წყნეთში სავარაუდოდ, ყოფილი “ვერის საძმოს” წევრის ავტომანქანას ესროლეს

წყნეთში, ე.წ. კაკლებთან ავტომანქანას ესროლეს, ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომანქანა, “ვერის საძმოს” ყოფილი წევრის, ლერი სულაბერიძის კუთვნილებაა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე (მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც ესროლეს, ლ. ს.-ს ეკუთვნის.

მეტი...

სამხარაულის ექსპერტიზასთან თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნას ელოდებიან

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, გარდაცვლილი პროგრამისტის  კუთვნილი კომპიუტერი უნდა გახსნან, რაც ოჯახის ადვოკატის თანდასწრებით უნდა მოხდეს. თამარ ბაჩიალაშვილის ფეისბუქ გვერდი დღეს დილიდან აღარ იძებნება. ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

მეტი...

პოლიციამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავა

პოლიციამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავა. შემთხვევა ქვემო ქართლში რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამართალდამცველებმა მამაკაცი ცოტა ხსნი წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ 10 წლის გოგონამ დედას თავად უამბო, რის შემდეგაც მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული მეუღლესთან აღიარა. შემდეგ კი პოლიციაში თავად დარეკა. “მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 11 პრიმა 141-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.” – აცხადებენ შსს – ში.

მეტი...

„გვგონია, რომ ტრამვა აქვს და ვერ დადის ვარჯიშებზე“ – 40 დღე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან

დღეს „საბურთალოს“ მოთამაშის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. „საბურთალოს“ ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 19 წლის ფეხბურთელს თანაგუნდელები იხსენებენ. „გიორგი იყო ადამიანი,რომელთანაც ყველაფერზე შეიძლებოდა გვესაუბრა, ძალიან გვიჭირს იმის დაჯერება, რომ შაქარა აღარ არის ამ ქვეყნად, 40 დღე გავიდა გარდაცვალებიდან და ვერ ვიჯერებთ, მგონია, რომ რაღაც ტრამვა აქვს და ვერ დადის ვარჯიშებზე, ძალიან გვიჭირს ყველას იმაზე ფიქრი, რომ გიორგი აღარ არის,“ – ასე იხსენებენ მეგობარს თანაგუნდელები. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, რომელიც 18 ივლისს მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

მეტი...

პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული ორივე მოზარდი თბილისში იპოვა

სამართალდამცველებმა დედოფლისწყაროდან დაკარგული ორივე მოზარდი თბილისში იპოვეს, – ინფორმაციას შსს – ში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნები სახლიდან 27 ივლისს გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან. ბავშვებმა განაცხადეს, რომ თბილისში გეგმავდნენ წასვლას და შესაბამისად, მათი სამძებრო სამუშაოები კახეთის გარდა, თბილისშიც მიმდინარეობდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს

მეტი...

“პარტიის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა წევრის საქმიანობა მოგწონს” – თენგიზ ცერცვაძე

„მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება, რომელმაც ქვეყანას თავიდან ააცილა აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია,“ – ამის შესახებ   ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია. ცერცვაძის განმარტებით, საუბარია დაწესებულებაზე, რომელმაც ქვეყანას თავიდან ააცილა აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლითა და ეკონომიკური ზარალით, რომელიც იყო ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებლი ცე ჰეპატიტის უნიკალური პროგრამის და არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში. „მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის…

მეტი...

აშშ-ის ელჩი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებს 

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეხმაურება. დიპლომატი ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, შვილის დაკარგვაზე ტრაგიკული არაფერია. „ეს არის მიმდინარე გამოძიება. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, კომენტარი გავაკეთო მიმდინარე გამოძიებაზე. მინდა, მივუსამძიმრო თამარის ოჯახსა და მეგობრებს. არაფერია შვილის დაკარგვაზე ტრაგიკული“, – განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილების ოჯახი საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს, კერძოდ, როგორც გარდაცვლილის მამის თხოვნაა, გოგონას კომპიუტერი სწორედ მათ გახსნან და პროცესს ოჯახის ადვოკატიც დაესწროს.     

მეტი...

“არავითარი გაგნიძე და ის გვარები, რომელიც ახსენეთ, ჩემს საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ” – თეა წულუკიანი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ბრიფინგზე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტები – გაგნიძე და ჟვანია მის წინასაარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ და არავითარ ხელის დაფარებას მისი მხრიდან ადგილი არ აქვს. “არავითარი გაგნიძე და ის გვარები, რომელიც ახსენეთ, ჩემს საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელმაც შაქარაშვილს ასე ვერაგულად და დაუნდობლად მოუსწრაფა სიცოცხლე,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი...

“საზოგადოებას მოვუწოდებ, შეცდომაში არ შევიდეს, ამერიკა ჩვენი მოკავშირეა” – გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ოპოზიციის კომენტარებს ეხმაურება, სადაც მაიკ პომპეოს განცხადებების გამო ხელისუფლება გააკრიტიკეს, ვოლსკი აცხადებს, რომ კომუნიკაცია აშშ – ს სახელმწიფო მდივანსა და ქვეყნის პრემიერს შორის სამომავლო პარტნიორობას შეეხო: „საუბარი იყო საქმიანი. განხილული საკითხები ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია და მხოლოდ არჩევნებს არ ეხება. გაუგებარია, ოპოზიციის ბანაკში ატეხილი ჟივილ-ხივილი იმის თაობაზე, თუ სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ამერიკას აინტერესებს, საქართველოში არჩევნები დემოკრატიული, გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტით ჩატარდეს. რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებს, რომ ასე მოხდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სურვილი არ აქვთ ჩვენს ოპონენტებს, პირიქით, ცდილობენ, ისეთი გარემო შექმნან, როდესაც ნებისმიერ თემაზე ამერიკის კეთილ…

მეტი...

„ორი წელია, ადმინისტრაციაში პრემია არ გაცემულა“ – ცესკო

არასამთავრობო სექტორი ცესკოს დიდი ოდენობით პრემიებისა და დანამატების დარიგებაში ადანაშაულებს. ცესკო-ში კი აცხადებენ, რომ თანხა არ მიუღიათ.    „ორი წელია, საარჩევნო ადმინისტრაციაში პრემია არ გაცემულა, გაიცემა მხოლოდ დანამატი, ყველა თანამშრომელზე მხოლოდ საარჩევნო პერიოდში“, – ამის შესახებ ცესკო-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ბუსკივაძემ განაცხადა. მისივე თქმით, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა შრომის ანაზღაურების ახალი კანონმდებლობა და ყველა საჯარო უწყებასთან ერთად ცესკო აღნიშნულ რეკონსტრუქციას დაექვემდებარა. „უცნაურია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები, რადგან უმრავლესობა მათგანი მიეკუთვნება საკანონმდებლო საკითხებს და სცილდება ცესკო-ს კომპეტენციას, ხოლო ნაწილი მათგანი უკვე საარჩევნო პრაქტიკაში დანერგილია და სრულდება…

მეტი...

„ეს იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ „ქართულ ოცნებას“ დრო გაუვიდა“ – დავით ჭიჭინაძე პომპეო – გახარიას საუბარზე

„ის, რომ ამდენი აქცენტი კეთდება არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე და ოლიგარქის მმართველობის შეზღუდვაზე, მხოლოდ იმას ნიშნავს,  რომ მსოფლიო დაიღალა ესეთი საქართველოს ყურებით.“  – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, აშშ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარს პრემიერ გახარიასთან. ჭიჭინაძე  თვლის, რომ გაფრთხილებები ხელისუფლების მისამართით უცხოელი პარტნიორების მხრიდან პერმანენტულ ხასიათს იძენს: „2012 წელს ქალბატონი ჰილარი კლინტონი ჩამობრძანდა არჩევნების წინ, ახლა, პანდემიიდან გამომდინარე, საზღვრები ჩაკეტილია, დისტანციურად ხდება ყველაფერი, ამიტომ ჩათვალეთ ეს იყო ვიზიტი და გაფრთხილება, რომ მსოფლიო დაიღალა ასეთი საქართველოს ყურებით. რადგან, პერსპექტივა საქართველოს აღარ აქვს და უპერსპექტივო ქვეყანა როგორც ჩვენ, საკუთარ …

მეტი...

„უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი“ – პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

საქართველოს გენერალური პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე პირის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო: „გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ცალკე წარმოებად გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე ვ.ჩ-ს, ვ.მ.-ს, ა.გ.-ს, ნ.რ.-ს, გ.ტ.-ს, თ.ბ.-ს, ნ.ჟ.-ს, ი.მ.-ს, ს.ჩ.-ს, ი.წ.-სა და ს.გ.-ს მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე.  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ აღნიშნული…

მეტი...

დედოფლისწყაროდან ორი არასრულწლოვანი დაიკარგა

დედოფლისწყაროდან 11 და 14 წლის ბიჭები დაიკარგნენ. არასრულწლოვნების ისინი თბილისში,  ერთ-ერთის ბიძასთან წასვლას გეგმავდნენ, თუმცა ადგილზე არ ჩასულან, ბავშვები ბოლოს სოფელ ხორნაბუჯის ტერიოტორიაზე ფიქსირდებიან. სამძებრო სამუშაოები 2 დღეა მიმდინარეობას. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიციელებმა სოფელში არსებული მდინარის მიმდებარე ტერიტორია უკვე დაათვალიერეს. “საბანაოდ დადიოდნენ. ყველგან იყო წასული პოლიცია, ყველგან ეძებეს, სკოლები, ტბები – სულ მოიარეს. არანაირი კვალი არსად არ არის. ბავშვის ბიძასთან დარეკეს მშობლებმა, აქ არ მოსულანო. კამერებიც შეამოწმა პოლიციამ მაგრამ უშედეგოდ, არსად არანაირი კვალი არ ჩანს,” – განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ მაია ალბუთაშვილმა. 

მეტი...

“მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ცოტა მოვეშვით და ეს არ შეიძლება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უკეთესი შედეგი დროულმა და მულტისექტორულმა საპასუხო ღონისძიებებმა განაპირობა. გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება არ მოადუნონ. „მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ცოტა მოვეშვით და ეს არ შეიძლება. რომელიმე ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყანასთან ან ევროპულ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი შედეგი დავდეთ იმიტომ, რომ გვქონდა ადრეული, დროული და მულტისექტორული პასუხი. ყოველმხრივ იმუშავეს, საზღვარმა იმუშავა, პოლიციამ იმუშავა, ჩემს კოლეგებზე აღარ ვსაუბრობ, ქვეყანაში კარანტინის სისტემამ იმუშავა ძალიან კარგად და დღესაც მუშაობს“, – განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში, საკარანტინო სივრცეებში დაახლოებით 200-დან 250-მდე…

მეტი...

საქართველოში ფრენები განახლდება

„საქართველოს მოქალაქეებს  საშუალება ექნებათ, ესტუმრონ ბალტიის ქვეყნებს. ასევე, ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი სტუმრები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განცხადა. მისი თქმით ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბალტიის სამი სახელმწიფო ხუთი ევროპული ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებთანაც საქართველოს უპირობოდ აქვს საზღვარი გახსნილი. „ამით, როგორც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ესტუმრონ ბალტიის ქვეყნებს, ასევე ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი სტუმრები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება შედგა ფრენის სიხშირეებთან დაკავშირებით. 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპოდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი „კოვიდთან“…

მეტი...

„ჩვენი ვალდებულება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე სამაგალითო იყოს“ – კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საუბრის დროს განხილულ თემებზე კომენტარი გააკეთა. „ჩვენ არ გვიკვირს, რომ ყველანაირი პოზიტივი, რაც შეიძლება ხელისუფლებას უკავშირდებოდეს, ოპოზიცია ცდილობს მაქსიმალურად წარმოაჩინოს თუ როგორ „იქცევა“ ქვეყანა. რეალობა რა არის? – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია უნდა გამართულიყო, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაიდო, თუმცა წლის ბოლომდე ნამდვილად ჩატარდება და დაიგეგმა ეს შეხვედრა. შესაბამისად, შედგა სატელეფონო საუბარი, რომელიც შემდგომი „ტვიტები“ იყო თუ განცხადებები, პირდაპირ უთითებს თუ რამდენად პოზიტიური…

მეტი...

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონს ამერიკის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა“ – რატი იონათამიშვილი

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კანონზე მუშაობა დაიწყო იუსტიციის სამინისტრომ, რომელშიც ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა სამინისტრო და სახელისუფლბო უწყება, მათ შორის,  პარლამენტი და შშმ პირთა საერთაშორისო ორგანიზაციები“, – განაცხადა ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი ინფორმაციით, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტში თებერვალში შემოვიდა, სამი მოსმენით განხილული და მიღებულია.  „1995 წლამდე მიღებული კანონი იყო, რომელიც ვერ მოდიოდა შესაბამისობაში შშმ პირთა კონვენციასთან და იყო საკმაოდ დაბალი სტანდარტის. ჩვენ მიერ მიღებული კანონის თანახმად,  სახელმწიფო იღებს  სოციალურ მოდელზე გადასვლის ვალდებულებას. მასში მოცემულია, რომ უნდა შეიცვალოს შეფასების სისტემა და მარტო…

მეტი...

„ერთადერთი, რითაც დაკავებულია ოპოზიცია, სხვების ლანძღვაა“ – რატი იონათამიშვილი

„ეს იყო ორი მეგობარი ქვეყნის ლიდერების საუბარი და მოხარული ვარ, რომ ამ საუბრის დროს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ თითქმის ყველა საკითხს შეეხო“, –  განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ გიორგი გახარიას სატელეფონო საუბართან დაკავშირებით. „აღნიშნული საუბრის თემებიდან განსაკუთრებით გამოვყოფ ოკუპაციის თემას, დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომის  გამართვის საკითხი დგას დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ  არის კოვიდ19-ის სირთულე. რაც შეეხება არჩევნებს, საქართველოსა და ამერიკის პოზიცია არის ერთიანი ამ მიმართულებით, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს…

მეტი...

ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს

ფონიჭალაში ნარკორეალიზატორები დააკავეს, სპეცოპერაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ჩაატარეს: „ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ვ.პ., 1994 წელს დაბადებული ა.მ., 2001 წელს დაბადებული ა.ი., 1998 წელს დაბადებული ლ.ა., 1973 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული ე.მ., 1982 წელს დაბადებული ე.ფ., 1989 წელს დაბადებული დ.მ. და 1993 წელს დაბადებული რ.ა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები…

მეტი...

„იმ წესებით უნდა ითამაშოთ, რაც დასავლურ სტანდარტებს შეესაბამება, გეუბნება ევროპა“ – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ქართულმა ოცნებამ“ მთელ საერთაშორისო სივრცეს დაანახა, რომ არჩევნებზე მეტი ყურადღებაა საჭირო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. ძიძიგური ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერს შორის გამართულ კომუნიკაციას ეხმაურება და თვლის, რომ მაჟორიტარების ე. წ ამბოხმა ქვეყნის დემოკრატიულობის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე დააზარალა: „როდესაც 6 თის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ამბობდა გადავდივართ პროპორციულ არჩევნებზე, შემდეგ ეს ჩაიშალა მაჟორიტართა ამბოხის გამო, ამბოხს ბრჭყალებში ვამბობ, ამის შედეგ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა, რომ არჩევნებთან მიმართებაში მეტი ყურადღება იყო გამოსაჩენი. მე ვფიქრობდი რომ ეს ეტაპი გავლილი იყო, თუმცა სამწუხაროდ ის შეცდომა, რაც მმართველმა…

მეტი...

მოსახლეობა ყველაზე მეტად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და სხვა ოფიციალურ წყაროებს ენდობა – NDI

კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ყველაზე სანდო წყაროებად მოსახლეობა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და მთავრობას მიიჩნევს – ამის შესახებ ვირუსის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს განხორციელებულ კვლევაშია აღნიშნული. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია აღელვებს, თუმცა ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა შეუძლია. მოქალაქეები მთავრობას და ჯანდაცვის სპეციალისტებს კრიზისის ეფექტურად მართვას უწონებენ. აღნიშნული კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2 პროცენტი.NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის…

მეტი...

“საქართველოს მოსახლეობის 76 % ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა” – NDI-ის კვლევა

(NDI) 2020 წლის ივნისის საზოგადოების განწყობის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მოსახლეობის 76% ფიქრობს, რომ მისაღებია.  8% ფიქრობს, რომ არ არის მისაღები, ხოლო მოსახლეობის 15% კითხვაზე აფიქსირებს პასუხს – “არ ვიცი”. რაც შეეხება კითხვას – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი – გამოკითხული მოსახლეობის 69% მიიჩნევს, რომ მისაღებია; 11%-სთვის მიუღებელია, ხოლო მოქალაქეების 19% ამბობს, რომ “არ იცის”.  აღნიშნული კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა…

მეტი...

„50/50 ბარიერს ვერავინ გადალახავს და მთავრობას დამოუკიდებლად ვერავინ შექმნის“ – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„პარლამენტში 10 პარტია დაახლოებით შევა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – ამის  შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „კონსტერვატორების“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. ძიძიგური თვლის, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ბოლო 30 წლის მანძილზე ჩატარებული ყველა არჩევნებისგან განსხვავებული იქნება: „ცესკოს რეგისტრაციისთვის მიმართა 68 პარტიამ და ამ ეტაპზე პოლიტიკურ ველზე 60 პარტიაა, ძირითადად ის მოცემულობა გვქონდა, რომ სულ ორი პარტია იყო და დივერსიფიცირება პოლიტიკური ველის ძალიან მიეხმარება ჩვენს ამომრჩეველს,“ – აღნიშნა ძიძიგურმა. „კონსერვატორების ლიდერი ბოლო 30 წლის მანძილზე ჩატარებულ არჩევნებთან ავლებს პარალელეს და მიაჩნია, რომ 2020 წლის  არჩევნებზე ვერცერთი პოლიტიკური ზალა ვერ შეძლებს ერთპარტიული…

მეტი...

“გუშინდელი საუბარი რომ ავიღოთ ორ პირს შორის, ამ ერთი კონტაქტის ფონზე, კიდევ უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის სპეკულაციები” – თეა წულუკიანი

მხოლოდ გუშინდელი საუბარი რომ ავიღოთ, კიდევ უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის განცხადებები, რომ აშშ თავს ანებებს საქართველოს, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო  საუბარს. იუსტიციის მინისტრის თქმით, აშშ პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს ყოველთვის გვერდით უდგას. „აღნიშნული სატელეფონო საუბარი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტიორობა მაღალ დონეზეა. როგორც ორი მეგობარი ქვეყანა იხილავს ყოველთვის ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ასე მოხდა ახლაც. არსებობს აბსოლუტური დამთხვევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ეს ის რეალიზებული აუცილებლობაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ამ ქვეყანაში. გავიხსენოთ…

მეტი...

„მაჟორიტარები იმდენ ოლქში გვეყოლება რამდენზეც ფინანსები გვეყოფა” – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

მე ვარ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მე ვფიქრობ, რომ მაჟორიტარობის ფუფუნების უფლება არ მექნება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „კონსერვატორების“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. პარტიის ლიდერის ინფორმაციით ამ ეტაპზე თითქმის ყველა რეგიონული ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული საარჩევნო კამპანიაში, „გვაქვს პრაქტიკულად ყველა რაიონში ჩვენი ორგანიზაცია და გავლენიანი ჯგუფები, შედეგებზე კი გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მიიღებს. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, მაჟორიტარები იმდენ ოლქში გვეყოლება, რამდენზეც ფინანსები გვეყოფა, მე ვარ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და პარალელურად შევძლებ თუ არა მაჟორიტარობაზე ვკონცენტრირდე არ  ვიცი, ამიტომ ვფიქრობ, რომ მაჟორიტარობის ფუფუნების უფლება არ მექნება,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში.“…

მეტი...

„ჩვენი გემოვნებისა და ტემპერამენტის პარტიას ვერ ვხედავ, კოალიცია გვექნება ქართულ ოცნებასთან“ – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩვენ მიგაჩნია, რომ როდესაც არის კომპრომატების ომით ჩასატარებელი არჩევნები არ ვაპირებთ ასეთი ტიპის ორომტრიალში ჩაერთოს „კონსერვატიული“ პარტია“, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში“ “კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. „კონსერვატორები“ წელს არჩევნებში დამოუკიდებლად მიღებენ მონაწილეობას და ეყოლებათ მაჟორიტარები, რაც შეეხება კოალიციას, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ამ კუთხით მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლებენ: „ის თემები, რაც კონსერვატორებს გვაქვს არცერთ ბლოკთან არაა თანხვედრაში, ჩვენი გემოვნებისა და ტემპერამენტის პარტიას ვერ ვხედავ, მიგვაჩნია, რომ მარტო უნდა წავიდეთ არჩევნებში. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ შეგვიძლია კოალიცია ჩამოვაყალიბოთ „ოცნებასთან“ პარლამენტში შესვლის  შემდეგ. დღეს შეუძლია ორ პოლიტიკურ ძალას ჩამოაყალიბოს…

მეტი...

„მაიკ პომპეოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრე“ – გიორგი გახარია

„დღეს ვესაუბრე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძლიერი მხარეებისა და თანამშრომლობის ახალი სფეროების შესახებ,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბრისას მაიკ პომპეოს მადლობა გადაუხადა საქართველოკონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერისთვის. „საუბრისას მადლობა გადავუხადე საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერის გამო და ხაზგასმით აღვნიშნე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და წლევანდელ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიმართ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

მეტი...

“მაჟორიტარი ვიქნები – გამარჯვებას ვეღარ წაგვარმთმევენ“ – ირმა ინაშვილი

„პოლიტიკა ჩემთვის ბრძოლაა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჩემი სახით, წინა ხაზზე უნდა იდგეს,“ – აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი. ინაშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარი იქნება, ოლქს წარმოშობის ადგილიდან შეარჩევს და გამარჯვებაშიც დარწმუნებულია: „ვინაიდან ბევრი კითხვაა, ყველას ერთად ვპასუხობ, მაჟორიტარი ვიქნები. არჩევნები და საერთოდ, პოლიტიკა ჩემთვის ბრძოლაა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჩემი სახით, წინა ხაზზე უნდა იდგეს. სად წავალ, ვიცი, ისიც ვიცი, ბევრგან მიმიღებენ, ამიტომაც ოლქს ჩემი წარმოშობის კუთხით შევარჩევ, ბავშვობა სად გავატარე- ამ ნიშნით, თუ მთელი შეგნებული ცხოვრება ტერიტორიულად სად ვცხოვრობ- ამ კრიტერიუმით, არა მგონია, რომ ამგვარ კლასიფიკაციას არსებითი დატვირთვა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 927-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –353.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევები დადასტურდა

COVID-19-ის ახალი შემთხვევები დადასტურდა ოკუპირებულ აფხაზეთში. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, 70 ტესტის შედეგიდან 2-ის პასუხი პოზიტიურია. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 8 კოვიდ ინფიცირებულს მკურნალობენ. 7 ადამიანი თვითიზოლაციაშია. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ ცხინვალში ინფიცირების 57 ფაქტი დაფიქსირდა.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 650 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 650 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ვირუსს მთელ მსოფლიოში, საერთო ჯამში, 650 029 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, „კოვიდ-19“ კვლავ სწრაფად ვრცელდება აზიაში, ევროპასა და ამერიკაში. ამის გამო რიგმა სახელმწიფოებმა შეზღუდვები ხელახლა დააწესეს. ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მოიმატა ავსტრალიაში. ჰონგ კონგში 140-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია. ესპანეთში ვირუსის შემთხვევათა რიცხვი გასამმაგდა. გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ახალ კორონავირუსს 147 143 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში გაასაჩვრებენ

უფლებადამცველები კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებენ და მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობში გაასაჩივრებენ.  მოსამართლემ გუშინ 11 სრულწლოვანი ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. “ამ პირების დაპატიმრება რელევანტური არ არის, ამიტომ გასაჩივრებას ვგეგმავთ. ასევე ეჭვით ვუყურებთ იმ საკითხს, რომ ამ ეტაპისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადაისინჯოს და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გამოვიდეს. კონკრეტულად ჟვანიას ქმედებას თუ შევაფასებთ, მისთვის საპატიმრო ღონისძიება თავისუფლად შეიძლება რომ არ იყოს გამოყენებული,”- აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი. 

მეტი...

გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა „კოვიდ-19“-ის პანდემია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აღნიშნავენ, მხარეებმა გლობალური პანდემიის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკა განიხილეს. სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება…

მეტი...