„ცესკო არანაირი წმინდა ძროხა არ არის რომ მის კართან არავინ არაფერი გააპროტესტოს“ – იაგო ხვიჩია „მედიაცნეტრ მთავარში“

„ეს იყო პროტესტი, გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რეალურად არავინ არსად არ შევარდნილა,” – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია თვლის, რომ ღამის პროტესტი ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია.

„გირჩას“ ლიდერის აზრით მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება ხელისუფლების ქმედებებმა გამიწვია:

„ცესკო არანაირი წმინდა ძროხა არ არის, რომ მის კართან არავინ მივიდეს და არაფერი არ გააპროტესტოს. ეს იყო ჩვეულებრივი პროტესტის ფორმა, შეიძლება მე სხვა ფორმები მერჩივნოს, მაგრამ ყველას თავის ზარი აქვს.

ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელმაც პოლიტიკური ტემპერატურა ვერ დაწია, არჩევნებმა უნდა ჩამოწიოს პოლიტიკური ტემპერატურა, ამ არჩევნებმა ეს ამოცანა ვერ შეასრულა, პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა რომ არჩევნები მოპარეს, ხალხს,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია მბულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები