„ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟი და დესტრუქცია ახლავს უკვე, საარჩევნო პროცესებს“ – გია ვოლსკი

„მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ თუკი პროპორციული სისტემისას აიღებდი ხმების გარკვეულ რაოდენობას, ვთქვათ, 48-49 %-ს, ამას ემატებოდა ავტომატურად მაჟორიტართა რაოდენობა და, შესაბამისად, ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლობითი პროცენტი იზრდებოდა პარლამენტში. ამას თვლიდნენ უსამართლოდ“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.  ვიცე-სპიკერის თქმით, ეს საკამათო თემაა. „თუკი რომელიმე პარტიამ მოიგო და თუკი ეს პარტია არის მაჟორიტარებითაც წარმოდგენილი და პროპორციულადაც , რატომ არ უნდა დამეტოს? მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ეს თემა დღის წესრიგიდან მოვხსნათ.  გავითვალისწინეთ შიდა სიტუაცია, ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციები და დღეს პროპორციულ არჩევნებში გასულებს, გამარჯვებულებს ავტომატურად კი არ…

მეტი...

პრეზიდენტის ყოფილ სიძეს ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს

მინდია გოგოჭური ბრალს არ აღიარებს, მას გამოძიება ბრალს სამი მუხლით უყენებს, ესენია, 126-ე მუხლის პირველი ნაწილს, რაც ძალადობას და ცემას გულისხმობს და 236-ე მუხლს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარებას ითვალისწინებს,  ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის მუხლიც დაემატა. მინდია გოგოჭურის ადვოკატი, როგორც თავად აცხადებს საქმის მასალებს ჯერ  არ გაცნობია, თავად დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მინდია გოგოჭურის პროცესი ხვალ გაიმართება, სადაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

მეტი...

7 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან რძის და რძის ნაწარმის 34 ნიმუში აიღო და ლაბორატორიაში გამოიკვლია . 7 დასახელების პროდუქტში დარღვევა გამოვლინდა,პროდუქტები რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის მცენარეულ, ცხიმებს. სურსათის სააგენტო ჩამონათვალს აქვეყნებს. „დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში: § მაწონი ,,რანინა“ – დამზ. არიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“); § არაჟანი ,,რანინა“ – დამზ.თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 05.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“) § არაჟანი ,,მილკო“ – დამზ.თარიღი 18.06.20; ვარგ ვადა 04.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“); § რძე ,,მალკო 2.5% – დამზ.თარიღი 27.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა“) § კარაქი…

მეტი...

რამზან კადიროვს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, საქნცია შეეხო მის მეუღლეს და ქალიშვილებსაც. გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას უკავშირდება. „სახელმწიფო დეპარტამენტი სანდო ინფორმაციას ფლობს, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების არაერთ უხეშ დარღვევაზე, რომელიც მოიცავს წამებას და მკვლელობებს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადბაში.. სახელმწიფო დეპარტამენტი იმ ქვეყნებს, რომლებსაც ანალოგიური პოზიცია აქვთ, მიმართავს, შესაბამისად იმოქმედონ.

მეტი...

“COVID-19-ით გარდაცვლილ მე-16 პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა” – ლიკა მუმლაძე

კორონავირუსით გარდაცვლილი დიაგნოზით მე-16 ადამიანი მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა. 72 წლის კაცი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით სამედიცინო დაწესებულებაში 16 ივლისს გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას თირკმლის უკმარისობა ჰქონდა, პაციენტს ასევე სხვადასხვა თანდართული ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, მათ შორის,როგორც ექიმები აცხადებენ, შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა. “გადმოყვანილ იქნა ჩვენთან 16 ივლისს, გამთენიისას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრიდან ე.წ. ინგოროყვას კლინიკიდან, სადაც ის იტარებდა გეგმიურ ჰემოდიალიზს. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას იყო მძიმე, საყურადღებო, დინამიკაში გაუარესდა. ქრონიკული დაავადებები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ტერმინალური სტადია, 3-4 წლის განმავლობაში იტარებდა ჰემოდიალიზის სეანსებს, ანუ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე იმყოფებოდა პაციენტი, შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, რევმატოიდული ართრიტი, გულის უკმარისობა, არტერიული…

მეტი...

„დღეიდან სრულმასშტაბიან საარჩევნო კამპანიაზე გადავდივართ“ – ირაკლი კობახიძე

„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. გარდა მაჟორიტარების წარდგენისა, ეს იყო საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება. დღეიდან სრულმასშტაბიან საარჩევნო კამპანიაზე გადავდივართ“, – განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები დასახელდა. „ ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ 30-ვე მაჟორიტარობის კანდიდატის შერჩევას. კრიტერიუმები იყო ობიექტური: კავშირი მოსახლეობასთან, რეგიონში მათი ცნობადობა, მათი საარჩევნო რესურსი, პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება. ვფიქრობ, რომ თითოეულთან დაკავშირებით გავაკეთეთ ძალიან სწორი არჩევანი“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ესეც გახდება წინაპირობა იმისა, რომ „ ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. „ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ 30-ვე…

მეტი...

„რესპუბლიკურ პარტია” 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

 „რესპუბლიკურ პარტიას” 2020 წლის არჩევნებში საქალაქო სასამართლომ მონაწილეობის უფლება მისცა.  შეგახსენებთ 19 ივლისს, პარტიას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. „რესპუბლიკური პარტიაში” აცხადებენ, რომ მათ ვადები არ დაურღვევიათ.

მეტი...

„სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის ვადა ერთი თვით გაგრძელდეს“ – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა სასამართლოს მიმართავს

გიორგი შაქარაშვილის საქმის ძიებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, პროკურატურა ბრალდებულის პროცესებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს: „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე. უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულად ცნობილია 17 პირი, მათ შორის 6 არასრულწლოვანი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 31 ივლისი. ვინაიდან, საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვს უკვე დანიშნული ათეულობით ექსპერტიზის დასრულებას, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს…

მეტი...

„ხელისუფლება უნდა იყოს ეფექტიანი და მზრუნველი“ – ირაკლი კობახიძე

„ხელისუფლება უნდა იყოს ეფექტიანი და მზრუნველი.ეს არის საზოგადოების მოლოდინი და სწორედ ასეთად წარმოჩნდა ხელისუფლება ამ მძიმე ვითარებაში, რასაც ჰქვია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, თვეების განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ხელისუფლება ყოფილიყო ეფექტიანი ამ ბრძოლაში და ეზრუნა თითოეულ მოქალაქეზე. „თუმცა ეს არი იყო მხოლოდ ამ პანდემიისთვის დამახასიათებელი მოვლენავფიქრობთ, რომ „ ქართული ოცნება“ სწორედ ამით არის გამორჩეული. მთელი ამ 8 წლის  განმავლობაში ის ორიენტირებულია ადამიანის საჭიროებებზე, მის მოთხოვნებზე და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანა მაქსიმალურად წავწიოთ წინ. თუმცა, ბუნებრივია, რესურსები არ არის…

მეტი...

„პანდემიის პირობებში, საქართველომ მსოფლიოს აჩვენა თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ხელისუფლება ადამიანების სიხოხლეზე“ – მამუკა მდინარაძე

„როდესაც მსოფლიოს პანდემია თავს დაატყდა, საქართველომ აჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ადამიანების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ხელისუფლება და როგორ დაალაგოს სწორი მენეჯმენტი. თუ წლების განმავლობაში სისტემები არ შექმენი და სწორად არ დაალაგე, შეუძლებელია მართო შექმნილი სიტუცია ისე, როგორც ეს გააკეთა საქართველომ და რომლის მართვაც მსოფლიოს ბევრ, გაცილებით წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნას გაუჭირდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.  მისივე თქმით, აღნიშნულ ნაბიჯების გარეშე შეუძლებელია შეძლო მსოფლიოში მისაბაძი ქვეყანა გახდე  და ქვეყანა  მწვანე ზონად გამოაცხადონ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ასევე ისაუბრა გატარებულ რეფორმებზე და იმ წარმატებებზე, რასაც…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო რეფორმების გატარება და დემოკრატიული ღირებულებების განუხრელად დაცვა “ – არჩილ თალაკვაძე

„ჩვენი კონცეპტუალური ხედვა გუნდთან დაკავშირებით ასეთია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში შეძლო რეფორმების გატარება, შეძლო დემოკრატიული ღირებულებების განუხრელად დაცვა, რომელიც მოქალაქეების თავისუფლებისთვის, ჯანმრთელობისთვის და განვითარებისთვის არის აუცილებელი –  ეს არის ადამიანის უფლებები, ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე,  უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, სოციალური სისტემის გაუმჯობესება, ახალი ინფრასტრუქტურა და განათლების სისტემის რეფორმა. ამიტომ, კონცეპტუალურად, გუნდის შემადგენლობაც განისაზღვრება მათგან, ვინც წვლილი შეიტანა და შედეგი აჩვენა ამ პროცესში, ვინც გააკეთა საქმე, ვინც აჩვენა პასუხისმგებლობა ჩვენს საზოგადოებას – ამ ადამიანებისგან შედგება ქართული ოცნება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც დღეს მმართველმა…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს შეხვდნენ

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ, შეხვედრას დაესწრო მირიან ნიკოლაძეც. ირაკლი შოთაძეს ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების ვადის გახანგრძლივების მოთხოვნას უკავშირდება, პროკურორთან გამართულ შეხვედრას არ უკავშირდება. მირიან ნიკოლაძის თქმითვე, გამოძიების ამ ეტაპზე, არსებობს მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საქმის ფიგურანტი ექვსეულის ბრალეულობას ამტკიცებს, თუმცა პროკურატურა საქმეში დამატებითი მასალისა და არგუმენტების მოძიებას ცდილობს. გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან პირველი არ არის, თუმცა ამჯერად მათ მთავარი პროკურორი თავად შეხვდა და საქმის პირად კონტროლზე აყვანას გაუსვა ხაზი.

მეტი...

„ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ერთადერთზე – რადიკალური და უფრო მეტიც, კრიმინალური ოპოზიციის მოქმედებებზე“ – მამუკა მდინარაძე

„პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოდის ხელისუფლებაზე და ამას არავინ გაურბის, თუმცა  პასუხისმგებლობის აღებას აქვს სადღაც ზღვარი. ჩვენ  პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ერთადერთზე – რადიკალური და უფრო მერტიც, კრიმინალური ოპოზიციის მოქმედებებზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციას, კერძოდ, პარტიულ სუბიექტებს,  უფლება აქვთ ლეგიტიმაციის ფარგლებში, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ისაუბრონ რაც უნდათ, თუმცა, ისინი ძალიან ხშირად,  90 %-ის შემთხვევაში მიმართავენ ტყუილს, სიბინძურეს, დაბრალებას, სპეკულაციას, იმგვარ დაბრალებას, რაც არანაირი მორალში არ ჯდება. „ჩვენ საკადრისს პასუხს კი გავცემთ მათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვეცდებით ვილაპარაკოთ მომავალზე, ვილაპარაკოთ…

მეტი...

დაკარგულ გოგონას ამ დრომდე ეძებენ

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კვალი თეთრიწყაროდან დაიკარგა. სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ახალგაზრდის ოჯახის წევრები ქვემო ფონიჭალაში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.  ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონას კუთვნილი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, ქუჩის ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, შემდეგ კი ადგილობრივმა, სოფელ გოლთეთში. ამის შემდეგ კვალი იკარგება, გათიშულია მობილური ტელეფონიც. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თეთრიწყაროს რაიონში თამარ ბაჩალიაშვილი პირველად იყო და იქ ახლობლები არ ჰყავთ. თამარ ბაჩალიაშვილი თბილისის მკვიდრია. ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

მეტი...

გიორგი გახარია საქართველოში EUMM-ის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე რეგიონული უსაფრთხოების, ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში. მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების დაკავების ბოლოდროინდელ შემთხვევებს. „შეხვედრისას, ხაზი გაესვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების აღდგენის მნიშვნელობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს…

მეტი...

„ქართული ოცნება არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ღირსეულად გაიმარჯვებს“ – დავით ზალკანიანი

„ქართული ოცნება არის ერთიანი გუნდი, რომელიც  დაკომპლექტებულია და დაფუძლებულია პროფესიონალიზმზე, დიდ პასუხისმგებლობასა და  გამოცდილებაზე.  ეს არის უაღრესად გამოცდილი პროფესიონალების გუნდი და დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ წარმატებით გადალახავს ყველა პროცესს, რაც  დაკავშირებულია საარჩევნო კამპანიასთან  და ღირსეულად გაიმარჯვებს“-  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა  „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით,  „ქართული ოცნება“ განუხრელად და წარმატებით მიუყვება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს – ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას,  ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებები, არის მორიგ დადასტურება იმისა, რომ საქართველო  გააგრძელებს ამ მიზნისკენ თანმიმდევრულ სვლას. „ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის და იქნება შეუქცევადი, რადგანაც 8…

მეტი...

სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შემოვიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ადგილზე მეორე დღეა მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებით.

მეტი...

ალაზანში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მყვინთავებმა ახალგარდა მამაკაცის ცხედარი, მდინარე ალაზანში იპოვნეს. სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ის  წყალში საბანაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.  საძიებო სამუშაოებში, 20 -მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.

მეტი...

გარდაბანის რამდენიმე სოფელში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძემ ინფორმაციით, ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება იწყება. ტესტირება რამდენიმე ათას ადამიანს მოიცავს. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირების ძირითადი შემთხვევები იმპორტირებულია. „ჯერ-ჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და გადაგვყავს სამკურნალოდ. გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გაფართოებული ტესტირება იწყება, გვინდა რომ მთლიანად გავტესტოთ ამ სოფლების მთლიანი მოსახლეობა და ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება დროულად…

მეტი...

სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ალგეთის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ქვემო ქართლის პროკურატურასთან ერთად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ალგეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

„ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ იმდენად, რამდენადაც განწყობა ქვეყანაში არის პოზიტიური“ – გია ვოლსკი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის პოზიციას დიდუბე-ჩუღურეთში გია ვოლსკი იკავებს. მისი თქმით დიდუბე-ჩუღურეთი მისთვის კარგად ნაცნობი რაიონია და ფიქრობს, რომ გაიმარჯვებენ, იმდენად რამდენადაც განწყობა ქვეყანაში არის პოზიტიური, მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებია: „დიდუბე-ჩუღურეთი სოციალურად საკმაოდ რთული რაიონია, ჩუღურეთის კარგად ვიცნობ, დიდუბეში გავიზარდე და ჩუღურეთში გადავედი. ვფიქრობ, რომ საზოგადიებისთვისაც არ ვარ უცნობი არა მხოლოდ ბიოგრაფიით, საქმითაც. ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ იმდენად, რამდენადაც, განწყობა არა მხოლოდ ჩემს რაიონში, არამედ, ზოგადად, ქვეყანაში არის პოზიტიური, მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებია. ამ სირთულეებთან გასამკლავებლად საზოგადოება სწორედ „ქართულ ოცნებას“ ირჩევს, როგორც სტაბილურობისა და განვითარების რეალურ რესურს. ჩვენს რაიონებს მივესალმები და…

მეტი...

თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა

დღეს დილით, თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე შუახნის ასაკის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე- 15 სართულიდან გადმოვარდა. 43 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ქალი აივანზე სარეცხს ფენდა, რა დროსაც ფეხი გაუცურდა და მაღალი სართულიდან გადმოვარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

მეტი...

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს” – სოზარ სუბარი

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პროპორციულ არჩევნებშიც, გავაგრძელებთ იმ ხაზს, რასაც ვაკეთებდით. ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც ჩვენ გაკეთებულ საქმეებზე, ასევე გასაკეთებელ საქმეებზეც.“,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა სოზარ სუბარმა. სოზარ სუბარი აცხადებს რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გამოცდილები არიან, შესაბამისად, შეძლებენ წვლილის შეტანას ქვეყნის განვითარებაში. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 30-ვე მაჟორიტარი, რომელიც დასახელებულია, ძალიან გამოცდილია. ზოგი პოლიტიკოსია, ზოგი ბიზნესის სფეროდან არის მოსული. თითოეულ მათგანს შეუძლია უზარმაზარი წვლილის შეტანა ქვეყნის და თავისი კუთხის, მაჟორიტარული ოლქის განვითარებაში. სამგორის რაიონი ერთ-ერთი დიდი უბანია, ძალიან ბევრი მოსახლეობაა. მრავალფეროვანია, ზოგი სოფელიც შემოდის -31-ე…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია. “დაახლოებით 15 წუთის წინ მომივიდა ეს ინფორმაცია, რომ მე-16 პაციენტი დაგვეღუპა, სამედიცინო დაწესებულებას ვერ გეტყვით, 70 წელს გადაცილებული მამაკაცია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

მეტი...

„ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ“ – ეკატერინე ტიკარაძე

„ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებში. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ.  ჩვენი მოსახლეობა გაკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის  და განვითარებისკენ“ – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ შეძლებს ქართველ ხალხს არ გაუმტყუნოს ის მოლოდინი,  რომელსაც ჩააბარებს ქართულ ოცნებას. „პარტია “ქართული ოცნება“ თავისი სრული გუნდით, პასუხისმგებლიანი და მაღალპროფესიონალური კადრებით შეძლებს არ გაუმტყუნოს ქართველ ხალხს ის მოლოდინი, რა პასუხიმგებლობასაც მოსახლეობა კიდევ ერთხელ ჩააბარებს…

მეტი...

„ქართული ოცნების“ წარმატება არის საქართველოს წარმატება, როგორც ევროპული მომავლის უზრუნველყოფის ძალის“ – ირაკლი ჩიქოვანი

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ზუგდიდელების მხარდაჭერის სჯერა და დარწმუნებულია, გამარჯვებასაც მოიპოვებს. „ჩემთვის უაღრესად დიდი პატივი, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ჩემი ქალაქის წინაშე წარვსდგე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის რანგში. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ჩვენ სამართლიანი, თანმიმდევრული და კონკრეტული საარჩევნო კამპანიის შედეგად წარმატებით დავასრულებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში მოვიპოვებთ გამარჯვებას, რადგან მჯერა ზუგდიდელების მხარდაჭერის. „ქართული ოცნების“ წარმატება არის საქართველოს წარმატება, როგორც ევროპული მომავლის უზრუნველყოფის ძალის“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. ჩიქოვანის თქმით, რეგიონს ძალიან კარგად იცნობს. მისივე განმარტებით, ზუგდიდში მთავარი გამოწვევა ეკონომიკური განვითარებაა. „ეს არის ჩემი რეგიონი და ქალაქი. მიუხედავად…

მეტი...

დაკავებულია კიდევ 2 პირი ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

ვრცელდება ინფორმაციით კიდევ 2 ადამიანის  დაკავების შესახებ, საქმე ქუთაისში მომხდარ მკვლელობის ფაქტს ეხება. მათ გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მეზობლების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დღეს, მათ სიახლოვეს იმყოფებოდა სწორედ ბრალდებული და საქმის დეტალებით ინტერესდებოდა. ცნობისთვის შემთხვევა 18 ივლისს, ქუთაისში მოხდა. არსებული ინფორმაციით 45 წლის ქალმა ურთიერთშელაპარაკების დროს მასპინძელს ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის…

მეტი...

თეთრიწყაროში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა

თეთრიწყაროში ორი დღეა, 23 წლის ქალს ეძებენ. როგორც ადგილზე აცხადებენ, ახალგაზრდა სახლიდან საკუთარი ავტომობილით ორი დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

მეტი...

“პოლიტიკაში მძიმეწონოსნები მოდიან საპარლამენტო ოჯახის წევრები ხდებიან” – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატებს წარსულში წარმატებულ პოლიტიკოსებად თვლის. მმართველი პარტიის ერთ – ერთი ლიდერი მათ წარმატებაში დარწმუნებულია. „ვცდილობთ, მათი პარლამენტში შემოსვლით უზრუნველვყოთ არა კონკრეტული ადამიანების კარგი კარიერა, არამედ რეალურად უზრუნველვყოთ ქვეყნის წარმატება. ასეთი კომპეტენციის, გამოცდილებისა და წარსულის ადამიანები ბუნებრივია, ბევრს შემატებენ საქართველოს პარლამენტს. ამ ყველაფრით გაძლიერდება საპარლამენტო კონტროლი, პარლამენტის როლი, ეს ნიშნავს მეტ კონტროლს, მეტ ზედამხედველობას მთავრობაზე და მთავრობის კიდევ უფრო კარგ მენეჯმენტს. გათვითცნობიერებული გვაქვს პასუხისმგებლობა მომავალზე. პოლიტიკაში მძიმეწონოსენები მოდიან საპარლამენტო ოჯახის წევრები ხდებიან, ეს ნიშნავს, რომ გუნდი აქცენტს აკეთებს კომპეტენციაზე, გამოცდილებაზე და მათ პიროვნულ დადებით თვისებებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პარტიამ „ქართული ოცნება“…

მეტი...

„ჩემთვის დიდი პატივია და დამატებითი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყო გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი” – გიორგი ხოჯევანიშვილი

„ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია მოსახლეობაზე ზრუნვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რეგიონზე მუშაობასა და ზრუნვას საკანონმდებლო ორგანოდან გააგრძელებს. „ჩემთვის დიდი პატივია და დამატებითი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყო გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი. ორი წელი, როცა რეგიონს ვემსახურებოდი, ზუსტად ვიცი და შევისწავლე ის საჭიროებები, რაც ხალხს სჭირდება. რეგიონზე მუშაობასა და ზრუნვას საკანონმდებლო ორგანოდან გავაგრძელებ. ჩვენი რეგიონისთვის მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მეტი...

“ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ასეთ გუნდს, ისევ მხარში ამოვუდგე” – დავით სერგეენკო

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სერგეენკო თვლის, რომ დღეს მნივნელოვანია გუნდთან დგომა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი პარტიას წარმატებულ პოლიტიკურ ძალად თვლის. “მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში გუნდურობის პრინციპით არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, მე ჩემი კონკრეტული ამოცანა მაქვს. აქ, ექიმის ლოგიკაა უბრალოდ, რომ მე, არასოდეს საქართველოს ბოლო ისტორიაში, არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე აწია ჯანდაცვის პრიორიტეტი და ამდენი რამის გაკეთება შეძლო. ამიტომ ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ასეთ გუნდს, ისევ მხარში ამოვუდგე და ფოკუსირება და კონცენტრირება გავაკეთო სწორედ ამ მიმართულებებზე,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს” – ბიძინა ივანიშვილი

დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქართულ პოლიტიკას ახლებური ხედვა და ამავე დროს, გამოცდილი გუნდი სჭირდება. „ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით არიან შეკრებილი ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „ქართული…

მეტი...

“ზუსტად, 2012 წელს, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი და მოიპოვა თავისუფლება” – კახა კალაძე

კანდიდატების წარდგენოს დროს, კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პარტიის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ისინი არამხოლოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვებენ, არამედ გაიმარჯვებენ თითოეული მოქალაქის პრობლემებზე. „ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი, როგორც იცით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდის მაჟორიტარი კანიდიდატების წარდგენაა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია. ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს თითოეული ქართველისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის განვითარებული, წარმატებული, თავისუფალი და ერთიანი საქართველო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და…

მეტი...

“2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც მომდევნო წლებში “ქართული ოცნებისთვის” უპირველესი საზრუნავი იქნება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულობის უმაღლესი ხარისხით ჩატარდება და აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში “ოცნება” აუცილებლად გაიმარჯვებს.  “2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და 2012 წლის შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე ყოველდღიურად შენება. ეს მხოლოდ ამიტომ გახდა შესაძლებელი. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროპორციული არჩევნები დემოკრატიის…

მეტი...

„ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ჩვენ საზოგადოებას ვუჩვენებთ მაღალ პოლიტიკურ და საარჩევნო კულტურას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე წარსდგება კარგად გააზრებული, ქართული ეკონომიკის გაძლიერებისკენ, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენ მიმართული საარჩევნო პროგრამით. „როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს, მაქვს პატივი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოვაცხადო. პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, წელს საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ტარდება, რის გამოც, სამწუხაროდ, მასში მონაწილეობა ვერ შეძლო „ქართული ოცნების“ წარმატებითა და ჩვენი ქვეყნის წინსვლით დაინტერესებულმა მრავალმა ადამიანმა. თუმცა,…

მეტი...

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ოთხი შემოტანილია, შვიდი კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ოთხი შემოტანილია, ხოლო შვიდი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს წარმოადგენს. ეზუგბაიას განმარტებით, შემოტანილი შემთხვევებიდან ყველა სატვირთო ავტომობილის მძღოლია. „გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში იყო 1028 დადასტურებული შემთხვევა, დღე-ღამეში დაგვემატა 11 ახალი შემთხვევა და ახლა გახლავთ 139 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული იყო 899 და ამჟამად არის 900. 11 ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი შემთხვევა, სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, დანარჩენილი შვიდი კი არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. უმეტესობა მათგანი საკარანტინო სივრციდანაა, ნაწილი კი დადასტურებულია ადგილზე, ანუ ბინაზე“,- განაცხადა ეგუგბაიამ. მისივე ინფორმაციით, კოვიდ-ცენტრებში 162 პაციენტი მკურნალობს.…

მეტი...