მედიის ცნობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთის მიმართ საარტილერიო ცეცხლი აქვს გახსნილი

აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთის მიმართ საარტილერიო ცეცხლი აქვს გახსნილი, – ამის შესახებ აზერბაიჯანული და სომხური მედია იუწყებიან.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეპანიანი​ „ფეისბუქში“ წერს, რომ ღამით სტეპანაკერტის საჰაერო სივრცეში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, სომხეთი ამჟამად ქალაქ ტერტერს ბომბავს. სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სომხეთის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 2 300-ს აღწევს.

მსგავსი თემები