ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

  •  

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ქვეყნის ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ.

როგორც ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ისინი მხარდაჭერას ბელარუსელ ხალხს უცხადებენ და არა ხელისუფლებას. 

“თქვენ იცით, რომ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების ქმედებებს მივიჩნევთ მიუღებლად. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ხალხს, ვგმობთ რეპრესიებს და ხელისუფლებას ვთხოვთ ხალხთან დიალოგი დაიწყოს,” – აცხადებს ევროკომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი.

მსგავსი თემები