იუბილარი ანა გაბეჩავა შსს-ში ისევ დაიბარეს

არასრულწლოვანი ანა გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ და ქუჩაში გაგრძელებულ კონფლიქტს 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა, შსს-ში დაკითხვაზე ისევ დაიბარეს.

გაბეჩავასთან ერთად შსს-ში იმყოფება დაბადების დღის დიჯეი და მისი მეგობარი კონსტანტინე ღიბრაძე. მათ, სამინისტროში შესვლისას მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ როგორც გაბეჩავა, ისე ღიბრაძე შსს-ში არაერთხელ გამოიკითხა. იუბილარის ბოლო გამოკითხვა დაახლოებით  6 საათი გაგრძელდა.      

რაც შეეხება საქმისთვის ბრალდებულ 17 პირს, პირველი სასამართლო სხდომა 31 მაისს გაიმართება.  

მსგავსი თემები