დღეს სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება

დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პროცესზე შესავალი სიტყვით წარდგება ერთ-ერთი ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველი.

ადვოკატების ინფორმაციით, ისინი რაიმე შუამდგომლობის წარდგენას არ აპირებენ და კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რომ საქმე პოლიტიკურია და მას რეალურ ბრალდებასთან კავშირი არ აქვს.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, რომლებიც გირაოთი არიან გათავისუფლებული, საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები