გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების, იწის, ხოტევისა და ველევის თემის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების, იწის, ხოტევისა და ველევის თემის მოსახლეობას შეხვდა. “ადგილობრივებთან ერთად სამომავლო გეგმებზე პრობლემების გადჭრის გზებზე და განცორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვისაუბრეთ. აღნიშნულ თემებში: რეაბილიტირდა სოფელ კრიხის გზა მოეწყო გაბიონები და სანიაღვრე არხები სოფელ იწაში მოეწყო თავშეყრის ადგილი სოფელ კრიხში და ზემო კრიხში მოეწყო ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი სოფელ გორში მოეწყო ბეტონის საყრდენი კედლები ახალსოფელში, ფანჯიკიძეების უბანში რეაბილიტირდა საუბნო წყალსადენი სოფელ წკადისში რეაბილიტირდა ხოტევის ამბულატორია რეაბილიტირდა ხოტევის საუბნო წყალსადენი მოეწყო საყრდენი კედლები და გაბიოჯები სოფელ ხოტევში მოეწყო თავშეყრის ადგილი კვირიკეწმინდაში…

მეტი...

გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას. საუბარი შეეხო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლოდროინდელ საკონსტიტუციო ცვლილებას საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, რაც მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს და კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხს. ყურადღება დაეთმო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა 92 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 35 პირს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 108 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

„სომხეთი და არცახი ადეკვატურ სამხედრო და პოლიტიკურ პასუხს გასცემენ აზერბაიჯანს” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი თურქეთის აქტიური პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით სომხეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფიას აფართოებს. „სომხეთი და არცახი ადეკვატურ სამხედრო და პოლიტიკურ პასუხს გასცემენ აზერბაიჯანის მცდელობებს, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შერყევაზეა მიმართული“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა Twitter-ზე. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. 

მეტი...

ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, ახვლედიანის N14-ში ხანძარია. სამსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში იწვის სამზარეულო ოთახი, დაახლოებით 30 კვ.მ. ხანძარი გავრცელდა ამავე სახლის მეორე სართულზე, სადაც იწვის ერთ-ერთი ბინის კედელი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

მეტი...

საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი 35-ე პაციენტი მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში გადიოდა

საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი 35-ე პაციენტი მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში გადიოდა. 82 წლის ქალი კლინიკაში 15 სექტემბერს, მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კორონავირუსით შეიყვანეს. „პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა,” – ამბობს სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერი, მამია ყიფიანი. სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია 36-ე გარდაცვლილის შესახებ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 36-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 36-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის პრეზიდენტს სანქციები დაუწესესა

დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, მის უფროს შვილსა და ბელარუსის მთავრობის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა. სანქციები დიდ ბრიტანეთსა და კანადაში შესვლაზე აკრძალვასა და ანგარიშების გაყინვას მოიცავენ. „დღეს დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მკაფიო მესიჯი გააჟღერეს ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის სანქციების დაწესებით. ჩენ ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ“, – განაცხადა დომინიკ რააბმა. ცნობისთვის, 23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის…

მეტი...

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილები დაამტკიცა. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. „ბევრი ახალგაზრდა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, აღნიშნული სიახლე დადებითად აისახება პროფესიული განათლების სისტემაზე, ვინაიდან ის გახდება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი. „სურვილის მიუხედავად, ბევრი ვაჟი ვერ ახერხებდა განათლების მიღებას იმ მიზეზით, რომ პროფესიულ სასწავლებელში…

მეტი...

კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 58 ადამიანს დაუდასტურდა, 102 გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 40 119 შემთხვევა, მათ შორის 590 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 37 827-ს აღწევს.

მეტი...

“წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება ” – განათლების სამინისტრო

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე თქმით, რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. „დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ხაზგასასმელია, რომ დისტანციურ სწავლების გამოცდილება საქართველოს საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლიდან აქვთ. შედეგად, 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე…

მეტი...

“სიცრუის ტირაჟირებაა ბრალდება, თითქოს საოლქო კომისიამ არ შეატყობინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების შესახებ” – ცესკო

“მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვსურს ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ და დავგმოთ ძალადობისა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობის ის ფაქტები, რომელიც ჩვენ ყველამ მედია სივრცეში გავრცელებული კადრებით ვიხილეთ”, – ამის შესახებ საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. გთავაზობთ სრულ განცხადებას: „სახეზე გვაქვს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცემის ფაქტი, რომელიც იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ, თუ რატომ ახდენდნენ მის ვიდეოგადაღებას ნებართვის გარეშე, რის პასუხადაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა; ასევე, სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ…

მეტი...

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ევროკომისარ მარგარიტის სხინასს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიით წარმოქმნილ გამოწვევებს და ამ პროცესში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ხაზი გაესვა, რომ საქართველო რეგიონის ლიდერია დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების მხრივ და საარჩევნო სისტემის ბოლოდროინდელმა რეფორმამ, რომელიც გულისხმობს მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ქვეყანას ახალი დონის დემოკრატიული განვითარება მოუტანა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს,…

მეტი...

„გაუფასურებულ მთავრობას არ შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ვალუტა“ – დავით ჭიჭინაძე

„ჩვენი მთავრობა თვითონ ისე არის გაუფასურებული, რომ ქვეყნის ვალუტაც, რომელიც მის პოლიტიკას განაგებს ამ ქვეყანაში, გაუფასურებულია“, – ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი არასწორი პოლიტიკაა: „სინამდვილეში კი მთავარი გაუფასურების მიზეზი არის ის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ატარებს, ფულის დარიგების და სუბსიდირების პოლიტიკა და არა სამუშაო ადგილების შექმნის და შენარჩუნების პოლიტიკა. მთავრობამ პრაქტიკულად ხელი ჩაიქნია ეკონომიკის შენარჩუნებაზე და გადავიდა უბრალოდ ფულის დარიგების მექანიზმზე, ფიქრობენ ეხლა რომელ ფენებს დაურიგონ ფული, რომ საარჩევნოდ მათი ხმები მოიპოვონ. ის, რომ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები ყოველდღე მცირდება გამოდის, რომ…

მეტი...

კორონავირუსის გავრცელების გამო ხობის რაიონში საჯარო სკოლა დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების გამო, ხობში სოფლის საჯარო სკოლა დაიხურა. არსებული ინფორმაციით, ინფექცია სოფელ ქარიატას საჯარო სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოძიებულია 100-მდე კონტაქტი, მათ შორის მასწავლებლები და მოსწავლეები და ყველა მათგანზე თვითიზოლაციის რეკომენდაციაა გაცემული.  მძღოლს “კოვიდ-19” გეგმიური შემოწმების დროს დაუდასტურდა. მისი კონტაქტების ტესტირების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მეტი...

გიორგი გახარიამ და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს შეთანხმებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო „კოვიდ19“-ის გლობალური პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ხელი მოაწერეს ორ საფინანსო შეთანხმებას, რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მილიონ ევროს შეადგენს და რომლის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესება. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში „მდგრადობის კონტრაქტისა“ და „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“ დოკუმენტების ხელმოწერა თბილისისა და ბრიუსელის განსაკუთრებული პარტნიორობის კიდევ ერთი…

მეტი...

გორთან ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ნისანის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ორი დაშავებული კი, გადაყვანილია საავადმყოფოში. ერთი მათგანი „გორმედის“ კლინიკაში, მეორე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

მეტი...

რუსეთის დუმის 18 დეპუტატი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს

რუსეთის დუმის 18 დეპუტატი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. მისივე თქმით, 60 დეპუტატი ვირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა. ვოლოდინის ინფორმაციით, დუმის 18-ვე წევრი საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს. გასულ კვირას კი 10-ის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. მან დეპუტატებს კიდევ ერთხელ სთხოვა, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და შეასრულონ ყველა რეკომენდაცია.

მეტი...

“ჩვენ ვიცით ცნობილი განცხადება: უფრო მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში” – იენს სტოლტენბერგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალურ მდივნის შეხვედრის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო და საქართველო თანამშრომლობს და შრომობს იმისთვის, რომ პარტნიორობა უფრო გაძლიერდეს.   “ჩვენ ვაფასებთ საქართველოს იმ გაწეული პროგრესისთვის, რომელიც, ბოლო წლებში იქნა მიღწეული, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე იგულისხმება დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერება, ასევე უსაფრთხოების სამსახურის კუთხით, დაზვერვის კუთხით და ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების როლის გაძლიერების კუთხით, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა სფეროში.  განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი იმ მიმართულებას, რომელიც უკავშირდება სასამართლო სისტემის გაძლიერებას. ნატო და საქართველო ვთანამშრომლობდით აქამდე და ჩვენ ვიცით ცნობილი განცხადება: უფრო მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში. ჩვენ უფრო…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 70 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისის კლინიკიდან საჩხერის საავადმყოფოში დადასტურებული „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 26 სექტემბერს შეიყვანეს. მისივე თქმით, მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, სხვა თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. „პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ. ამ დროისთვის საჩხერის კლინიკაში მკურნალობის კურსს 80 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის. უახლოეს დღეებში მედიკოსები რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

მეტი...

“არჩევნები იქნება ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გადადგმული შემდეგი ნაბიჯი” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გასული წლების განმავლობაში ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა და ამავე დროს აღნიშნა, რომ მხარეებმა გამოხატეს მზაობა, გაგრძელდეს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზეც. „გასული წლების განმავლობაში ძალიან დინამიკური თანამშრომლობა გვქონდა პრაქტიკულ დონეზე, მე ვგულისხმობ წვრთნებს. 2019 წელი შესანიშნავი იყო ჩვენთვის ამ მიმართულებით. ამავე დროს, გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ რეფორმები სხვადასხვა მიმართულებებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ჩვენთვის ყველაზე…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 34-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა. საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 5 866-ს შეადგენს.

მეტი...

“მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ” – ინეს სტონტელბერგი

ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია , – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. „ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ავიატრასების რადარების მონაცემები, ვითანამშრომლოთ ერთობლივი წვრთნების პროცესში, შავი ზღვის…

მეტი...

“დიდი მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ” – იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას

დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩამობრძანებისთვის, მადლობა შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები საქართველოსი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება, ეს მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის. დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩამობრძანებისთვის, მადლობა შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ. საქართველოს პარტნიორობა ყველასთვის, ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტია. დიდი მადლობა, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

გიორგი გახარია ნატო-ს შტაბბინაში იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში,ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძალიან დინამიურად ვითარდება, მაღალი დონის შეხვედრები და ერთობლივი წვრთნების წარმატებით ჩატარება კი ნატო-ს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს. გიორგი გახარიამ და იენს სტოლტენბერგმა განიხილეს გლობალური პანდემიის პირობებში, ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობის და ინტეგრაციის პროცესის შენარჩუნების გზები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გადახალისებას. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების…

მეტი...

“შაჰიდის ქამარს არ მოიხსნიდა და ისე არ შევარდებოდა პროკურატურაში” – თამარ ბაჩალიაშვილის საქმე (ვიდეო)

„ამ წუთას ბატონი დავითი, ისევე იყენებს დუმილის უფლებას, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცი“,- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში, დაკავებულ დავით ფურცხვანიძის ადვოკატმა, ნოდარ მესხმა განაცხადა. ადვოკატისთვის გაუგებარია რატომ დაინახა ბრალდების მხარემ მიმალვის საფრთხე, იგი ასევე აღნიშნავს, რომ ფურცხვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა: “შაჰიდის ქამარს არ მოიხსნიდა და ისე არ შევარდებოდა პროკურატურაში, ამიტომ გაუგებარია სად იყო მისი მიმალვის საფრთხე. დავითი სისტემატიურად გადიოდა ქვეყნიდან, თავის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუნდაც მისი ოფიციალური განცხადება, რომ „მივდივარ მივლინებაში“ – არანაირად არ უნდა შეფასებულიყო საფრთხედ, ადამიანი მტკიცებულებების მოპოვებას აპირებდა და რატომ დაიმალებოდა, ის არ განმარტავს თუ…

მეტი...

„ორივე კლინიკამ უნდა გასცეს ოჯახს პასუხი“ – ჩხუბის შემდეგ გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ოჯახის მოთხოვნა არის დამნაშავის დასჯა, თუ ეს დამნაშავე გამოვლინდება. ასევე გაგვცეს პასუხი იმ ორმა კლინიკამ, სადაც ბავშვი მკურნალობდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გორში ჩხუბის შემდეგ გარდაცვლილი, ერეკლე თედლიაშვილის ადვოკატმა, თამარ თედლიაშვილმა განაცხადა. თედლიაშვილის განმარტებით, „ჯერარსის“ და „ნიუჰოსპიტალის“ მიმართ საქმე აღძრულია. ოჯახი კლინიკებისგან პასუხს ელოდება: „თარაშ კანდელაკის ადვოკატმა განაცხადა, რომ ერეკლე გამოჯანმრთელდა და სარეაბილიტაციოდ გადაიყვანეს, ამის შემდეგ დაგვაინტერესედა, როგორ შეიძლებოდა ჯანმრთელი ბავშვი დამძიმებულიყო „ნიუჰოსპიტალში“,  თუმცა სამდღიანი შუალედი ერეკლეს გაწერის ხომ არ იყო წინაპირობა იმის, რომ ადვოკატს ეს განცხადება გაეკეთებინა, როგოც ჩემთვის ცნობილია, ოჯახის წევრებს „ჯერარსი“ პასუხობს, რომ ერეკლეს მდგომარეობა გამოწვეული იყო…

მეტი...

„8 ივნისს, როცა მიიღო ბავშვმა დაზიანება ფაქტობრივად იყო გარდაცვლილი“ – გარდაცვლილი, ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„ბრალი არის წარდგენილი 117 – ე მუხლის პირველი ნაწილით, ვენდობი სასამართლოს და ვიცი რომ თუკი ბრალდების მხარე წარადგენს უტყუარ მტკიცებულებებს, გვექნება გამამტყუნებელი განაჩენი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, გორში ჩხუბის შემდეგ გარდაცვლილი, ახალგაზრდის, – ერეკლე თედლიაშვილის ადვოკატმა, თამარ  თედლიაშვილმა განაცხადა. ადვოკატი სასამართლოს ენდობა და თვლის, რომ გადაწყვეტილება ობიექტურად იქნება გამოტანილი: „ბრალი არის წარდგენილი 117 – ე მუხლის პირველი ნაწილით, ვენდობი სასამართლოს და ვიცი, რომ თუკი ბრალდების  მხარე დაადასტურებს მის მიერ სასამართლოში წარდგენილი სავარაუდო მტკიცებულებებს და შემდეგ უკვე გვექნება უტყუარი მტკიცებულებები , დადგება გამამტყუნებელი განაჩენიც, თუკი ბრალდება ვერ მოახერხებს წარდგენას ამას…

მეტი...

თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 65 ადამიანი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 65 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 1 596 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 315 845 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 8 062 ადამიანი.

მეტი...

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. „ადგილზე ექვს წუთში იყო გამოცხადებული სახანძრო და სამაშველო ცისტერნები. მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვარიდა ხანძრის გავრცელების საფრთხე. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით დარჩება სახანძრო ავტოცისტერნები“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ. მისი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი. „ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე. დაახლოებით 40 წუთში ხანძარი იყო ლოკალიზებული, შემდეგ მიმდინარეობდა სალიკვიდაციო სამუშაოები“, –…

მეტი...

გიორგი გახარია, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ორდღიან ოფიციალური ვიზიტს დღეს დაიწყებს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატო-ს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. მათივე ცნობით, დღეს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. „ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლისთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელთან, ასევე ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის წევრებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი…

მეტი...

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს მშვიდობიანი მოსახლეობის საარტილერიო დანადგარებით დაბომბვაში სდებს ბრალს

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს მშვიდობიანი მოსახლეობის საარტილერიო დანადგარებით დაბომბვაში სდებს ბრალს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფრონტისპირა ზონის რაიონებში, მათ შორის ტერტერის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა, ასევე სერიოზულად დაზიანდა სახლები და ინფრასტრუქტურა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მუროვდაგის სტრატეგიული სიმაღლე აიღეს.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 96 ადამიანს, მათგან 20-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ცნობით, 28 სექტემბერს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა 58 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი, რომელიც კლინიკაში 9 სექტემბრის შემდეგ მკურნალობდა. მანამდე მამაკაცი სახლის პირობებში მკურნალობდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 106 პაციენტი რჩება, 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისში, იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება, ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს. საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს. მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა, რა გამოწვევების წინაშე არიან იმერეთის რეგიონში კოვიდინფექციის მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები და ლაბორატორიები. მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვები არ…

მეტი...