კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის პირველწყარო დაუდგენელია. 

“2 პაციენტზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს კონტაქტების მოძიებისა და პირველწყაროს დასადგენად,” – ​განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა  დაფიქსირდა, 2 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. 

მსგავსი თემები