ფოტოგრაფ იაკობის მიერ წაშლილი კადრების აღსადგენად, შესაძლოა “ეფ-ბი-აი” ჩართონ

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ტომების რაოდენობა იზრდება. 10 ტომი, ამ ეტაპზე  18 მდე გაიზარდა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა ფოტოგრაფ იაკობსა და მის ფოტოაპარატს ეხება, საიდანაც გარკვეული კადრები წაშლილია. როგორც გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა და ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, თუ საქართველოში კადრების აღდგენა ვერ მოხერხდა, საქმეში “ეფ-ბი-აი” ჩაერთვება. „ვერ ვიტყვი ფოტოაპარატში რა არის წაშლილი, ეს ექსპერტიზამ უნდა თქვას და აღადგინოს წაშლილი კადრები. თუ კადრები გადაიღო და შემდეგ არ უნდოდა ვინმეს ენახა და წაშალა, ამას არ გამოვრიცხავ. ძალიან რთული აღმოჩნდა ერთი ექსპერტიზისთვის  წაშლილი მასალების აღდგენა. როგორც ვიცი, პროკურატურა მზად არის, საქმეში “ეფ-ბი-აი”…

მეტი...

მირიან ნიკოლაძე ფიქრობს, რომ პროკურატურა განზრახ მკვლელობის წასაყენებლად მტკიცებულებების მოპოვებას ვერ მოასწრებს

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველ სასამართლო პროცესი  31 ივლისს  ჩაინიშნა. ეს სწორედ ის თარიღია, როცა პროკურატურამ დაკავებულებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდება უნდა წაუყენოს. გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა კი ეჭვობს, რომ პროკურატურა ამ ვადაში ვერ ჩაეტევა და მტკიცებულებების შეგროვებას ვერ მოასწრებს.    „ვფიქრობ, რომ ამ ვადაში, რაც  დარჩენილია სასამართლო პროცესამდე,  თუ დამატებითი სასამართლო ექსპერტიზის პასუხები არ მოვიდა, თუ არ მოვიდა გენეტიკური ექსპერტიზის პასუხი,  პროკურატურას გაუჭირდება, დაკავებულებს  ბრალი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წაუყენოს. ჩვენი, ოჯახის მოთხოვნა კი კვლავ კატეგორიულია – საქმე სასამართლოში წავიდეს 109 – განზრახ მკვლელობის მუხლით.  ეჭვი მაქვს, რომ პროკურატურას მოუწევს ვადის…

მეტი...

„ვის მივანდო ჩემი შვილის საქმე?!“ – გიორგი შაქარაშვილის დედის მძიმე განცხადება

„რატომ უნდა ვენდო ასეთ ადამიანებს, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ?“ – კითხვა, რომელსაც 19 წის გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა თამუნა შალვაშვილი სვამს. შვილმკვდარი დედის ვრცელ განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ყველამ იცით, რომ ჩვენი ოჯახი დღემდე მაქსიმალურად იკავებს თავს, როგორც მასმედიის საშუალებებთან ურთიერთობაზე, ასევე რაიმე სახის პოზიციების დაფიქსირებაზე სოციალური ქსელებით, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ ჩვენი ოჯახის მიმართ უკვე ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ შვილის დამკარგავი მშობელი იძულებული ვხდები დავწერო ის, რასაც განვიცდი. მივმართავ იმ ხალხს, ვინც დაუნდობლად გვლანძღავს და გვაძაგებს მხოლოდ იმის, გამო, რომ არ ვიქცევით ისე, როგორც მათ სურთ. რას გვთხოვთ, რას გვაიძულებთ,…

მეტი...

თბილისში ძაღლმა 67 წლის ქალი დაგლიჯა, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

უმძიმესი შემთხვევა თბილისში. ძაღლმა ადამიანი დაგლიჯა. დაშავებულია 67 წლისა ქალი.  მას ძაღლი რამდენიმე წუთის განმავლობაში ესხმოდა თავს, წააქცია და მძიმე დაზიანებები მიაყენა. დაშავებულ ქალს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შემთხვევა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევისას სახლებიდან ხალხიც გამოცვივდა, თუმცა, ძაღლის მოცილება ვერ შეძლეს. წაქცეულ ქალს ძაღლი რამდენიმე წუთის განმავლობაში კბენდა. ქალის დახმარებას გარშემომყოფები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ. ერთ-ერთმა ადამიანმა იარაღიც კი ისროლა ჰაერში, თუმცა, ძაღლი ქალს ვერ მოაშორა. მომხდარის შემდეგ, ძაღლი სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს და დააძინეს. დაშავებული ოჯახი კი ძაღლის მეპატრონეების დასჯას ითხოვს. დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში და გადარჩება თუ…

მეტი...

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარებს ორშაბათს დაასახელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს წარადგენს.  აღნიშნულ ინფორმაციას პარტია ავრცელებს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. საარჩევნო კამპანიის გახსნა გადაიცემა პირდაპირი ეთერით და უზრუნველყოფილი იქნება  ლაივსტრიმი“ – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

„მითხრეს, რომ თბილისში ღამურებში 5 000 და 10 000 დოლარს იხდიან“ – ოკუპანტების მორიგი შეტევა

ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამერიკელებისთვის მისაყიდი ღამურებისთვის გადავიდა – ეს არის ბრალდება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპანტები უყენებენ. ბრალდების დასამტკიცებლად მისივე აღიარებითი ჩვენება მოაქვთ, სადაც მღებრიშვილი ღამურების ბიზნესსზე საუბრობს, სადაც ამერიკელები არიან ჩართულები. „იქ (ოკუპირებულ ტერიტორიაზე) არის ძველი ეკლესია, რომელზეც გავიგე, რომ ღამურების სახლია. როგორც მითხრეს, იქ  აქვთ ბუდეები და ბლომად იყვნენ. ჩემს მეგობარს ვთხოვე დაეთვალიერებინა ეს ადგილი. ეს ის ადგილია, სადაც ადრე სოკოების საკრეფად დავდიოდით მე და ჩემი მეგობარი. მაშინ შევამჩნიეთ, რომ იქ იყო ბუდეები, მეგობრებს ვთხოვე იქ ღამურების დათვალიერება, მე მისი ყიდვა მინდოდა. სოფელში მითხრეს, რომ ვინმე…

მეტი...

„სომხეთი ოკუპანტია, თურქეთი აზერბაიჯანს ტერიტორიების დაცვაში დაეხმარება“ – რეჯეფ ერდოღანი

თურქეთის  პრეზიდენტი აზერბაიჯანს მარტო არ ტოვებს და ყველა სიტუაციაში, სომხეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გვერდით დაუდგება. განცხადება სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა დღეს გააკეთა. „სომხეთი ოკუპანტია, თურქეთი მოძმე აზერბაიჯანს მარტოს არ დატოვებს. თურქეთი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყანას ტერიტორიების დაცვაში დაეხმარება. სომხეთის მხრიდან ასეთი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა ყოველთვის იყო. ისინი რეგულარულად უხსნიან ცეცხლს იმ რეგიონებს, სადაც აზერბაიჯანის სამოქალაქო მოსახლეობა ცხოვრობს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი ორივე მხარეს ჰყავს.

მეტი...

ბათუმში ხალხის მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ სასმელი წყალი გახდა

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე 50-მდე ადამიანი მოიწამლა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს სასმელი წყლით არის გამოწვეული, თუმცა ჯერ უცნობია, მოწამვლის ზუსტი მიზეზი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მოწამლულთა ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებენ. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მოწამლულები ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მეტი...

“სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სალომე ზურაბიშვილის 15 ივლისის განცხადებაზე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებას გამოეხმაურა. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობა საქართველოში თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ზედამხედველობაა. „თუმცა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ომბუდსმენმა თავი აარიდა რეაგირებას ქალი კანდიდატის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და თუნდაც მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, რომელიც შემდგომში სასამართლოს მიერ დადასტურდა. აგრეთვე სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ, როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს. მეტად სამწუხაროა, ამ პირობებიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენმა ჩათვალა საჭიროდ პრეზიდენტის 15 ივლისის განცხადების შეფასება მისი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე“, –…

მეტი...

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოს რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს. პარკირების ახალი სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე), ასევე, ყაზბეგის გამზირზე – კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაინერგება. გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე (პეკინის გამზირიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე). მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პეკინისა და ყაზბეგის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 აგვისტოდან, ათი საინფორმაციო პავილიონი განთავსდება, სადაც მოსახლეობა რეგისტრაციასა და დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებს. ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს,…

მეტი...

„ისე არ გააკეთოთ, რომ ბავშვი თვითმკვლელობამდე მიიყვანოთ“ – ადვოკატი ფოტოგრაფზე

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შარაშვილის საქმეში დაზარალებულის სტატუსით ფიგურანტი ფოტოგრაფის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი, საზოგადოების და მედიის ნაწილს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წამოწყებულ ბულინგში ადანაშაულებს. ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ იაკობ ბრეგვაძე დეტალურად გაიმეორებს კამერების წინ თუ სად იმალებოდა მომხდარის ღამეს: „ამოღებულია კამერა, ჩაუტარდება ესქპერტიზა, შეუძლიათ საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაატარონ… საუბრებონ ზღაპრეზბზე. ჩვენ ვაპირებთ შემთხვევის ადგილზე ჩასვლას იმ დროს, რა დროსაც მოხდა ეს ტრაგედია. გადავიღებთ იქ ყველაფერს, თუ სად იმალებოდა, როგორ იმალებოდა, გადახტება იმ ღობეზე ჟურნალისტების თვალწინ და ყევლაფერს გაიმეორებს იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები, ისე არ გააკეთოთ, რომ ეს ბავშვი მიიყვანოთ თვითმკვლელბამდე. მას ეძახიან…

მეტი...

„2012 წლიდან რა არჩევნებიც ჩატარდა, დამაჯერებლად იმარჯვებს„ ქართული ოცნება“ და ამ არჩევნებშიც ანალოგიური იქნება“ – მიხეილ ყაველაშვილი

„რამდენადაც აქტუალურია  კვლევები, მუდმივად აყალბებდა კვლევებსაც და შედეგებსაც ოპოზიციაში, რთულია კვლევის შედეგების შეფასება“, აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მიხეილ ყაველაშვილმა კვლევითმა კომპანია Edison Research-ის მიერ ტვ “ფორმულას” დაკვეთით ჩატარებულ კვლევებზე ჟურნალისტებთან საუბრისას.  მისი თქმით, მიუხედავად დამკვეთისა, ამ კვლევებშიც „ ქართული ოცნება“ლიდერობს. „მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევები აცდენილია, ამ კვლევებშიც კი „ ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და თვითნ იმ პარტიას, რომლის დაკვეთასაც ეს კვლევა ასრულებს, 8-10-ჯერ უსწრებს.  ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციისთვის, ნამდვილად არ არის სახარბიელო მათი მდგომარეობა.რაღაცები არჩევნების შემდეგ დალაგდება.“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ის ამ კვლევებს…

მეტი...

„ყვითელმა ავტობუსებმა“ ტექდათვალიერება ნათხოვი ნაწილებით გაიარეს” – თაღლითური სქემები ტექდათვალიერებისას

ტექნიკური ინსპექტირების კვლევის დოკუმენტში,  რომელიც „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“ ჩაატარა, ტექდათვალიერებისას ძალიან ბევრი დარღვევა და შეუსაბამობა  გამოვლინდა. კვლევის პრეზენტაცია დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა და აღნიშნა, რომ ავტომფლობელები ინსპექტირებას ნათხოვარი ან ნაქირავები ნაწილებით გადიან.   „ინსპექტირების სფერო კომატოზურ მდგომარეობაშია. მომხმარებელთა ძალიან დიდი ნაწილი ინსპექტირებას გადის მანიპულაციების გზებით. მანიპულაციები ნიშნავს, როდესაც მომხმარებელს შეუძლია ავტონაწილები იქირავოს, გაიაროს ინსპექტირება და შემდეგ დააბრუნოს. ასე გაიარეს „ყვითელმა ავტობუსებმა“ ინსპექტირება, როდესაც „გარაჟში“ ხდებოდა ერთ ავტობუსის აწყობა და ინსპექტირების შემდეგ ავტონაწილების უკან დაბრუნება. ამიტომაც გვყავს ისეთი ავტობუსები, როგორიც გვყავს“ – განაცხადა დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.       მასალის…

მეტი...

ზაზა გაბუნიამ პარლამენტს უსახლკარო პირთა მხარდაჭერის შესახებ თემატური ჯგუფის დასკვნა წარუდგინა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პარლამენტს უსახლკარო პირთა მხარდაჭერის შესახებ თემატური ჯგუფის დასკვნა წარუდგინა. ზაზა გაბუნია – 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე. ჯგუფის მიზანი იყო შეესწავლა საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული ვითარება, არსებული გამოწვევების გამოვლენა, რისი გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მწყობრი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ადამიანების საცხოვრისით დაკმაყოფილების მიმართულებით. როგორც კომიტეტის თავმდჯომარემ აღნიშნა, შემუშავებულია საკმაოდ სოლიდური და სრულფასოვანი დოკუმენტი, რომელიც ერთი…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი პრორუსული ქმედებებით იყო გაჯერებული” – დავით მათიკაშვილი

ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მოხდა სკანდალური რეზოლუციის მხარდაჭერა, სადაც პირდაპირ არის ქართული მხარე დადანაშაულებული ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. „ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი პრორუსული ქმედებებით იყო გაჯერებული, განსაკუთრებით, 2008 წელი. ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მოხდა სკანდალური რეზოლუციის მხარდაჭერა, სადაც პირდაპირ არის ქართული მხარე დადანაშაულებული ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში. სტრატეგიული ობიექტები გასხვისებულია სწორედ ომის შემდეგ, რუსეთზე“,-…

მეტი...

“დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, თუ არ გესმით ქართული თქვენი პრობლემაა” – სალომე ზურაბიშვილი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაც რამდენიმე მედია საშუალების კრიტიკა მოჰყვა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას არ უთქვამს ის ფრაზა, რის გამოც გააკრიტიკეს. პრეზიდენტის თქმით, მის განცხადებას საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ისევ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა. “დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემ მიმართ. თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა. მე არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს ჩხუბი, ვთქვი რომ ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. მე ვთქვი, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში,…

მეტი...

„ჯიბეში ფულის ჩაკუჭვის შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა, კორუფციის ნიშნები იკვეთება“’ – დავით მესხიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ტექდათვალიერების ევროპულ დირექტივებთან შესაბამისობას ეხებოდა. როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, ტექინსპექტირების პროცესში დარღვევები საკმაოდ ბევრია და იკვეთება კორუფციის ნიშნებიც. „ერთ ცენტრში დახარვეზებული მანქანა ტექდათავლიერებას მეორეში ტექნიკური ხარვეზის გარეშე გადის. ეს ხდება ნახევარ საათიან შუალედში. თუ ავტომანქანა ერთ ცენტრში დახარვეზდა, შეუძლებელია, მას ამ დროში ხარვეზი გამოესწორებინა და მეორე ცენტრში ტექდათვალიერება უპრობლემოდ გაევლო“ – განაცხადა მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, ხომ არ გამოიკვეთა კორუფციის ნიშნები, მესხიშვილმა ასე უპასუხა: „ამ მიმართულებით კორუფციის ნიშნები იკვეთება. სწორედ მსგავსი ათასობით შემთხვევა იწვევს კორუფციული გარიგებების…

მეტი...

თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაცია – „მდგრადი მობილობა თბილისისთვის“ გამართა. თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორის, სკვერების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა და სამშენებლო მიმართულებით რეგულაციების დაწესება, რათა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაქსიმალურად გამოსწორდეს. „მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს საავტობუსე ქსელი და ავტობუსების პარკის განახლება. ამ მიმართულებით, უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, დაწყებული გვაქვს ავტობუსების პარკის განახლება და წლის ბოლოს არსებულ ე.წ. ყვითელ ავტობუსებს სრულად ჩავანაცვლებთ. ასევე, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია საცობებისა და ჰაერის დაბინძურების…

მეტი...

აზერბაიჯანელები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ საქართველო-სომხეთის კონფლიქტში ჩაერიოს და თავისი სიტყვა თქვან (ვიდეო)

„საომარი მოქმედებებისა და რეგიონში მშვიდობის დარღვევისთვის სომხეთი უნდა დაისაჯოს“ – ეს განცხადება საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა სახელით „ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევმა გააკეთა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.     „ის, რაც ხდება დღეს რეგიონში აღმაშფოთებელია. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავიურსს ებრძვის, სომხეთის მხრიდან იწყება დაბომბვა, ეს არის სუფთა პროვოკაცია. სომხეთის ხელისუფლება, ჩემის აზრით ვერ ახორციელებს თავის საქმიანობას, სახელმწიფო სტრუქტურების თავალსაზრისით. ყარაბაღის კონფლიქტის გარდა ალტერნატიულ ადგილს ხედავს და საქართველოდან 50 კილომეტრში იწყებს ამ ახალ კონფლიქტს, რამაც დიდი ზიანი მიაყენა აღნიშნული რაიონის მოსახლეობას. ჩვენ ვიცით, რომ რეგიონში სტაბილურობის არა კეთილის მსურველი არის რუსეთი, სომხეთი კი…

მეტი...

კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ორი რუსთავის ცხელების ცენტრში დაფიქსირდა

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან „კოვიდ-19“ რუსთავის ცხელების ცენტრის ორ პაციენტს დაუდგინდა. ერთ-ერთი მათგანი საშუალო ასაკის ქალია და ის ე.წ. გაჩიანის დასახლებაში მცხოვრები, კოვიდინფიცირებული 65 წლის ქალის კონტაქტია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მამაკაცი, ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, თუმცა სხვა სოფლიდან. პაციენტები ამ დროისთვის ცხელების ცენტრში არიან მოთავსებულები. რუსთავის ცხელების ცენტრში საკუთარი ტესტის პასუხს „კოვიდ-19“-ზე ამ დროისათვის კიდევ სამი პაციენტი ელოდება. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1010 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ოთხი დღეს დაფიქსირდა.

მეტი...

„კატალიზატორების“ დაქირავება – თაღლითობა ტექდათვალიერების პროცესში – დავით მესხიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“სტატისტიკის არარსებობის გამო ვერ იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან დამოკიდებულება შერჩევითია და არასამართლიანი,” – ამის შესახებ „მედიაცენტრ მტავარში“ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა განაცხადა. მესხიშვილის განმარტებით ხდება ერთი კონკრეტული კომპანიის პრივილეგირება, რომელიც მისივე ინფორმაციით მოსახლეობას დანახარჯის ნაწილში აზარალებს:    „არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა.ელექტრონული პროგრამა ფუნქციურად არ არის დატვირთული გამოწვევების შესაბამისად, არ ხდება სტატისტიკური მონაცემების წარმოება-დამუშავება, პრივილეგირებულია ერთი კომპანია. მთიანი რაიონების მოსახლეობა კომპანია „გრინვეი საქართველოს“ მიერ მიტოვებულია მომსახურების გარეშე, რომელიც არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციას და ეს უკანასკნელიც არ რეაგირებს აღნიშნულ ფაქტზე. მთიანი რაიონების მოსახლეობას ორჯერ და…

მეტი...

“როდესაც სწავლა დაიწყება, ბაღებთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები არის იგივე” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საბავშვო ბაღების გახსნისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები იმოქმედებს. მისი თქმით, სკოლებისგან განსხვავებით, სადაც შერეული ტიპის მოდელით სწავლის განახლების საკითხი განიხილება, ეს მექანიზმი ვერ იმოქმედებს საბავშვო ბაღების შემთხვევაში. „საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ საბავშვო ბაღებიც მოიაზრება. როდესაც სწავლა დაიწყება, ბაღებთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები არის იგივე, ზოგადი, რაც ყველა შემთხვევაში გვაქვს. რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღებში ონლაინ მექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, იქ სადაც ბაღი იქნება განთავსებული. ამდენად, აქაც არის ის მექანიზმები, რაზეც ვიცით, რომ ვმუშაობთ – ინფექციის კონტროლის ზოგადი წესები“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მეტი...

ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა, სამხედროები გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს “10 ივლისს გადმოყვანილი 28 სამხედრო მოსამსახურიდან 8 გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს – ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება. ამ დროისთვის, ავღანეთში ჩატარებული შესაბამისი კვლევებით სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს COVID-19 არ უდასტურდებათ. სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოში ჩამოფრენამდე, ნატო-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში. სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო…

მეტი...

„ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად იძენს ფორმალურ ხასიათს“ – ტექდათვალიერების საგანგაშო კვლევის დოკუმენტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“ ტექნიკური ინსპექტირების ევრო დირექტივასთან შესაბამისობის დასადგენად სპეციალური კვლევა ჩაატარა. შედეგები საკმაოდ ნეგატიური აღმოჩნდა. კვლევის პრეზენტაცია დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა.   „კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა მიმდინარეობს სერიოზული შეფერხებებით, რომლის თანმდევია მთელი რიგი გადაუჭრელი პრობლემები და რომელთა რაოდენობაც, ნაცვლად შემცირებისა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისი სამსახურების მიერ პრობლემათა გადაჭრის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ხოლო მათი ეფექტიანობა გაურკვეველი. გადაუჭრელ პრობლემათა მომრავლებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რის გამოც სერიოზული საფრთხე ექმნება ევრო დირექტივის დანერგვის პროცესს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად იძენს ფორმალურ ხასიათს  და რეფორმა დგება ჩავარდნის წინაშე, რაც…

მეტი...

საგამოძიებო სამსახურმა მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე ამხილა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ამხილა. მან საკუთარი სატვირთო ავტომობილით სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 1 768 შეკვრა სხვადასხვა დასახელების წამალი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 43 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1010 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 885-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.

მეტი...

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 12 მარტს ჭიათურაში გამართული „ქურდული შეკრების“ და „ქურდული სამყაროს“ წევრებისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისთვის საწარმოს მოგების 30%-ის გადახდის იძულების ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. სამინისტროს ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მ.გ. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. „დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა მიმდინარე წლის 12 მარტს, “ქურდული სამყაროს” წევრების, ამჟამად პატიმრობაში…

მეტი...

რატომ ბოლავენ? – ტექინსპექტირების კვლევა „მედიაცენტრ მთავარში“

„რეფორმას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი, არასამართლიანი და არაერთგვაროვანი მიდგომა; სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან დამოკიდებულება შერჩევითი და არასამართლიანია, პრივილეგირებულია ერთი კომპანია“ – ვკითხულობთ ტექნიკური ინსპექტირების კვლევის დოკუმენტში,  რომელიც „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“ ჩაატარა.  ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად იძენს ფორმალურ ხასიათს  და რეფორმა დგება ჩავარდნის წინაშე; ·         რატომ დადიან კვლავ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები? რატომ ბოლავენ ისევ?“ ·         მდგომარეობას ართულებს და რეფორმას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი, არასამართლიანი და არაერთგვაროვანი მიდგომა …… კიდევ რა წერია ტექნიკური ინსპექტირების კვლევის დოკუმენტში – 11:00 საათზე დავით მესხიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. ​

მეტი...

რომი-ბათუმის სპეცრეისით ქვეყანაში 170 მოქალაქე დაბრუნდება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (Myway Airlines) საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მორიგ სპეციალურ ფრენას იტალიის მიმართულებით ასრულებს. კომპანიის ინფორმაციით, სარეპატრიაციო რეისით, თბილისი-რომი-ბათუმი სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. „თვითმფრინავი რომის მიმართულებით დღის 12:00 საათზე გაფრინდება. საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში „მაივეი ეარლაინსი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 25 ივლისს ბერლინის მიმართულებით აქვს ჩანიშნული“,-აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

მეტი...

“36 სომეხი სამხედრო დაშავდა, ოთხი კი დაიღუპა” – სომხეთის საგარეო კომიტეტი

სომხეთის საგარეო კომიტეტის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის დაბომბვების შედეგად 36 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ოთხი კი დაიღუპა. საგამოძიებო კომიტეტმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტზე 30-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი აზერბაიჯანს მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე არტილერიით დაბომბვაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციის დარღვევაში სდებს ბრალს. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის დაბომბვების შედეგად ტავუშის რეგიონში დაზიანდა კონიაკის და ღვინის ქარხნები, საბავშვო ბაღი, წყალსადენი, გაზსადენი, ასევე დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

მეტი...