ზ.ხ.-ს მამა ამტკიცებს, რომ საძინებელში მოსასმენი აპარატურა დაუდეს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

არასრულწლოვნის მამის ინფორმაციით, მან საძინებელ ოთახში, სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა და სამართალდამცავები გამოიძახა. მისივე მტკიცებით, დაახლოებით თვენახევრის წინ მსგავსი მოწყობილობა ვახტანგ ჩიქოვანის სახლშიც იპოვა.

“მეცინება, ეს არის ბრელოკი და აშკარად მიკროფონი უყენია. საბავშვო სათამაშოს ჰგავს. არ ვიცი ვინ დადო, მაგრამ ფაქტია, რომ ვიპოვე, წაიღონ და შეამოწმონ. მე ვარ ღია და ფაქტია, რომ მედიასთანაც ვთანამშრომლობ, ამას ნუ მაკადრებენ, ეს რა არის საერთოდ?!”- ამბობს თამაზ ხომასურიძე.

მსგავსი თემები