ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყების ცნობით, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

„რეგიონული ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კოორდინაციით, მისი კონტაქტები უკვე მოკვლეულია, ყველა მის პირდაპირ და ირიბ კონტაქტში მყოფ პირს „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

ქვედანაყოფში ჩატარებული დამატებითი ეპიდემიოლოგიური მოკვლევისა და დეზინფექციის შედეგად, სამხედრო ნაწილის საკარანტინო ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დამდგარა. შესაბამისად, თელავში დისლოცირებული მე-20 კადრირებული ბრიგადა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მსგავსი თემები