შესაძლოა, გარდაბანი ისევ ჩაიკეტოს – მინისტრის პოზიცია

„ახალი კორონავირუსის“ საფრთხე ქვემო ქართლში ისევ მზარდია.  საკოორდინაციო საბჭო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, გარდაბანი ისევ ჩაიკეტება თუ არა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, მიმდინარეობს კვლევა, რა შეიძლება იყოს შემთხვევის მატების მიზეზი.

“საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა მიდგომები იქნება გარდაბანთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გარდაბანში ჩაღრმავებული კვლევა, დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვებიდან მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა გარდაბანშიც მიღებული იგივე ზომები, რაც გვქონდა მიღებული მარნეულში“, – განაცხადა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები