში ჩატარებული ვაქცინაციას, განსაკუთრებული გართულებები არ მოჰყოლია. ამ დროისთვის, სპეციალურ ბაზაში 4500 მედიკოსია დარეგისტრირებული, ამ მომენტისთვის კი- 1143 ექიმი აიცრა.  “ვაქცინაციის პროცესი გრძელდება, სამინისტროს თანამშრომლებმაც ჩაიტარეს აცრა. ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ პროცესი არ შეფერხდეს და გაგრძელდეს უსაფრთხოდ. გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიკვეთა, მცირე ტემპერატურის მომატება, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლოდ ყოფნა, თუმცა სერიოზული გვედითი მოვლენა არ…

მეტი...

“მეორე მხრიდან ამ დეტალებზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება” – მამუკა მდინარაძე მოლაპარაკებებზე

მაშინ როცა მმართველი გუნდი, სამი დღე საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ რაღაც დეტალებზე ვერ ელაპარაკება, რადგან მოლაპარაკების მაგიდასთან ასეთი პირობაა დადებული, მეორე მხრიდან სამწუხაროდ, ვხედავთ არათუ დეტალების გახმაურებას, არამედ ამ დეტალების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მალე მოვა ის დრო, როცა დეტალები გახდება ცნობილი და გაირკვევა ვინ რა წინადადებას აყენებდა. „ჯერ ხომ ცუდია, როცა ამბობ იმას, რაზეც თქვით, რომ არ მოვყვები გარეთ, იმიტომ, რომ პროცესი არ დავაზიანო, ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან ვხედავთ არათუ დეტალების მოყოლას, არამედ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.  ევროკომისიაში პირისპირ შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირთან უფრო ღრმა ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, საქართველომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება გაგრძელდება.  პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს სრულუფლებიანი…

მეტი...

“ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი” – ლადო კახაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის საკითხს განცხადებით გამოეხმაურა. მან ქართველ ჩოგბურთელს გამარჯვება მიულოცა.  “არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ერთ თემას, ნიკოლოზ ბასილაშვილის თემას. ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა და ვულოცავ მას და მის მშობლებს ამ გამარჯვებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობს. ახლა მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი, რომელიც მე ვიცი ხასიათი იმ კაცის. ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში იმ პოტენციალში, რომ ყოველ ახალ მოწოდებით ახალ რეისს გააკეთებს და ახალი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის, ამიტომ, კიდევ…

მეტი...

“თქვენ თქვით, რომ პარლამენტში დევს 90 მუთაქა: მუთაქები ეს ჩვენ ვართ, მაგრამ თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ” – წულუკიანი ელისაშვილს

რა გაცინებთ? თქვენს ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე. რა თავს აქიცინებთ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც წუხს ვითომ ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე, როდესაც წევრი ხართ ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას ჰქონოდა მისი სამინისტრო, – ასე მიმართა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს პლენარულ სხდომაზე. მან ელისაშვილს მის მიერ გაკეთებული განცხადება გაახსენა, რომლის თქმითაც: „პარლამენტში დევს 90 ცალი მუთქა „ქართული ოცნებიდან“, სამოცი მგელი, რომ შევალთ, იქ ნახეთ რას დავატრიალებთ!“ და აღნიშნა, რომ პარლამენტში არის 90 მუთაქა, მაგრამ ოპოზიციას მგლობის არაფერი ეტყობა. წულუკიანმა ელისაშვილს…

მეტი...

“შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ საქართველო!” – საფრანგეთის ელჩი

„ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გამბედაობას შეუძლია ხელი შეუწყოს ძლიერი უთანხმოების მოგვარებას და დემოკრატიის გამყარებას, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი „ტვიტერში“ წერს, რითაც ის მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ეხმიანება. „შეთანხმების მიღწევამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია. მადლობა კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირს, აშშ-ს ჩატარებული სამუშაოებისთვის. წინ საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გამბედაობას შეუძლია, ხელი შეუწყოს ძლიერი უთანხმოების მოგვარებას და დემოკრატიის გამყარებას. თანამედროვე მსოფლიოსთვის ეს დიდი გაკვეთილი იქნება“, – წერს საფრანგეთის ელჩი.

მეტი...

“ვიდრე მოლაპარაკებების მძიმე პროცესი მიდის, ოპოზიციაზე თავდასხმებისგან თავი შევიკავოთ, ალეკო ელისაშვილზე შეიძლება, როგორც აღმოჩნდა, მასზე ხსნილია” – ლევან იოსელიანი

ახლა არ არის საუკეთესო დრო, ოპოზიცია ვაკრიტიკოთ, რომელიც მოლაპარაკებების მეორე მხარესაა და გამოსავალს ეძებს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. თავდაპირველად, იოსელიანმა მიმართა პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელ თეა წულუკიანს, რომელმაც ოპოზიციონერი ალეკო ელისაშვილი გააკრიტიკა: „ძალიან სამწუხაროა, ქალბატონო თეა, რომ ახლა, ამ სიტუაციაში ჩათვალეთ, რომ საუკეთესო დროა ალეკოზე თავდასასხმელად. ის თვითონ გაგცემთ ალბათ პასუხს, მას ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება. მე მინდა, გამოვეხმაურო აქ ბატონი ხელაშვილის გამოსვლას, რომელიც ვფიქრობ, რბილად ვიტყვი, ძალიან არ უწყობს ხელს დღეს მიმდინარე მოვლენებს და მოლაპარაკებებს, რაც მიმდინარეობს ბატონი დანიელსონის მონაწილეობით. ახლა არ…

მეტი...

„პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ექიმისგან დაინფიცირების რისკი არის დაბალი“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ეს უნდა ყოფილიყო ექიმების სამსახურში დაშვების პირობა, ვაქცინირებული ექიმი უნდა მიდიოდეს პაციენტთან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა,  ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხაიძე ჯანდაცვის მინისტრის აცრის ირგვლივ ატეხილ ეხმაურება და ამბობს, რომ პაატა იმნაძე აღნიშნულ სფეროში გაცილებით ავტორიტეტული ფიგურაა: „პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ექიმისგან დაინფიცირების რისკი არის დაბალი, ის ხალხი ვინც დაინახავს, რომ მინისტრი აიცრა არ მგონია თუ სკეპტიკურად არიან განწყობილები ხვალ გაიქცნენ და აიცრან, ამ სფეროში პაატა იმნაძე გაცილებით მეტი ავტორიტეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერი…

მეტი...

ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება. როგორც ცნობილია, ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან – განხზრახ მკვლელობის მცდელობიდან 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაზარალებულ ლევან თოფაძის ბაბუა, გოგი თოფაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბუსა ჟვანიამ მისჯილ წლებზე ადრე პენიტენციური დაწესებულება არ უნდა დატოვოს. „სამი წელი მიუსაჯეს, წავედი იმაზე, რომ წელიწადნახევარი მიეცათ, ამ…

მეტი...

“ვერაფრით დავიჯერებ ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძალადეობას, მადლობა მას თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის, წარმატებისთვის” – ალეკო ელისაშვილი

ვერაფრით დავიჯერებ ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძალადეობას, – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ელისაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დოჰაში გამართულ ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. „ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა ეს ტრიბუნაა და ამ ტრიბუნიდანაც მსურს, მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. შეიძლება, დიდ ქვეყნებში არც არაფერი, ასეთი ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე იქაურ სპორტსმენებს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც არის და რა ვიცი, კულტურაც არის ერთბაშად. დიდი მადლობა მსურს, როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს, ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და…

მეტი...

„ყველაზე მთავარი ვაქცინაციისთვის პოზიტიური განწყობის შესაქმნელად არიან ექიმები“ – რატომ ამბობენ მედიკოსები აცრაზე უარს – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„668 არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. პროფესორისთვის გაუგებარია, რატომ ამბობენ მედიკოსები უარს აცრაზე, ის კოლეგებს მოსახლეობის ინფორმირებულობისკენ მოუწოდებს: „მოლოდინი, რაც გვქონდა რეალური მოლოდინი იყო და მივიღეთ ვაქცინა, თუმცა თუ გადავხედავთ ი გამოხმაურებებს, რაცაა ტელევიზიებში და სოციალურ სივრცეში უფრო მეტი სკეპტიციზმია, რაც უნდა იყოს. 668 არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მეტმა…

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები მათ უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ

სასამართლო ვერდიქტის მოლოდინში – გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს განაჩენი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს უნდა გამოუტანოს. ადვოკატები სრულწლოვანი ბრალდებულებისათვის მაქსიმალური სასჯელის მისჯის შემდეგ არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლემ ამ შემთხვევაშიც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს. 3 პირს 16-16 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.  ბრალდებულების ადვოკატები მოსამართლის განაჩენს სამარცხვინოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები და უკანონო პატიმრები არიან. არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატის თქმით, მოსამართლე ბიძინა სტურუას ისტორიაში ეს გადაწყვეტილება ყველაზე სამარცხვინო იქნება. “ეს არის ყველაზე სამარცხვინო განაჩენი, რაც მე აქამდე გამიგია მართლმსაჯულების სისტემის მიერ,”-აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

მეტი...

“ვინც თავს იკავებს ვაქცინის გაკეთებისგან, დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკას” – თემგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ვაქცინაზე უარის თქმა ჯანმრთელობასთან ერთად დარტყმას ქვეყნის ეკონომიკას აყენებს. თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ წამოეგოს ანტივაქსერულ პროვოკაციას.  “მე იმედი მაქვს, რომ ხალხის უმრავლესობა არ წამოეგება ანტივაქსერულ პროვოკაციას და არ დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას. დღეს, ვაქცინაზე უარის თქმა, მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ვინც თავს იკავებს ვაქცინის გაკეთებისგან, ის დარტყმას აყენებს არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკას,” – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მეტი...

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 8.3 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა მილიონით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა ვიზიტორებმა ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 610.8 ათასით განისაზღვრა, რაც 6.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2020 წლის მეოთხე კვარტალში ვიზიტორების 39.8 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 52.1 პროცენტს შეადგენდა. ამასთან, საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 42.7 პროცენტი…

მეტი...

კოვიდვაქცინაცია შესაძლოა ბავშვებშიც დაიწყოს

ამერიკის პედიატრიის აკადემიამ გააკეთა განაცხადი, რომ ვაქცინაციაზე კვლევისას ბავშვთა ასაკი 7- წლამდე დაწიოს, აქამდე კვლევები 12 წლიდან იყო რეკომენდირებული, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა. „იგივე იყო გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით, არ ვაკეთებდით 3-წლამდე, დღეს კი 6 თვიდანაა რეკომენდირებული. ვვარაუდობ, რომ დიდი ალბათობით, ბავშვთა პოპულაციაში ეს ვაქცინა ავტორიზაციასა და პრეკვალიფიკაციას გაივლის და ბავშვებშიც გამოიყენებენ, რადგან აცრა არის უსაფრთხო“, – აღნიშნა მიქელაძემ. ამასთან პედიატრმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ენდონ სახელმწიფოს მიერ პრეკვალიფიცირებულ და მოძიებულ ვაქცინებს. „იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ მოქალაქეები წავიდნენ და სხვა ქვეყანაში გაიკეთონ აცრა. მეტ-ნაკლები გამოცდილება ვაქცინაციის საკითხებში მაქვს და რაც ექიმად ვმუშაობ საქართველოში ყოველთვის შემოდიოდა მაღალი ხარისხის ვაქცინა.…

მეტი...

“ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში” – დავით ზალკალიანი

ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა. დღეს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, საუბარი ძირითადად შეეეხება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას. მისი შეფასებით, ამ თვალსაზრისით საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს. „ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის უმაღლესი და ყველაზე შინაარსიანი ფორმატი, რაზეც ძირითადად, საუბარი მიმდინარეობს ასოცირების იმპლემენტაციაზე და ამ მხრივ საქართველოს მართლაც სერიოზული პროგრესი აქვს, მაგრამ აუცილებელია ვისაუბროთ, როგორც პროგრესზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე იმ ახალი…

მეტი...

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 42 საბავშვო ბაღი დროებით დახურულია

ამჟამინდელი მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 42 საბავშვო ბაღი დროებით დახურულია.როგორც თბილისში კორონავირუსის გამო, ჯამში 46 საბავშვო ბაღი დაიხურა, თუმცა, 4 უკვე გაიხსნა და საკარანტინე რეჟიმში 42 საბავშვო ბაღი რჩება. შეგახსენებთ, საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი პირველ მარტს განახლდა. როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 290, იმერეთში – 79, კახეთში – 37

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 290, იმერეთში – 79, კახეთში – 37, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 652 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 449 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 275 685-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.81 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.52 %, ხოლო 7 დღის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 658-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 128 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 128 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 128 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 652 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 203, „პისიარ“ ტესტით – 7 449. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,81% ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო შვიდი დღის – 1,45%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 268 693 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 685 გამოჯანმრთელდა, 3 658 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 206, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 376 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება…

მეტი...