19 წლის ფეხბურთელი გოგო გარდაიცვალა

ქალთა საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ 19 წლის ფეხბურთელი ნინო გურგენიძე ხანგრძლიივ დაავადების შემდეგ გარდაიცვალა. ნინო გურგენიძეს მძიმე სენი 2019 წელს აღმოაჩნდა და მას შემდეგ საფეხბურთო სამყარო მის დახმარებას ცდილობდა. ცნობილი ფაქტია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა საჯაროდ მადლობა გადაუხადა ჯანო ანანიძეს, რომელიც გვერდში დაუდგა, მაგრამ ეს დახმარება და თავად გოგონას მცდელობა უშედეგო გამოდგა.

მეტი...

„გიორგის გაეკიდნენ „ტოიოტა“- დან გადმოსული მხეცები – გამოკვეთილია ჩამდენი პირები“ – მირიან ნიკოლაძე

„მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მინიმუმ უკვე მესამე დღეა, საქმეში განთავსებული მასალებით მთლიანად აღდგენილია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილია მისი ჩამდენი პირები, გაუთავებელ მითქმა-მოთქმას ბოლო არ უჩანს,“ – ამის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. ნიკოლაძის ინფორმაციით იდინთიფიცირებულია ყველა დამნაშავე და სამართლადმაცავების მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდება: „მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტიკისა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჩვენზე მეტად უყვარდა გიორგი და ჩვენზე კვალიფიციურები არიან სისხლის სამართალწარმოებაში, მაგრამ როგორი შესაგუებელია მათი მხრიდან დამნაშავეების მხარდაჭერა და საქმის „გაფუჭების“ ყოველდღიური მცდელობა?!,“ – წერს გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აქვე მადლობას უხდის ექსპერტებს: „პირველ რიგში…

მეტი...

მცხეთის სამედიცინო ცენტრში, კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ამ დრომდე მძიმეა მცხეთის სამედიცინო ცენტრში ერთ -ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა. ინფიცირებული მცხეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფება, სადაც ამ დროისთვის სულ 55 მოქალაქე გადის მკურნალობას, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. პაციენტს ვირუსთან ერთად რამდენიმე ქრონიკული დაავადებაც აქვს, რაც მის მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს. ექიმის ინფორმაციით, ქალბატონი მკურნალობას კლინიკაში ივნისის შემდეგ გადის და მისი მდგომარეობა ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენჯერმე უკიდურესად დამძიმდა.  “ცენტრში მკურნალობს 56 COVID ინფიცირებული პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი ხანგრძლივი პაციენტი, ივნისის თვიდან იტარებს ჩვენთან მკურნალობას, ეს არის მრავალი ქრონიკული დაავადებით დაავადებული ქალბატონი. შემოვიდა დადასტურებული კორონავირუსის ინფექციის დიაგნოზით, იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი,…

მეტი...

ბელგიაში კორონავირუსით 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბელგიაში კორონავირუსით 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ესაა კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ყველაზე მცირე ასაკი, რაც დღემდე ბელგიაში დაფიქსირდა. ევროპა პამდემიის მეორე ტალღას ელოდება, ამ ქევყნების სიაში არიან:  საფრანგეთი, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. საფრანგეთში მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებს COVID-19-ზე ტესტირება აეროპორტებში ჩაუტარდებათ. მზარდია სტატისტიკა გერმანიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 781 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

“კანონპროექტი საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ დახმარებას კვლავ ითვალისწინებს, 15%-ზე ჩანაწერი კი, სავალდებულო ხასიათს არ ატარებს” – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტის აშშ–ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის (FY2021 SFOPs) დამტკიცების თაობაზე ინფორმაცია დღეს გაავრცელა. „2020 წლის 24 ივლისს აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცდა საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ კანონი საქართველოსთვის ითვალისწინებს მნიშვნელოვან საბიუჯეტო ასიგნებებს. ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე,…

მეტი...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ პრევენციული საშუალებები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დანიის მთავრობისგან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სპეციალური დაცვის საშუალებები – 590 ცალი დამცავი კომბინიზონი, 800 ცალი დამცავი სათვალე, 1600 ცალი რესპირატორი და 1600 ცალი სამედიცინო პირბადე გადაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (DEMA) მიერ გადაცემულ აღჭურვილობას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ. აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანდრე ქუჯაიძე და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ…

მეტი...

ლილოს ბაზრობაზე „კოვიდ-19“-ზე გამოკვლევის მიზნით მოვაჭრეთა ტესტირება მიმდინარეობს

ლილოს ბაზრობაზე დღის განმავლობაში 400-დან 500-მდე პირის პისიარტესტირება ხდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, პროცესმა უნდა მოიცვას ლილოს ბაზრობის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ადგილზე სხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებებიც ტარდება. ბაზრობის ტერიტორიაზე შემოწმების მიზნით იმყოფებოდნენ ასევე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები. „მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, უკვე ოთხი ჯგუფი მუშაობს. შესაბამისად, რამდენიმე დღეში მოვიცავთ მეწარმეთა მთლიან რაოდენობას. დღეს ისევ მუშაობდა სხვადასხვა სტრუქტურის მიერ დაკომპლექტებული ჯგუფები – შრომის ინსპექცია, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, ასევე მერია. ყველაფერი კეთდება, რომ ყველა მეწარმემ მაქსიმალურად დაიცვას და შეასრულოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სავალდებულო რეგულაციები, რათა საქმიანობა უსაფრთხო იყოს, როგორც…

მეტი...

„ქართული ოცნების“ „საჩუქრები“ საქართველოს მოსახლეობისთვის გრძელდება – დავით ჭიჭინაძე

„რატომ გაცოცხლდა და როგორ აღმოჩნდა კერძო ფინანსური კომპანიების ხელში 2018 წელს ე.წ. განულებული სესხები?!,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, მისივე თქმით, საუბარია 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინა დაპირებაზე, როდესაც, როგორც მოძრაობის ლიდერი აღნიშნავს „ოცნებას“ მოსახლეობისთვის ვალები უნდა ჩამოეწერა:“ იმ ფინანსურმა კომპანიებმა, რომლებმაც ეს ვალები იყიდეს, დღეს მოსახლეობას ატერორებენ. ანუ, თუ  ამ ვალების ჩამოწერა რეალურად მოხდა, როგორ აღმოჩნდა ეს ვალები ამ ამომღებ კომპანიებთან, 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ბანკებმა  ადამიანებისგან და ეკონომიკიდან დაახლოებით 400 მილიონი ლარი ამოიღეს.  აქიდან 127 მილიონი წმინდა მოგებაა. ანუ, მაშინ, როდესაც ხელისუფლება შემოსავლების…

მეტი...

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტი გამოქვეყნდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტის აშშ–ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის (FY2021 SFOPs) დამტკიცების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს. „2020 წლის 24 ივლისს აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცდა საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ კანონი საქართველოსთვის ითვალისწინებს მნიშვნელოვან საბიუჯეტო ასიგნებებს. ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე,…

მეტი...

„რატომ მოითხოვა სარეკომენდაციო წერილი თუ თავის მოკვლას აპირებდა“ – კომპანია „ზეგი”

კომპანია “ზეგ” – ის იურისტი აცხადებს, რომ თამარ ბაჩიალაშვილმა სარეკომნდაციო წერილი მოითხოვა, ქეთი მირიანაშვილს მიაჩნია, რომ ადამიანი, ვინც მომავალს გეგმავს თავს არ მოიკლავდა. კომპანია კომპიუტერის და პირადი ტელეფონის გახსნას ელოდება: „ვიდრე კომპანიას დატოვებდა სარეკომენდაციო წერილი მოითხოვა, ის თუ თვითმკვლელობას აპირებდა რატომ მოითხოვა სარეკომენდაციო წერილი. გვთხოვა სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გამზადდა და გადაეცა, შესაბამისად ადამიანი, რომელიც გეგმავს მომავალს დიდი კითხვის ნიშანია, რატომ მოიკლავდა თავს, ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ძიება და მოხდეს ასევე, თამარის ტელეფონის და პირადი კომპიუტერის გახსნა,“ – განაცხადა ქეთი მირიანაშვილმა. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩიალაშვილი დღეს დაკრძალეს.

მეტი...

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. ამით ქვედანაყოფის როტაცია სრულად დასრულდა. ბატალიონის სრული შემადგენლობის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ქართველი ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ორკვირიან კარანტინს გაივლიან და შემდეგ დაუბრუნდებიან ქვედანაყოფს. მე-12 ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მე-12 ბატალიონი როტაციის წესით მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულებას შეუდგა.

მეტი...

“2000-2500 ადამიანი სწრაფად უნდა შემოწმდეს, მოსახლეობის ნაწილი რთულად იგებს, კომუნიკაციაში არ შემოდის” – შოთა რეხვიაშვილი

სოფელ ყარაჯალარში, გუშინ ტესტიტებული მოსახლეობის რაოდენობა  გაორმაგდა, თუმცა ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით უფრო მეტი აქტივობაა საჭირო. ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემოწმდა 705 პირი, ყარაჯალარში ტესტირება ჩაუტარდა 377 ადამიანს, წინა დღეებთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა შედეგი – ტესტირებულ პირთა რაოდენობა, თუმცა ჩვენ ცალსახად კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეს არ არის საკმარისი, უფრო მეტი აქტივობაა საჭირო. აქ არის 5 ათასი მოსახლე, მესმის, რომ გარკვეული რაოდენობა ადგილზე არ არის და გასულია სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ მინიმუმ 2000-2500 ადამიანი სწრაფად უნდა შემოწმდეს. ნაწილი მოსახლეობის რთულად იგებს, არ შემოდის კომუნიკაციაში და არ აქვს სურვილი თანამშრომლობის, ამიტომაც გვიწევს ის…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა. საოკუპაციო რეჟიმის სპეციალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინფიცირების სამი შემთხვევიდან ორი სოხუმის სამედიცინო დაწესებულებიდან არის, ერთი ინფიცირებული კი, რუსეთიდან დაბრუნებული პირია. ბოლო სამი დღის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

 „საბერძნეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი მტრული დამოკიდებულება ისლამისა და თურქეთის მიმართ“ – თურქეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთის განცხადებას ეხმაურება, სადაც საბერძნეთის მიერ „თურქეთის დროშის დაწვის ფაქტია დაგმობილი, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს: „საბერძნეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი მტრული დამოკიდებულება ისლამისა და თურქეთის მიმართ, რასაც აია სოფიაში ლოცვების ჩატარებაზე რეაგირებით ამართლებს“, -განაცხადა სამინისტროს სპიკერმა, ჰამი აკსოიმ. სამინისტრო აცხადებს, რომ მტკიცედ გმობს საბერძნეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრების მტრულ განცხადებებს, ასევე საბერძნეთის ქალაქ სალონიკში თურქეთის დროშის დაწვის ფაქტს. აია სოფიაში 86-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, გუშინ მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდა. ლოცვაზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც მივიდა. აია სოფიას ქრისტიანული ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ 537 წელს ააგო. 1453 წელს, ოსმალების მიერ ბიზანტიის დაპყრობის შემდეგ, ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1934…

მეტი...

ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე დღეს ქუთაისში საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა. მისი თქმით, ორი ძირითადი მიზანი, რომელიც ეროვნული გამოცდების პროცესში იყო დასახული, მიღწეულია. „დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მოგეხსენებათ, ორი ძირითადი მიზანი გვქონდა, როცა ვიწყებდით ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ერთი გახლდათ, რომ პანდემიის პირობებში შეგვექმნა აბიტურიენტებისთვის ისეთი გარემო, მათ მაქსიმალურად შეძლებოდათ გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და უნარები, მეორე – მასშტაბური ღონისძიების დროს თავიდან აგვეცილებინა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. ვფიქრობ, სხვადასხვა უწყების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად,  ორივე მიზანი მიღწეულია და თითოეულ უწყებას და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“,…

მეტი...

“ახლა ყველაზე მთავარია ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ, COVID- 19 არ ცნობს საზღვრებს“ – ჯანმო

გასული დღე-ღამის განმავლობაში გლობალური მასშტაბით ვირუსი თითქმის 285 ათასს ადამიანს დაუდგინეს, რაც რეკორდულ ზრდად ითლება. ევროპაში მეორე ტალრას აანონსებენ. ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შესაძლოა შეზღუდვები ისევ დაწესდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაზრდილ მონაცემებს შემაშფოთებელს უწოდებს. ორგანიზაცია მოსახლეობას კვლავ ჰიგიენური ნორმებისა და კარანტინის დაცვისკენ მოუწოდებს. მკაცრი რეგულაციები სავარაუდოდ ხელახლა დაწესდება საფრანგეთში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. “ახლა ყველაზე მთავარია ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ. COVID- 19 არ ცნობს საზღვრებს, იდეოლოგიებს, პოლიტიკურ პარტიებს. გაიხსენეთ, რამდენად ხშირად იბანთ ხელს და იცავთ მინიმალურ ჰიგიენურ ნორმებს, ასევე სოციალურ დისტანციას. ინფექციის გადაცემის შემთხვევები იზრდება, მის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ,” – განაცხადა ჯანდაცვის…

მეტი...

ინგოროყვას კლინიკის კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის კონტაქტები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

კორონავირუსით დღეს ინფიცირებულთაგან ერთი ინგოროყვას კლინიკის თანამშრომელია. საერთო ჯამში, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 1117-ი შემთხვევაა დარეგისტრირებული. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა – მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი ნინა ქოჩორაშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ყველა თანამშრომელი კარანინის რეჟიმშია გადაყვანილი. “დღის მანძილზე სრულად იქნა კონტაქტები გამოკვლეული, მიუხედავად უარყოფითი პასუხებისა ყველა გადაყვანილია საკარანტინო ზონაში. ეს იყო იზოლირებული განყოფილება და შესაბამისად ყველა მისი კონტაქტი გამოვიკვლიეთ. კოვიდ ინფიცირებული ექიმი მხოლოდ ერთი გვყავს,”- განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.

მეტი...

ოზურგეთში ქალის დაყაჩაღების და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 24 ივლისს, ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ყაჩაღურად თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით ხელზე ჭრილობა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების…

მეტი...

ჩარტერული რეისით გერმანიაში 165 სტუდენტი გაემგზავრა

165 სტუდენტი გაემგზავრა დღეს გერმანიაში სპეციალური ჩარტერული რეისით, რომლის ორგანიზებაც საქართველოს მთავრობის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით უზრუნველყო. სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის სახელმწიფო აეროპორტში გერმანიაში მიმავალი სტუდენტები გააცილა. დღევანდელი რეისით გერმანიაში წავიდნენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ. მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება. სოციალური ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსმა“ შეასრულა.

მეტი...

251 დევნილი ოჯახი თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას მიიღებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 251 დევნილ ოჯახს გადასცემს. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ საცხოვრებელი ფართები ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილა. 251 დევნილი ოჯახის სია, რომლებსაც უახლოეს დღეებში ბინის გასაღები გადაეცემათ სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე idp.gov.ge უკვე გამოქვეყნდა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი აცხადებს, რომ საცხოვრებელი ფართები ამ ეტაპზე იმ ოჯახებს გადაეცათ ვისაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა.

მეტი...

ოზურგეთში ქალი დაჭრეს

ოზურგეთში 42 წლის ქალი გაძარცვეს და დაჭრეს.  გავრცელებული ინფორმაციით ქალს, უცნობი პირები თავს დაესხნენ და ხელჩანთა წაართვეს. წინააღმდეგობის გაწევისას თავდამსხმელებმა ქალი მხარში დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანა. ექიმების თქმით პაციენტს ჭრილობა მარცხენა მხარის არეში აღენიშნებოდა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და ბინაზე გაეწერა. 

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან რამდნიმე ლილოს ბაზრობას უკავშირდება, ვირუსი დაუდასტურდა სამედიცინო პერსონალის ორ წარმომადგენელსაც

საქართველოში კორონავირუსის დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან სამი პაციენტის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობას უკავშირება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ხუთი შემთხვევა იმპორტირებულია, ასევე ინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის ორი წარმომადგენელი. „13 პაციენტის განაწილება ასეთია: სამი პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ ლილოს ბაზრობა; ერთი პაციენტის – გაჩიანი; ხუთი შემოტანილი შემთხვევაა და აქედან ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია; ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი; ორი – სამედიცინო პერსონალი. ერთი შემთხვევაში კი, კონტაქტებისა და წყაროს მოძიებაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. საქართველოში დღეს კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მეტი...

თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ

23 წლის პროგრამისტს,  თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ. ფონიჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან მისი გადასვენება ორ საათზე მოხდება. შეგახსენებთ, რომ 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ამ ეტაპზე უცნობია ცხედრის ექსპერტიზის პასუხიც, თუმცა როგორც პირველადი დათვალიერების შემდეგ ექსპერტებმა და ადვოკატმა განაცხადეს, ცხედარს დაზიანებების კვალი არ ემჩნევა. 23 წლის მარიამ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოჯახი მას 5 დღე ეძებდა.

მეტი...

თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. დღეიდან თავდაცვის ძალების მეთაურის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაიკავებს, რომელიც მანამდე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ირაკლი ჭიჭინაძეს 2000 წლიდან თავდაცვის ძალებში სხვადასხვა ოპერატიული და ანალიტიკური პოზიცია ეკავა, მონაწილეობდა ასევე, სამშვიდობო ოპერაციაში ერაყის რესპუბლიკაში. მიღებული აქვს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი მედალი, ასევე დამსახურებული თანამშრომლობისთვის ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურის მედალი – „სამსახურებრივი რკინის ჯვარი“. საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი მთავარი სერჟანტი – მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური ჰყავს. მან აღნიშნულ პოზიციაზე კობა ცირეკიძე შეცვლა. გიორგი გოგოჭური მანამდე აღმოსავლეთის სარდლობის მთავარი სერჟანტის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 5-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge გავრცელდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 5-ით გაიზარდა და 917-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.​ კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 186 მოქალაქე იმყოფება.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებისთვის დაკავებულს სახლში უნდა – იტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

„სახლში უნდა, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულადაა“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში დანაშაულის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს.“ როგორც ადვოკატმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, გიგა ტატიაშვილი ამ საქმეში ერთადერთია, ვისაც არაფერი დაუშავებია. „მედიაცენტრი მთავარი”: 27 ივლისს  დაკავებული თერთმეტივე ბრალდებული სასამართლოში უნდა მიიყვანონ. რას ელოდებით ამ პროცესისგან? გიორგი ყიფშიძე: 27-ში განსაკუთრებული არაფერი ხდება.  უბრალოდ, მოსამართლე ვალდებულია, გადახედოს და შეაფასოს აღმკვეთის ღონისძიება. ბუნებრივია, დაკავებულიც უნდა მოიყვანონ სასამართლო პროცესზე, საუბარია 11 ადამიანზე. „მედიაცენტრი მთავარი:“ დაცვის მხარის პოზიცია რა იქნება, ესეც ფორმალური? გ.ყ. ჩვენ თავიდანვე არ ვეთანხმებოდით აღკვეთის ღონისძიებას და…

მეტი...

სვანეთში დაკარგული 13 წლის ბიჭის ახლობლები ვიდეომიმართვას ავრცელებენ

სვანეთში დაკარგული 13 წლის ბიჭის, ილია ფილფანის ახლობლები ვიდეომიმართვას ავრცელებენ და მოსახლეობას და ძებნაში დახმარებას სთხოვენ. ცნობისთვის, 13 წლის მოზარდი მამასთან ერთად საქართველოში ოქტომბერში ჩამოვიდა, მან ქართული ენა არ იცის. ბიჭი სახლიდან ველოსიპედით გავიდა. 18 ივლისს სოფელ ლენჯერიდან გაუჩინდარდა.

მეტი...

 „ყველაზე დიდი ვერაგობაა, როდესაც ინფორმაციები გაჟონავს და ამით იზღვევენ თავს“ – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა და საქმის მასალებს გვიანომაბდე ეცნობოდა. რამიშვილის ინფორმაციით საქმე საკმაოდ მოცულობითია, სხვა ექპსერტიზებთან  ერთად დანიშნულია კალიგრაფიული ექსპერტიცაზაც. ადვოკატს აქვს კითხვები, როგორ აღმოჩნდა მანქანა იქ, სადაც იპოვეს. „ძალიან დიდი მასალაა. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით გამოთხოვილი არის ყველა ის მარშრუტი, რაც გარდაცვლილმა თავისი მანქანით გაიარა. ჩემი მოთხოვნაა, რომ ჩემ მიერ იყოს ეს ყველაფერი გადამოწმებული. გარკვეულ ჩვენებებსაც გადავხედე. რაც მთავარია, რომ ჩემი მოთხოვნები ექსპერტიზებთან დაკავშირებით აბსოლუტურად დეტალურად არის შეყვანილი საქმეში. საუბარია ექსპერტიზების საკმაოდ მოცულობით ჩამონათვალზე, რაც უნდა ჩატარდეს. ექსპერტიზა გარკვეულწილად შექმნის უკვე რეალურ სურათს,…

მეტი...