სოფელ ჭანდარში 51 წლის კაცი ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

გურჯაანში, სოფელ ჭანდარში 51 წლის კაცს, ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება მიაყენა. დაჭრილი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაშია მოთავსებული.

ექიმის თქმით, კაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიღებული და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები