“არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე” – ამირან გამყრელიძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიმართავს აბიტურიენტების ოჯახის წევრებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე არ შეიკრიბონ. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით – მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს

  •  

 კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და მოგვიანებით, გარდაცვლილი ჩვილი საპირფარეშოში იპოვეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზები.

მეტი...

“არ მჯერა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილი აფინანსებს, შალვა ნათელაშვილს ზედმეტი მოუვიდა” – გიგი უგულავა

  •  

 “არ ვთვლი, რომ შალვა ნათელაშვილისგან გერმანიის ელჩის დამცველად „ევროპული საქართველო“ უნდა გამოდიოდეს. თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება ნათელაშვილსაც აქვს, თუმცა მე ვთვლი, რომ მას ზედმეტი მოუვიდა” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, მას არ მოსწონს, რაც შალვა ნათელაშვილმა თქვა გერმანიის ელჩზე. “ვინაიდან ამის მტკიცებულება არ არსებობს და თითქმის გამოვრიცხავ, რომ ელჩი ვინმესგან ფინანსდებოდეს. მეორე მხრივ, ელჩის პოზიცია მცდარია და გიგა ბოკერიამ სწორად თქვა, როდესაც მას თარგმანში დაკარგული უწოდა. ჩემთვის გაცილებით უფრო მძიმე საყურებელი იყო, როდესაც მან სოფო კილაძე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დაიცვა, მაგრამ ეს მისი საქმეა. მე არ…

მეტი...

“დასადგენია სიკვდილის მიზეზი და დაზიანების ხანდაზმულობა” – ექსპერტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

  •  

 “ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვს არსებითი მნიშვნელობა. აღებულია თირკმელი, იკვლევენ სხვა ვიწრო პროფილის სპეციალისტები. ამ კვლევით უნდა დადგინდეს, იყო თუ არა თირკმელში პლანქტონი. პლანქტონის აღმოჩენის მიზნობრიობა იკვეთება იმაში, რომ ეს არის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი არადამახასიათებელი ასფიქსიისთვის. შესაბამისად ამ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობა სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა. ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, მომავალი კვირის ბოლოს ცხედრის კვლევის ლაბორატორიული შედეგები უნდა დაიდოს. „დასადგენია სიკვდილის მიზეზი და დაზიანების ხანდაზმულობა. ლაბორატორიული შედეგების მიღების შემდგომ, იმ კვირის ბოლოსთვის გაირკვევა ყველაფერი და ერთიან ინფორმაციას მოგაწოდებთ. ეს დაზიანებები რა…

მეტი...

თურქეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

  •  

 თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ქარხანაში რამდენიმე აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Hurriyet-ი ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ 100-მდე ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარების 85 ბრიგადა, 2 ვერტმფრენი და 11 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით, აფეთქების ადგილზე გაემგზავრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა და სოციალური დაცვის მინისტრი ზეჰრა ზუმრუთ სელჩუკი.

მეტი...

კალიფორნიის ციხეში სიკვდილმისჯილი კორონავირუსით გარდაიცვალა

  •  

 სან-ქუენტინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსით 71 წლის სიკვდილმისჯილი გარდაიცვალა. რიჩარდ სტაიტლის 1992 წელს ჩადენილი ძალადობისა და მკვლელობისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა ჰქონდა მისჯილი. ციხეში მან 30 წელი გაატარა. ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ 19 სან-ქუენტინის ციხის 3700-მდე პატიმრიდან 1347-ს დაუდასტურდა.

მეტი...

გამოძიება ხელახლა ინტერესდება იმ ადგილით, საიდანაც გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა

  •  

 არაგვის ხევის ტერიტორიით იქ, სადაც გიორგი შაქარაშვილის კვალი გაქრა გამოძიება კიდევ დაინტერესდა. ოქმში, რომელიც 25 ივნისით თარიღდება აქცენტი მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნ ნივთებზე კეთდება: „ბუჩქებში ნანახი იქნა ერთი ცალი პლასტმასის ბოთლი, წარწერით „ბირჯომი“, იქვე ნანახი იქნა შავი ფერის ფეხსაცმლის ჩასაფენი და წინდა,“ – აღნიშნულია ოქმში, გამოძიება სავარაუდოდ შეეცდება დაადგინოს არის თუ არა შერჩენილი აღნიშნულ ნივთებზე იმ პირის დეენემი, ვინც გიორგი შაქარაშვილს დაედევნა ან გაჩნდა თუ არა ეს ნივთები ხევში მომხდარის ღამის შემდეგ.

მეტი...

„ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო“ – სალომე ზურაბიშვილი

  •  

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში, დღეს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 24 წლის პაციენტი გოგონა მოინახულა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია სულავას განცხადებით, პრეზიდენტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს ქვეყანაში ქალზე ნებისმიერი სახის ძალადობის ფაქტების მიმართ. “ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა რამდენიმე დღის წინ მომხდარი სამწუხარო ფაქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის ყოველი შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდან და რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს მომხდარ ფაქტებზე უმკაცრეს რეაგირებას. ასევე, ნამდვილად…

მეტი...

თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

  •  

 თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი ციციშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი საქართველოში ჩამოიყვანეს

  •  

 სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, პატიმრების წამების საქმეზე ძებნილი დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. თვითმფრინავი, რომელითაც დავით ჭაკუა გერმანიიდან ჩამოიყვანეს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. დავით ჭაკუა არაერთი სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული. ის ძებნილად 2013 წელს გამოცხადდა. დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა. ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სად-ის ყოფილი…

მეტი...

მდინარე ტეხურაში 19 წლის ბიჭი დაიხრჩო

  •  

 სენაკში, მდინარე ტეხურაში 19 წლის ბიჭი დაიხრჩო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდას გული გაუჩერდა. თვითმხილველებმა ის წყლიდან უკვე გარდაცვლილი ამოიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

დავით ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

  •  

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული მძიმე ვითარება და გამოწვევები. “ვისაუბრეთ მისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ერთადერთი საერთაშორისო მისია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც აკვირდება და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ზონებში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ასევე ინციდენტის პრევენციის მექანიზმის აღდგენის აუცილებლობაზე,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან საქართველოში უსაფრთხოებისა და…

მეტი...

„ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება“ – არჩილ თალაკვაძე

  •  

 „მინდა მივესალმო და დადებითი შეფასება მივცე თქვენს ჩართულობას საქართველოში მიმდინარე რეფორმებში. მადლობა ევროსაბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვენეციის კომისიას, ჩვენი ქვეყნის დახმარებისათვის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით და იმ კონსულტაციებისთვის, რომელიც თქვენგან მივიღეთ.  მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების. ჩვენ ყოველივე ამან შეგვაძლებინა ის, რაც გაკეთდა, იმისთვის, რომ ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ…

მეტი...

საქართველოდან ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

  •  

 საქართველოდან ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში 59 ქვეყანა მოხვდა, რომლის მოქალაქეებსაც ბრიტანეთში მგზავრობისას 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ. ამ ქვეყნებს შორის საქართველო არ არის. სია ძალაში 10 ივლისიდან შევა. როგორც მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სიაში მოხვედრილ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება და მთავრობა უფლებას იტოვებს, ვითარების გაუარესების შემთხვევაში შეზღუდვები ისევ დააწესოს. სია შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში განახლეს.

მეტი...

„არ გამოგივათ!“… ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ფოტოგრაფი მისი ახლო ნათესავია

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანის განცხადებით, დიახ, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია. აღნიშნული განცხადება მან სოცილურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ იაკობი დაზარალებულია.      „პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია…

მეტი...

“სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ” – გიორგი გახარია

  •  

 „კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კონტროლდება თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობა, იმ 72 საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა. „სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით  ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ყველაფერი დაკავშირებული ტვირთების გადაზიდვასთან,არის აბსოლუტურად ყველანაირი შეფერხების გარეშე. უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორისო და გადამზიდავ კომპანიებს. ვაკონტროლებთ თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობას, მთელი იმ 72 საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა. აქ კონტროლი საკმაოდ…

მეტი...

„ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში“ – გიორგი გახარია რურუაზე  

  •  

 „ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, საბოლოო ვერდიქტი ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, რურუას საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. „ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ქართული სასამართლო საბოლოო ვერდიქტს და გადაწყვეტილებას რომ გამოიტანს, ეს ხომ პროცესია, მერე ვისაუბროთ,“ – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დამატებითი ავტობუსები დაინიშნა, რომელიც 50 თეთრი ეღირება – როგორია მარშრუტი?!

  •  

 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, 06:00 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირთა შეუფერხებელი და დროული გამოცხადების ხელშეწყობის მიზნით, რომლებსაც გამოცდების ჩაბარება, ან სხვადასხვა საჯარო სკოლებში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების (M3 კატეგორია) შემდეგი მარშრუტები: 1. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსი აბიტურიენტებს გლდანში არსებული N39, N173 და N177 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაიყვანს. 2. კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის…

მეტი...

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი წლის ბოლომდე გაიხსნება

  •  

 ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულებულია და დღეიდან მოძრაობა როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ცალმხრივი ხდება.  ახლად აშენებული გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. პრემიერის განცხადებით, გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად ოთხზოლიანი და ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას  და შესაძლებელს გახდის ამ გზით სარგებლობას ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით. შემოვლითი გზა განტვირთავს ქუთაისს დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანების ნაკადისგან და შემცირდება მგზავრობის დრო. „ამ გზაზე უსაფრთხოების თემა ყოველთვის აქტუალური იყო და ამიტომ გახდა ეს გზა ცალმხრივი და…

მეტი...

ემიგრანტებს ბილეთებში არა კატასტროფული ციფრები, არამედ 200 ევროზე მეტი არ ექნებათ გადასახდელი

  •  

 „მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნებთან აღდგება პირდაპირი ფრენები, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვრებს გავხსნით, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამა 6 ივლისიდან გაგრძელდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საზღვრების გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც არსებობს შესაძლებლობა, სწრაფად აღდგეს პირდაპირი ავია მიმოსვლა. „ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ევროპიდან ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამით რეისების მიმართულება ბევრად უფრო ფართო იქნება. ორშაბათს გვექნება კონკრეტული სია, რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან რა სიხშირით და რა…

მეტი...

„ყველა კითხვას საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ, ეს არის მათი ვალდებულება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“ – პრემიერი  შაქარაშვილის საქმეზე

  •  

 „სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ  არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. „სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. ეს თემა დავხურეთ. ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე,…

მეტი...

„აქ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა, ესაა ქვეყნის გამარჯვება – გიორგი გახარია საარჩევნო სისტემაზე

  •  

 „საარჩევნო სისტემა და პროპორციული საარჩევნო სისტემა, განსაკუთრებით, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, სისტემური რეფორმაა და, რა თქმა უნდა, საყოველთაო კონსესუსი პოლიტიკური მოთამაშეების, აქტორების, აქ იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება. აქ ხომ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა, რასაც ახლა ჩვენ მივაღწიეთ ესაა ქვეყნის გამარჯვება, საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარანტი, რაც მოხდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას შეეხებოდა.  მისივე თქმით, ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურასთან, განვითარებასთან ერთად პოლიტიკური ელიტები შეიცვალონ, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში. „ყველას ახსოვს, რომ…

მეტი...

„შალიკოს ფანჩატურში ყველა დონის კრიმინალი შეიკრიბა, რომლის სიმბოლოა ჟორიკა რურუა“ – გოგა ხაინდრავა ოპოზიციაზე

  •  

 კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა იმ პოლიტიკური სუბიექტებს, რომლებიც „ლეიბორისტების“ ოფისში შეხვედრებს მართავენ, კრიმინალებს უწოდებს და აცხადებს, რომ მათი სიმბოლო ჟორიკა რურუაა. ეს განცხადება ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.   „ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის რას წარმოადგენს რურუა, უგულავა, სააკაშვილი, ოქრუაშვილი და ასე შემდეგ. კარგად ვიცით, ვინ არიან შეკრებილები ამ გაერთიანებაში, ამ კრიმინალურ გაერთიანებაში. პოლიტიკას ამოფარებული ვიგინდარები და კრიმინალები. ჩვენ ვართ მოწმენი, რომ „შალიკოს ფანჩატურში“ შეიკრიბა ყველა დონის კრიმინალი, რომლებიც პოლიტიკას არიან ამოფარებულები და ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა. ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ გაერთიანებაში, რომლებიც კრიმინალითა და დანაშაულით არაინ ერთმანეთთან დაკავშირებული“, – განაცხადა…

მეტი...

„ეს ცვლილება სახიფათოა, ზიანი სახეზეა“ – გიორგი ხაინდრავა საკონსტიტუციო ცვლილებებზე

  •  

 კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს საქართველოსთვის სიკეთის მომტანი ვერ იქნება. „პოლიტიკურ ველზე ძალიან სერიოზული ცვლილებებია ათწლეულების შემდეგ, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა. ვერ გეტყვით, რა სარგებელს მოუტანს ეს ცვლილებები ჩვენს ქვეყანას. ჩემი ხედვით, ეს ცვლილება სახიფათოა. ქართული პოლიტიკური ველი არ არის მზად ამ ცვლილებებისთვის და ასეთ ტიპის საარჩევნო სისტემა რამდენად იქნება გამოსადეგი საქართველოსთვის, ამას მომავალში ვნახავთ“ – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ისრაელისა და იტალიის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ  სისტემა მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება. „ამისთვის რამდენიმე მაგალითიც კი საკმარისია.…

მეტი...

“იანვრის შუაშიც კი დავიწყეთ გარკვეული რეაგირება, როცა ჩინეთში გამოჩნდა პირველი შემთხვევები ეპიდემიის” – ამირან გამყრელიძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ უცხოელ ექსპერტებს ქვეყანაში არსებული ეპიდემოოლოგიური ვითარება გააცნო. ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კარანტინისა და სახლში დარჩენის სტრატეგია დროულად განხორციელდა, რაც გახდა საწინდარი იმისა, რომ დღეს საქართველოს შეუძლია, წარმატებით იამაყოს. მისივე თქმით, მოსახლეობამ ძალიან კარგად გაიზიარა დაცვის ღონისძიებები. „ჩვენს ქვეყანაში კარანტინის სტრატეგია, სახლში დარჩენის სტრატეგია „კოვიდ-19“-ის დროს, საბოლო ჯამში გაირკვა, რომ საკმაოდ დროულად, მრავალსექტორულად განვახორციელეთ და ეს არის სწორედ საწინადარი იმისა, რომ დღეისთვის საქართველოს შეუძლია იამყოს წარმატებით. ჩვენ დროზე დავიწყეთ რეაგირება, იანვრის შუაშიც კი…

მეტი...

„კოჟორიძე და ნაცვლიშვილი ისეთივე ახალი ძალაა, როგორც მე ვარ გასათხოვრად მომზადებული ქალიშვილი“ – გოგა ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

 “შალვა ნათელაშვილმა ისე ლანძღა მამუკა ხაზარაძე, რომ დღეს მათი ერთობა სასაცილოა,“ – ამის შესახებ კონორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ხაინდრავა ოპოზიციური პარტიების „ერთობას“ ეხმაურება და მათ კრიმინალურ დაჯგუფებად მოიხსენიებს. „ხაზარაძეზე არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ჯაფარიძეზე, ამ დროს სასამართლოს ეზოში იქმნება პოლიტიკური პარტია.  ეს არის წარმოუდგენელი რამ, ძალიან სახიფათო საზღვარს მიაღწია პოლიტიკას ამოფარებამ. პოლიტიკური ლოიალობა საზოგადოებაში უნდა მოიპოვო სიმართლით, ის ჯამი რაც ერთადაა თავმოყრილი პოლიტიკაში და ამის სიმბოლო არის ჟორიკა რურუა ეს არის წარმოუდგენელი. გუშინდელი დღის „გაპრავებას“ ცდილობენ ეს „პოლიტიკური ფანჩატურის“ წარმომადგენლები. ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის ქართველი ხალხის…

მეტი...

საჯარო ბაღებში 5 ბავშვი და 9 დასაქმებული ტობერკულიოზით დაინფიცირდა – განცხადება “მედიაცენტრ მთავარში”

  •  

 “2018 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ტუბერკულოზით ბაგა-ბაღის პედაგოგის დაავადების ერთადერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც 2018 წელს ფართოდ გაშუქდა და დიდი აჟიოტაჟის საგანი გახდა, დღეს შემთხვევბეის რაოდენობა გაიზარდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე“ სალომე ლოლუამ განაცხადა. სალომე ლოლუას ინფორმაციით დღეის მდგომარეობით საბავშვო ბაღებში ტუბერკულიოზით პედაგოგთა და ბავშვთა ინფიცირების რიცვხმა  მოიმატა: „მაშინ გაჟღერდა მხოლოდ ერთი შემთხვევის შესახებ,  დღეს კი – „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციას“ ხელთ აქვს ნუსხა ტუბერკულოზით დაავადებული ბაგა-ბაღების აღმზრდელების და მათი აღსაზრდელების. ასაკობრივი ცენზი ლავირებს 2 წლიდან 60 წლამდე. ჩვენ დღეს, ბუნებრივია არ დავასახელებთ მათ ვინაობას.…

მეტი...

“სამართალდამცავებმა უმოკლეს ვადებში არ უნდა დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი” – პრემიერი გიორგი შაქარაშვილის სქმეზე

  •  

 სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ადამიანის ტრაგედიებს ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. „ეს თემა დავხურეთ, ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელიც, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ…

მეტი...

“დროა, ბავშვები ჩვეულ სასწავლო პირობებს დაუბრუნდნენ” – გაეროს ბავშვთა ფონდი

  •  

 სკოლები იმ პრიორიტეტულ დაწესებულებებს შორის უნდა მოექცეს, რომლებიც უსაფრთხოების ზომების დანერგვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლის გარეშე, მით უფრო იზრდება მათი დაუცველობა სხვადასხვა რისკების მიმართ, – ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს. განცხადების თანახმად, სკოლების დახურვა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაუცველ ბავშვებზე. ვითარების გაუმჯობესებასა და შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, განცხადების თანახმად, დროა, ბავშვები დაუბრუნდნენ ჩვეულ სასწავლო პირობებს. „კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად და ზრდის ზომიერი ტემპის შესანარჩუნებლად საქართველომ მკაცრი ზომები გაატარა. არსებობს მზარდი მტკიცებულებები, რომ ბავშვები და სკოლები არ წარმოადგენენ ქვეყნებში დაავადების გავრცელების მთავარ ფაქტორებს. ფაქტობრივად, არ…

მეტი...

კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და შიდა გადაცემას არ უკავშირდება. მისივე თქმით, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. „939 პაციენტი იყო დადასტურებული, დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და გვყავს 943. გამოჯანმრთელებულებიც ოთხით გაიზარდა და ამჟამად არის 821. ოთხი ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილია, არც ერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. ორი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ორი სხვა ქვეყნებიდან შემოსული ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ. ეზუგბაიას განმარტებით, საქართველოში კორონავირუსისგან ინფიცირებულების უკვე 87 პროცენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში კი 107 პაციენტი მკურნალობს.

მეტი...

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი მექსიკაში გარდაიცვალა

  •  

 მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11 მილიონს უახლოვდება. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 524-ათასზე მეტი ადამიანი, 6 მილიონ 140-ათასზე მეტი კი განიკურნა. ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევა გასული დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში დაფიქსირდა, სადაც კოვიდ19-ით 741 ადამიანი გარდაიცვალა. 600-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა კორონავირუსმა ბრაზილიაში. კოვიდინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა მსოფლიოში ისევ შეერთებულ შტატებში ფიქსირდება, მეორეზეა ბრაზილია, მესამეზე – რუსეთი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის…

მეტი...

„ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტში ვიხილოთ მეტი ქალი“ – ირაკლი კობახიძე

  •  

 „თუ გადავავლებთ თვალს სტატისტიკას, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით  პარლამენტში საქართველო არის ერთ-ერთი აუტსაიდერი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სახელმწიფოებს შორისაც კი. ძალიან დაბალი მაჩვენებელია ჩვენთან“, – განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, დღეს პარლამენტის 150 დეპუტატის შორის  მხოლოდ 21  ქალია. მისივე მოსაზრებით, ეს დაბალი პროცენტული მაჩვენებელი  არ მეტყველებს კარგად ქვეყანაზე.  „მაგალითად, როდესაც ჩვენი პარტნიორები  ეცნობიან ასეთ სტატისტიკას, მათში გარკვეულ უარყოფით აღქმას იწვევს ეს  ფაქტი. შესაბამისად, არსებული სურათი შესაცვლელია. მართალია, ყოველ 4 წელიწადში იყო გარკვეული ზრდა, თუმცა ესეც არის ძალიან მცირე მაჩვენებელი.  თუ საზოგადოებაში ქალებისა და მამაკაცების რესურსებს…

მეტი...

“სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება” – კარლ ჰარცელი

  •  

 ვწუხვარ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული, – ამის შესახებ  ახალი საარჩევნო კანონმდებლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაშია აღნიშნული. ელჩის თქმით, გუშინ საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რაც ერთ წელზე მეტი ხნის წინ დაწყებული პროცესის შედეგი იყო და რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა აქტიურად უჭერს მხარს. „მივესალმები ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ სასიკეთო ცვლილებებს კანონმდებლობაში, მათ შორის საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა მიერ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებების რეგულირებას, მეორე ტურებისთვის მკაფიოდ განსაზღვრულ რეგულაციებს, ქალთა წარმომადგენლობის მხარდაჭერას, საარჩევნო კომისიების წევრებთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 943 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 821-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3080 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

მეტი...