პლებისციტი არის „წითელი ხაზი,“ რასაც „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პლებისციტი ის საკითხია, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება. მამუკა მდინარაძის თქმით, პლებისციტი სწორედ ერთ-ერთი „წითელი ხაზია“ რომელიც ვერ გადაიკვეთება. „ერთადერთი თემა, ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ დააყენეს და დღესაც ცდილობენ კომპრომისულ ნაბიჯად „გაყიდონ“, ეს არის პლებისციტი. ეს ვერ გაიყიდება და ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც გადმოდგმულ ნაბიჯად, იქედან გამომდინარე, რომ პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება“ – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე შეფასებით, აღნიშნული მოთხოვნა წარმოუდგენელი ნონსენსია. „წარმოუდგენელი ნონსენსია. შესაბამისად, როდესაც მთავრობის დაკომპლექტებას არ სჭირდება ლეგიტიმაცია 50%+1 ხმა,…

მეტი...

„მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომად​გენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ“ – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხდა, ოპოზიცია მზადაა კომპრომისზე წავიდეს და ეს რამდენიმე დღეში მოხდება.   „გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციაც, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს. როგორც ჩვენ ვამბობდით ამ დღეების განმავლობაში, იქნება მართლაც კომპრომისული ნაბიჯები, რაზეც შეიძლება მსჯელობა. არის საკითხები, რაზეც დათქმების გარეშე შეიძლება მსჯელობა და არის საკითხები, რაზეც უკვე რეალიზებაშია მოყვანილი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭო დღეს საგანგებო რეჟიმში…

მეტი...

„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს ფორმატში თათბირობს

ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოა შეკრებილი. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, განსახილველი თემებია ოპოზიციასთან კონსულტაციები და დიალოგი, მედიატორების რეკომენდაციები და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. როგორ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკურ საბჭო იმიტომ შეიკრიბა, რომ მოხდეს არსებული ვითარებიდან გამოსვლის გზებსა და საშუალებებზე მსჯელობა. პოლიტიკური საბჭოს წევრები განცხადებას სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.      

მეტი...

“ეუთო/ოდირის ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას” – აშშ – ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ოდირის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ, კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, მათ შორის ამჟამად პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რაც…

მეტი...

პოლიციელზე თავდასხმისთვის 41 წლის მამაკაცი დააკავეს

პოლიციელზე თავდასხმისთვის 41 წლის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ვერსიით,ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი სანადირო თოფით შეიარაღებულმა პირმა რამდენჯერმე ესროლა, დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

შალვა ნათელაშვილი ეუთო/ოდირს კორუფციაში ადანაშაულებს

ოპოზიციაში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნის საბოლოო ანგარიშს აფასებენ – მათი ნაწილის თქმით, წინა დასკვნაში არსებული შენიშვნები დღემდე არ არის გათვალისწინებული. “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეუთო/ოდირს კორუფციაში ადანაშაულებს.  “ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო, მათი კომისიები 30 წელია კორუფციით არიან დაკავებულები. ამას აკეთებდნენ შევარდნაძესთან, ამას აკეთებდნენ სააკაშვილთან და ახლა აკეთებენ სუპერ მაშტაბით ბიძინა ივანიშვილთან.  მათ საერთოდ ფეხებზე კიდიათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება. გამოსაძიებელია მაგის დამწერთა საქმიანობა,”- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

მეტი...

“დამკვირვებლების მიერ მონახულებულ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად იყო დაცული” – ეუთო/ოდირი

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონახულებულ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად იყო დაცული.  “საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონახულებულ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად იყო დაცული. საარჩევნო უბნებთან პარტიის კოორდინატორების და აქტივისტების ფართო წარმომადგენლობა, რომლებიც ხშირად მმართველი პარტიის სახელით მოქმედებდნენ, მიჩნეული იყო დაშინებად ოდირის შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის ზოგიერთი თანამოსაუბრის მიერ. რამდენიმე სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ჩაატარა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და არჩევნების…

მეტი...

კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებით ტრამპის ადმინისტრაციის წევრი დააკავეს

ტრამპის ადმინისტრაციის წევრი კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს შენობაზე შტურმის დროს პოლიციელებზე თავდასხმა ედება ბრალად. ფედერიკო კლაინი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაშიც მუშაობდა. კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის ბრალდებით, აშშ-ში პროკურორებმა 300-ზე მეტ ადამიანს წარუდგინეს ბრალი.

მეტი...

„საერთოდ არ ვარ ამათთან დაჯდომის და დიალოგის მომხრე, ესენი კრიმინალები არიან“ – ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგზე

„ჩემთვის პირადად რა თქმა უნდა აპრიორი რიგგარეშე არჩევნებია უპირატესი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტ საბჭოს წევრმა, ზურაბ ნადირაძემ განაცხადა. ნადირაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას კრიმინალებად თვლის და მათთან დიალოგის რესურსსაც ვერ ხედავს, თუმცა აქვე დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებაზე საუბრობს: „ჩემთვის პირადად რა თქმა უნდა აპრიორი რიგგარეშე არჩევნებია უპირატესი, ეს ჩემი პირადი პოზიციაა, მაგრამ გასათვალისწინებელია უცხოელების პოზიციაც და რა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ჩატარდება თუნდაც ეს პლებისციტი, მოკლედ ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, მთლიანი პროცესის ნაწილია ესეც და ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული.  ევროსაბჭოს მიერ დადებული 6 პუნქტიანი გეგმაც იძლევა პლებისციტის დასაშვებობას, გააჩნია…

მეტი...

დააკავეს “პატრიოტთა ალიანსის” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, რომელიც, სავარაუდოდ, მოზარდს სექსუალურად ავიწროებდა

“პატრიოტთა ალიანსის” გორის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი სექსუალური შინაარსის დანაშაულისთვის დააკავეს.  გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი მოზარდ გოგონას, რომელიც პარტიაში არჩევნების პერიოდში გაიცნო და მასთან ერთად მუშაობდა, სექსუალურად ავიწროებდა.  მამაკაცი დაკავებულია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 141 მუხლით რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მეტი...

“შავი არქივი წაღებული აქვთ და იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად” – სოზარ სუბარი

შავი არქივი წაღებული აქვთ და იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა შეაფასოს, რა ჰქვია უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას, – გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი. სუბარი აღნიშნავს, რომ ჩანაწერების ფაბრიკაცია მიხეილ სააკაშვილის სტილია. „უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში როცა მოვედით, ამისთვის არაერთი პირი გასამართლდა, პასუხისგებაში მიეცა და ათასობით ჩანაწერი განადგურდა, როგორც ჩანს, მათ შავი არქივი წაღებული აქვთ და დღემდე იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად. ამის გამოვლინებაა ის,…

მეტი...

ხვალიდან ​პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა იწყება

პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა 9 მარტიდან იწყება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, პაციენტები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევიან. მოქალაქეთა ნაწილს, ვინც ვირუსი ბოლო ორი თვის განმავლობაში გადაიტანა, სპეციალისტები დაუკავშირდებიან და კვლევაში ჩართვას სთხოვენ.  “ჩვენ შედგენილი გვაქვს უკვე სრული სია, იმ თბილისელი მოქალაქეების, რომლებმაც ბოლო ორი თვის მანძილზე გადაიტანეს კოვიდი. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ე.წ. რანდომული პრინციპით მოხდება ამ კოვიდგადატანილი პაციენტების სახელის და გვარის ამოღება ამ სიიდან. მათ დაუკავშირდებიან ჩვენი თანამშრომლები, მოიწვევენ და ისინი ეტაპობრივად ჩაერთვებიან კვლევაში. უნდა დავადგინოთ, კოვიდგადატანილთა რა პროცენტს უვითარდება პორსტკოვიდური სინდრომი,“ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

“ჩნდება განცდა, რომ თითოეული პოლიტიკური პარტია თავის პოზიციას გადახედავს, მათ უნდა იმუშაონ კომპრომისის მისაღწევად” – საფრანგეთის ელჩი

იმედი მაქვს ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის სიკეთე უნდათ და ამის ვალდებულებას გრძნობენ, გამოსავალს გამოძებნიან, შეათანხმებენ პოზიციებს და წარმატებას მიაღწევენ, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, შარლ მიშელის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო, რომელმაც აჩვენა, თუ რამდენად საინტერესოა ჩვენთვის, ევროპისთვის საქართველო, მისი დემოკრატიული განვითარება. „ახლა მიმდინარეობს შუამავლობის პროცესი. კარგია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს დასხდომა და წინადადებების შემოთავაზება, ჩნდება განცდა, რომ თითოეული პარტია თავის პოზიციას გადახედავს. მათ უნდა იმუშაონ კომპრომისის მისაღწევად,“- განაცხადა ელჩმა. მისი თქმით, საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოიწვევების გადასალახად საჭიროა ერთიანი…

მეტი...

“პოლიტიკურ პოლარიზაციას შეეწირა პანდემიაზე რეაგირებაც და შესაძლოა, ვაქცინაციის პროცესიც შეეწიროს” – აკაკი ზოიძე

„ვაქცინაცია მართლაც არის ზეპარტიული საკითხი, რომელზეც ჩვენ თითოეულ მხარეს უნდა გაგვენაწილებინა პასუხისმგებლობა“ – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესზე ყველა მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და პროცესი არ ჩავარდეს. „პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გაენაწილებინა ყველას. მე როგორც საქართველოს მოქალაქე, მივესალმები იმ პოზიციას, რაც აქ გამოითქვა. ვაქცინაცია მართლაც არის ზეპარტიული საკითხი, რომელზეც ჩვენ თითოეულ მხარეს უნდა გაგვენაწილებინა პასუხისმგებლობა. რეალურ ქმედებაზე უნდა გადავიდეთ ყველა მხარე, ეს არის ეროვნული უსაფრთოხების საკითხი. ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რატომაც მოხდა აფეთქება იყო ის, რომ არჩევნებზე ორ მილიონამდე ადამიანი მოვიყვანეთ. ზაფხულში იმიტომ არ ჩაიკეტა, რომ არჩევნებზე მოსაყვანი იყო ორი…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირების აქტიური შემთხვევა – 2 680 ადამიანი

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა  2 680-ია. აქედან: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  688, აჭარაში – 158, იმერეთში – 233. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში – 107, აჭარაში – 29, იმერეთში – 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში – 54, აჭარაში- 2, იმერეთში – 9. 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 – თბილისში, 24 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 153, ხოლო აჭარაში – 19. სულ  6 ოქტომბრიდან – 5 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 510 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 789 პირი, აჭარაში – 560, იმერეთში – 691.

მეტი...

ვირუსს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 567 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 30, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

მეტი...

კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 430 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 355 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  272 617-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.6 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.44%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 91 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 266 344-მდე.

მეტი...

პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფების კვლევა 9 მარტს დაიწყება

რადგანაც 8 მარტი დასვენების დღეა, პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა 9 მარტიდან დაიწყება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, სია შედგენილია, ვინც კორონავირუსი ბოლო 2 თვის მანძილზე გადაიტანა. „კვლევა ორშაბათს, 8 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, დასვენება დაემთხვა და ამიტომ დაიწყება 9 მარტს. სამშაბათს დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი კოვიდთან ბრძოლის, ეს არის  პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფების კვლევა.  შედგენილი გვაქვს სრული სია თბილისში მცხოვრები იმ მოქალაქეების, რომელთაც ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს კოვიდი. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება ამ კოვიდგადატანილი პაციენტების სახელის და გვარის ამოღება. მათ დაუკავშირდებიან ჩვენი თანამშრომლები და ისინი ეტაპობრივად ჩაერთვებიან კვლევაში.…

მეტი...

„მოსახლეობა მივა თუ არა ასაცრელად, თუნდაც სამედიცინო პერსონალი?!” – ვაქცინაციის მთავარი პრობლემა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში რომ აუცილებლად შემოვა და ეს მიმდინარე თვეში მოხდება, ამას ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები უკვე დანამდვილებით ამბობენ, თუმცა, მთავარ პრობლემად ასაცრელებს ასახელებენ. კერძოდ, აიცრება თუ არა მოსახლეობა. აღნიშნული პრობლემის შესახებ საუბრობს როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ისე ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები და დარგის სხვა ექსპერტები. “ვფიქრობ, ჩვენთვის მთავარი პრობლემაა ის, რომ შესაძლოა, სამინისტროს მხრიდან სამუშაო დეტალები საკმარისად გაზიარებული არ ყოფილა. თუმცა, მნიშვნელოვანია რაღაცნაირად გავერთიანდეთ თემის გარშემო. მე იმის პრობლემა და შიში არ მაქვს რომ ქვეყენაში ვაქცინა არ შემოვა, მე იმის შიში მაქვს, მარტში როდესაც ის 40 000 დოზა შემოვა, აპრილში, ჩვენ რამდენად…

მეტი...

მორიგი ვანდალიზმი – ერთ ღამეში სანიაღვრე ჭის ყველა თავსახური მოიპარეს

თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე, ერთ ღამეში სანიაღვრე ჭის ყველა თავსახური მოიპარეს. ასე გამოიყურება დღეს გედევანიშვილის ქუჩა, სადაც, ერთმანეთის მიყოლებით დიდი ორმოებია და რომ არა ადგლობრივების ყურადღება, არაერთი მანქანა თუ ადამიანი გახდებოდა აღნიშნული ვანდალიზმის მსხვერპლი. ფოტოები „მედიაცენტრმა მთავარმა“ ადგილზე გადაიღო. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ორმოში მანქანა ჩავარდა, როს შემდეგაც მეტი ხილვადობისა და სიფრთხილისთვის ტოტები ჩაარჭვეს და ქვები შემოალაგეს.      

მეტი...