აზერბაიჯანში ​კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დაასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ​კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი, გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 127 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები