“აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, რუსეთის რეფერენდუმში მონაწილეობით, ამაოდ ელოდება კრემლისაგან წყალობას” – ჯემალ გამახარია

  •  

 აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, რუსეთის რეფერენდუმში მონაწილეობით, ამაოდ ელოდება კრემლისაგან წყალობას. რუსეთში დღეს დასრულებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთშიც ჩატარდა, ჯემალ გამახარია შემდეგ კომენტარს აკეთებს. “როგორც ცნობილია, რეფერენდუმი ეძღვნება დაგეგმილ ცვლილებებს რუსეთის კონსტიტუციაში. ცვლილებების მთავარი არსი და ერთადერთი მიზანი ვლადიმერ პუტინის სიცოცხლის ბოლომდე გაპრეზიდენტებაა. კენჭისყრა  25 ივნისიდან მიმდინარეობდა და დღეს დასრულდა. რეფერენდუმის შედეგები წინასწარ ცნობილია, ამიტომ მასზე საუბარი არ ღირს. საბოლოო ჯამში, მაინც რუსი ხალხის საქმეა ვინ და რა ვადით იქნება მათი პრეზიდენტი, კიდევ რამდენ წელიწადს მოითმენს ხელისუფლების უზურპატორებს, კორუფციაში ყურებამდე ჩაფლულ მმართველებს. მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა…

მეტი...

“ვეცდებით, აბიტურიენტებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო” – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

 “შევეცდებით, აბიტურიენტებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე პირბადეების ტარების წესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ამ საკითხზე განცხადება გაკეთდება. „ეს თემა ჩემთვისაც პირადად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი შვილიც არის აბიტურიენტი. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ როგორც მინისტრი და ამ საქმის უშუალო კურატორი, ვარ ჩართული ამ თემატიკაში. ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს დღესდღეობით განათლების სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ შევქმნათ ბავშვებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო. ალბათ, უმოკლეს დღეებში, ეს იქნება ხვალ და ზეგ, გავაკეთებთ უკვე კონკრეტულ განაცხადს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა…

მეტი...

ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საკითხებში რამდენიმე ათასი მედიკოსი გადამზადდება

  •  

 “კორონავირუსის გავრცელების პირველ ტალღაზე წარმატებული რეაგირების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველო დაუყოვნებელ ზომებს ატარებს იმისთვის, რომ წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალი მომზადებული შეხვდეს პანდემიის შესაძლო მეორე ტალღას ან საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 4 000 სამედიცინო მუშაკის გადამზადებაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის საკითხებში. 150,000 აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივა შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. „საქართველო…

მეტი...

საფრანგეთი საქართველოსა და კიდევ 14 ქვეყანას საზღვრებს უხსნის

  •  

 საფრანგეთი საკუთარ საზღვრებს ევროკავშირის მიერ რეკომენდირებული ქვეყნების მოქალაქეებს გაუხსნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ჟან-ბაპტისტ ლემოიენმა განაცხადა. „დღეიდან გარე საზღვრებს ვხსნით მოგზაურებისა და ტურისტებისთვის მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის საბჭოს სიაში მოხვდნენ. ტურიზმის სფეროს პროფესიონალები მზად არიან ისინი მიიღონ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საფრანგეთში“, – განაცხადა ჟან-ბაპტისტ ლემოიენმა. ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა უსაფრთხო ქვეყნების სია და რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, პირველი ივლისიდან ამ ქვეყნების მოქალაქეებს შესვლის ნებართვა მისცენ. 14 უსაფრთხო ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა.

მეტი...

„საარჩევნო კოდექსით“, მედიასაშუალებებს არ ექნებათ ვალდებულება, აუდიტის სამსახურს სარეკლამო შემოსავლებზე ინფორმაცია წარუდგინონ

  •  

 “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, მედიასაშუალებებს ვალდებულება არ ექნებათ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სარეკლამო შემოსავლების თაობაზე ინფორმაცია წარუდგინონ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული ვალდებულების თაობაზე ჩანაწერი პროექტში აღარ იქნება. „საარჩევნო კოდექსი“ არსებითად იგივე სახით იქნება წარმოდგენილი, როგორც იყო პირველი მოსმენის შემთხვევაში. აუდიტის ნაწილში გვაქვს დაზუსტება. როგორც მოგეხსენებათ, მედიასაშუალებებს ეკისრებოდათ ვალდებულება, აუდიტის სამსახურისთვის წარედგინათ ინფორმაცია სარეკლამო შემოსავლების თაობაზე. ეს იყო უცხოელი ექსპერტების ერთ-ერთი რეკომენდაცია, თუმცა, დღეს განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა აუდიტის სამსახურმა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათი წინადადებების საფუძველზე, გადავწყვიტეთ, ეს პუნქტი აღარ ავსახოთ კოდექსში. ამასთან დაკავშირებით მიღწეულია კონსენსუსი“, – განაცხადა კობახიძემ. „საარჩევნო…

მეტი...

მამაკაცს, რომელიც ახალგაზრდა ქალის დაწვას ცდილობდა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

  •  

 პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. უწყებამ  ბრალდებულ შ.გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. „საქართველოს პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, შ.გ.-ს ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შ.გ.-ს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით – ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს.შ. 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა…

მეტი...

“გვასუნთქეთ!”- აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში პირბადით ყოფნას აპროტესტებენ

  •  

 “გვასუნთქეთ!” – ამ მოწოდებით ქუთაისში აბიტურიენტები, სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლები და პედაგოგები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ახალგაზრდები არსებულ რეგულაციებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ  გამოცდებზე პირბადეებით ყოფნა მათ გარკვეულ პრობლემას შეუქმნის, ამიტომ მოითხოვენ, პირბადის გამოყენება ნებაყოფლობითი გახდეს. აქციის მონაწილეები აპირებენ, ერთობლივი განცხადებით განათლების სამინისტროს მიმართონ, რათა გამოცდების დაწყებამდე შეიცვალოს გადაწყვეტილება.

მეტი...

„ვიზეარი“ მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები” – კომპანიის განცხადება

  •  

 „ვიზეარი“ მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები”, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ვიზეარი“ ავრცელებს. „ვიზეარის“​ ბაზა ქუთაისში არ უქმდება, ოპერაციები შეჩერებულია დროებით და ავიახომალდები  სხვა ბაზებზეა გადაყვანილი. კომპანია არ აპირებს დასაქმებულების გათავისუფლებას, მათ შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და დროებით სხვა ბაზებსა და მიმართულებებზე დაასაქმებენ“, – ნათქვამია კომაპნიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ვიზეარის“ კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერის, ანდრაშ რადოს ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის ბაზაზე დროებით ჩერდება ოპერირება და არ იხურება. „ჩვენ აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი სერვისი კვლავ შევთავაზოთ, ასევე, შევთავაზოთ თქვენ ქვეყანაში მგზავრობა უცხოეთის მოქალაქეებსაც, რათა ამით ხელი შეეწყოს თქვენს ეკონომიკას და ტურიზმის სექტორს. დროებით ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას და მას შემდგომი…

მეტი...

“მივესალმებით საქართველოს მიერ მიღებულ კონსტიტუციურ რეფორმას” – მაიკ პომპეო

  •  

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება. პომპეოს განცხადებით, მიესალმებიან საქართველოს მიერ მიღებულ კონსტიტუციურ რეფორმას. „ჩვენ მივესალმებით ამ კვირაში საქართველოს მიერ მიღებულ კონსტიტუციურ რეფორმას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, ქართველი ოფიციალური პირების დაპირებას საარჩევნო რეფორმის შესრულებასთან დაკავშირებით“,- აცხადებს მაიკ პომპეო.

მეტი...

“ვფიქრობ, ოპოზიციის ქმედება სირცხვილი იყო, როდესაც არ მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში” – ვიოლა ფონ კრამონი

  •  

 ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება გადამწყვეტი იყო და სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა პარტიამ არ მიიღო.  “ვულოცავ საქართველოს ამ მიღწევას. სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა პარტიამ არ მიიღო. შენ შეგიძლია დემოკრატიულ სიმწიფეს მიაღწიო იმით, თუ რამდენს დაუთმობ ოპოზიციას. ვფიქრობ, უკანასკნელი მოვლენები საკმაოდ მნიშვნელოვანი დათმობა იყო. ვფიქრობ, ოპოზიციის ქმედება სირცხვილი იყო, როდესაც არ მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში,” – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

მეტი...

“მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ალბათობა მაღალია, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება” – კელი დეგნანი

  •  

 “მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ალბათობა მაღალია, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა GIP-ის დემოკრატიის ყოველწლიურ, რიგით მე-5 კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში იმართება. კელი დეგნანის თქმით, საქართველო რუსეთის ერთ-ერთი სამიზნეა. „ყველამ ვნახეთ თუ რამდენად აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ერევა სხვა ქვეყნების არჩევნებში. რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთი სამიზნეა. პარტნიორები ეხმარებიან საქართველოს, რომ ხალხა შეძლოს ინფორმაციის გარჩევა. მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ალბათობა მაღალია, რომ რუსეთი ეცდება ჩარევას საქართველოს არჩევნებში. ახლახან განხორციელდა კიბერთავდასხმა საქართველოზე რუსეთის მხრიდან“- განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მეტი...

“შალვა ნათელაშვილს „ქართული ოცნების“ ტროლებმა „ფეისბუქი“ გაუტეხეს და სტატუსი დაუწერეს” – რომან გოცირიძე

  •  

 „ქართული ოცნება“ ყველაფრის მკადრებელია, თავიანთი ტროლებითა და ბოტებით შეძვრნენ შალვას „ფეისბუქში“ და ეს სტატუსი დაუწერეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ შალვა ნათელაშვილის ფეისბუქსტატუსის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. „როგორც ჩანს, შალვა ნათელაშვილს „ქართული ოცნების“ ტროლებმა „ფეისბუქი“ გაუტეხეს. „ქართული ოცნება“ ყველაფრის მკადრებელია, თავიანთი ტროლებითა და ბოტებით შეძვრნენ შალვას „ფეისბუქში“ და ეს სტატუსი დაუწერეს. მის სტატუსს წავიკითხავ და გეტყვით, არ ვიცი, ნამდვილია თუ არა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მეტი...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ბაზირების აეროპორტად რჩება

  •  

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოს ბაზრიდან გადის. თამარ არჩუაძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ბაზირების აეროპორტად რჩება. „ხომალდის ბაზირების თემა ავიაკომპანიისა და აეროპორტის ურთიერთანამშრომლობის საგანია, რომელსაც მგზავრი საკუთარ თავზე ვერ გრძნობს. როგორც კი საქართველოდან საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან ოპერირებას განაახლებს. ავიაკომპანია რეისებს განახორციელებს იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებებზეც ფრენები იქნება დაშვებული. ეს ყველაფერი კი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული “, – განაცხადა თამარ არჩუაძემ. რაც შეეხება ბაზებს, არჩუაძის განმარტებით, წმინდა ტექნიკური მექანიზმია, თუ სად ჰყავს…

მეტი...

“სიამაყით ვივსებით, როდესაც ვხედავთ, როგორ ვითარდება საქართველო, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით” – კელი დეგნანი

  •  

 „აშშ ყოველთვის ცდილობს, მხარი დაუჭიროს საქართველოს და მხარი აუბას შესრულებულ სამუშაოში. აშშ საქართველოს ყველაზე დიდი დონორია – წლების განმავლობაში ოთხი მილიარდი დოლარის კონტრიბუცია სხვადასხვა სისტემაში, ჯანდაცვაში კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ა.შ. ამიტომ სიამაყით ვივსებით, როდესაც ვხედავთ, როგორ ვითარდება საქართველო, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების კუთხით”, –  ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. “მე აუცილებლად ვიქნები არჩევნების დღეს, ასევე ჩემი კოლეგებიც. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია საკუთარი საზღვრების დაცვის კუთხით და რა კონტრიბუციასაც აკეთებს ის საერთაშოროსო უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა კელი დეგნანმა. მისივე თქმით, აშშ არის საქართველოს ამაყი მხარდამჭერი. „ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, დადებითი…

მეტი...

“როცა სასქესო ორგანოებზე შალვა ნათელაშვილი ლაპარაკობს, ეს ნორმალურია” – გია ვოლსკი

  •  

 “როცა სასქესო ორგანოებზე შალვა ნათელაშვილი ლაპარაკობს, ეს ნორმალურია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ფეისბუქსტატუსის კომენტირებისას განაცხადა. „როცა სასქესო ორგანოებთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილი ლაპარაკობს, ეს ნორმალურია, მაგრამ ამის მისადაგება იმ საკითხებთან, რასაც ჰქვია სერიოზული სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილება, არანორმალურია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. შალვა ნათელაშვილმა კი სოციალურ ქსელში დაწერა: „​​ის, რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა კვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური. იქნებ იმდენი პოლიტიკოსი ქალი ყავს პარტიას, რომ პირველი ათეული კი არა პირველი ოცდაათეული სულ ქალბატონები ჩაწეროს ან იქნებ რაღაც ეტაპზე…

მეტი...

გერმანია საზღვრებს საქართველოს და კიდევ 10 ქვეყანას გაუხსნის

  •  

 გერმანია საზღვრებს ევროკავშირის არაწევრი 11 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, ავსტრალიის, კანადის, მონტენეგროს, ახალი ზელანდიის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეები გერმანიაში შესვლას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ. იაპონიასთან, სამხრეთ კორეასა და ჩინეთთან საზღვრები მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც ტოკიო, სეული და პეკინი გერმანიის მოქალაქეებს გაუხსნიან საზღვრებს. რაც შეეხება ევროკავშირის რეკომენდაციაში მითითებულ კიდევ ოთხ ქვეყანას – ალჟირს, მაროკოს, რუანდასა და სერბეთს, მათი მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას გერმანია ჯერჯერობით არ აპირებს. ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა უსაფრთხო ქვეყნების სია და რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,…

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესზე მსჯელობა, ჯერ კიდევ გრძელდება – გამოცდების დაწყებამდე 5 დღე რჩება

  •  

 პანდემიის პირობებში რა წესებით მოუწევთ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. სამუშაო შეხვედრები ჯანდაცვისა და განათლების უწყებებს შორის ისევ გრძელდება. გამოცდების დაწყებამდე 5 დღე რჩება. “ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, ადგილის დაკავების შემდეგ რა წესს უნდა დაექვემდებარონ აბიტურიენტები როგორც პირბადის გამოყენების, ასევე გაგრილების საშუალებასთან დაკავშირებით. თითოეული სივრცე უზრუნველყოფილია და ტექნიკურად გამართულია კონდიცირების სისტემა. დღევანდელი რეკომენდაციით, ყველა სივრცე გამოცდების დაწყებამდე და შუა პერიოდში განიავდება, იქნება სანიტარული შესვენება და ჩატარდება დეზინფექცია. გაგრილების დაზუსტებულ წესებს კი ამ დღეებში შემოგთავაზებთ,”- განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა. 

მეტი...

„სად იყო ადა? გადავამოწმეთ და ის იმყოფებოდა ქობულეთში“ – პოლიტიკური აფერისტობა

  •  

 ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ ამისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია და ყოფილი „პატრიოტელი“ ემზარ კვიციანიც კი გამოიყენეს. “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ცდილობდნენ კონკრეტული დეპუტატები დაერწმუნებინათ, რომ გამიჯნულიყვნენ ამ პროცესს. პირველი მოსმენის წინ, მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ემზარ კვიციანი და მეორე მოსმენამდე კენჭისყრას ჩამოაშორეს ადა მარშანია. როცა ვიკითხეთ მეორე მოსმენისას სად იყო ადა მარშანია, გვითხრეს, რომ იყო რაჭაში, ჰქონდა წნევა და ვერ ჩამოდიოდა სიმაღლის გამო. გადავამოწმეთ ჩვენი პარტიული ხაზით სად იყო ადა მარშანია და აღმოჩნდა რომ ის იყო ქობულეთში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.…

მეტი...

დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს ხელფასი 100-100 ლარით მოემატებათ

  •  

 საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს ანაზღაურება 100-100 ლარით გაეზრდებათ. „ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ სურვილი, რომ გვინდოდა გაგვეუმჯობესებინა სახელფასო ანაზღაურება ჩვენი ექიმებისთვის, დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს მოემატებათ ხელფასი 100-100 ლარით. მართალია, ეს არ არის ის ღირსეული ანაზღაურება, რომელსაც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

განისაზღვრება ადგილები, სადაც მეწარმეებს ამტვერებადი და აალებადი მასალების წარმოება-დამუშავება და რეალიზაცია – განთავსება შეეძლებათ

  •  

 ამტვერებადი და აალებადი, ასევე, ნიადაგის დამაბინძურებელი მასალების წარმოება- დამუშავებისა და რეალიზაცია-განთავსებისთვის 2021 წლის პირველი იანვრიდან კონკრეტული ადგილები განისაზღვრება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამავე პერიოდიდან ასევე, განისაზღვრება მსგავსი მასალების დამუშავების წესი. „ჩვენი ქალაქისთვის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, ჰაერის დაბინძურება საკმაოდ პრობლემურია, რომლის გამომწვევი ფაქტორები არის: ტრანსპორტი, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ყველა სახის და ამტვერებადი მასალების უსისტემო მიმოქცევა. ამ მიმართულებით, გასულ წელს დავიწყეთ მუშაობა, პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი წარვუდგინეთ  და მოხდა მისი დამტკიცება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს. სამშენებლო, სარემონტო მასალები,…

მეტი...

“ჩვენი მოთხოვნები გარკვეულწილად არის, რომ გარკვეული ქვეყნებიდან მგზავრს უნდა ჰქონდეს ვალიდური უარყოფითი კოვიდტესტი” – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

 ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის რეგულაციები, რომლებსაც ევროკავშირი შემოიღებს თავის პარტნიორ ქვეყნებთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. მისი თქმით, ფრენებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „თქვენ იცით, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, არის „მწვანე ქვეყნების“ სიაში და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, მივდივართ იმ ნაბიჯებისკენ, რომ საქართველომ აღადგინოს ფრენები პირველ რიგში იმ ქვეყნებთან, სადაც არის ყველაზე სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ფრენების დროს მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გაითვალისწინოს და აუცილებლად ჰქონდეს პირბადე, დაიცვას პირადი ჰიგიენა. ეს, რაც არის უშუალოდ ფრენების პირობებში. შეძლებისდაგვარად მათ ასევე…

მეტი...

საარჩევნო კოდექსშიშ ესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდა

  •  

 95 მომხრე – 5 წინააღმდეგი – პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები სამსაათიანი განხილვის შემდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა. პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ოპოზიციას ჰქონდა გარკვეული შენიშვნები, რომელთა ნაწილი გაზიარებულია, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ესწრებოდნენ დღევანდელ სხდომას ოპოზიციის წევრები. “ეს არის ფუნდამენტური ცვლილებები. პროექტი მომზადდა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების  შესაბამისად და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. საქმე ეხება სხვადასხვა მნიშვნელოვან ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ უკეთესს გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ეს არის პროგრესული ცვლილებები და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ამ კანონის…

მეტი...

„თუ მუხიანის სკვერის რეაბილიტაცია ორ კვირაში არ დასრულდება, შეგიძლიათ, კონტრაქტორი კომპანია გააბრძანოთ“ – კახა კალაძე

  •  

 „კომპანია „გავაშავეთ“. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობის ინტერესი უგულებელყოს,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე იმ გამოვლენილი ხარვეზებზე საუბრის დროს განაცხადა, რაც მისივე განმარტებით სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოიკვეთა. როგორც მერიაში აცხადებენ, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ხარვეზები, რის გამოც, თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს კონტრაქტორი კომპანიის მისამართით მკაცრი ზომების გატარება დაავალა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის  სხდომაზე კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს კონტრაქტორის დაუყოვნებლივ დაბარება და მისთვის სამუშაოების ხარისხიანად შესასრულებლად ორკვირიანი ვადის მიცემა სთხოვა.   კახა კალაძის განცხადებით, თუ კომპანია…

მეტი...

“რა უნდა „ევროპულ საქართველოს“ არჩევნებში, თუ ერთი ქალის მოძებნა არ შეუძლია” – ირაკლი კობახიძე

  •  

 ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გენდერული კვოტირების ფარგლებში ყოველი პარტიის საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. „წარმოვიდგინოთ, ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“, რომელსაც 3 %-ით შეუძლია შეიყვანოს ოთხი კანდიდატი პარლამენტში. ამ შემთხვევაში მათ უწევთ, ერთი ისეთი კანდიდატი ქალის მოძებნა, რომელიც არის თან კვალიფიციური და იმსახურებს დეპუტატობას და თან იზიარებს „ევროპული საქართველოს“ იდეოლოგიას. ერთი ასეთი ქალი თუ არ შეუძლიათ მოძებნონ, მაშინ რა უნდათ არჩევნებში? ერთი ქალი უნდა მოძებნოს „ევროპულმა საქართველომ“ იმისთვის, რომ 4 კაცით რომ…

მეტი...

„კარფურის“ მორიგი თაღლითობა – მომხმარებელს ფულს პარავენ

  •  

 სავაჭრო ქსელ „კარფურში“ მომხმარებლის მოტყუებისა და თანხის მოპარვის შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად ხდება. „მედიაცენტრი მთავარი“ არაერთხელ წერდა მსგავსი პრობლების შესახებ და ადმინისტრაციის მხრიდან ყოველ ჯერზე ვიღებდით პასუხს, რომ კონკრეტულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყება. ამჯერად, მომხმარებელს შეძენილ ერთ ნივთში  3.55 ლარი მოპარეს და ეს, როგორც ჩანს „კარფურის“ მარკეტინგული ხრიკია. კერძოდ, დახლზე, კონკრეტულ პროდუქტს დიდ ტრაფარეტზე აწერია ფასდაკლება, სალაროში კი განსხვავებულ ფასს ახდევინებენ და ამ გზით პარავენ თანხას.  ის მომხმარებელი კი, რომელიც ნაყიდ პროდუქტს ფოტოს არ გადაუღებს, ვერაფრით დაამტკიცებს რომ ის მოატყუეს. კონკრეტულ შემთხვევაში, „კარფურში“ არაერთხელ მოტყუებულმა მომხმარებელმა შეძენილ პროდუქტს ფოტო გადაუღო, ქვითარში კი…

მეტი...

“ცნობილი მასხარა შალვა ნათელაშვილი რას იტყვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია” – სოფიო კილაძე

  •  

 შალვა ნათელაშვილი, ცნობილი მასხარა, რას იტყვის, სიმართლე გითხრათ ნაკლებად მნიშვნელოვანია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით შალვა ნათელაშვილის განცხადებას. „შეურაცხყოფილი ვიქნებოდი სერიოზულ პოლიტიკოს, რომ გაეკეთებინა ეს განცხადება. შალვა ნათელაშვილი, ყველასთვის ცნობილი მასხარა, რას იტყვის, ახლა სიმართლე გითხრათ ნაკლებად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სოფო კილაძემ. შალვა ნათელაშვილი „საარჩევნო კოდექსში“ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა. როგორც ნათელაშვილი აღნიშნავს, პროექტი ქალთა კვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი იყო სახელმწიფოს მეთაური. „პროექტის დამწერ იდიოტებს ვეკითხები, ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები“, – წერს ნათელაშვილი.

მეტი...

პარლამენტმა პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დაუჭირა მხარი

  •  

 პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დაუჭირეს მხარი. ცვლილებებმა 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, წინააღმდეგი კი 5 იყო. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ეუთოს რეკომენდაციებს ეფუძნება. რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიაკამპანიასა და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს შეეხება. ცვლილებები ეხება პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას და გენდერულ კვოტებს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის მიერ საბოლოო, მესამე მოსმენით 29 ივნისს მიღებულ კონსტიტუციურ კანონს ეფუძნება. კანონის თანახმად, პარლამენტის 150 წევრიდან პროპორციული სისტემით წესით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით…

მეტი...

“ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების” – შალვა ნათელაშვილი ქალთა კვოტირებაზე

  •  

 “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი დისკრედიტაციულს უწოდებს ქათლა კვოტირების პროექტს , მისი აზრით უმრავლესობის ინიციატივა შეურაცხმყოფელია: “ის, რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა კვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური. იქნებ იმდენი პოლიტიკოსი ქალი ჰყავს პარტიას, რომ პირველი ათეული კი არა პირველი ოცდაათეული სულ ქალბატონები ჩაწეროს ან იქნებ რაღაც ეტაპზე არც ერთი პოლიტიკოსი, საჯარო მოღვაწეობაზე ორიენტირებული ქალი არ ჰყავს პარტიას და ამ კანონის გამო მაინც უნდა გამოიგონოს და ჩაწეროს? ამის დამწერ იდიოტებს ვეკითხები – ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების არჩევნები? ისე, დაეცემა ტუზი კილაძეს, გუგული მაღრაძეს, ენძელას და სხვა თანავარსკვლავედის…

მეტი...

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის ბაზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  •  

 უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც imedinews-ი უცვლელად გთავაზობთ. „Wizz Air აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას. Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ. Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში. Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები. Wizz Air მზადაა აღადგინოს…

მეტი...

პროკურატურამ სკოლა “ალბიონის” პედაგოგებს გულგრილობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა – საქმე ეხება 16 წლის მოზარდის გარდაცვალებას

  •  

 საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო სკოლა “ალბიონი”-ს პედაგოგებს ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.    განცხადება ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა “ალბიონის” XI2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში,…

მეტი...

“საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს” – ირაკლი კოვზანაძე

  •  

 პარლამენტმა  ეროვნული ბანკის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს  აუდიტორული კომპანია  KPMG  ჩაატარებს.  საკონკურსო კომისიამ,  რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს,  არჩევანი კონკურსში მონაწილე  სამ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას შორის გააკეთა. გამარჯვებულად ,  საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით   KPMG  დასახელდა. „ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს სამი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეული“ წევრი- Ernst&Young, Deloitte Touche-Tohmatsu და KPMG იღებდა. გაიმარჯვა KPMG -მა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად  სესიაზე წარვუდგენთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი  დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური   წინადადებები კომისიის წინა…

მეტი...

პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების პროცესის ფარგლებში 2020 წლის 1-ლი ივლისიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „უწყების გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.ამ ეტაპისთვის დანერგილია ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სამინისტროში ახალი და მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება. გარდა ამისა, სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესი, რაც თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. სისტემაში განხორციელებული აქტივობები სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მეტი...

სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება და ხელშეკრულების ვადები გაიზარდა

  •  

 დღეიდან სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურების ოდენობა 250 ლარს შეადგენს. აღნიშნულის თაობაზე განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაკეთდა. მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის თქმით, 100 ლარით გაიზარდა უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებაც და 450 ლარის ნაცვლად ისინი 550 ლარს მიიღებენ. „6 თვემდე გაზარდა სოციალური აგენტებისთვის ხელშეკრულების ვადებიც, ხოლო წლის ბოლოდან სოციალური აგენტების ნაწილს ერთ წლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდებათ. აღნიშნული განპირობებულია მათი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე. ცვლილებები შეეხო და გაიზარდა სოციალური აგენტების შვებულების, იძულებითი მოცდენის…

მეტი...

„მთავარია კითხვას გაეცეს პასუხი, შაქარაშვილის დაზიანებები იყო თუ არა სიცოცხლისთვის საშიში“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

 „გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ, როგორც ადვოკატს ჩემი პოზიცია მაქვს, ვფიქრობ რომ ამ ჩხუბის დროს შესაძლოა რამდენიმე ვერსია განვითარებულიყო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი 2 ახალგაზრდას ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა.  ადვოკატი საბოლოო დასკვნას ელოდება: „საბოლოო დასკვნა ამ საქმეზე არ არსებობს, შესაბამისად მთავარია კითხვაზე გაეცეს პასუხი შაქარაშვილს გარდაცვალებამდე ჰქონდა თუ არა დაზიანებები და იყო თუ არა საშიში სიცოცხლისთვის,“ – განაცხადა მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მეტი...

პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, ოპოზიცია სხდომაზე დასწრებას არ აპირებს

  •  

 პარლამენტი რიგგარეშე სხდომების რეჟიმში აგრძელებს მუშაობას – საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო საარჩევნო კოდექსზეც იწყებს მსჯელობას. დღეს პირველი მოსმენით განიხილება ის ცვლილებები, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კონსტიტუციასთან. დაჩქარებული წესით განიხილება, პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე. მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება. საარჩევო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის განთავსება. ასევე შენობიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამია შესრულებული. “კვლავ…

მეტი...

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ნახალოვკელები არიან და ეს ჩხუბი სწორედ ნახალოვკელებსა და საბურთალოელებს შორის მოხდა“ – მოწმეების ადვოკატი 

  •  

 გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი 2 ახალგაზრდას ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ “მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და მისი დაცვის ქვეშ მყოფების საქმესთან კავშირზე ისაუბრა. როგორც ადვოკატმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები „ტოიოტა ვიტსის“-მარკის ავტომანქანაში იყვნენ და საგურამოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, თუმცა, არც გიორგი შაქარაშვილს იცნობდნენ და არც იუბილარ გოგონას. „ემთხვეოდა ავტომანქანების მარკები, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მოძრაობდნენ „ტოიოტა ვიტსის“ მარკის ავტომანქანით, რადგან საქმეში ნახსენებია „ტოიოტა“ ეს გახდა დაინტერესების ერთ – ერთი მიზეზიც. ისინი ღამის საათებში გადაადგილდებოდნენ ავტობანის ტერიტორიაზე, თავის საქმეზე იყვნენ და შემდეგ თბილისის ტერიტორიაზე ბრუნდებიან, ისინი არც დაბადების დღეზე იყვნენ…

მეტი...