გიორგიგახარია ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, არად ბენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ძირითად საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებას და პოზიტიურ შედეგებს Covid-19-თან ბრძოლის მიმართულებით.

არად ბენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მთავრობის მეთაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა.

მსგავსი თემები