სასამართლოს ტერიტორიიდან პატიმარი გაიქცა

პატიმარი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან გაიქცა, ამ დრომდე იძებნება. როგორც გაქცეული პატიმრის წევრები „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებენ, მათი შვილი 19 წლისაა და რამდენიმე დღის უკან ქურდობისთვის დააკავეს. პატიმარმა გაქცევა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან მოახერხა. მისი ძებნის ღონიძიებები მეოთხე დღეა გძრელდება. გაქცეული გვარად ძაგანაშვილია, რომელიც ავჭალაში ქურდობისთვის დააკავეს. მას ოჯახის წევრებიც ეძებენ და შიში აქვთ, რამე არ დაემართოს.   

მეტი...

აფხაზეთში 10 წლის ბავშვებს ომისთვის ამზადებენ და ქართველებისა და ამერიკელების წინააღმდეგ სათამაშო იარაღით წვრთნიან

სამხედრო სწავლებები გუდაუთასა და კოდორში აფხაზი ბავშვებისთვის ყოველ წელს იმართება. ეს ის ბანაკებია, სადაც აფხაზ და ცხინვალში ში დაბადებულ  ბავშვებს  სათამაშო იარაღებს ურიგებენ და საომარ მოქმედებებში წვრთნიან. ყველზე საგანგაშო კი ის არის, რომ ოკუპანტი „მწვრთნელები“ მათ სამიზნედ ქართველებსა და ამერიკელებს ასახელებენ წვრთნები საველე პირობებში ტარდება, სადაც ბავშვებს ნამდვილი იარაღის ანალოგს ურიგებენ და ნამდვილ საომარ მოქმედებებს აჩვევენ. „ხომ არ არ დაგავიწყდათ რომ თქვენი მოწინააღმდეგეები ქართველებისა და ამერიკიელების დივერსანტების ჯგუფია, რომლებიც უნდა გავანადგუროთ“ – ეს ოკუპანტი „მწვრთნელების“ მითითებებია. წვრთნებში 10-დან 18 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ, 18 წლის შემდეგ კი მათ სათამაში იარაღს ნამდვილით…

მეტი...

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულ ინფორმაციას  პარტია “ქართული ოცნება” ავრცელებს. გადაწყვეტილება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ”  საარჩევნო შტაბის სხდომაზე მიიღო. “სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა. სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

„წარმოუდგენელი ზეწოლაა მასზე“ – შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ვახო ახვლედიანის ოჯახის განცხადება

ვახო ახვლედიანის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს მათი შვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და სამართალდამცველებს ჩვენებას არ აძლევს. “ვახო ახვლედიანი და მისი ოჯახი, პირველ რიგში, სამძიმარს უცხადებს შაქარაშვილების ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო. თავად ვახო და მისი ოჯახი კატეგორიულად  ემიჯნება გაჟღერებულ აზრს, თითქოს ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. პირიქით, მის ყველა ჩვენებაში დასტურდება, რომ მათ მოძალადეები საცემად მისდევდნენ. ამ საქმეზე სამართლის აღსრულება, შაქარაშვილების ოჯახთან ერთად, სწორედ  ვახო ახვლედიანის და მისი ოჯახის ინტერესში შედის. წარმოუდგენელი ზეწოლაა მასზე, როგორც მოწმეზე, თითქოს ის სიმართლეს მალავს. ხშირ შემთხვევაში ბრალდებულების ადვოკატების ინტერპრეტაციებით შუქდება ახალი დეტალები, რის გამოც საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შედის. ვახო ახვლედიანიც…

მეტი...

„სნიკერსის“ ამარა დარჩენილი და საწამლავით მორბენალი დეპუტატები

„თქვენ რომ მახსენებთ პარლამენტის როლს, თან თქვენ, როცა საწამლავით დარბოდით ამ პარლამენტში და გგონიათ, ეს უკეთესი როლია ვიდრე მე ვასრულებ ამ ტრიბუნიდან საკუთარ ვალდებულებას?“ – ასე უპასუხა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენელ ლელა ქებურიას კრიტიკას და საკანონმდებლო ორგანოში მისი „როლი“ შეახსენა. საუბარია  2019 წლის დეკემბერში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ლელა ქებურიას მიერ დაღვრილ საწამლავზე, რომლის შემდეგაც პარლამენტის თანამშრომლები მოიწამლნენ და საავადმყოფოში მოხვდნენ.    „ევროპული საქართველოს“ წევრმა ქებურიამ დიმიტრი ხუნდაძეს პანდემიის პერიოდში  და შემდგომი ქმედებები დაუწუნა და ასე მიმართა: „არ მიკვირს, რომ ხალხზე ზრუნვის სახელით ეწევით მანიპულაციას და სპეკულაციას. არც…

მეტი...

ქურდული სამყაროს წევრები, მძღოლებს, „ქურდული გარჩევებით“ ხარკს ახდევინებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრები დააკავეს, რომლებიც დიდუბის სადგურზე მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ.    შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. მათ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას ედავებიან. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები – ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით,…

მეტი...

მთავრობას შეუძლია, საკარანტინო შეზღუდვები წლის ბოლომდე დააწესოს

საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. პროექტს მხარი 79-ა დეპუტატმა დაუჭირა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობას, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე ექნება. თუ, დღევანდელი მდგომარეობით, მთავრობას  საკარანტინე ღონისძიებების გატარების უფლება 15 ივლისამდე ჰქონდა, მიღებული ცვლილებებით, გადაადგილების აკრძალვა, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა თუ სხვა ქმედებები, მთავრობას შეუძლია 2021 წლის 1 იანვრამდე შემოიღოს. უფრო კონკრეტულად, ყველა ის ღონისძიება, რომელიც საგანგებო მდგომარეობის არსებობდა, აღმასრულებელ ხელისუფლებას საკანონმდებლო ხელისუფლების თანხმობის გარეშეც შეუძლია შემოიღოს.  

მეტი...

„ჩემი მეუღლე, თეიმურაზ კუპატაძე ასეთ “თემებს” არ “აგვარებს” – პატრულის ყოფილი უფროსის მეუღლე შაქარაშვილის საქმეზე

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, თემურ კუპატაძის მეუღლე ერთ-ერთ ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებას ეხმიანება და აცხადებს, რომ თემურ კუპატაძეს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან შეხება არ ჰქონია. „მედიაცენტრი მთავარი“ თემურ კუპატაძის მეუღლის „პოსტს“ უცვლელად გთავაზობთ. „ვეხმაურები “მთავარი არხის” და ნიკა გვარამიას მორიგ ცილისმწამებლურ რეპორტაჟებს, რომლებმაც უკვე გადაკვეთა ყველანაირი ხაზი! საზღვარი აქვს ყველაფერს! ასეთ ტრაგედიაზე ჩემი მეუღლის სახელის მიზანმიმართულად გასვრას, ყოველგვარი არგუმენტის, მტკიცებულების, ლოგიკის გარეშე უბრალოდ არ მოვითმენთ! საცოდავი ბიჭის ამბავზე მაინც ნუ იკადრებთ ყველაფერს!!! მიუხედავად ბოლო დროინდელი უამრავი სიცრუისა, მაინც დაუჯერებელია რომ ეს შეგიძლიათ- შეგიძლიათ ადამიანს დააბრალოთ ასეთი გაუგონარი რამ და “გააპრავოთ” რომ “წყარომ”…

მეტი...

მოქალაქეები „სითი პარკის“ ჯარიმებისგან თავისუფლდებიან

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც „სითი პარკის“ ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. საჯარიმო თანხა კი მთლიანობაში, 850 000 ლარამდეა. კანონის პროექტის თანახმად ის პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე ჩაიდინეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და რომელთაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა ან/და საურავი, თავისუფლდებიან აღნიშნული ჯარიმის ან/და საურავის გადახდისგან. ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის მხოლოდ აღუსრულებელ ნაწილზე ანუ, ეს ამნისტია ეხებათ იმ ადამიანებს რომლებსაც ამ დრომდე ჯარიმა…

მეტი...

“კიდევ ერთხელ დაუკვირდეთ თქვენს გადაწყვეტილებას, ნუ ავნებთ ქვეყანას” – მარიამ ჯაში

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას მხარი არ დაუჭირა. მისი არგუმენტი კი შემდეგი იყო – ეს გადაწყვეტილება აზიანებს სახელმწიფოს. „ჩვენი მთავარი მესიჯი გახლავთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიდგებით სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვართ ოპოზიციური პოლიტიკური ფრაქცია და ახლად შექმნილი პარტია, ჩვენ დავუჭირეთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესის დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განსამტკიცებლად უაღრესად მნიშვნელოვანი. მერწმუნეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება დღესაც და მომავალ პარლამენტშიც ჩვენი გუნდის მხრიდან იქნება…

მეტი...

„მათ ღალატი აქვთ ჩადენილი, როდესაც რუსეთის ჯარის ნაკეთები საქმე სეპარატისტებს დააბრალეს“ – მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამახინჯებული კონსტიტუცია რაც შეგვეძლო ვასწორეთ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ოპოზიციისთვის არის ერთადერთი მაშველი რგოლი ისიც მათი აზრით, რომ რაღაცნაირად არჩევნები გადაიდოს. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, სექტემბერში ან ოქტომბერში თუ დაგვჭირდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მაშინ 31 ოქტომბერს ჩვენ არჩევნებს ვეღარ ჩავატარებთ. ეს არის კანონის მარტივი დათქმა. შესაბამისად, თუ ასე მოხდა, მაშინ არჩევნების გადაწევა შეიძლება მოგვიწიოს მომდევნო წელს. ოპოზიციას აქვს იმედი, რომ თუ არჩევნები გადაიწევა, ამასთან, შეიძლება ისე მოხდეს, რომ მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გამძაფრდეს ეკონომიკური კრიზისი და საქართველოშიც იქნებ უფრო გაუჭირდეს ხალხს და ფიქრობენ, რომ ამის ფონზე არჩევნებზე იქნებ მათ უფრო მეტი…

მეტი...

„საზოგადოებას ვაძლევ პირობას, რომ მათი ჯანმრთელობა იქნება დაცული“ – დიმიტრი ხუნდაძე

„რთულია ეპიდემიოლოგიური ვითარება გლობალურად მსოფლიოში და რთულია ვითარება პარლამენტში იმიტომ, რომ ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმშია – სიკეთესაც ბორoტებად აღიქვამს და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ეძახის ანტიკონსტიტუციურს და ანტისახელმწიფოებრივს“, -განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის  რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში მომწამვლელი ნივთიერებებით დარბოდა, დღეს საპარლამენტო პასუხისმგებლობაზე საუბრობს. „ოპონენტები აბსოლუტურად უსაფუძვლო კითხვებს სვამენ, რაზეც, უბრალოდ, კითხვის დასმაც კი უხერხულია. ვფიქრობ, ამ რეჟიმში ცოტახანს მოგვიწევს მუშაობა, ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე და საზოგადოება ყველას თავის ადგილს მიუჩენს. იმედი მაქვს, პარლამენტში გაჩნდება…

მეტი...

„მომდევნო მოწვევის პარლამენტში ბევრად შემცირებული იქნებით თუ გადალახეთ ბარიერი „ – ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას

„მე მესმის, რომ არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ბევრად შემცირებული იქნებით, თუ იქნებით, და გადალახეთ ბარიერი, ეს კიდევ საკითხავია და მაქსიმალურად ცდილობთ ტრიბუნა გამოიყენოთ და კარგია, საზოგადოებამ უნდა დაინახოს რას საუბრობთ რა ინტერესებს იცავთ, როგორ „ზრუნავთ“ საზოგადოების ინტერესებზე. ალბათ ოცნებობდით, რომ რამე შეცდომა დაგვეშვა, სამწუხაროდ ასეთი მავნე პოლიტიკოსებიც არიან, რომ ფიქრობდნენ იქნებ მეტი გარდაიცვალოს, რომ ამით ვინმემ იხეიროს. ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან როცა გვაქვს საქმე, ძალიან ძნელია თქვენ გესაუბროთ რაიმე აზრიან საკითხებზე, იმიტომ, რომ თქვენი საზრუნავი და თქვენი ამოცანა არის როგორმე რადიკალიზაციის გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ამის არანაირი რესურსი არ…

მეტი...

„საშიშროება არ ემუქრება არც კონსტიტუციას და არც დემოკრატიას“ – მიხეილ ყაველაშვილი

„როდესაც პანდემია იწყებოდა, არ დამავიწყდება ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი, სადაც გამოვიდა და თქვა, რომ საქართველო პანდემიას მსოფლიოში ყველაზე მოუმზადებელი ხვდება და ჩვენი ქვეყანა ხუთეულშია იმ ქვეყნებს შორის, ვინც ყველაზე კარგად გაართვა თავი,“ – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეტა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. ყაველაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა მთავრობა სწორი კურსით მიდის და სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება: „ასეთი აცდენა როგორ შეიძლება? ქალბატონ ლელა ქებურიას ბოდიში ვერ მოვახდენინეთ თანამშრომლებისთვის, ქალბატონმა ხათუნა გოგორიშვილმა გამაკვირვა, რა ლოგიკა განავითარა და რა ისაუბრა წარმოუდგენელია. ჩემს კოლეგებს და საზოგადოება მივმართავ, რომელიც გაგებით მოეკიდა  – არაფერი საშიშროება…

მეტი...

„ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირდაპირ მოგვიწოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ“ – ირაკლი კობახიძე

„ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირდაპირ მოგვიწოდა ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ. ასეთი მოწოდებები ჩვენ გვესმოდა ორი თვის წინაც, ივნისში, როდესაც მისაღები იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, იქ ჩანდა, რომ ამ საბაბით მათ სურდათ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება და ახლაც მოგვიწოდებენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ, იმისთვის, რომ საქართველოში არ შედგეს არჩევნები“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე  განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.  მისი შეფასებით, აქ კარგად ჩანს, „ის თუ რის ეშინია ყველაზე მეტად რადიკალურ ოპოზიციას, – ეს არის კარს მომდგარი არჩევნები“. პარლამენტის წევრის თქმით, ოპოზიციამ იცის საკუთარი რეიტინგის შესახებ და არჩევნების მიმართ შიში…

მეტი...

„ძალიან მძიმეა ოჯახისთვის როდესაც ვრცელდება კადრები და გარკვეული ფოტოსურათები“ – ნინო ლომჯარია

სახლხო დამცველს პროკურატურა გიორგი შაქარაშვივლის საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნაზე დათანხმდა. ომბუდსმენის ინფორმაციით, უკვე მოინახულეს საქმეზე ბრალდებულები და ორი მათგანისგან ზეგავლენის მოხდენის ფაქტზე მიიღეს ინფორმაცია, რასაც სახალხო დამცველი შეისწავლის. ნინო ლომჯარიამ ყველა მედიასაშუალებას თემის ეთიკური ნორმების დაცვით გაშუქებისკენ მოუწოდა. „საქმეში ჩვენი ჩართვის მიზანია მხარეთა უფლებების დაცვა, როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებულების, რომ მათი საპროცესო უფლებები გამოძიების პროცესში იყოს დაცული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, სახალხო დამცველი გეგმავს, საქმეში დაზარალებულებთან შეხვედრასაც, რაც შეეხება დაკავებულებს, ომბუდსმენმა შაქარაშვილის საქმის ბრალდებულებთან შეხვედრები დაასრულა. „დაკავებულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ არ სჭირდებათ სახალხო დამცველის დახმარება. თუმცა იყო ცალკეული საყურადღებო ინფორმაციები, რომლებიც ეხება…

მეტი...

“მსგავსი რეგულაცია რომ გქონოდათ, ვერ მიყიდიდით სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთს” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

„ქართული ოცნება“ ატერორებს ბიზნესს-  ესაა ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსში პიარული თავხედობა, ოღონდ ამას ნაცები ამბობენ. მაშინ რომ ყოფილიყო რაღაც მსგავსი რეგულაცია, ეს გასაუქმებელი გექნებოდათ ალბათ იმიტომ, რომ  ვერ მიყიდიდით იმ სტრატეგიულ ობიექტებს რუსებს“ ,-ასე უპასუხა „ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით  „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას. „რაც შეეხება კომუნიკაციებს. ამაზეც გეტყვით. თქვენ მგონი მართლა რაღაც იმედი გაქვთ ერთმანეთს რომ ელაპარაკებით ხოლმე პარტიაში, არ გაწყობთ მსგავსი რეგულაციის განხილვაც კი. თეორიულადაც არ გინდათ დაშვება ამის, იმიტომ, რომ როგორც გააკეთეთ 2012 წლამდე სტრატეგიული ობიექტების რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი…

მეტი...

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული შედეგი“ – ირაკლი კობახიძე

„ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეიცავს არავითარ რისკებს, ამაზე საუბარიც ზედმეტია, მათ შორის, ადამიანის უფლებების არაკონსტიტუციური შეზღუდვის კუთხით და მეორე მხრივ, ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება აუცილებელია, რათა ეფექტიანად განვაგრძოთ აქამდე ეფექტიანად წარმოებული ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ“,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მსჯელობენ. კანონპროექტი 2020 წლის 15 ივლისამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადის 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელებას ითვალისწინებს. „ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სპეკულაციური და დემაგოგიური განცხადება, მარტიდან მოყოლებული, არა მარტო ამ კანონთან დაკავშირებით თავის დროზე, არამედ…

მეტი...

„გამაოცა მარიამ ჯაშის განცხადებამ, რომ ჩვენ თითქოს ანტისახელმწიფოებრივად ვმოქმედებთ“ – გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი განიხილება, კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ შეფასებებს და განცხადებებს უპასუხა. „გამაოცა მარიამ ჯაშის განცხადებამ, რომ ჩვენ თითქოს ანტისახელმწიფოებრივად ვმოქმედებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ვიცავთ. ან რა განცხადებებია ან რა ლოგიკაა ის, რომ სექტემბერში თურმე ვიღაცეები, ვინც სიაში არ იქნებიან მხარს აღარ დაუჭერენ ამ კანონპროექტს. ერთადერთი ეს უსუსური ლოგიკა დარჩათ იმისთვის, რათა გაამართლონ თავისი განცხადებები ჩვენმა ზოგიერთმა კოლეგამ. ან რა კონსტიტუციის დარღვევაზე გვესაუბრებიან? ძალიან სერიოზული კამათი შეიძლება იმაზე, რომ არსებობს თუ არ არსებობს სახელმწიფოს მონდომება, რომ სკოლებში…

მეტი...

“რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომელიც 3,000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის” – გიორგი გახარია

​პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს რუსთავში, “ქართლი ტექსტილის” ქარხნის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო.  “მე არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი რამდენიმე მიზეზის გამო. დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომელიც 3,000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა დღეს რუსთავში, “ქართლი ტექსტილის” ქარხნის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დღეს მთავრობის საზრუნავი სწორედ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა.  “ეს არის დღეს ჩვენი პრიორიტეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ შემოსავალი დააკლდათ ოჯახში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახდინოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ იმასთან ერთად, რომ არსებული სამუშაო…

მეტი...

„ვერანაირი თანხა ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი „ – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას

“როგორც ჩანს, ერთწლიანმა ბოიკოტმა და სხდომების გაცდენამ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე. გეტყობათ, რომ ძალიან გაოცებული ხართ ელემენტარული რამით, რომელიც არის საპარლამენტო სამუშაოს ანი და ბანი”,- ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს სხდომაზე ოპონენტებს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ რეფორმაზე მუშაობისას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა კანონშემოქმედებითი საქმიანობის ჩვეულებრივი ნაწილია. “ნუ გიკვირთ, როდესაც, მაგალითად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობასთან ერთად მუშაობს ბიუჯეტზე, ან განათლების კომიტეტი თანხმდება რეფორმის საკანონმდებლო პაკეტზე და მერე ხდება ინიცირება, ეს არის კანონშემოქმედებითი საქმიანობის ანი და ბანი. ამიტომ, სხდომებს ნუ გააცდენთ – როგორც ჩანს, დაგავიწყდათ, რა არის საპარლამენტო პროცესი,” – მიმართა ოპონენტებს არჩილ…

მეტი...

„მიხელ სააკაშვილმა თვითონ დაადასტურა რომ არ არის უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი“ – მამუკა მდინარაძე

„თავის დროზე, როდესაც მე პირადად ვიხუმრე, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიცე პრემიერად აღარ დაინიშნა, მადლობას ვუხდიდით უკრაინელ კოლეგებს და ვამბობდით, რომ ყავის მომდუღებლად თუ დაინიშნა,  რა ვუყოთ-თქო –  ერთი ამბავი ატეხეს ამაზე და გუშინ თვითონ დაადასტურა ამ კაცმა, რომ არ არის უკრაინის  ოფიციალური წარმომადგენელი და სტატუსი არ აქვს“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება სამწუხარო და ამორალურია. „ძალიან სამწუხაროა, რომ უდიდესი ტრაგედია, რომელიც…

მეტი...

“გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიამ რუსთავში დღეს კომპანია „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმოს „ქართლი ტექსტილის“ პრეზენტაციას დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოვსლისას საწარმოს დამფუძნებელ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს მადლობა გადაუხადა. „ეს არის, რასაც ჩვენ თავიდან ვამბობდით, რომ გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა.  მინდა, ბატონ ჯემალს, მის პარტნიორებს მადლობა გადავუხადო და როგორც ნათია თურნავამ ბრძანა, ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმს გამოიყენებენ და ისარგებლებენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები და მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები. ეს არის ის, როდესაც ჩვენ ყველას შეგვიძლია, ვიამაყოთ, როდესაც აწერია ნაწარმს, პროდუქტს, რომ ნაწარმოებია საქართველოში. გავუფრთხილდეთ ბიზნესს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და, რა თქმა უნდა, გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება. ვულოცავ რუსთაველებს ამ დიდ მიღწევას“, – განაცხადა…

მეტი...

„როგორ აპირებს სახალხო დამცველი, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის დაცვას ფსიქოლოგიური წნეხისგან?“ – მამუკა მდინარაძე

„წარმოიდგინეთ რა ზომამდე მიიყვანეს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი, რომ მან სახალხო დამცველს კონკრეტული პარტიული არხის ბულინგისგან დაცვა სთხოვა, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი მათ შორის, სახალხო დამცველისგან, თუ როგორ აპირებს ის ოჯახის დაცვას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისგან“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, სახალხო დამცველისგან, რომელიც გუშინ  გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა და  საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ მათი პოზიცია და მოსაზრებები მოისმინა, საზოგადოებამ ჯერ ვერ მიიღო პასუხი, თუ როგორ აპირებს ის ოჯახის დაცვას კონკრეტული პარტიული არხის მხრიდან ფსიქოლოგიური წნეხისგან. „ჩვენ, სამწუხაროდ, პასუხი მივიღეთ, რომ გამოძიების დეტალებით დავინტერესდებიო.…

მეტი...

„თქვენი მოტივაციაა, რომ საარჩევნო უბნებზე ვიღაცებმა ქაოსი მოაწყონ და ამიტომ არ აწერთ მემორანდუმს ხელს“ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

„მემორანდუმი არის ყველას პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის აღება არ გინდათ, იმიტომ  რომ მერე ვიღაცა მობილური ტელეფონით გადაიღებს, რომ შევარდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივისტები და იქ რაღაცები აკეთეს და ეს არ გინდათ. თქვენი მოტივაციაა, რომ იქ ვიღაცებმა ირბინონ, რაღაცები არიონ, ქაოსი მოაწყონ და ამიტომ არ აწერთ ხელს. ატყუებთ ახლა ხალხს და ეს ხალხი არ ტყუვდება და რამდენჯერ უნდა სცადოთ“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას, სურს საარჩევნო უბნებზე არეულობის და ქაოსის შექმნა და ესაა მიზეზი, რის გამოც ის მემორანდუმს ხელს არ აწერს და მის…

მეტი...

საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში სახალხო დამცველთან ითანამშრომლებს

პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს. უწება ინფორმაციას ავრცელებს: “საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ჩართვას გეგმავს, თუმცა რა ფორმით ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატმა გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს. 

მეტი...

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ავთანდილ ბილანაშვილს არ იცნობენ“ – შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი „ნახალოვკელების“ ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში (ვიდეო)

„მედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები რაიმე შემხებლობაში არიან ავთანდილ ბილანაშვილთან, რაც სიცრუეა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი სამი „ნახალოვკელის“ ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ განაცხადა. ღურწკაია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა პირი სრულწლოვანია და ავთანდილ ბილანაშვილს არ იცნობენ. „არავისი დავალებით ისინი არ წასულან საგურამოს მიმართულებით,  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ავთანდილ ბილანიშვილთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ, მათ აუღეს ბიოლოგიური მასალა და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ კითხვები არ დარჩეს გამოძიებას. ის მანქანები, რომლებიც ამოღებულია, ვიდრე ჩემები გადაადგილდებოდნენ მაშინ ფიქსირდებიან შემტხვევის…

მეტი...

„დღემდე უფლება არ მქონდა დეტალებზე მესაუბრა“ – შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი პირების ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღემდე უფლება არ მქონდა დეტალებზე მესაუბრა“ – შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი პირების ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ „ჩემები არცერთი არ იცნობს არც გარდაცვლილ შაქარაშვილს და არც იმ გოგონას, რომლის დაბადების დღეც იყო, ისინი ცხოვრობენ ნახალოვკაში და არ მონაწილეობდნენ ჩხუბში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი სამი „ნახალოვკელის“ ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა საგურამოში წასვლა მეზობლების წამოსაყვანად დააპირეს, თუმცა მისივე ინფორმაციით გზაში მათ დაუკავშირდნენ და უკან მობრუნდენ. „ძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღემდე უფლება არ მქონდა დეტალებზე მესაუბრა. ჩემი დაცვის ქვეშ…

მეტი...

ყვარელში ავტომანქანა სახლის წინ, სკამზე მსხდომებს დაეჯახა, გარდაცვალა ერთი ადამიანი

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ახალსოფელში „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც ნასვამი იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სახლის წინ, სკამზე მსხდომ მოქალაქეებს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. რამდენიმე მოქალაქემ კი, სხეულის დაზიანება მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-მ საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

მეტი...

მთავრობას ახალი ვადით ეძლევა შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პანდემიის პერიოდში მთავრობას სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს. კომიტეტმა პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, დიმიტრი მხეიძის, ზურაბ ხაჩიძის და ილია ნაკაშიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილა. ამ ცვლილებების თანახმად, მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობას ახალი ვადით ეძლევა  შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, როგორც ეს ამავე კანონში მაისში შეტანილი ცვლილებებით 15 ივლისამდე იყო დაშვებული.  ინიცირებული კანონპროექტით …

მეტი...

“საქართველო აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერ სახელმწიფოდ” – დავით ზალკანიანი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ პირველი ვიზიტი იმართება ბრიუსელში და ეს ვიზიტი დაემთხვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკანიანის თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ დასახელდა ევროკავშირის მთავარ პარტნიორად. „როგორც იცით, საქართველო აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერ სახელმწიფოდ და ეს ასახულია ანგარიშში. ჩვენ კიდევ ერთხელ დასახელებული ვართ ევროკავშირის მთავარ პარტნიორად, როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ასევე როგორც მთავარ სავაჭრო პარტნიორად. მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთახმების იმპლემენტაციის კუთხითაც არსებული პროგრესი. ანგარიშში ბევრი პოზიტიური ელემენტებია, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო კანონმდებლობა, ოდირის რეკომენდაციები.…

მეტი...

სავარაუდო დანაშაული მსხვერპლით დასრულდა – ავტოსაგზაო შემთხვევა რაჭაში, დაშავებულია ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი

რაჭაში ორმა ნასვამმა პირმა ავტომობილი პატრონის ნებართვის გარეშე წაიყვანა, ისინი ამბროლაურიდან ონის მი მიმართულებით მოძრაობდნენ. დაზიანდა სამი მანქანა, გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ერთი მგზავრი. დაშავებულთა შორისაა ეკონომიკის სამინისტროს წიაღის სამმართველოს უფროსი კარლო ლაფერაძე და მისი მეუღლე, ლაფერაძის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილი პატრონის ნებართვის გარეშე წაიყვანა ორმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა. სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო ოთხმა ადამიანმა: „ოთხი მძიმე ავადმყოფი შემოვიდა, ყველაზე მძიმე არის კარლო ლაფერაძის მდგომარეობა, თავის ქალა აქვს დაზიანებული, აქვს კომატოზური მდგომარეობა,“ – განაცხადა ონის საავადმყ6ოფოს დირექტორმა ავთო ლებანიძემ.

მეტი...

საქართველომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიში წარადგინა

საქართველომ, გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების შესახებ რიგით მეორე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ანგარიში წარადგინა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული მიმოხილვა მოიცავს 2015-2019 წლების საანგარიშო პერიოდს და სამთავრობო პროგრამის კვალდაკვალ სამი პრიორიტეტული მიმართულებით წარიმართა – ეკონომიკური განვითარება, ადამიანური კაპიტალის განვითარება/სოციალური კეთილდღეობა და დემოკრატიული მმართველობა. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს პროგრესის დეტალური ანალიზი და მიმოხილულია ქვეყნის მიღწევები, საუკეთესო გამოცდილებები და გამოწვევები. მდგრადი განვითარების მიზნები არის გაერო-ს მიერ შემუშავებული გლობალური განვითარების დღის წესრიგი და მოიცავს 2030 წლისთვის მისაღწევ 17 მიზანსა და 169 ამოცანას. მათ შორისაა – სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა,…

მეტი...

“ვაგრძელებთ მუშაობას პოსტკრიზისულ გეგმაზე და სტრატეგიაზე” – ნათია თურნავა

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოსტკრიზისულ გეგმაზე და სტრატეგიაზე, რაც მოიცავს კომპლექსურ ღონისძიებებს, როგორც მაკროეკონომიკურ, ისე ფისკალურ და რაც მთავარია სექტორულ ნაწილში, რაც თავის მხრივ ინვესტიციების წახალისებას ითვალისწინებს და ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე, საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს. მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ. მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზენტაციის სექტორულ ნაწილში ასახულია ხელისუფლების წინადადებები. “მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეხმარება…

მეტი...

კორნავირუსის ახალი შემთხვევბი იმპორტირებულია

კორონავირუსის დღეს დადასტურებული 4 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.  “დღეს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 4-ით მოიმატა, შესაბამისად ამ ეტაპზე მათი რიცხვი 999-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 13-ით გაიზარდა. ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ისინი ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.  რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, გუშინ იყო 25 დადასტურებული შემთხვევა, დღეს კი ახალი პაციენტი არ შემოსულა, მათგან მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელდა. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელია,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მეტი...