„გამოსავალი არსებობს, გავასწოროთ შედეგები ისე, რომ მეორე ტურს ჰქონდეს აზრი“ – „გირჩის“ შეთავაზება

პოლიტიკური სუბიექტი „გირჩი“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, მიიღებს, თუ არჩევნების შედეგები გასწორდება, ჩასწორდება და დაინახავენ, რომ მეორე ტურს აზრი ექნება. როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოემზადებიან მეორე ტურისთვის.     

„ყველას ვთავაზობთ გამოსავალს, ისე ჩავასწოროთ ახლა შედეგები, რომ მეორე ტურს ჰქონდეს აზრი.  ვინ რჩება და ვინ არა მთავრობაში, უნდა წყდებოდეს არჩევნების მეორე ტურზე. ამით, ჩვენ, პირველი ტურის რაღაცნაირ რეაბილიტაციას განვახორციელებთ, მაგრამ არა სრულს. ამის შემდეგ, როცა ეს პარლამენტი ასეთი ფორმით შეიკრიბება, მთავარი, რაზეც უნდა იზრუნოს ამ პარლამენტმა, არის ის, რომ ჩაატაროს რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნები, ამ არჩევნების ლეგიტიმაციის მიღება შეუძლებელია,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში.“  

მისივე თქმით, ასეთი გამარჯვებები და ხელისუფლება დაღუპავს ქვეყანას, დაიწყება შიმშილი და კრიზისი.

„ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რა მიქარა, ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი, რომელიც ყველა მხარეს სახის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. თუ მეორე ტურს ჩავატარებთ წესიერად, „ქართული ოცნების“ უპირატესობა ვერ იქნება ისეთი, რომ მან ერთპიროვნული მმართველობა მიიღოს“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, ბმულის და წყაროს მითითება აუცილებელია.  

მსგავსი თემები