“კომპიუტერს ვერ ხსნიან, მოვიწვევთ ფედერალური ბიუროს სპეციალისტებს ამერიკიდან, აქ ჯერ 21 – ე საუკუნე არაა“ – მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი პროგრამისტი გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ვერ მოხერხდა დაღუპულის კომპიუტერის გახსნა, ოჯახი არ გამორიცხავს, რომ დასახმარებლად ამერიკის ფედრალური ბიუროს სპეციალისტებს მიმართოს. „უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც. ალბათ, ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც მოხდეს სპეციალური ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ ვერ ხსნიან. როცა უნდათ დაშინების და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან, როცა უნდათ ევაჭრებიან, აშინებენ – შეთანხმებებს რატომ არღვევ. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას უნდა გააჩნდეს, მე-17 საუკუნეში არ ვცხოვრობთ და რუსეთი არ ვართ“, – განაცხადა მიხეილ…

მეტი...

სომხეთის კონფლიქტურ რეგიონთან ახლოს, აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნას სომეხი სამხედრო ემსხვერპლა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი 45-ჯერ გახსნეს, რასაც აზერბაიჯანის თავდაცვითმა ძალებმა საპასუხო იერიშით უპასუხეს. მომხდართან დაკავშირებით კვლავ ორმხრივი ბრალდებები ისმის. საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, თუმცა მოვლენები საპირისპიროდ ვითარდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავს, რომელიც კონფლიქტურ რეგიონთან ახლოს გაიმართება.

მეტი...

კატას პატრონისგან კორონავირუსი გადაედო

გაერთიანებულ სამეფოში ცხოველის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  გაერთიანებულ სამეფოში კატას კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს დიდ ბრიტანეთში ცხოველის ინფიცირების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ვარაუდობენ, რომ შინაური ცხოველი პატრონისგან დაინფიცირდა. ოჯახის ყველა წევრი, სადაც კატა ცხოვრობს, კორონავირუსისგან უკვე განიკურნა.

მეტი...

ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ კიდევ 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

ფოთში 2 ივლისს მომხდარი ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ კიდევ 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გამოცხადებულია ძებნა. ოფიციალური ვერსიით, მამა-შვილ ტყებუჩავებს თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ისინი ფოთში, ერთ-ერთი ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ. სასტიკად სცემეს მოკლულის მამაც. ვაჟა ტყებუჩავა კი მძიმე მდგომარეობაში ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მიატოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ქურდული სამყაროს ორი ჯგუფის უთანხმოებას უკავშირდება. ძებნილი პირების გარდა ამ საქმეზე უკვე 5 ადამიანია დაკავებული.

მეტი...

„ის, რომ „შარშია“ ჩემგან არ თქმულა“ – ლადო ბაჭულაშვილი

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უარყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებას, თითქოს მან უთხრა, რომ „თამარი შარში იყო,“ თუმცა ოჯახთან კომუნიკაციას ადასტურებს: „ოჯახთან კომუნიკაცია მქონდა, როგორც პირადი, ასევე სატელეფონო. თუმცა, ის, რომ „შარშია“ ჩემგან არ თქმულა. როგორ ვეტყოდი, როცა საერთოდ კომპიუტერთან შეხება არ მქონდა. ოჯახმაც იცოდა, რომ დღე და ღამეს ვათენებდი იმისთვის, რომ მეპოვა. აქციის დღეს საერთოდ არ მქონია მაგ კაცთან არც შეხება. შეიძლება დილით სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ საღამოს არა. ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოც, სამაშველოც, დრონიც, ყველა სამსახური ჩართული იყო. ჩემი სახელი და გვარი პირველივე დღეს ვუთხარი,…

მეტი...

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარესა და მის თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარესა და მის თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. დაცვის მხარე კი თემურ და მათე ღვინჯილიებისთვის აღკვეთის ღონისძიებად 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.   გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაკავებული თემურ ღვინჯილია დუმილის უფლებას იყენებს. მათე ღვინჯილია კი ამბობს, რომ მას უაქციზო სიგარეტი აფხაზეთში მცხოვრებმა პირმა აჩუქა და ის ახლობლებისთვის დასარიგებლად უნდოდა. პროკურატურის ინფორმაციით, მათ უაქციზო სიგარეტი სოფელ ფახულანის ტყეში დატვირთეს, გზაზე კი პოლიციის მითითებაზე მანქანა არ გააჩერეს და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. პროკურორმა წინასწარი პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა რამდენიმე მიზეზით, მათ შორის, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლო საფრთხით ახსნა. მისივე თქმით, მტკიცებულებების სახით, მათ შორის…

მეტი...

“გიორგისთან შემხებლობა ჰქონდათ ბოლო მომენტში მხოლოდ “ტოიოტა ქამრის” მგზავრებს” – მირიან ნიკოლაძე

დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი საქარაშვილის ოჯახისთვის მოუოდნელი არ ყოფილამირიან ნიკოლაძე აცხადებს ,რომ არსებობდა მოლოდინი, რომ აღკვეთი ღონისძიებები არ შეიცვლებოდა, ვინაიდან ამის საფუძველი არ არსებობდა.  მისივე თქმით, ოჯახის გამოკვეთილი პოზიციაა, “ტოიოტა ქამრის” მარკის ყველა მგზავრის მიმართ წაყენებული იქნას ბრალდება 109-ე მუხლით.  “ოჯახის პოზიცია არის შეუცვლელი და კატეგორიული, რომ უნდა წაეყენოს ბრალდება 109-ე მუხლით ყველა იმ პირს, რომელიც იმყოფებოდა “ტოიოტას” მარკის ავტომანქანაში. ჩვენი ეს პოზიცია გამოძიებამაც იცის და საზოგადოებამაც იცის, რომ არ იცვლება და არ შეიცვლება სავარაუდოდ, ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ გამოძიების ვადაშივე, რა თქმა უნდა, უნდა იყოს წარდგენილი ეს ბრალდება აღნიშნული პირებისთვის და ვთვლით, რომ…

მეტი...

“ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში​ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში​ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა. მისივე თქმით,  პანდემია სულ უფრო ძლიერდება. როგორც „როიტერი“ წერს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი უახლოეს დღეებში პანდემიის ვითარების შესაფასებლად საგანგებო კომიტეტის სხდომას მოიწვევს. მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 16 მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილი კი, 640 ათასზე მეტია.

მეტი...

„ჯანდაცვის სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტები ქეჩოთი ჰყავს დაჭერილი“  – სამედიცინო ექსპერტი „მედიაცენტრ მთავარში“

„სახელმწიფოს, კერძოდ კი ჯანდაცვის სამინისტროს, თავისი რეგულაციებით, სამედიცინო თუ კრიმინალისტიკური ექსპერტები ქეჩოთი ჰყავს დაჭერილი და ავალდებულებს იმ რეგულაციებს დაემორჩილოს, რაც არაფრის მომცემია“ – ეს განცხადება დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და განაცხადა, რომ არსებული რეგულაციები შესაცვლელია. ექსპერტიზის განადგურების ერთ-ერთ მიზეზად,  ექსპერტმა სწორედ არსებული რეგულაციები სა საბჭოური სტანდარტები დაასახელა. „დიახ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს ყელში ყავს წაჭერილი დამოუკიდებელი ექსპერტი. არსებობს ისეთი რეგულაციები, რომელიც არავის არაფერში სჭირდება, თუმცა, სჭირდება სამინისტროს, რომ  ქეჩოთი დაგიჭიროს. აი მაგალითად,  არსებული რეგულაციები მავალდებულებს, მინდა თუ არა, მაქვს თუ არა, სამედიცინო ნარჩენების გატანაზე, ხელშეკრულება გავაფორმო კონკრეტულ ორგანიზაციასთან.…

მეტი...

“გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა გადააქციეს სახელმწიფოსთან ბრძოლად” – გია ვოლსკი

გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის კოალიცია “ძალა ერთობაშია”-დან წასვლას, უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. ვოლსკი ფაქტს მნიშვნელოვნაად არ თვლის, რადგან მიან ია, რომ ოპოზიცია ისედაც დასუსტებულია. “გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა გადააქციეს სახელმწიფოსთან ბრძოლად. თაკო გავა ამ საერთო ფერხულიდან თუ ნებისმიერი სხვა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა,”- განაცხადა გია ვოლსკიმ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, მისთვის არაბუნებრივი უფრო ეს გაერთიანებაა, ვიდრე მათი დაცალკევება.  “მათი ერთობა ჩემთვის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ თავის დროზე, მტერი და მოყვარე ერთად იყო, მაგრამ ერთად იყვნენ სწორედ რომ ძალაუფლების წყურვილით.…

მეტი...

„მილიონი რომ მქონოდა, მორგს კი არ გავაკეთებდი, აგარაკს ვიყიდდი ფლორიდაში” – სახელმწიფო რეგულაციები, რომელიც ექსპერტიზას კლავს

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი იმ უსარგებლო სახელმწიფო რეგულაციებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ექსპერტიზაც კლავს და საქმეების გახსნას აფერხებს. მაია ნიკოლეიშვილმა, აღნიშნული პრობლემებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინიტროს ექსპერტები „ქეჩოთი ჰყავს დაჭერილი.“    „ქვეყნისთვის დამოუკიდებელი ექსპერტიზის არსებობა დიდი ფუფუნებაა. ის რაც მოვიპოვეთ, არსებული უსარგებლო რეგულაციებით ნადგურდება. პირველი პრობლემა, რაც დღეს ამ კუთხით არსებობს, არის უუფლებო დაზარალებული. ადრე, დაზარალებულს გარკვეული უფლებები ჰქონდა, დღეს კი ეს არ არსებობს. საქმეები ვერ იხსნება იმიტომ, რომ დაზარალებულს არ შეუძლია, გამოიყენოს საკუთარი რესურსი, თუნდაც, მტკიცებულებების შეგროვების. შაქარაშვილის ბიძას ეს შესაძლებლობა და უუფლებო რომ ჰქონოდა,…

მეტი...

პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ დაასახელა, შსს-ს გენინსპექციაში დაიბარეს

დღეს ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ პირი, რომელმაც მას დაურეკა და უთხრა, რომ “მისი შვილი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია. “მე მჭირდება ის პიროვნება. რატომ მითხრა ჯერ კომპიუტერი გავხსენიო, მაგაზე ვმუშაობ ახლაო, შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშე არისო, შარშიაო. ლადო ბაჭულაშვილი არის ეს პიროვნება, აგერ მუშაობს მოადგილედ არის. რატომ მითხრა ასე? რატომ გათიშა ტელეფონი? რატომ გვემასხარავა?“ – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა. არსებული ინფორმაციით დასახელებული პოლიციელები შსს – ს გენინსპექიაში დაიბარეს.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.  დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. პროკურატურამ კი, ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა სიტყვით ისარგებლეს. 11 პირიდან ბრალს 10 არ აღიარებს, მხოლოდ ერთი – ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე აღიარებს ბრალს ნაწილობრივ, მას მხოლოდ აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან. ცნობისთვის, დაკავებულებიდან ნაწილს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 126-ე, ნაწილს კი, 225-ე მუხლებით…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, ისინი ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, საზღვარზე გადაადგილება, მათ შორის სამუშაო მიზნებით, კონკრეტული საფუძვლების და გარემოებების გათვალისწინებით ხდებოდეს. საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ბაზრებისა და ბაზრობების შემოწმების პროცესის მიმდინარეობა. „გასულ კვირას თბილისის მასშტაბით შემოწმდა თითქმის ყველა ბაზარი, მათ შორის – „ლილოს“, „ელიავას“, „დეზერტირების“, „ნავთლუღის“, „დიდუბის“, „გლდანის“ ბაზრობები, ასევე – ვარკეთილსა და დიღომში არსებული ბაზრები.…

მეტი...

“არ არის გამორიცხული გაფართოებული ტესტირებები სხვა ბაზრობების ტერიტორიაზეც ჩატარდეს” – ამირან გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით გაკეთდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ მომენტისთვის საქართველოში 2 ცხელი წერტილია: გარდაბანი და ლილოს ბაზრობა. ამირან გამყრელიძემ გარკვეული სტატისტიკური მონაცემებიც მიაწოდა მედიასაშუალებებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გარდაბანში აღმოჩენილია 59 კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა, აქედან 6 თავად ქალაქის ტერიტორიაზე, 4 ყარათაკლიაში, 6 სოფელ გამარჯვებაში და ყველაზე მეტი – 29 სოფელ ყარაჯალარში. სწორედ ყარაჯალარში არის ამ მომენტისთვის ყველაზე რთული მდგომარეობა. სულ გარდაბნის ტერიტორიაზე 3 394 ადამიანია გამოკვლეული და 142 მათგანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. გარდაბანში აღმოჩენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა ქვეყანაში აღმოჩენილი საერთო რაოდენობის 4%-ს შეადგენს. რაც შეეხება ლილოს ბაზრობას, როგორც…

მეტი...

წვევამდელი სამხედრო სამსახურში გაწვევის მეორედ გადავადებით რიგ შემთხვევაში ვეღარ ისარგებლებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს რიგ შემთხვევებში სამხედრო სამსახურის გადავადების საშუალებას აძლევს. როგორც კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტთან დაკავშირებით იყო კითხვები, ხომ არ გამოიწვევდა ინიცირებული პროექტის დამტკიცება გაწვევის სისტემაში წვევამდელების დეფიციტს. სესიაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა და საკითხზე შეჯერება მოხერხდა. როგორც მან კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, შეთანხმება სამ საკითხზე შედგა, კერძოდ: წვევამდელი, რომელიც ერთხელ უკვე ისარგებლებს სამხედრო სამსახურის გადავადებით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დროს, ვეღარ ისარგებლებს მეორედ გადავადებით, თუ პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარებს; აპლიკანტს,…

მეტი...

ბრალის ნაწილობრივი აღიარება – გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალები

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა „საბურთალოელმა“ ირაკლი წაქაძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა, მას გამოძიება ძალადობას ედავება. წაქაძე ინციდენტში მონაწილეობდა, მას ავტობანზე მომხდარ დიდ დაპირისპირებასთან კავშირი არ აქვს. წაქაზესთან ერთად მისი ორი მეგობარია დაკავებული – საბა ჩხარტიშვილი და საბა გოგშელიძე, რომლებიც აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდნენ და დუმილის უფლებას იყენებენ. დანარჩენი 8 პირი – “მერსედესისა” და “ტოიოტას ქამრის” მგზავრები, რომლებსაც ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, ბრალს არ აღიარებენ. სასამართლო პროცესი მცხეთაში 11 საათზე დაიწყო.

მეტი...

„ერთმა მითხრა, რომ შენი შვილი დიდ შარშია გახვეულიო, მეორე დღეს დავურეკე მას, თუმცა ტელეფონი გათიშული ქონდა” – თამარ ბაჩიალაშვილის მამა

თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია დატოვეს. ოჯახის სურვილია, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს. „ერთმა მითხრა, რომ შენი შვილი დიდ შარშია გახვეულიო. მეორე დღეს დავურეკე მას, თუმცა ტელეფონი გათიშული ქონდა. არ პასუხობდა. მერე გზა რომ გადაკეტეს, მოვიდა ჩემთან და მეუბნება ჩვენ ასე ვილაპარაკეთო? ანუ მე დამიძახეს სავაჭროდ აქ. მე პასუხი არაფერი არ მიმიღია, ის პიროვნება არ დაგვხვდა ჩვენ აქ. გამომძიებელთან და უფროსთან მე პრეტენზია არ მაქვს. მე ვითხოვ, სამინისტროში გადავიდეს საქმე“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად…

მეტი...

„ყინული და სარიტუალო მომსახურებას ექსპერტიზის საქმე არ არის“ – მაია ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავრში“

„სრული სიგიჟეა სამხარაული და ყინულის ერთმანეთთან კავშირი, ვინ გამოიტანა  ეს საკითხი სალაპარაკოდ“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სამედიცინო ექპსერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა. ექსპერტი განმარტავს, რომ გავრცელდა გაუგებარი ინფორმაცია, თამარ ბაჩიალაშვილის ცხედართან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამხარაულის ექპერტიზას ყინული არ ჰქონდა. ეპსპერტი აღნიშნავს, რომ მსგავსი საკითხი ექპსერტიზის მოსაგვარებელი არ არის. „ეს საერთოდ ვინ გამოიტანა სალაპარაკოდ. გავოგნდი.  ყინული და სარიტუალო მომსახურება ექპსერტიზის საქმე არ არის.  თქვენ შეიძლება მოითხოვოთ ექსპერტიზის საკითხი, ყინული საერთოდ არასოდეს გაუცია სამხარაულს. ვინც ეს პრობლემა გაავრცელა მას უნდა ვესაუბროთ, მე არ დავიცავ სამხარაულის ექსპერტიზას, სადაც დასარტყმელია დავარტყამ, მაგრამ…

მეტი...

კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი, ერთი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ერთი კი გაჩიანს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხი შემოტანილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო გაჩიანს უკავშირდება. „დაგვემატა მხოლოდ ექვსი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად გახლავთ 1137. გამოჯანმრთელდა ორი და გახდა 922. ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევის კონფიგურაცია ასეთია: ოთხი გახლავთ იმპორტირებული, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთის წყარო არის გაჩიანი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 237 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ეზუგბაიას თქმით, კლინიკას ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა და ამ ეტაპზე ცენტრში 41…

მეტი...

“სიკვდილი ადამიანს ულამაზოს ხდის, მისი სხეული გაფუჭებული იყო” – ექსპერტი თამარ ბაჩალიაშვილზე “მედიაცენტრ მთავარში”

“არაერთგის იყო საუბარი, რომ ეს ყველაფერი, რა სურათიც ცხედართან დაკავშირებით მანქანაში იყო, შეიძლებოდა თუ არა დახურულ მანქანაში განვითარებულიყო. დიახ ეს შესაძლებელი იყო,“ – ამის შესახებ „მედიციანეტრ მთავარში“ დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა. ნიკოლეიშვილის განმარტებით გარდაცვლილი გოგონას სხეული იმდენად იყო დაზიანებული, რომ ექსპერტებისთვის შეუძლებელი იყო სრულყოფილი დასკვნის გამოტანა. „ძალიან რბილად რომ ვთქვა, სიკვდილი ადამიანს ულამაზოს ხდის ვიზუალურად. შიგნით მიდის ცუდი პროცესები და იმდენად ცვლის მას, რომ კანზე ვეღარ ხედავ ყველაფერს. სხეული გაფუჭებული იყო, ამ ტემპერატურებზე მსგავსი სურათი გვინახავს 24 საათშიც კი. საუბარი იყო იმაზეც, შეიძლებოდა თუ არა ეს ყველაფერი დახურულ მანქანაში…

მეტი...

„ძალიან გამიკვირდა ფრაზა “გვამურ გაშეშებასთან” დაკავშირებით, რაც ვნახე ექპსერტიზის დასკვნაში“ – მაია ნიკოლეიშვილი “მედიაცენტრ მთავარში“

„დღემდე დუმილს ვინარჩუნებდი, რადგან, არ ვიყავი საქმეში ჩართული, მაგრამ ბოლოს უკვე ყველაფერი რომ აირია, ვეღარ გავჩუმდი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სამედიცინო ექპსერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა. სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სამხარაულის ექპერტიზის დასკვნას ეხმაურება, მისთვის გაუგებარია თუ, რატომ გაჩნდა დასკვნაში ფრაზა „გვამური გაშეშება.“ ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ ბევრ პრობლემას დაზარალებულის უუფლებობა იწვევს: „დღეს დაზარალებული უუფლებოა, მხარეს წართმეული აქვს უფლება მოაგროვოს მტკიცებულებები. ეს, რომ ასე არ იყოს, აქციები აღარ იქნება და არც ადამიანების უკმაყოფილება. რაც შეეხება ექსპერტებს, გეჯაძეს ჯერ დასკვნა არ დაუდია,  გეჯაძე ცალკე დასკვნას არ წერს, მისი ექსპერტიზის წარმომადგენელი მონაწილეობდა გაკვეთაში…

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები მცხეთის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 -პირი მიიყვანეს.  გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს, მცხეთის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღი 1 თვით გახანგრძლივდა. ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. რაც შეეხება დაზარალებულ მხარეს, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩეს, რადგან ბრალდებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და არსებობს მათი მიმალვის საფრთხე. ოჯახი კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მსხდომ…

მეტი...

ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო

კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ, – განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია ხარატიშვილმა, რომელიც კახეთის მხარის რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს შეხვდა და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერა. „სახელმწიფო აგროდაზღვევის პირობებს მუდმივად აუმჯობესებს, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდაზღვევა მრავალწლოვანი კულტურებისთვის სამწლიანი გახდა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე – 50%-ის დაფინანსებას ახდენს, მოვუწოდებთ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და…

მეტი...

ამერიკელმა დიპლომატებმა შეერთებული შტატების ჩინეთში საკონსულო დატოვეს

ამერიკელმა დიპლომატებმა შეერთებული შტატების ჩინეთში მდებარე საკონსულო დატოვეს. ქალაქ ჩენდუში შტატების საკონსულოს დახურვა ჩინეთმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამერიკულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულოს დახურვის ბრძანება გასცა. პეკინმა ამერიკელ დიპლომატებს საკონსულოს დასატოვებლად 72 საათი მისცა, რომელიც დღეს დილით ამოიწურა. შტატების პრეზიდენტის ინფორმაციით, შესაძლოა, ამერიკაში ჩინეთის სხვა საკონსულოებიც დაიხუროს.

მეტი...

იორდანია საქართველოსთან ფრენებს აღადგენს

იორდანია 5 თვიანი კარანტინის შემდეგ, საქართველოსა და კიდევ 21 ქვეყანასთან ფრენებს აღადგენს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავიამიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. იორდანიის მიერ განსაზღვრულ ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში საქართველოსთან ერთად ავსტრია, კანადა, ჩინეთი, იტალია და სხვა ქვეყნები მოხვდნენ. მოგზაურებს იორდანიაში ჩასვლისას არ მოუწევთ კარანტინის გავლა, თუმცა მათ კოვიდ-19-ზე ტესტირება წინასწარ უნდა ჰქონდეთ ჩატარებული. ქვეყნების ჩამონათვალი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ყოველ ორ კვირაში განახლდება.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 922-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.

მეტი...

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიცელი, რომელიც არასრულწლოვანს დაეჯახა დაკავებულია

პროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

მეტი...

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. აღნიშნულ სხდომაზე დაკავებული 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღი 1 თვით გახანგრძლივდა. ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. რაც შეეხება დაზარალებულ მხარეს, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩეს, რადგან ბრალდებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და არსებობს მათი მიმალვის საფრთხე. ოჯახი კიდევ ერთხელ…

მეტი...