გიორგიგახარია ავსტრიის ელჩს შეხვდა

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, არად ბენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ძირითად საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებას და პოზიტიურ შედეგებს Covid-19-თან ბრძოლის მიმართულებით. არად ბენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მთავრობის მეთაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა.

მეტი...

იუბილარი ანა გაბეჩავა შსს-ში ისევ დაიბარეს

  •  

 არასრულწლოვანი ანა გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ და ქუჩაში გაგრძელებულ კონფლიქტს 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა, შსს-ში დაკითხვაზე ისევ დაიბარეს. გაბეჩავასთან ერთად შსს-ში იმყოფება დაბადების დღის დიჯეი და მისი მეგობარი კონსტანტინე ღიბრაძე. მათ, სამინისტროში შესვლისას მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. შეგახსენებთ, რომ როგორც გაბეჩავა, ისე ღიბრაძე შსს-ში არაერთხელ გამოიკითხა. იუბილარის ბოლო გამოკითხვა დაახლოებით  6 საათი გაგრძელდა.       რაც შეეხება საქმისთვის ბრალდებულ 17 პირს, პირველი სასამართლო სხდომა 31 მაისს გაიმართება.  

მეტი...

თბილისის ზღვაში ორი მოზარდი გაუჩინდარდა, ერთი გარდაცვლილი იპოვეს

  •  

 რამდენიმე საათის წინ თბილისის ზღვაში ორი მოზარდი დაიკარგა, დაკარგული 2 მოზარდიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს. მეორეს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.  შემთხვევა თბილისის ზღვაზე, ვარკეთილის სანაპიროსთან  მოხდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე 5 მყვინთავი მუშაობას, მიმდინარეობს პერიმეტრის მონიტორინგი. 

მეტი...

ომბუდსმენს შაქარაშვილის სხეულის ექსპერტიზაში გარკვეული ეჭვები აქვს

  •  

 დიდი ალბათობით, სახალხო დამცველის აპარატი გიორგი შაქარაშვილის სხეულის ექსპერტიზაში ჩაერთვება. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ეს დამოკიდებულია რამდენად შეძლებენ კვალიფიციური ექსპერტის მოძიებას. „ცხედრის დათვალიერების ოქმში აღნიშნულია ფრაზა – „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“ მექანიკური შეცდომაა. ეს განცხადება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. არ არის გამორიცხული, ექსპერტიზის მიმართულებითაც გვქონდეს გარკვეული პოზიცია, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება გარკვეულ ფაქტორებზე, კერძოდ, რამდენად შეგვეძლება კვალიფიციური შეფასება გავაკეთოთ, რამდენად შევძლებთ, რომ შესაბამისი ექსპერტები მოვიძიოთ,  ვინც დაგვეხმარება ამ ექსპერტიზის დასკვნის შეფასებაში. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ“, – ამბობს ნინო ლომჯარია.

მეტი...

“დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა” – მოკლული ქალის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

  •  

 ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას. არსებული ინფორმაციით დაკავებული არ ეთანხმება ბრალს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლო პროცესი ბრალის წარდგენიდან 24 საათში ჩაინიშნება. ჯერჯერობით უცნობია, დააყენებს თუ არა დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას. ესმა ნორაკია დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიას ეთანხმება და ამბობს, რომ მიზეზი ეჭვიანობა არ ყოფილა. რაც შეეხება გარდაცვლილის მეუღლის შესაძლო მონაწილეობას საქმეში, ადვოკატი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. გარდაცვლილის ოჯახი დღეს დაზარალებულად ცნეს და დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცა. შსს-ს…

მეტი...

„პარალელურ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, თუმცა…“ – სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

  •  

 სახალხო დამცველ ნინოს ლომჯარიას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი მასალებს სწავლობს, თუმცა, გარკვეული საკითხები თავიდანვე საეჭვო იყო.     „ჩვენ პარალელურ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავინახოთ ობიექტური სურათი საქმეში. არსებული მასალიდან რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა, რა შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო. მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით ყველა საკითხს. არ მინდა, გავაკეთო ჩემი პირველადი შეფასებები, იმიტომ, რომ ვაგრძელებთ შეხვედრებს დაზარალებულებთან და და ბრალდებულებთან. შესაძლოა, ჩემმა წინასწარმა შეფასებებმა გავლენა იქონიოს გარკვეულ მტკიცებულებებზე თუ ჩვენებებზე“- აცხადებს ნინო ლომჯარია. კითხვას, წინა სასამართლო სხდომის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიამ არ უპასუხა, თუმცა გარკვეული ეჭვები…

მეტი...

“უფრო და უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს რუსეთის ჩარევაზე სხვა ქვეყნის საქმეში” – კელი დეგნანი

  •  

 „ქართული საზოგადოება კარგად გათვითცნობიერებულია ამ რისკებისა და საფრთხეების შესახებ და მათ იციან, რას შეიძლება, ელოდნენ რუსეთისგან,“ – ამის შესახებ აშშ – ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. დიპლომატი ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან გადადგმულ პროვოკაციულ ნაბიჯებს ეხმაურება და თვლის, რომ საქართველო მისი ერთ – ერთი სამიზნეა: “ბოლო პერიოდის განმავლობაში, რასაც ვკითხულობ და ვისმენ ახალ ამბებს უფრო და უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს რუსეთის ჩარევაზე სხვა ქვეყნის საქმეში, როგორიც იყო, მაგალითად, ამერიკის არჩევნები, ბრექსიტთან, შოტლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებული საკითხები. როგორც ხედავთ, რუსეთმა ამ მიმართულებით ჩამოაყალიბა გარკვეული სქემა და საქართველო ნამდვილად არის სამიზნე მისი ამ აქტივობების. თუმცა, ასევე, მინდა, აღვნიშნო,…

მეტი...

“სრულებით არ ველოდები, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი საგარეო დახმარების 15% შეჩერდება“ – ადამ კინზინგერი

  •  

 ასიგნებების კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი განმარტებას აკეთებს. კინზინგერის ინფორმაციით მსგავსი შემთხვევბი იშვიათობა არ არის: „არ ვფიქრობ, რომ ასიგნებების კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ასახული 15%-იანი საგარეო დახმარების გარკვეული პირობებით ხსენება საქართველოსთან მიმართებაში, პრობლემატურია. ვფიქრობ, მთავარი ის არის, რომ მსგავსი შემთხვევები არ წარმოადგენს იშვიათობას. როდესაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელი გასცემს ფულს მოკავშირე ქვეყნების დასახმარებლად, ისინი იმსახურებენ ცოდნას იმის შესახებ, რომ მათი ფული იმ მიზნით იხარჯება, რა მიზანიც მათ აქვთ. ვიცი, რომ ამ საკითხმა დიდი ყურადღება დაიმსახურა  საქართველოში, მაგრამ, მარტივად რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს, რომ ფული, რომელიც ამერიკელმა, გადასახადების…

მეტი...

“იტალიური კალია“ მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის და ძირითადად სასაზღვრო რაიონებს აზიანებს   

  •  

 „FAO-ს 2020 წლის პროგნოზით, უდაბნოს კალიის  გეოგრაფიული არეალის გაზრდა საფუძველს მოკლებულია“ – აცხადებს მინისტრი ლევან დავითაშვილი და ამბობს, რომ საქართველოში მხოლოდ „იტალიური კალიაა“ გავრცელებული, რომელის მიგრაცია მეზობელი ქვეყნებიდან ხდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კალიებთან დაკავშირებით კომენტარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „ბევრი არაკომპეტენტური და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა საქართველოში უდაბნოს კალიის შემოსვლასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა. არსებობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევები. FAO-ს 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა საფუძველს მოკლებულია. არც ერთი სპეციალისტი არ იზიარებდა მოსაზრებას…

მეტი...

“ნათელაშვილთან შედარებით უფრო ადეკვატური ვარ და ყოველ წელს შეხედულებებს არ ვიცვლი” – მიხეილ ყაველაშვილი

  •  

 ნაძალადევის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი ფიქრობს, რომ  მისი კონკურენტი შალვა ნათელაშვილი არაადეკვატური განცხადებებით გამოირჩევა და მას ოპოზიციონერ კანდიდატთან შედარებით გამარჯვების მეტი შანსი აქვს. „უპირატესობა მაქვს, რადგან „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, ასევე უფრო ადეკვატური ვარ და ყოველ წელს შეხედულებებს არ ვიცვლი იქედან გამომდინარე, თუ ვინ არის ჩემ გარშემო. ეს ყველაფერზე პასუხია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კონკურენტი შალვა ნათელაშვილი დიდი ხანია, პოლიტიკაშია, საზოგადოებას თავი დაამახსოვრა იმით, რომ პოზიციებს ხშირად იცვლის და მის არაადეკვატურ გამონათქვამებზე საუბარი ზედმეტია. შეჯიბრის თვალსაზრისით, როგორც სპორტსმენი ადამიანი, რაც თავი მახსოვს ყოველთვის გამარჯვებისკენ მივისწრაფვი და…

მეტი...

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

  •  

 თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული დ.თ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,  სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი,  რომ 2019 წლის 17 დეკემბერს,   დ.თ.-მ  განახორციელა არასრულწლოვანის  გაუპატიურება. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა დ.თ. 2019 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.თ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით  თავისუფლების აღკვეთა…

მეტი...

“ყველაფერს ვაკეთებთ მათ გასათავისუფლებლად” – ვლადიმერ ზელენსკი მძევლებზე

  •  

 პირთან, ლუცკში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს. ზელენსკი მოლაპარაკების დეტალებს არ აკონკრეტებს: „პროფესიონალები მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირთან, რომელმაც მძევლები აიყვანა. ყველაფერს ვაკეთებთ მათ გასათავისუფლებლად. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ავტობუსი დანაღმულია, ხოლო ქალაქში კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არის დამონტაჟებული.

მეტი...

სანდრო ბრეგაძის გამოკითხვა დასრულდა

  •  

 “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის გამოკთხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასრულდა. სანდრო ბრეგაძესთან კითხვები, გამოძიებას, მარნეულში რამდენიმე დღის წინ გამართული აქციის შესახებ ჰქონდათ. შეკრებაზე, რომლის ორგანიზატორიც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი იყო, ისევ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვდნენ. აქციაზე თბილისიდან “ქართული მარშის” წევრებიც ჩავიდნენ. მარნეულში ეროვნული შუღლის გაღვივების ფაქტს სუსი რამდენიმე თვეა იძიებს. “სახელმწიფო უშიშროების გამომძიებლებს ავუხსენი, რომ როდესაც ეს აქცია ტარდებოდა, იმ დღეს “ქართული მარშის” წევრები დედაქალაქში იმყოფებოდნენ. ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით ამ აქციის ჩატარების შესახებ, ხოლო “ლელოს” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ ვუწევდით ორგანიზებას ამ აქციას, მტკნარი სიცრუეა,”- განაცხადა გამოკითხვის შემდეგ სანდრო ბრეგაძემ.

მეტი...

არჩილ თალკვაძე ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

  •  

  პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს, მარკ შჩეგელს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო კოვიდ 19-თან დაკავშირებით, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მზად არის, დახმარება გაუწიოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების მოსახლეობას ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. მხარეებმა ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარება და რუსეთის ფედერაციის უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯები მიმოიხილეს.  ყურადღება გამახვილდა 2020 წლის 11 ივლისს, საოკუპაციო ძალების მიერ  საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების საკითხზე. მხარეების თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის…

მეტი...

გარდაბნის მუნიციპალიტეტი არ ჩაიკეტება, სოფლებში გააქტიურდება თერმოსკრინინგი

  •  

 „გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმოსკრინინგი გააქტიურდება, გარდაბნის მუნიციპალიტეტი არ ჩაიკტება,“ – ამის შესახებ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საბჭომ  მიიღო გადაწყვეტილება ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს. “როგორც მოგეხსენებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სწორედ ამიტომ, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ  მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ჩვენს მოქმედებებს. კონკრეტულად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში გავააქტიურებთ თერმოსკრინინგს და ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილებები ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი. შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იყვნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, გაუკეთდეთ მათ…

მეტი...

“ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი ახდენს ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას” – ლევან დავითაშვილი

  •  

 სოფლის მეურნეობაში ახალ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ მხრივ ახლა განსაკუთრებით აქტუალურია კახეთი. „კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ზოგადად მობილობა შემცირებულია, მათ შორის საერთაშორისო მობილობა შეზღუდულია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ორგანიზებულად, სამუშაო ჯგუფის მიერ ხდება სამუშაო ძალის გადანაწილება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმგვარად, რომ სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს. დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობაში მოთხოვნა ახალ სამუშაო ძალაზე მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი. ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი ახდენს ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას, განსაკუთრებით ახლა აქტუალურია კახეთის…

მეტი...

“ინფიცირებულნი არიან კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებიც” – ამირან გამყრელიძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებიც ინფიცირებულნი არიან. თუმცა, გამყრელიძის თქმით, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკამყოფილებელია. ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრები რამდენიმე ბაზრობაზე მუშაობდნენ, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ბაზრობებზე ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. „სამწუხაროდ, ჩვენ გუშინ გვქონდა გარდაცვალების მე-16 შემთხვევა. 72 წლის მამაკაცს ჰქონდა საკმაოდ მძიმე თირკმელების ქრონიკული დაავადება. ის იმყოფებოდა დიალიზზე. სწრაფად განვითარდა ინფექცია, სამწუხაროდ, ასევე ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრები, თუმცა კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ რამდენიმე ბაზრობაზე, ამიტომ, საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება…

მეტი...

ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება

  •  

 როგორც მოგეხსენებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, დღეს, საკოორდინაციო საბჭოზე, მივიღეთ მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ჩვენს მოქმედებებს, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გარდაბნის მუცინიპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში გააქტიურდება თერმოსკრინინგი. „მივიღეთ გადაწყვეტილებები, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იყვნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, გაუკეთდეთ მათ ტესტები. ყველა ეს ღონისძიება, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება ამ…

მეტი...

“უკრაინის მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან” – ავტობუსის გამტაცებლის მოთხოვნა ლუცკში

  •  

 უკრაინაში ავტობუსის გამტაცებელი კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ აცხადებს, როგორც ის ამბობს ტერაქტებს გააგრძელებენ. გამტაცებლის მთავარი მოთხოვნაა, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის ითხოვს, სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებმა „იუთუბზე“ მიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ სწორედ ისინი არიან „კანონიერი ტერორისტები“. უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი შეიარაღებულია, ავტობუსი კი, დანაღმული. ლუცკში არსებულ მდგომარეობას ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, მიმდინარეობს ოპერაცია და ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს. „საგანგაშო ინფორმაციაა ლუცკიდან. დილით, 9:25 საათზე პოლიციის განყოფილებაში მამაკაცმა დარეკა და თქვა, რომ ავტობუსი გაიტაცა,…

მეტი...

„კოვიდის“ დამარცხებამდე შორია, ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს” – ამირან გამყრელიძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობაში ილუზიაა, თითქოს ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა, რაც არასწორი მოსაზრებაა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლოებამ ქვეყანაში არსებული შედარებით უკეთესი ეპიდსიტუაცია უნდა შეინარჩუნოს. „პირბადეებს აღარ იკეთებენ  შესაბამის დაწესებულებებში, ისევ და ისევ ხორციელდება დიდი შეკრებები და არის ილუზიის შექმნა, რომ ქვეყანამ დაამარცხა კორონავირუსი, არა, ბატონებო, „კოვიდის“ დამარცხებამდე შორია. ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს. ეს უნდა გაკეთდეს გლობალურად. გლობალურად და ჩვენს ირგვლივ კი ეპიდსიტუაცია უარესდება. საქართველო ამ ეტაპამდე არის უკეთეს მდგომარეობაში და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ეს უკეთესი სიტუაცია შევინარჩუნოთ“, –  განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“უნდა გვახსოვდეს, რომ წესებს თუ არ დავიცავთ, კორონა არ გაჩერდება” – პაატა იმნაძე

  •  

  ეტაპზე გარდაბანში, კონტროლის მეტად გამკაცრების აუცილებლობას ვერ ხედავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე, იმნაძის ინფორმაციით,გარდაბანში მოსახლეობა საკმაოდ მობილიზებულია: “მოსახლეობა ჩვენთან გარდაბანში ძალიან კარგად თანამშრომლობს. მოდიან ადამიანები და იკვლევენ ყველაფერს. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ რაიმის გამკაცრება არ იქნება საჭირო. მთავარია,  ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას უმარტივესი წესები. უნდა გვახსოვდეს, რომ წესებს თუ არ დავიცავთ, კორონა არ გაჩერდება. ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი და ასევე დავიცვათ სოციალური დისტანცია, ამ შემთხვევაში არავითარი საშიშროება არ არსებობს,”- განაცხადა პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

მეტი...

“ბოლო კვირის განმავლობაში 63 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დამაფიქრებელი ინდიკატორია” – ამირან გამყრელიძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამ ეტაპზე მართვას ექვემდებარება. “საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია, ის დღესაც ემორჩილება კონტროლს. მაგრამ ბოლო 10 დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა სხვა დღეებთან შედარებით მომატებულია, რაც საყურადღებო ინდიკატორია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დამაფიქრებელი ინდიკატორია. აქამდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ინფიცირებულებს, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირიქით მოხდა. აღნიშნული 63 შემთხვევიდან 7-ის წყარო ჯერ დაუდგენელია. ბოლო შემთხვევათა უმეტესობა მოდის გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მეტი...

„ამათ მალე მოუწევთ მონებივით ხოხიალი“ – თენგიზ კალანდია მოსამართლეებზე

  •  

 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ თვლის დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა. თენგიზ კალანდია მიიჩნევს,რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ოჯახი დავის გაგრძელებას აპირებს. კალანდია თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ფონზე სასამართლოს ინტერესში არ შედიოდა სარალიძის გაღიზიანება. “არავითარ მოულოდნელობას არ ჰქონია ადგილი, ესენი ხომ მონები, მარიონეტები არიან! გასაჩივრებას აზრი იმის გამო აქვს, რომ სტრასბურგში წავიდეთ, თორემ აქ რომ შედეგი არ დადგება, ვიცი. ესენი არიან მონები, მარსაგიშვილის და სანდოძის თამადობით. ამათ მალე მოუწევთ მონებივით ხოხიალი. ახლა ეშინიათ, შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ კალანდიაც დამატებოდათ. საქმეში მტკიცებულებები არ არის, არის ვიღაცის მონათხრობი, ვიღაცის განაგონი და ვიღაცის…

მეტი...

პორტუგალიის პრეზიდენტს საქართველოს ელჩმა რწმუნების სიგელი გადასცა

  •  

 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი მირცხულავამ პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მარსელო რებელო დე სოუზას რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს ელჩისა და პორტუგალიის პრეზიდენტის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას.ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს. ასევე აღინიშნა პარლამეტთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობა. ელჩმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პორტუგალიის მხარდაჭერისათვის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა…

მეტი...

მიხეილ კალანდიას 11 წელი და 3 თვე მიესაჯა

  •  

 სააპალეციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე არ დააკმაყოფილა ადვოკატის საჩივარი და 25 თებერვლის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და სამი თვე შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

მეტი...

შესაძლოა, გარდაბანი ისევ ჩაიკეტოს – მინისტრის პოზიცია

  •  

 „ახალი კორონავირუსის“ საფრთხე ქვემო ქართლში ისევ მზარდია.  საკოორდინაციო საბჭო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, გარდაბანი ისევ ჩაიკეტება თუ არა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, მიმდინარეობს კვლევა, რა შეიძლება იყოს შემთხვევის მატების მიზეზი. “საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა მიდგომები იქნება გარდაბანთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გარდაბანში ჩაღრმავებული კვლევა, დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვებიდან მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა გარდაბანშიც მიღებული იგივე ზომები, რაც გვქონდა მიღებული მარნეულში“, – განაცხადა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 4 პირია დააკავებული

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი: 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ, 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის წყარო უცნობია

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის პირველწყარო დაუდგენელია.  “2 პაციენტზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს კონტაქტების მოძიებისა და პირველწყაროს დასადგენად,” – ​განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  დღეს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა  დაფიქსირდა, 2 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. 

მეტი...

სანდრო ბრეგაძე სუს-ში დაიბარეს

  •  

 ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე სუს-ში რამდენიმე წუთში მივა. როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ განაცადა, რისთვის იბარებენ, უცნობია. „დღეს ვარ დაბარებული 12:00 საათზე და ბუნებრივია, გამოცხადებას ვაპირებ ახლა მივდივარ, გუშინ მომიტანეს უწყება, რომ დაბარებული ვარ, თუმცა, კონკრეტული მიზეზი არ ვიცი“ – განუცხადა მან „მედიაცენტრ მთავარს“. ჩვენს კითხვას, რაზე გაქვთ ეჭვი, რის გამო შეიძლება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი თქვენით დაინტერესებულიყო, სანდრო ბრეგაძემ ასე გვიპასუხა: „აზრზე არ ვარ, არ გამოვრიცხავ, მარნეულის ამბები იყოს, იქ გამართული საპროტესტო აქციები ნარიმანოვის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით, თუმცა, „ქართული მარში“ ამ აქციებში ჩართული არ ყოფილა“. მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1049 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 903-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 534 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

მეტი...

საქართველოს „შავ სიაში“ მოხვედრა ემუქრება 

  •  

 „ევროპული აკრედიტაციისთვის ჯერ არ მიგვიმართავს, რადგან, არ გვინდა, საქართველო „შავ საში“ მოხვდეს, თუმცა თუ პროცესები არასამართლიანად წარიმართა იძულებულები გავხდებით ასეთი წერილი გავაგზავნოთ“ – განაცხადა „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით  მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდა შეწყვიტოს კონკრეტული კომპანიისთვის პრივილეგიების მინიჭება.  მისივე თქმით, კონკრეტული კომპანია, რომელიც ამჟამად პრივილეგიებით სარგებლობს „გრინვეია“. „ჩვენ ევროდირექტივების დანერგვის მხარდამჭერები ვართ, თუ რეფორმები სწორად გატარდება და 90-იანი წლების „ტეხასმოტრს“ არ დაემსგავსება. ამისი ერთ-ერთი მაგალითია კომპანია „გრინვეი“ თავისი მახინჯი მაქინაციებით. სამწუხაროა, მაგრამ თუ პრობლემები არ გადაიჭრება მაღალია რისკი იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ მწვანედ გადაღებილი „ტეხასმოტრის“…

მეტი...

რა სარგებლობა მოაქვთ ქალებს პოლიტიკაში?! – კითხვა დეპუტატებს (ვიდეო)

  •  

  კითხვით – რა სარგებლობა მოაქვთ ქალებს პოლიტიკაში, „მედიაცენტრმა მთავარმა“ საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართა. ზოგმა კითხვას იუმორით უპასუხა, ზოგმა კი ღრმა სერიოზულობით. რამდენიმე დეპუტატის პასუხი კი შემდეგი იყო: „არავითარი“, „ნულოვანი“, თუმცა, მათ კამერასთან იგივე არ გაიმეორეს და კითხვაზე პასუხს თავი აარიდეს.

მეტი...

მიხეილ კალანდიას საქმეზე სააპელაციო სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

  •  

 დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენს სააპელაციო სასამართლო დღეს გამოაცხადებს. მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, თუ სასამართლო ბრალდების პოზიციას არ დააკმაყოფილებს და მისი შეფასებით, უკანონო განაჩენს ძალაში დატოვებს, ეს იქნება პრეცედენტი, როცა მოსამართლე მის რეალურ ფუნქციას არ ასრულებს. „დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენი სააპელაციო საჩივრის თაობაზე. ფაქტობრივად, უპრეცენდენტო გადაწყვეტილების მოლოდინში ვიმყოფებით, რამეთუ, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე დააკმაყოფილებს ბრალდების პოზიციას და ძალაში დატოვებს უკანონო განაჩენს, ეს იქნება პრეცედენტი, სააპელაციო სასამართლოს დონეზე დადგინდება, რომ მოსამართლეს შეუძლია, სასამართლო სხდომებზე მხოლოდ ფორმალურად იმყოფებოდეს…

მეტი...

თბილისის მერიამ ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ახალი ვებპორტალი შექმნა

  •  

 თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ვებპორტალი – www.findouttbilisi.com შექმნა. ვებგვერდის მიზანი, მოხმარების უპირატესობები და დანიშნულება საზოგადოებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გააცნო. „ახალი ვებგვერდი გაყიდვების ალტერნატიული პორტალია, რომელიც არსებულ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორის – ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. მცირე და საშუალო ტურისტული კომპანიები ჩვენგან მხარდაჭერას საჭიროებენ. აღნიშნული პორტალის მეშვეობით კი, ისინი საკუთარი სერვისების გაყიდვას პირველ ეტაპზე შიდა, ხოლო შემდეგში, უკვე საერთაშორისო ტურისტებზე შეძლებენ. აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქალაქებთან. ასევე, თბილისი არის გაწევრიანებული ისეთ ასოციაციაში, როგორიცაა EUROPEAN CITIES MARKETING (ECM). საერთაშორისო ქსელებზე სერვისების კატალოგს სწორედ…

მეტი...

გარდაბანში კორონავირუსის გაფართოებული ტესტირება იწყება

  •  

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, დღეიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო პერიოდშიკორონავირუსის 20 შემთხვევა გამოვლინდა.სოფლების ჩაკეთვა ადგილობრივი ხელიუსფლების ინფორმაციით არ იგეგმება. „მთლიანად გარდაბნის მუნიციპალიტეტში არის 20 ინფიცირებული. დაგეგმილია გაფართოებული ტესტირება, უკვე დაწყებული გვაქვს სოფელ ყარაჯალაში და კიდევ გაგრძელდება. პირველ რიგში, აღებული იყო კონტაქტები, ვისთანაც იყო და გადაყვანილნი არიან საკარანტინო სივრცეში. ახლა ვგეგმავთ, რომ მიმდებარედ, სამეზობლო ქუჩების დატესტვა მოხდეს. თავის დაზღვევის მიზნით ალბათ მთელ სოფელს მოუწევს, რათა არ გავრცელდეს ვირუსი. ამ ეტაპზე ჩაკეტვის საშიშროება არ დგას, რადგან სრულად ექვემდებარება კონტროლს. ყველა კონტაქტზე გასულები ვართ და გადაყვანილნი არიან საკარანტინო სივრცეში“, – აცხადებს გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.…

მეტი...