„ილუზიაში გადავედით, როცა გვეგონა, რომ საქართველო კუნძულივით იქნებოდა“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ვიდრე მსოფლიოში პანდემიაა, ჩვენ იზოლირებულად რაც არ უნდა ჩავკეტილიყავით, ადრე თუ გვიან, მაინც მივიღებდით შემთხვევათა აღმავლობას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში“ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

ბუწაშვილის მოსაზრებით „ილუზია“ იყო, ის, რომ საქართველო საწყის პერიოდში არსებულ მაჩვენებელს შეინარჩუნებდა:

„ჩვენ ცოტა ილუზიაში გადავედით თავიდან, როცა გვეგონა, რომ საქართველო კუნძულივით იქნებოდა, როცა გახსნი საზღვრებს მივიღებთ იმას რაც მივიღეთ, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევდა, ცალკე აღებული საქართველო პანდემიას ვერ დაამარცხებს, ახლა მთავარია შევძლოთ ბინაზე გადასვლის ფორმატით მუშაობა. ჩვეულებრივად, როცა ასეთი აღმასვლა იწყება მსოფლიო გამოცდილებით ვიცით უკვე, რომ შემდეგ ამას მოსდევს ნელ – ნელა სიტუაციის დასტაბულურება,“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები