თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინების ლობირებას უარყოფს და ბოდიშის მოხდას ითხოვს

ინფექციური საავადმყოფო დირექტორი თენგის ცერცვაძე უარყოფს განცხადებას, რომ ის ჩინურ ვაქცინის შემოტანას უჭერს მხარს და ლობირებს კიდეც. როგორც მთავარი ინფექციონისტი აცხადებს, მას ვაქცინების შემოტანასთან მინიმალური შეხებაც კი არ აქვს.   „რაც შეეხება ჩინური ვაქცინის ლობირებას, მსგავსი, სულ ოდნავ მიახლოებულიც კი არაფერი ყოფილა და ვერც იქნებოდა. ჯერ ერთი, მე არც საკოორდინაციო საბჭოს და არც ვაქცინების საბჭოს წევრი არ ვარ და არანაირი, მინიმალური შეხებაც კი არ მაქვს ვაქცინების შემოტანა-არშემოტანასთან და ეს ბ-ნმა სერგომაც ძალიან კარგად იცის. მე მკურნალი ექიმი ვარ და მხოლოდ იმას ვლობირებ და ალბათ, წარმატებითაც, რომ რაც შეიძლება მეტი COVID…

მეტი...

„მე ვიქეცი „არა ჯანმრთელობის მუშაკად”, არამედ „ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკად”?! – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადვყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს უკვე მერამდენედ უწევს ოპონენტების განცხადებებზე ვრცელი პასუხის გაცემა და ბრალდებების უარყოფა. ამჯერად, მთავარი ინფექციონისტი ისევ სერგო ჩიხრაძეს პასუხობს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ პასუხისგება მოუწევს.     „გრცხვენოდეს ბატონო სერგო! სამწუხაროდ, ბ-ნი სერგო ჩიხლაძე ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური პოლიტიკოსისა და ექსპერტისაგან ბოლო პერიოდში გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ „ჰეითერად” (მუდმივად კრიტიკულად და სიძულვილის ენით მოსაუბრე ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი წარუმატებლობის და სხვისი წარმატების ფობია), თანაც ჩვენგან ყოველგვარი, თუნდაც მინიმალური საბაბის მიცემის გარეშე. იგი თანდათან კარგავს რეალობის შეგრძნებას და სულ უფრო და უფრო ღრმად ტოპავს,…

მეტი...

საქართველო „ნოვოვაქსის“ ვაქცინის მიღებას დაეთანხმება

ჯანდაცვის სამინისტრო „ფაიზერის“ ვაქცინის დაგვიანებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველომ ყველა ტექნიკური პირობა დააკმაყოფილა. „რაც შეეხება გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველომ რომელიღაც პირობა ვერ დააკმაყოფილა და ამან გამოიწვია „ფაიზერის“ მოწოდების გადავადება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ მაშინვე გააკეთა კომენტარი. ეს კომენტარი დაადასტურა „ფაიზერმაც“ და დაადასტურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, რომლის განცხადება საქართველოს მიერ ვალდებულებების და ყველა ტექნიკური პროცედურის შესრულებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.  ინციდენტი სრულად ამოიწურა და ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას „კოვაქსის“ ყველა პარტნიორთან“, –…

მეტი...

140 ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა, რომელიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიიღებს

5 მარტს, „ფაიზერის“ ოფისთან საქართველოს კომუნიკაცია ჩაინიშნა, სადაც გაირკვევა, დამატებით, რას ითხოვს „ფაიზერი“ საქართველოსგან, რომ ვაქცინის მიმღებ ქვეყნების სიაში მოხვდეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობს. „2 მარტს „კოვაქსმა“ გამოაქვეყნა ვაქცინების განაწილების განახლებული სია, რომლის თანახმად, საქართველო 140 ქვეყანას შორისა, ვინც  „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 129 600 დოზას მაისის ბოლომდე მიიღებს.  ივნისის ბოლომდე კი დაზუსტდება ის დამატებითი რაოდენობა, რაც საქართველომ უნდა მიიღოს  საწყისი დაანონსებული რაოდენობიდან.  საუბარი 184 000-დან 375 000 დოზამდე, ზუსტად რა რაოდენობა დაემატება 126 000 დოზას, დაზუსტდება ისევ ივნისში“, – განაცხადა თამარ…

მეტი...

“დააზუსტონ, შემოდიან თუ არავითარ შემთხვევაში არ შემოდიან” – სუბარი ოპოზიციაზე

მმართველი გუნდის წარმომადგენლის, დეპუტატ სოზარ სუბარის განცხადებით, „ისინი“ შემოდიან პარლამენტში. როგორც სუბარი აცხადებს, სწორედ ასეთია შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ოპოზიციამ ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შესთავაზა.    “შეთავაზება, რომელის დადეს მაგიდაზე შარლ მიშელთან, ერთ- ერთი არის პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისიის, პასუხისმგებლობების და როლების სამართლიან გადანაწილებას პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ისინი შემოდიან პარლამენტში. დააზუსტონ, შემოდიან თუ არავითარ შემთხვევაში არ შემოდიან. თუ არ შემოდიან როგორ უნდა გადავანაწილოთ ძალები პარლამენტში? თუ შემოდიან, შემოვიდნენ, ველოდებით. ეს არ არის შარლ მიშელის მოტანილი დოკუმენტი, ეს არის მათ მიერ დადებული წინადადებები და თუ მათთვის მიუღებელი იყო…

მეტი...

სემეკმა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირება განახორციელა

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წინასწარი გადაწყვეტილებით, განხორციელდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირება.“ – ინფორმაციას სმეკი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრამდე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უნდა უზრუნველყოს ყველა იმ ღონისძიების დასრულება, რომელიც საჭიროა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის“ მოთხოვნების შესასრულებლად. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი სხვა საკითხებთან ერთად, ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების ვალდებულებას, წესს, პროცედურებსა და ვადებს, აგრეთვე, განსაზღვრავს კომისიის მარეგულირებელ უფლებამოსილებას სერტიფიცირების პროცესში. ამავე კანონის საფუძველზე სემეკის…

მეტი...

“სულ 100 კაცია რასაც ვაკვირდებით, ვინც ამ კრიზისის ვიზუალურ წარმოჩენას ცდილობს” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი პლებისციტის ჩატარების შესაძლებლობას არ განიხილავს. შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს კიდევ ერთხელ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ჩართვისკენ მოუწოდებს, სადაც  ერთობლივად მოხდება გამოკვლევა, რა მოხდა 31 ოქტომბერს.  “იმისათვის რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნების შედეგები, საჭიროა რომ რაიმენაირი მტკიცებულება მოვიდეს ამასთან დაკავშირებით და არ იყოს მხოლოდ ჰაერზე საუბარი. ეს არის მარტივი არგუმენტაცია. როდესაც ვსაუბრობთ დიალოგის თემა რა შეიძლება იყოს, დიალოგის თემა შეიძლება იყოს სიმართლე, ხომ არ შეიძლება რომ ტყუილზე დავაფუძნოთ. ერთმა თქვას რომ გაყალბდა, ოღონდ ვერ ვამტკიცებ რომ გაყალბდა,…

მეტი...

N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა

N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, დღეს დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. „ნ.ქ.-ს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალმა აღმოუჩინა. ამასთან, დაუყოვნებლივ მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად ექიმებმა პატიმრის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება მომხდარს, დაზიანება ნ.ქ.-ს სავარაუდოდ მისმა…

მეტი...

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება. “რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები. I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში…

მეტი...

„კოვაქსი“ და ჯანმო 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ საქართველოს ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად ჰქონდეს” – ჰანს კლუგე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულეს, თუმცა, „კოვაქსი“ ახლა იწყებს და იკრებს სიჩქარეს და ეს რთული პროცესია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან უპასუხა შეკითხვას, როდის ექნება საქართველოს ვაქცინა და რა არის ქართველი ხალხისადმი მისი გზავნილი. „განსხვავებული გზავნილები ვიხილე პრესაში. საქართველომ, როგორც ქვეყანამ და როგორც მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულა. პირველი მიწოდება გლობალური მასშტაბით უკვე დაიწყო და იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს კვირებში ეს ყველა რეგიონში მოხდება“, – განაცხადა ჰანს კლუგემ. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის…

მეტი...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის გამოკითხვა დასრულდა. თამაზაშვილმა ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე მისცა, რომელიც საქმის ახალი ფიგურანტის, მარიამ შარაშიძის მიერ ბაჩალიაშვილების ოჯახისთვის მიწოდებულ მასალას შეეხება. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას კითხვები მიმოწერის ამსახველი მასალის მოპოვებასთან და დროსთან დაკავშირებით დაუსვეს. ამასთან, თამაზაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს მისი წყობიდან გამოყვანა სურს, რათა საქმე სტრასბურგის სასამართლოშია რ მოხვდეს. „როგორც ყოველთვის, უაზრო კითხვები იყო. ტელეფონებიც თვითონ აქვთ , „სქრინებიც“ და გადამოწმებაც თვითონ შეუძლიათ. მეკითხებოდნენ, როდის მომწერა მარიამმა, საათები და წუთები აინტერესებდათ. უნდათ, წონასწორობიდან გამომიყვანონ, რომ ამ საქმეს შევეშვა. ადვოკატებთან ერთად…

მეტი...

“არ შეიძლება პლებისციტზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს” – მიხეილ სააკაშვილი

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა. მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები. „ივანიშვილს უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩაატაროს პლებისციტი, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, მოისყიდის ბევრს, რომც წააგოს და აუცილებლად წააგებს, ექნება რამდენიმე თვე კიდევ, რომ დააშინოს, მოისყიდოს, დაიჭიროს და ქვეყნიდან გაყაროს ათასობით ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს, მეგობრებო! ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი არც ერთი დღე. ძალიან მძიმე სიტუაციაა. უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ქვეყანა არის შიმშილის პირობებში. კოვიდზე კატასტროფა…

მეტი...

13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით კი 50 წლამდე მამაკაცია დაკავებული

სამართალდამცავებმა 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ვადით რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა გორის მუნიციპალოტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს, რომელთან სქესობრივი კავშირის გამოც მამაკაცი დააკავეს, 13 წლის ასაკში შვილი შეეძინა და იგი სოციალური სააგენტოს ბავშვთა ზრუნვის სამსახურის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

მეტი...

„გავაგონოთ ჩვენი ხმა ნიკას“ – აქცია რუსთავის ციხესთან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რუსთავის ციხესთან მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი დაკავებულ ნიკა მელიას ამხნევებენ და ნატოს და ევროკავშირის მხარდაჭერაზე საუბრობენ: „არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ათ დღეში მიზანს მივაღწევთ, მაგრამ პირველი ნაბიჯი უნდ იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება. ამ ქვეყნის მომავლის არჩევანი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის არჩევანი, ეს არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, რომ ვიყოთ ევროპის სრულუფლებიანი წევრები,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

მეტი...

გენინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფი დააკავა, მათ შორის ერთი შსს-ს თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავა. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას. დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მეტი...

„დასკვნების შემდეგ გახდება ცნობილი მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა“ – ალექსანდრე გეჯაძე გარდაცვლილ ჯარისკაცზე

ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ექსპერტები დასკვნას ელოდებიან, ალქესანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ვერსიები, როგორც მკვლელობის, ისევე თვითმკვლელობის დასაშვებია: „შუბლის არეში არსებული ჭრილობა უნდა ასახავდეს ტყვიის შემავალ ხვრელს, მეორე ჭრილობა კი გამოსავალი, სავარაუდოდ ჭრილობის არსის მიმართულებაა ზემოდან ქვემოთ, საკუთარი ხელით შეეძლო თუ არა მიეყენებინა ჯარისკაცს დაზიანება, ამისათვის საჭიროა სროლის მანძილის დადგენა. ცხადია ჩატარდებოდა ფიზიკურ – ტექნიკური კვლევა და ამ დასკვნების შემდეგ გახდება ცხადი ადგილი ჰქონდა მკვლელობას თუ თვითმკვლელობას,“ – აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე. ჯარისკაცის ოჯახი მომხდარს პირად პრობლემას უკავშირებს. ცნობისთის, მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით ინფორმაცია გაავრცელა: „ მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე…

მეტი...

ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ. ისინი თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე” შეიკრიბნენ და ავტომობილებით მსვლელობას მართავენ რუსთავის პენიტენიური დაწესებულებისკენ, სადაც ნიკა მელიაა გადაყვანილი. მათ სამოქალქო მოძრაობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მსვლელობის მონაწილეების განმარტებით, ამ ფორმით ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ ხელისუფლებას, რომ ის „უკანონო პატიმარია”. „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელი მსვლელობის მთავარი გზავნილი არის ის, რომ „პოლიტიკური პატიმრები” უნდა გათავისუფლდნენ ციხიდან. „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ეს არის იმისათვის, რომ დიალოგი დაიწყოს და ჩვენ გადავიდეთ მოლაპარაკების რეჟიმში. შესაბამისად, ეს არის ის წინაპირობა, რომელიც მთლიანად ოპოზიციას აქვს დაყენებული,…

მეტი...

“პარლამენტი ანაკლიის პორტის პროექტს დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს” – არჩილ თალაკვაძე

მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძე პორტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მიესალმება. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანაკლიის პორტთან, ამ ეკონომიკურ პროექტთან დაკავშირებით. მეც მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს. მისი განვითარების და განხორციელების შესაძლებლობისთვის მაქსიმალურ ჩართულობას გამოვხატავთ და მივესალმებით პრემიერ -მინისტრის ძალიან მკაფიო განცხადებას ამ პორტთან დაკავშირებული პრიორიტეტის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებამ…

მეტი...

„ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს. მისი თქმით, ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ავიაკომპანია კვირაში 45 ფრენას 20 მიმართულებით შეასრულებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მარტის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ კვირაში, დაახლოებით, 70 სამგზავრო ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში კვირის განმავლობაში 200 ფრენა შესრულდება. „მოგეხსენებათ, რომ პირველი თებერვლიდან ჩვენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გავაუქმეთ ე.წ ნოტამი ანუ მოვხსენით ყველანაირი შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე, კერძოდ რეგულარულ ფრენებზე. დღესდღეობით გვაქვს შემდეგი სურათი, რომ თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს „უკრაინის…

მეტი...

პარლამენტი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს

მთავრობა მზად არის, პარლამენტში ნამახვანის პროექტთან დაკავშირებულ განხილვაში ჩაერთოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „წინა პლენარულ სხდომაზე გვქონდა ამაზე საუბარი და როგორც მოველოდით, მთავრობის მხრიდან არის აბსოლუტურად შემხვედრი პოზიცია, რასაც მივესალმები. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა მზად არის, ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პარლამენტში ნამახვანის პროექტთან დაკავშირებულ განხილვაში ჩაერთოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას იმ ძირითად კითხვებზე, რამაც მათი წუხილები თუ პროტესტი გამოიწვია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...

“ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, როგორ ვაგრძელებთ თანამშრომლობას” – არჩილ თალაკვაძე

ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, როგორ ვაგრძელებთ მომავალ პოლიტიკურ თანამშრომლობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობა ორი თანათავმჯდომარის ხელმძღვანელობით წარიმართოს, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გაუძღვება პროცესს. „ვეხმაურებით მოთხოვნას, სადაც ოპოზიცია ამბობს, რომ მათ სურთ საგამოძიებო კომისიაში თანაბარი პასუხისმგებლობების აღება. დიახ, სწორედ ეს გახლდათ ჩვენი შეთავაზებაც, რომ ორი თანათავმჯდომარის პირობებში მომხდარიყო ამ საგამოძიებო კომისიის ოპერირება, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გაუძღვებოდნენ პროცესს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგისთვის არსებობს სივრცე, მაგრამ დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე…

მეტი...

“სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა” – ნათია თურნავა

სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, 19, 22 და 26 მარტს ისრაელის ავიაკომპანია სამ ტურისტულ, ჩარტერულ რეისს შეასრულებს. „სასიხარულო ინფორმაცია – გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი, კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს სამ ტურისტურ ჩარტერულ რეისს 19, 22 და 26 მარტს თელავივი-ბათუმი-თელავივის მიმართულებით – ეს არის შედეგი ჩვენი პირველი შემსუბუქების“, – განაცხადა თურნავამ.

მეტი...

“გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ისე, რომ დავარწმუნოთ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი” – ლევან დავითაშვილი ნამახვანჰესზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის გარეშე ვერ მიიღება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენადაც დიდი იქნება გამოწვევა, იმდენად დიდი იქნება მთავრობის პასუხი. “ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევქმნათ სწორი, ობიექტური აზრი მოსახლეობის და პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობის აზრს. ეს არის, მეტი არაფერი. რამდენადაც დიდი იქნება გამოწვევა, იმდენად დიდი იქნება ჩვენი მხრიდან პასუხი. კომუნიკაციის გარეშე, რა თქმა უნდა ვერ მოვახერხებთ, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ისე, რომ ჩვენ დავარწმუნოთ ჩვენი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი. ბევრი ჯგუფია – ადგილობრივი მაცხოვრებლები, სხვადასხვა ენთუზიასტები, ვითომ ექსპერტული ჯგუფები, ასეთივე არასამთავრობო…

მეტი...

მკვლელობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ზ.ს. განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ორი პირი – 2001 წელს დაბადებული შ.ქ. და 1988 წელს დაბადებული თ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, შ.ქ. ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, თ.გ. კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილის…

მეტი...

სახელმწიფო ვალის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს მთავრობა ახალი ევრობონდის გამოშვებისთვის მზადებას იწყებს

დღეს განვიხილავთ მთავრობის განკარგულების პროექტს „საქართველოს ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების შესახებ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ვალის ეფექტიანი მართვა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2011 წელს საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა საქართველოს 10-წლიანი დაფარვის ვადის ევროობლიგაცია 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადაა 2021 წლის აპრილი. მთავრობის მეთაურის განმარტებით, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის საჭიროა, მოხდეს ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით. „სწორედ მთავრობის ვალის ეფექტიანი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, რაც მთავრობის ვალის…

მეტი...

“უნდა გვახსოვდეს რომ თუ ვითარება გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ეპიდვითარება გაუარესდება, მთავრობა იძულებული გახდება შეზღუდვები ისევ დააწესოს. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, ვირუსის პრევენციისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. “ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, მიუხედავად ამისა, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადის ტარება და შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი არის აუცილებელი ღონისძიება და პრევენცია. კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ პირბადის ტარება აუცილებელია და ამ მიმართულებით ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. მოგეხსენებათ, შევამსუბუქეთ აღნიშნული შეზღუდვები, ყველა ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას. მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ რა თქმა უნდა, თუ…

მეტი...

„როგორც ვიცით ეს უბედური შემთხვევა მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით მოხდა“ – დაღუპული ჯარისკაცის ძმა

 სამხედრო მოსამსახურემ გუშინ გვიან ღამით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თვითმკვლელობის მიზნით თავისივე ავტომატური იარაღიდან გაისროლა. ჯარისკაცი დაუყონებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „როგორც ვიცით ეს უბედური შემთხვევა მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით მოხდა, ჯარში ანერვიულების ფაქტის არანაირი შემთხვევა არ ყოფილა, პირიქით ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბიჭებთანაც, სერჟანტებთანაც, ოფიცრებთანაც“, – განაცხადა გარდაცვლილი სამხედროს ძმამ.

მეტი...

“ქვეყნის გამოწვევაა ოკუპაციასთან ერთად უმუშევრობა, სიდუხჭირე, ძალისხმევა სწორედ ამ პრობლემების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება საკითხი, სახელმწიფო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების გეგმაზე იმუშავებს. კომისია პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარადგენს. გარდა ამისა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, ეკონომიკური სიდუხჭირე რჩება. “როგორც მე დავაინიცირე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და ამის წარმოდგენა. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც იმუშავებს უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს. კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ის დაინტერესებული პირები, როგორიც…

მეტი...

იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა. დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას და იმუშავებს უახლოესი სამი თვის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და ასევე მოწვეულები იქნებიან მაღალი დონის ექსპერტები. „ჩვენი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად, თითოეული სექტორის, დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რა თქმა უნდა, ჩაშლილი –…

მეტი...

“ნამახვანჰესთან დაკავშირებით ყველა კითხვას დასაბუთებული, პროფესიონალური პასუხი უნდა გაეცეს” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრებს დაავალა, უშუალოდ ჩავიდნენ ადგილზე და მოსახლეობის წუხილს პირადად გაეცნონ. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შესაძლებელია აღნიშნულ საკითხზე საკომიტეტეო მოსმენებიც გაიმართოს. „მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის წუხილს, რომელიც ჩვენს საზოგადებაში გაჩნდა. ბუნებრივია, კითხვები არსებობს და ყველა კითხვას დასაბუთებული, პროფესიონალური პასუხი უნდა გაეცეს. ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობაში ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასაუხი. ამიტომ, მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავას და ასევე, ბატონ ლევან დავითაშვილს, პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად, ხვალ. დაიწყეთ უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე,…

მეტი...

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის მოსამზადებლად მორიგი შეხვედრა გაიმართა

„აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ერთი თვის წინ დაიწყო მუშაობა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მოსამზადებლად,“ – ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეს – სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი,უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ორივე უწყების იურისტების მონაწილეობით, სამუშაო ვითარებაში ამჯერად მეორედ შეიკრიბნენ. „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის გასაქრობად, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები ხორციელდება.  არსებობს გონივრული ეჭვი, რომ არა ერთ ძეგლს შეიძლება განადგურების საფრთხეც დაემუქროს, რამაც განაპირობა მათი მხრიდან ფიქრი გამოსავლის…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,25 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,25 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,25 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,65. საქართველოში დღეს კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 276 პაციენტი, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 78, იმერეთში – 20, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 78, იმერეთში – 20, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 678 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 222 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 133 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 872-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.25 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.65 %,…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 553 შეადგენს. ამასთან, დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 276 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 276 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 276 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 10 678 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 456, პისიარტესტით – 5 222. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,25 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,65 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,25 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 872 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 081 გამოჯანმრთელდა, 3 553 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 316, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 426 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 150 პირი. ამასთან, 3 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,…

მეტი...

საარჩევნო რეფორმა პარლამენტში უკვე დაინიცირდა

საარჩევნო რეფორმა პარლამენტმა უკვე დააინიცირა, დღეს კი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ჯგუფს უკვე მომზადებული აქვს ცვლილებების პაკეტი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ახლებურად ჩამოყალიბებას, საარჩევნო უბნებთან რადიუსის განსაზღვრას, ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას და თვითმმართველობის არჩევნებზე მეტი პროპორციული სისტემის შემოღებას გულისხმობს. ცვლილებებზე მსჯელობისთვის პარლამენტში ორთვიანი ვადაა გათვალისწინებული. კენჭისყრა მაისში იგეგმება. შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაში ცვლილებები “მოქალაქეებსა” და მმართველ გუნდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდა.

მეტი...