„კოვიდის“ დამარცხებამდე შორია, ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობაში ილუზიაა, თითქოს ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა, რაც არასწორი მოსაზრებაა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლოებამ ქვეყანაში არსებული შედარებით უკეთესი ეპიდსიტუაცია უნდა შეინარჩუნოს.

„პირბადეებს აღარ იკეთებენ  შესაბამის დაწესებულებებში, ისევ და ისევ ხორციელდება დიდი შეკრებები და არის ილუზიის შექმნა, რომ ქვეყანამ დაამარცხა კორონავირუსი, არა, ბატონებო, „კოვიდის“ დამარცხებამდე შორია. ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს. ეს უნდა გაკეთდეს გლობალურად. გლობალურად და ჩვენს ირგვლივ კი ეპიდსიტუაცია უარესდება. საქართველო ამ ეტაპამდე არის უკეთეს მდგომარეობაში და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ეს უკეთესი სიტუაცია შევინარჩუნოთ“, –  განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები