„მინდა, მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს” -მიხეილ სააკაშვილი

“​გაძლევთ გარანტიას და დარწმუნებული ვარ, ამას ყველა დაეთანხმება, რომ ვინც ახლა გამოვა და მოყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არამხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანი წახალისდებით და საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების მხრიდან იქნებით მხარდაჭერილი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქმიმართვისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ხალხი არ შევა უკან და მუდმივად იბრძოლებს, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი არ აღიარებს, რომ მათ გააყალბეს, მოიპარეს არჩევნები.

„მინდა, მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ, ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. გაძლევთ გარანტიას და დარწმუნებული ვარ, ამას ყველა დაეთანხმება, რომ ვინც ახლა გამოვა და მოყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არამხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანი წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების. მინდა, ამ საათებში, ამ წუთებში, უახლოეს ერთ-ორ დღეში ყველანი დაფიქრდეთ, რაზე მოგაწერინეს ხელი ნებსით თუ უნებლიეთ, რამხელა დანაშაულში მიგაღებინეს მონაწილეობა და რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის ახლა სიმართლის თქმა. ბოლოსდაბოლოს თქვენ, ყველანი ქართველები ხართ და ნამდვილად არ გვსურს არავიზე რევანში. ნამდვილად არ მსურს, რომ ვინმეს მიმართ რაიმე რეპრესიები განხორციელდეს, თუნდაც ეს იყოს კანონით დამსახურებული, მაგრამ ახლა, ვიდრე გვიან არ არის, დადექით ხალხის მხარეს. ეს არის ისტორიისთვის, თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი უბრალოდ ადამიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვმოქმედებთ, ვიმოქმედებთ ვიდრე ივანიშვილი არ აღიარებს და არ დააბრუნებს ნაძარცვ არჩევნებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “„მინდა, მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს” -მიხეილ სააკაშვილი”

  1. ნიკა

    ვაი შენს პატრონს ბედურს შენსას რამდენი გაკლია რა

  2. ბესო

    ავადმყოფი ხარ ჩვეულებრივი რა

Comments are closed.