ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია დღეს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში გამართავს შეხვედრებს

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვედრებს დღეს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში განაგრძობს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისიაში დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრები ევროკომისრებთან – იუსტიციის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში, ხოლო ევროპარლამენტში – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტარებთან.

პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დღეს სრულდება. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი იმყოფებიან.

მსგავსი თემები