„ფარდულს,“ სადაც გური ამირხანაშვილი იმალებოდა, უფორმო სამართალდამცველები იცავენ

ადგილი,  ე.წ. ფარდული, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი იმალებოდა, უფორმო სამართალდამცავები იცავენ. ტერიტორიას შემოვლებული აქვს სპეციალური ლენტი და მის წინ, სპეციალური მანქანა დგას, სადაც 2 ადამიანი ზის და ტეროტორიას 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს. ვინც ამ „ფარდულს“ მიუახლოვდება ან ფოტოს გადაუღებს, უფორმო სამართალდამცველები ფოტოებს უღებენ. აღნიშნული ფოტო „მედიაცენტრმა მთავარმა“ დღეს გადაიღო. შესაბამისად, მანქანაში მსხდომმა უფორმო ადამიანებმა ჩვენს გადაგვიღეს ფოტოები.        შეგახსენებთ, რომ მცხეთაში, ამ „ფარდულში“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გური ამირხანაშვილი იმალებოდა. ფარდულის მიმდებარედ ბალახი რამდენიმე დღის წინ გადაიწვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა გიორგი გელხაურმა…

მეტი...

ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა,“ – ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.შ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს: „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები – “მეტადონი” და “ლირიკა” ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით…

მეტი...

ბათუმში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. 50 წლამდე ასაკის მძღოლი „ცხელების ცენტრში“ იყო მოთავსებული და ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებულს თურქეთში გადაიყვანენ, რადგან მან საკუთარ ქვეყანაში მკურნალობის სურვილი გამოთქვა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოდი კვლავ შვიდი ინფიცირებული რჩება.

მეტი...

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტთან სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტთან სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც სომხური მედია იუწყება, აზერბაიჯანელი სამხედროები ტავუშის რეგიონში სომხური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაკავებას შეეცადნენ. სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უკან მას შემდეგ დაიხიეს, რაც სომხეთის თავდაცვითი ძალების მხრიდან საპასუხო სროლები განხორციელდა. განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანული მხარეც. მომხდარში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი სომხეთს ადანაშაულებს და კონფლიქტის პროვოცირებაში სდებს ბრალს.ინციდენტის დროს დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ უწყებები ინფორმაციას არ ავრცელებენ. 

მეტი...

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქარველების გატაცების ფაქტებს ეხმაურება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მისია ადასტურებს, რომ ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის მდებარე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე საქართველოს მოქალაქის დაკავების, სავარაუდოდ მისთვის ცეცხლის გახნასთან დაკავშირებით მისიის ცხელი ხაზია გააქტიურებული. „მისია მთელი დღის განმავლობაში შესაბამისი ინფორმაციის მიმოცვლას აწარმოებდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად დააკვირდება სავარაუდო სროლის ინციდენტს და შემდგომ დაკავების საქმეს. ამ კონტექსტში მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერგნეთის ინციდენტების პრევეცნციისა და მათზე რეგირების მექანიზმის სწრაფ აღდგენას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

„ცხელების ცენტრიდან“ პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ პაციენტი გაიქცა. შუახნის მამაცი, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მას შემოწმების დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი ანალიზები აუღეს. თუმცა, ვიდრე საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.

მეტი...

ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად ახალგაზდა მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ადგილზდე პოლიციამ  დაკავებული მოქალაქის ავტომანქანა გაჩხრიკა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული თვითმხილველების ვერსიით, სავარაუდოდ, ის “ტყის ძმების” მეთაურის დათო შენგელიას შვილია, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს. მისი მანქანა სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს.  ჯერჯერობით ჩხრეკა არ ჩატარებულა მის საცხოვრებელ ბინაში. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება. კონკრეტულად რა დანაშაულს უკავშირდება სპეცოპერაცია და რისთვის არის დაკავებული აღნიშნული პირი, ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. 

მეტი...

ნიკო გომალური დღეს 50 წლის გახდებოდა

12 ივლისს ქართველი მსახიობის და პოეტის, ნიკო გომელაურის დაბადების დღეა, იდ დღეს 50 წლის გახდებოდა. ნიკო გომალური 39 წლის ასაკში მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ, ნიკო გომელაურის ახლო მეგობრები და თაყვანისმცემლები შეიკრიბებიან და პოეტს და მსახიობს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.

მეტი...

სამტრედიაში, მდინარე რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამტრედიაში ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 72 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა სამძებრო სამუშაოების შედეგად ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. 72 წლის კაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან მდინარეზე წავიდა. ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი ტანსაცმელი მდინარე რიონის ნაპირზე იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო ათი მაშველი და მყვინთავები.

მეტი...

ოკუპანტებმა კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი. რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები პირი 3 ივლისს დააკავეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. დაკავებულის გათავისუფლებას ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი თანხის გადახდის შემდეგ, უახლოეს მომავალში ელოდებიან. სუს-ში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მეტი...

აფეთქება ჯართის მიმღებ პუნქტში – გარდაცვლილია მამაკაცი

რუსთავში, ჯართის მიმრებ პუნქტში აფეთქება მოხდა, გარდაიცვალა ერთი მამაკაცი. ექიმების ინფომაციით, მამაკაცი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. ჯართის მიმღებ პუნქტში გაზის ბალონი აფეთქდა. გარდაცვლილი ამავე პუნქტის თანამშრომელი იყო. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური არიან მობილიზებულნი.

მეტი...

თბილისში აფეთქება მოხდა, დაღუპულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი

თბილისში, მუხიანის დასახლებაში ერთსართულიან შენობაში აფეთქება მოხდა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დაღუპულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. მეზობლების განცხადებით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ადგილობრივები ორ ვერსიას განიხილავენ, გაზის გაჟონვასა და საბრძოლო ტექნიკის აფეთქებას. ჯერჯერობით ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა. სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც, თუმცა შსს ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.  ადგილზე გვიან ღამით გამნაღმველებიც იყვნენ მისულები, თუმცა მეზობლები აღნიშნავენ, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, იპოვეს თუ არა რამე გამნაღმველებმა. გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ არჩევნები ტარდება

ოკუპირებული აფხაზეთის 4 ოლქში ე.წ. არჩევნები ტარდება, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მოსახლეობა დეფაქტო პარლამენტის 4 დეპუტატს ირჩევს. ვადამდელი არჩევნების მას შემდეგ დაინიშნა, რაც საკანონმდებლო ორგანოში მანდატები გათავისუფლდა.

მეტი...

“33 წლის მამაკაცი, რომელიც დაკავებისას დაჭრეს, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში რჩება” – საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას.  “ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს, ასევე კორონავირუსის პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების სრულ უგულვებელყოფას. მსგავსი პროვოკაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, რომლებიც უკანონოდ…

მეტი...

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს. “აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილებით თქვენ თურქეთის გახსნილობის სიმბოლოს, გარიყულობისა და დაყოფის სიმბოლოდ აქცევთ”- აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წერილში, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკვე გაეგზავნა. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ყველაზე დიდი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციაა, რომელიც 1948 წელს ამსტერდამში დაარსდა. მისი წევრი 350 ქრისტიანული ეკლესიაა და 500 მილიონზე მეტ ქრისტიანს წარმოადგენს. შეგახსენებთ, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით აია-სოფია მეჩეთად სცნო. შესაბამისად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტაძარს მუზეუმის სტატუსი აღარ ექნება. 

მეტი...

“ქუ­ჩის გარ­ჩე­ვებს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ისევ ეწი­რე­ბა” – რუსული მედია გიორგი შაქარაშვილზე

გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიას აქტიურად აშუქებენ, როგორც რუსული, ასევე პოსტსსაბჭოთა ქვეყნების მედიის წარმომადგენლები. მედიის წარმომადგენლებს, მომხდართან დაკავშირებით საკუთარი ვერსიები აქვთ, მათი ძირითადი ნაწილი თვლის, რომ ტრაგედია საბჭოთა მენტალობის გავლენის შედეგია. “ქუ­ჩის გარ­ჩე­ვებს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ისევ ეწი­რე­ბა…” – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის ჯერ კი­დევ და­უდ­გე­ნელ ვი­თა­რე­ბა­ში და­ღუპ­ვის ამ­ბავს გა­მო­ცე­მა nor.ge. ავ­ტო­რის თქმით, ეს არის მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს ერ­გოთ და ბო­ლომ­დე თავი ვერ და­აღ­წი­ეს. korrespondent.net-ის ცნო­ბით, მე­გობ­რებ­თან პიკ­ნიკს 19 წლის ფე­ხუბრთე­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. “მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მომ­ხდა­რი უთან­ხმო­ე­ბა სა­სიკ­ვდი­ლო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თელ­მა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან ერ­თად, იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვა, მას შემ­დეგ ის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 857-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.

მეტი...

საქართველოში 4.4. მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხილეტთან დაფიქსირდა.

მეტი...

„შაქარაშვილის საქმის გახსნა დაკავებულთა ალაპარაკებაზე არ არის დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, ნივთიერი მტკიცებულებები რას ამბობს“ – ექსპერტი  

კრიმინალისტიკური ექსპერტის, ზაზა ალთუნაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის გახსნა დამოკიდებული არ არის მხოლოდ მოწმეების ჩვენებებზე. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მოწმეები სხვადასხვა ჩვენებას იძლევიან, თუმცა, მთავარია, რას იტყვის ნივთიერი მტკიცებულებები.      კითხვაზე: საქმეში შემოვიდა განზრახ მკვლელობის მუხლი, დაკავებულია 17 ადამიანი, როგორც უნდა მოხდეს დიფერენცირება – ვინ განზრახ მკველობის მუხლით და ვინ ძალადობის მუხლით, როცა დაკავებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ექსპერტის პასუხი შემდეგია: „ბატონმა მირიანმა განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით საუბარია 6 პიროვნებაზე, რომლებიც „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში იყვნენ. შესაბამისად, წრე შემცირდა და სავარაუდო ეჭვმიტანილი ამ მუხლით გამოძიებისთვის არსებობს. სწორედ ეს…

მეტი...

„ძალადობის კვალი მხოლოდ სხეულზე არ რჩება, ის გარდაცვლილის პერანგზეც იქნება“ – ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე „მედიაცენტრ მთავართან“

კრიმინალისტიკური ექსპერტის ზაზა ალთუნაშვილის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით არსებულ მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულმა საგნებმა და ნივთებმა უნდა გასცეს. როგორც ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ძალადობის კვალი მხოლოდ სხეულზე არ რჩება, ის ტანსაცმელზეც იქნება.    „კომპლექსური ექსპერტიზა ნიშნავს იმას, რომ მასში  სხვადასხვა სახის ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას. სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილში, რომელსაც გავეცანით, გამოკვლეული იყო მხოლოდ სხეული, თუმცა, არ იყო გამოკვლეული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სხვადასხვა ნივთი, საგანი, ტანსაცმელი. მნიშვნელოვანია, შემთხვევის ადგილიდან რა ნივთები და საგნები ამოიღეს. იყო თუ არა ეს საგნები და ნივთები კავშირში კონკრეტულ შემთხვევასთან“ – განუცხადა ალთუნაშვილმა „მედიაცენტრ…

მეტი...