ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ცნობებით, 2 ინფიცირებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, მესამე კი მედმუშაკი. ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში სულ კოვიდინფექციის 45 შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები