„ეს ადამიანის უფლებების კიდევ ერთი დარღვევაა” – პრეზიდენტი ახალგორის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვაზე

„ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ახალგორის გასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ადამიანის უფლებების კიდევ ერთი დარღვევაა”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ ახალგორის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვას.

სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ზეწოლა მოახდინოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე.

“ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ახალგორის გასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ადამიანის უფლებების კიდევ ერთი დარღვევაა. გადაადგილება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც დაცული უნდა იქნას. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ზეწოლა მოახდინოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ახალგორის ე.წ. გადასასვლელი გუშინ დილიდან ისევ ჩაკეტეს.

მსგავსი თემები