„ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგისი“ – ანა გაბეჩავას მიმართვა გარდაცვლილის მშობლებს

საბედისწერო 19 ივნისის იუბილარი ანი გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ ჩხუბს გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე შეეწირა, გარდაცვლილის ოჯახს მიმართავს და ამბობს, რომ მისი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი. „მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს და მინდა მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია, რაც მოხდა. ნამდვილად, მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი. ეს ყველაფერი მართლა მე მეხება უშუალოდ, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა და მეც ძალიან ცუდად ვარ ამის შემდეგ და განვიცდი ამ ამბავს. იცოდეთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს არცერთი წამით ამ ამბის მიმართ და არცერთ მათგანს ხელს არ…

მეტი...

„გიორგი დაბადების დღეზე მე არ “დამიპატიჟებია”, ჩემმა მეგობარმა დაპატიჟა“ – ანი გაბეჩავა

იუბილარი ანი გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ ჩხუბს გიორგი შაქარშვილის სიცოცხლე შეეწირა, აცხადებს, რომ ის  გიორგის იცნობდა, თუმცა, დაბადების დღეზე არ მიუწვევია.   „გიორგისთან კარგი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ვიცნობდი.  მე არ მიმიწერია, ჩემმა მეგობარმა ლიზი ნადირაძემ მისწერა და მე ვიცოდი, რომ მოდიოდა დაბადების დღეზე. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ მეზობლები არიან. გიორგი მომწერა წინა დღეს, მანამდე არც მიმოწერა  გვქონია არასდროს“, – განაცხადა ანა გაბეჩავამ. მისივე თქმით, მის დაბადების დღეზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მას ურთიერთობა არც ჰქონია და არც მიუწვევია დაბადების დღეზე. ის ამბობს, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები მის მეგობრებს გამოჰყვნენ.  

მეტი...

6 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, ანა გაბეჩავამ შსს დატოვა

19 ივნისის საბედისწერო ღამეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება. იუბილარი ანა გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზეც დაიწყო  კონფლიქტი, სამართალდამცველთა კითხვებს თითქმის 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. მან შსს-ს შენობა რამდენიმე წუთის უკან დატოვა. თავად გაბეჩავას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მისმა ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ კითხვები მხოლოდ სოციალურ ქსელებში მიმოწერას ეხებოდა. „დამატებითი გამოკითხვა არ ჩატარებულა. ჩატარდა სოციალურ ქსელის შემოწმება-დათვალიერება თავიდან ბოლომდე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა კითხვები გამოძიებას არ ჰქონია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ვერაფერს გეტყვით. მიმოწერის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. 6 საათის განმავლობაში მხოლოდ სოციალური ქსელების დათვალიერება მომდინარეობდა“- განაცხადა ლიკა ბითაძემ.…

მეტი...

“სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით თბილისიდან ბათუმში ჩასვლა თანამედროვე მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეს განცხადებს გიორგი გახარიამ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის. „იხსნება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ეს გზა ძალიან სახიფათო იყო როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მძღოლებისთვის. პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ გურიის მონაკვეთი. აღნიშნული მონაკვეთი გაიხსნება დღეს. გარდა ამისა, პირველი მონაკვეთი გაიხსნება მომავალ წელს, სეზონის დაწყებამდე  და მას შემდეგ, რაც დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზაც, სრული მაგისტრალი გვექნება გახსნილი…

მეტი...

„ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი  სახლში დაბრუნება“ – გიორგი გახარია დაკავებულ ქართველზე

„გახელაძესთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა  ამოქმედებული“ –  ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოკუპანტების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საკითხი,  რომელსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა პროცესს ხელი არ შეეშალოს. „ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა სამწუხაროდ ასეთი შემთხვევა და ყველამ კარგად ნახა, რომ ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი  სახლში…

მეტი...

„ყველასთვის ღიაა „ლუგარის“ კარი, ერთობლივად, გუნდურად, ყველამ ერთად რომ ნახოს“ – გიორგი გახარია

„ლუგარის ლაბორატორიის“ ფუნქცია უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ გამარჯვებასა და წარმატებაში, რომელიც ჩვენ, ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გვაქვს ვირუსის რისკების მართვაში. ლუგარის ლაბორატორია“ არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიას ეხებოდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ის ფუნქცია, რომელსაც დღეს, ლუგარის ლაბორატორია ასრულებს,  უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ გამარჯვებასა და წარმატებაში, რომელიც მთავრობას, საქართველოს  მოქალაქეებთან ერთად აქვს ვირუსის რისკების მართვაში. „განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად, პანდემიას ვებრძვით, მერწმუნეთ, რომ ის ფუნქცია, რომელსაც დღეს, ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი…

მეტი...

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიის ნომრით რომელი ვიქნები“ – პრემიერ მინისტრი

„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიის ნომრით რომელი ვიქნები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მაჟორიტარობაზე არ უფიქრია. „მესმის, რომ აქ გარკვეული ინტერესია, რაღაც ინტრიგა, დაველოდოთ ცოტა ხანი. მე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიის ნომრით რომელი ვიქნები. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს.

მეტი...

„თუ რამე არასწორად იყო გაკეთებული, ცალკე გამოძიების საქმეა“ – გიორგი გახარია შაქარაშვილის გარდაცვალებაზე  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების  შიდა საქმეებში, ის, როგორც პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზეა. „მერწმუნეთ და მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული, რომ თუკი იქ, რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ჩვენ პირველი რა უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ, ვინ იყო  დამნაშავე. ამის შემდგომ, თუ იქ, რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა, იქნება დასჯილი. ამ დასკვნას აკეთებს გამოძიება და ამიტომ, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. შიდა საქმეებში, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას ვერ…

მეტი...

„მერწმუნეთ, რომ ამ სისტემას, ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული“ – გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე

„სამართალდამცავ სისტემას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში ეს ყველაფერი იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს, პირველ რიგში, ოჯახს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას“ –  ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უაღრესად დიდი ტრაგედია და  ეს არ არის ტრაგედია ცალკე აღებული, კონკრეტული ოჯახის, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. „ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა და მერწმუნეთ, რომ ამ სისტემას, ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე, საკითხის პოლიტიზირებისთვის. სამართალდამცავმა სისტემამ და გამოძიებამ,…

მეტი...

„ბავშვს 6 კაცი მისდევდა და მოკლეს… თუ სასამართლოში საქმე განზრახ მკვლელობით არ წავა, ცუდი რამე მოხდება“ – გარდაცვლილის ბიძა

გარდაცვლილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა პირველი სასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება. გარდაცვლილის ბიძა და ადვოკატი მირიან ნიკოლაძე „მედიაცენტრ მთავრთან“ ამბობს რომ სასამართლოში საქმე სწორედ 109-ე მუხლით, განზრახ მკვლელობით უნდა წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არავის დაინდობს. „ექსპერტიზის დასკვნით გავიგეთ, რომ ეს არის განზრახ მკვლელობა. კომპლექსური ექსპერტიზით, რომელიც დანიშნულია, კიდევ დამატებით ინფორმაციას მივიღებთ,  ბევრ რამეს ველოდებით ამ კომპლექსური ექსპერტიზით. ჩვენი მოთხოვნა კატეგორიულია, საქმე სასამართლოში უნდა  წავიდეს  განზრახ მკვლელობის – 109-ე მუხლის კვალიფიკაციით.  გამოძიებაში ჩემი ეს კატეგორიული პოზიცია კარგად იციან. ახლა გვერდში ვუდგავარ და  ყველანაირად ვეხმარები, მაგრამ როგორც კი იმას დავინახავ, რომ…

მეტი...

„საქართველო უნდა შევიდეს ევრო ზონაში, ლარის ნაცვლად ეროვნული ვალუტა უნდა იყოს ევრო“ – „პროგრესული საქართველო“

ახალი პოლიტიკური პარტია „პროგრესული საქართველო“ საარჩევნო კამპანიაში ერთვება. პარტიის ხელმძღვანელმა პირებმა საარჩევნო პროგრამაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს და  აღნიშნეს, რომ არსებულმა ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გზა ახალ ძალას დაუთმონ.    „არ მოგვწონს ის რეალობა, რომელშიც თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრობს. ორი ძირითადი ძალა ბჭობს, თუ ვის რამდენი ადგილი შეხვდება პარლამენტში. ადამიანების ყოველდღიური საჭიროებები კი რადიკალურად აცდენილია იმ დისკურსს, რომელსაც დღეს ვისმენთ. რას გვპირდებიან ეს ადამიანები სკამების გადანაწილების გარდა? ჩვენი ერთადერთი სათქმელია მადლობა ბატონებო რაც გააკეთეთ, დაისვენეთ და მიეცით ძალა ახალ ადამიანებს გამოჩდნენ და აკეთონ საქმე. დროა, მოვიდეს ახალი ძალა და ახალი ადამიანები“ – განაცხადა „პროგრესული…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-ში მოწმეები დაკითხვაზე დაიბარეს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შსს-ში მოწმეების დაკითხვა განახლდა. სამინისტროში ყველას იბარებენ, ვისაც საბედისწერო დაბადების დღესთან კავშირი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში  გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, იუბილარი ანა გაბეჩავა და ერთ-ერთი არასრულწლოვანი იმყოფებიან. თავად ანა გაბეჩავა მედიასთან არ კონტაქტობს. მისი ადვოკატს განცხადებით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ყველაფერი ნათქვამი აქვს, რაც იცის. ,,გამოძიებიდან გამომდინარე დაბარებული ვართ დამატებით გამოკითხვაზე. ამჯერად რა კითხვები ექნებათ, მაშინ გავიგებთ, როცა ამ კითხვებს დაგვისვამენ.  გამოძიებას ახალი ინფორმაციას ვერ მივაწვდით“ – განაცხადა ადვოკატმა მედიასთან. შეგახსენებთ, რომ სწორედ ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე მოხდა ჩხუბი, რომელიც…

მეტი...

ლოკოკინების ფერმიდან იტალიაში 45 ტონა ლოკოკინას გაიტანენ

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ აშენდა. ფერმა პროდუქციის რეალიზაციას, ძირითადად, იტალიაში ახორციელებს. წელს, ოქტომბერში, იტალიაში 45 ტონა ლოკოკინა ექსპორტზე გავა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ფერმის ასაშენებლად, ჯამურად, 1,860,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. ფერმა წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს. საწარმოში, მუდმივად,  15 ადგილობრივია დასაქმებული. „ბიოლოგიურად წარმოებული ლოკოკინა, ძირითადად საექსპორტო დანიშნულებისაა და ევროკავშირში გადის. ამ მიმართულებით სამინისტრომ აქტიურად იმუშავა. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ვალდებულებას ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფომ…

მეტი...

„პროგრესული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატს ყველა ოლქში წარადგენს

„პროგრესული საქართველო“ ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც საარჩევნო პროცესებში ერთვება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მანდატების მოპოვებისთვის იბრძოლებს. პარტიის ხელმძღვანელმა პირებმა პრეზენტაცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართეს და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს. „ჩვენ გვინდა საქართველო სადაც ადამიანებს ყოველი დილის გათენება გაუხარდებათ, სადაც იქნება ნაკლები შუღლი და მეტი ღიმილიანი სახე; ჩვენ ღრმად გვწამს, რომ საქართველოში გაიზარდა ახალი თაობა, რომელიც არ დათმობს თავისუფლებას, თავისუფლებას რომელსაც ჰქვია ქართული გზა –  გზა, რომელიც მიდის მდიდარ, უსაფრთხო, და სამართლიან საქართველოსთან“ – აღნიშნეს „პროგრესული საქართველოს“ წარმომადგენლებმა „მედიაცენტრ მთავარში“. „პროგრესული საქართველოს“ პროგრამის მიმართულებებია: განვითარებული საქართველო; სამართლიანი საქართველო და  უსაფრთხო…

მეტი...

სწავლის გადასახადი, გზები, ოპერაციები, კომუნალურები – მოსახლეობა საკუთარ მაჟორიტარს ასახელებს

პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას მომავალი კვირიდან დაიწყებებ. კერძოდ, მანამ, სანამ მაჟორიტარობის მსურველთა გვარები ოფიციალურად გახდება ცნობილი, ინიციატივას თავად მოსახლეობა იჩენს და საკუთარ კანდიდატს თავად ასახელებს. ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ადგილობრივები კანდიდატად არსებულ დეპუტატს ითხოვენ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოქმედი მაჟორიტარი ენზელ მკოიანია. რატომ ითხოვენ ადგილობრივები მის კანდიდატურას, თავად ადგილობრივებს მოვუსმინოთ. ადელინა ესოიანი, ახალგაზგრდა ქალი, რომლის მეუღლე საპატიმროშია და შვილს მარტო ზრდის: „ჩემი მეუღლე საპატიმროშია, მე პირადად მხედველობის პრობლემა მაქვს და მარტო ვზრდი 3  მცირეწლოვან ბავშვს. არანაირი შემოსავლის წყარო არ გამაჩნია. აქ, ჩვენს გარემოცვაში ამ მდგომარეობაში მარტო მე არ ვარ, უამრავი…

მეტი...

24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 240 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

„ახალი კორონავირუსი“ ძალას არ კარგავს და კვლავ აქტიურია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს არის შემთხვევა, როცა მსოფლიოში, ერთ დღეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. „მსოფლიოს მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 237 743 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. მას შემდეგ, რც პანდემია დაიწყო, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როცა ერთი დღე-ღამის განმავლობაში ასეთი მატება გვაქვს“ – აცხადებენ ჯანმო-ში.  

მეტი...