“დარწმუნებული ვარ, მთელი თქვენი ცოდნით ჩაებმებით ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში” – მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს

  •  

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი ჩატარდა, რომლის მიზანს სხვადასხვა თაობის სტუდენტთა შეხვედრა და გაცნობა და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა, ასევე 2020-2021 სასწავლო წლის სხვადასხვა სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებმა, რომელთაც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ სიტყვით მიმართეს და კონკურსებში გამარჯვება მიულოცეს.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მათ ეფექტური და ნაყოფიერი გამოცდილება ელით.

„ახალგაზრდებსა და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგანაც ჭეშმარიტად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტა. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსში გაიმარჯვეს. ისინი გაემგზავრებიან საზღვარგარეთ და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღებენ განათლებას – მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებს; შემდგომ დაბრუნდებიან საქართველოში და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მოახმარენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა ვრცლად ისაუბრა ასევე მათ შემდგომ დასაქმებაზე და ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა მსოფლიო დონის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე, სადაც ქართველ პროფესორებთან ერთად, ლექციებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები წაიკითხავენ.

„მინდა იცოდეთ, რომ დაბრუნების შემდეგ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დასაქმდეთ ჭეშმარიტად მსოფლიო დონის უნივერსიტეტში. ეს იქნება საინტერესო გზა თქვენი შემდგომი აკადემიური განვითარებისთვის. თქვენ ჭეშმარიტად ხართ ინტელექტუალური ოქროს ფონდი. დარწმუნებული ვარ, მთელი თქვენი ცოდნით ჩაებმებით ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ფორუმის პირველი ნაწილი საინფორმაციო სესიას დაეთმო, რომელიც ონლაინ- ფორმატში, ZOOM პლატფორმის მეშვეობით წარიმართა. ფორუმის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებს უმაღლესი განათლების გლობალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის პირობებში, შეფასებისა და შერჩევის სტრუქტურასა და პარამეტრებს, პრიორიტეტებს, მსგავსებასა და განსხვავებას სასტიპენდიო სქემებს შორის. ფორუმის მიმდინარეობისას შედგა შეხვედრები ცენტრის პროგრამული სამსახურის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან და ცენტრის კურსდამთავრებულებთან, სადაც სტუდენტებმა მიიღეს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო რჩევები, გაეცნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებებს.

მსგავსი თემები

6 Thoughts to ““დარწმუნებული ვარ, მთელი თქვენი ცოდნით ჩაებმებით ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში” – მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს”

  1. Hello there, I found your web site by means of Google while looking for
    a similar topic, your website got here up, it seems good.
    I’ve bookmarked it in my google bookmarks.
    Hi there, just changed into aware of your blog through
    Google, and located that it’s truly informative.

    I’m going to watch out for brussels. I will be grateful
    if you happen to continue this in future. Lots of people shall be benefited out of
    your writing. Cheers!

  2. Like!! I blog frequently and I really thank you for your content. The article has truly peaked my interest.

  3. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  4. I like the valuable information you provide in your articles.

  5. I always spent my half an hour to read this web site’s articles or reviews daily along with a mug of coffee.

  6. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.