„მივიღეთ პარლამენტი, სადაც ერთმანეთს უყურებს კობახიძე და თალაკვაძე” – იაგო ხვიჩია „მედიაცენტრ მთავარში“

„ყველამ ვიცით, რომ არჩევნები გაგვიყალბეს, არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი ამ თემაზე, ყველამ ვიცით, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია აკლია. ჩემი გუშინდელი ინიციატივა იყო ასეთი – კვირას აქციას აორგანიზებს ოპოზიცია, ამ აქციაზე მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება“ – ამის შესახებ „მედიაცენტ მთავარში,“ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია თვლის, რომ ვადამდელი არჩევნები ერთ – ერთი „მძიმე ნაბიჯია“, პოლიტიკოსი ოპოზიციას გეგმას თავაზობს და თვლის, რომ არჩევნების შედეგების ჩასწორება და მეორე ტურისტის ფიქრი საუკეთესო გამოსავალია:

„მივიღეთ პარლამენტი, სადაც ერთმანეთს უყურებენ კობახიძე და თალაკვაძე, ვადამდელი არჩევნების ჩატარება ერთ-ერთი მძიმე ნაბიჯია, რომელიც შეიძლება, ხელისუფლებამ იძულებით გადადგას. გვინდა რაღაც ტიპის გამოსავალი, რაც არ იქნება მარტივი, ეს რთული და გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ ჩემი აზრით, მინიმუმ უნდა დავიწყოთ იმით, რომ არჩევნების შედეგები ჩასწორდეს ისე, რომ მეორე ტურში წყდებოდეს, ვინ დარჩება ხელისუფლებაში და ვინ წავა ხელისუფლებიდან.

ამ ქვეყანაში ადამიანების მოლოდინი იყო, რომ იქნებოდა ხელჩართული პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლის ბედი აუცილებლად მეორე ტურში გადაწყდებოდა. ყველასთვის გასაგები გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა მისთვის ყველაზე უარესი არჩევნები. ამით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ჩვეულებრივი პიროსის გამარჯვება.

ასეთი გამარჯვებები, ასეთი ხელისუფლებები დაღუპავს ამ ქვეყანას, დაიწყება შიმშილი, ეკონომიკური სტაგნაცია, სრული უიმედობა, რადგან არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიზმში, ერთპარტიულ მმართველობაში დაგვაბრუნა, ყველაფერი 100 პროცენტით არის „ქართული ოცნების“ ბრალი. ყველა კრიზისი, რომელიც ქვეყანაში დაიწყება, როგორც ახლა, ისე გაზაფხულზე, იქნება „ქართული ოცნების“ ბრალი და ჰორიზონტზე არ გამოჩნდება ამის გადაწყვეტის არანაირი გზა, რადგან კობახიძე-თალაკვაძე უყურებენ პარლამენტში თვალებში ერთმანეთს. არანაირი პერსპექტივა, სრული უიმედობის განცდა არსებობს, ეს ამბავი დამთავრდება ან ჩვენი შუა აზიად ქცევით ან რევოლუციით, ჩვენ არც ერთი გვინდა,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები