“ბოლო კვირის განმავლობაში 63 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დამაფიქრებელი ინდიკატორია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამ ეტაპზე მართვას ექვემდებარება.

“საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია, ის დღესაც ემორჩილება კონტროლს. მაგრამ ბოლო 10 დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა სხვა დღეებთან შედარებით მომატებულია, რაც საყურადღებო ინდიკატორია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დამაფიქრებელი ინდიკატორია. აქამდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ინფიცირებულებს, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირიქით მოხდა. აღნიშნული 63 შემთხვევიდან 7-ის წყარო ჯერ დაუდგენელია. ბოლო შემთხვევათა უმეტესობა მოდის გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი თემები