პოლონეთი 46 ქვეყნიდან რეისებს აღარ მიიღებს

  •  

პოლონეთი 46 ქვეყნიდან რეისებს აღარ მიიღებს. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიას პოლონური მედია ავრცელებს. ამ ნუსხაში საქართველო არ არის.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო მიიღო.

46 ქვეყანას შორისაა: აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, სომხეთ, ყაზახეთი, მოლდოვა, რუმინეთი, მალტა, ლუქსემბურგი, ისრაელი, და ა.შ.

როგორც „ტივიენ 24“ იუწყება, მთავრობის დადგენილების პროექტი 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. ახალი წესები ძალაში ორი სექტემბრიდან შევა.

პროექტში ნათქვმია, რომ ფრენების აკრძალვა არ შეეხება სპეციალური შეკვეთით და პრემიერ – მინისტრის თანხმობით შესრულებულ რეისებს.

კანონპროექტის საბოლოო ვერსია, სავარაუდოდ, პირველ სექტმებერს გამოქვყენდება.

მსგავსი თემები