გარდაბანში კორონავირუსის გაფართოებული ტესტირება იწყება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, დღეიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო პერიოდშიკორონავირუსის 20 შემთხვევა გამოვლინდა.სოფლების ჩაკეთვა ადგილობრივი ხელიუსფლების ინფორმაციით არ იგეგმება.

„მთლიანად გარდაბნის მუნიციპალიტეტში არის 20 ინფიცირებული. დაგეგმილია გაფართოებული ტესტირება, უკვე დაწყებული გვაქვს სოფელ ყარაჯალაში და კიდევ გაგრძელდება. პირველ რიგში, აღებული იყო კონტაქტები, ვისთანაც იყო და გადაყვანილნი არიან საკარანტინო სივრცეში. ახლა ვგეგმავთ, რომ მიმდებარედ, სამეზობლო ქუჩების დატესტვა მოხდეს. თავის დაზღვევის მიზნით ალბათ მთელ სოფელს მოუწევს, რათა არ გავრცელდეს ვირუსი. ამ ეტაპზე ჩაკეტვის საშიშროება არ დგას, რადგან სრულად ექვემდებარება კონტროლს. ყველა კონტაქტზე გასულები ვართ და გადაყვანილნი არიან საკარანტინო სივრცეში“, – აცხადებს გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.

ჩაიკეტება თუ არა გარდაბნის ორი სოფელი, ამ საკითხზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს.

მსგავსი თემები